რეტროგრადული ვენერა  I სახლში

რეტროგრადული ვენერა I სახლში

ეს ინდივიდი დიდ ყურადღებას საჭიროებს, თუმცა ბოლომდე ვერასდროს  განიცდის კმაყოფილებას. მას ძალიან აღელვებს, როგორ გამოიყურება სხვის თვალში. ის ძალზედ ეგოცენტრულია, რადგან მისი თავმოყვარეობა  გამძაფრებულია ცნობიერ დონეზე.  ყურადღების მუდმივ ძიებაში, ის  მეტად წინააღმდეგობრივ გრძნობებს განიცდის საკუთარ თავთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ  თავს სიყვარულის ნაყოფად განიხილავს, როგორც ჩანს, მას არც ისე კარგად ესმის, რამდენი სიყვარული უნდა გასცეს. შედეგად, ის საკმარისზე მეტ ან არასაკმარის სიყვარულს გასცემს.  ძალიან იშვიათად, რომ  მან გასაცემი „სიყვარულის რაოდენობა“ მოზომოს, აღარაფერს ვამბობთ ამისთვის შესაბამისი სიტუაციის სწორად შერჩევაზე.

მას სურს, ისე ცხოვრების საშუალება მისცენ, როგორც უნდა, თუმცა თვითონ, მარტო დარჩენის შიშით, ზედმეტად ებღაუჭება სხვებს. ამგვარი შიდაკონფლიქტი უამრავ პრობლემას იწვევს როგორც ურთიერთობაში, ისე ქორწინებაში.

თავის სასიყვარულო განცდების პოზიტიური ან ნეგატიური ბუნება უფრო იმ ფაზის შესაბამისად არის აქცენტირებული, რომელშიც იმყოფება, ვიდრე იმის გათვალისწინებით, გამართლებულია თუ არა მისი რეაქციები სხვა ადამიანებთან ურთიერთქმედების გარემოებებით.   ნებისმიერ ვარიანტში, ის ბევრ სიყვარულს შთანთქავს, რაც თავდაჯერებისთვის სჭირდება.

ამ მდებარეობისთვის ყველაზე რთულია II ფაზა _ შინაგანი ჰარმონიის მოთხოვნა ვერც ისე კარგად იტანს ჯვარედინ ვიბრაციას ხანგრძლივი დროით. მისთვის ყველაზე მშობლიური იქნება I ფაზა, როდესაც მოლოდინი უკიდურესად გამძაფრებულია. თუმცა ამ ფაზაშიც, როდესაც ადამიანი ცდილობს ვენერას პოზიტიურად აქცენტირებას, რომ  მომავალში გადახტეს, ვენერას ბუნებრივად უარყოფითი მაგნიტური თვისებები და პლანეტის რეტროგრადულობა კვლავ აგრძელებს მასზე ზემოქმედებას, რომლის გავლენითაც მას მიაჩნია, რომ ის სიყვარულის მიმღები უნდა იყოს. ამ მდებარეობით ბედნიერების მიღწევის გასაღები საკუთარი თავის რეალისტურად მიღებაა.


About Qet

Scroll To Top