აქ ინდივიდი ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს I ფაზაში, სადაც ცდილობს საკუთარი თავის მომავალში პროეცირებას, რომლის დადგომაც ახლავე უნდა. რადგან მოვლენები, მისი სურვილისამებრ, მყისიერად არ ხდება, ის იყენებს აზრობრივ პროექციას, რითაც სხვებს საკუთარ კარმულ სურვილში რთავს, სანამ საბოლოოდ არ დარწმუნდება, რომ მართლა შეუძლია მომავლის გამოწვევა. მას სურს სჯეროდეს, რომ ის მოვლენები, რაც მის ცხოვრებაში ხდება, მისი პირადი ინიციატივით არის პროვოცირებული და რომ მისი ჩარევის გარეშე, მომავალს ძალიან დააგვიანდებოდა.
ის ძალზედ თავდაუჯერებელია, განსაკუთრებით საკუთარ სექსუალობასთან დაკავშირებით, რაც, უმეტეს შემთხვევაში, სიყმაწვილის ეტაპზე დაფიქსირებით არის გამოწვეული. სულსწრაფობის გამო, ის აუმრავ ფუჭ აქტიურობას ავლენს, იმის შექმნის მოლოდინში, რაც ბუნებრივად თავისთავად მოხდებოდა.
ეს ინდივიდი მარტოხელა მებრძოლია, რომელიც წარსულში განცდილი სურვილების განხორციელებისთვის იბრძვის, რაც მიმდინარე განსხეულებაშიც იჩენს თავს. მართალია, მას ძალიან უნდა სხვებიც შეუერთდნენ ამ ბრძოლაში, მაგრამ საკუთარ ფსიქიკურ სივრცეში არავის უშვებს. ამიტომ, ცხოვრებას დიდ ნაწილს მარტოობაში ატარებს. მას მიაჩნია, რომ გარესამყარო მის პერსონალურ ეგოს ემუქრება. აი, რატომ ცდილობს შექმნას ისეთი სიტუაციები, სადაც ბატონის როლში იქნება. ამის გამო, ხშირად ძალიან მორცხვია და სხვა ადამიანებს ოდნავ დაფიქრების შანსსაც არ აძლევს, რადგან დარწმუნებულია, რომ ასეთი მიდგომით, მის იდეებს ვერ უარყოფენ.
ის აგრძელებს თვითიდენტობის აღმშენებლობის კარმას და უამრავ ენერგიას ხარჯავს ნებისმიერი წინსვლის დასაცავად, რომელსაც მანამდე მიაღწია. მიმდინარე ცხოვრებაში, მან უნდა ისწავლოს „აქ და ახლა“ ყოფნა, რომ ზედმეტად ემოციური რეაგირება არ მოახდინოს იმ სიტუაციებზე, რომელსაც თავად ქმნის.
მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”