აქ ინდივიდი ძლიერ წინააღმდეგობრივ კონფლიქტს განიცდის, რამდენი უნდა გააკეთოს სხვებისთვის და რამდენი საკუთარი თავისთვის. ის ხშირად გაანაწყენებს და აღაშფოთებს სხვებს, როდესაც ასწავლის, რა და როგორ უნდა აკეთონ, თუმცა კი ქვეცნობიერად მათგან ელის რჩევებს. უკიდურესად დამოუკიდებელი, ის ისწრაფვის თავად იყოს საკუთარი ცხოვრების მმართველი გარემოებათა დინებაში, რაც მის ენერგიას მიმართულებას კარნახობს.
მას არ სურს, რომ ადამიანებმა გამოიყენონ, თუმცა ზუსტად ეს ინტენსიური სურვილი აიძულებს, ისეთი ადამიანები მოიპატიჟოს თავის ცხოვრებაში, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია. ის შეიძლება უჩვეულოდ ცივი იყოს, როდესაც სიტუაცია სითბოს მოითხოვს, რადგან ჯერ კიდევ ვერ ისწავლა სხვა ადამიანების მოტივებისადმი ნდობა.
სამსახურებრივ სფეროში ის სათანადოდ ვერ აფასებს საკუთარი შრომის ნაყოფიერებას. ის ეძებს სრულყოფის გზებს თავისი საქმიანობის მეშვეობით. ვინაიდან უკიდურესად თვითკრიტიკულია, ის ასევე ძალიან ბევრს ელის სხვებისგანაც. ზოგიერთ შემთხვევაში, ამ თვისებას სხვების განსჯის ტენდენციისკენ მიჰყავს. ამან შეიძლება უკიდურესი ხასიათიც მიიღოს, როდესაც ინდივიდი აღმოჩენს, რომ ვერც ერთი ადამიანი მის მოლოდინებს ვერ ამართლებს. ამის გამო, პერიოდულად შეიძლება სექსუალურ სიცივეს განიცდიდეს, რაც ხანდახან სრულ იმპოტენციამდე/ფრიგიდულობამდეც კი მიდის.
ეს ყველაფერი განპირობებულია მისი კარმით, ეძებოს სრულყოფილება ყველა ქმედებაში. ხანდახან, როდესაც გარესამყაროს მოწესრიგებას ცდილობს, ის დინჯად იწყებს საკუთარი თავის მოწესრიგებას. მიუხედავად ამისა, მისი ცხოვრებისადმი მიდგომა ძალიან მძაფრია და აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ, პირველ რიგში, სირბილე საკუთარი თავის მიმართ მართებს. როდესაც ამას ისწავლის, მისი შეხედულებები სხვა ადამიანებზეც საოცრად შეიცვლება.
მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”