აქ ინდივიდი დიდ დროს ატარებს I ფაზაში, როდესაც მისი აღტკინებული ბუნება აძლიერებს მოთხოვნას, მიაღწიოს მომავალს ახლა. ის ძლიერ შინაგან ინტენსიურობას განიცდის, რისი გამონთავისუფლდებაც არც ისე მარტივია. სასიყვარულო ემოციები ხშირად არის შერწყმული წარსულში განცდილ რისხვასა და აღშფოთებასთან, რაც ამჟამად მიმართულია რამდენიმე ადამიანის მისამართით და ინდივიდს მტკივნეულ მოგონებებისგან განთავისუფლების საშულებას არ აძლევს.
ის უკიდურესად შემეცნებითია, თუმცა ძალიან არ უყვარს, როდესაც თავად მას უძვრებიან სულში. მას ძალზედ ამაღლებული იდეალები აქვს, მაგრამ თუ თავისი ოცნების რეალურ ცხოვრებაში განხორციელება ვერ მოახერხა, მისი ქცევები შესაძლოა სრულიად საპირისპირო მიმართულებით წავიდეს.
მისი სექსუალობა უკიდურესი ინტენსიურობიდან ინტერესის სრულ დაკარგვამდე მერყეობს. მისი სექსუალური სტიმული დაკავშირებულია ფლობის ძლიერ სურვილთან. ამიტომ, დროდადრო მას შეიძლება ძალიან შურდეს მათი, ვისაც, მისი აზრით, მასზე მეტი აქვს.
ის ემალება საკუთარ გრძნობებს, რადგან თავს არიდებს იმ კედელთან შეჯახებას, რომელიც გარე და შიდასამყაროების გასაყოფად აღმართა. ის საკმაოდ მოუთმენელი და გაღიზიანებულია, რადგან მშვენივრად გრძნობს არამხოლოდ საკუთარ ძირითად ინსტინქტებს, არამედ სხვების შინაგან მოთხოვნებსაც. ზუსტად ეს განაპირობებს კონფლიქტური მანერას მის საზოგადოებასთან ურთიერთობასა და იმას შორის, რას გრძნობს რეალურად. მის ცხოვრებაში ყოველთვის არსებობს მტკივნეული წყენა და აღშფოთება საზოგადოების მიმართ, რადგან მას ხშირად მიაჩნია, რომ ატყუებენ ან არ აძლევენ იმას, რაც, როგორც მიაჩნია, კანონიერად ეკუთვნის.
ის საკმაოდ რთულად ართმევს თავს ბევრ საქმეს და შურს იმის, რომ სხვები გაცილებით ნაკლები ძალისხმევით აღწევენ იგივე მიზნებს.
ვენერას ეს მდებარეობა ინდივიდს სამყაროსგან იზოლაციის გრძნობას აძლევს. მის სულში შემორჩენილია ბუნდოვანი მოგონება დაკარგულ სიყვარულზე. ამის გამო, ახლა მას ძალიან უჭირს ენდოს ადამიანებს, რომელთაც ამ ცხოვრებაში ხვდება, რადგან ქვეცნობიერად მათში იმ სიყვარულის სიმბოლურ ნაწილს ხედავს, რომელიც წარსულში დაკარგა.
მარტინ შულმანი ” კარმული ასტროლოგია”