რეტროგრადული მერკური მორიელში

რეტროგრადული მერკური მორიელში

აქ ინდივიდი ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს I ფაზაში, რადგან მერკურის აქტიური ცნობისმოყვარეობა ჰარმონიულად ერწმყის  მორიელის აღმოჩენების ძიების თვისებას. ამიტომ, ის ყოველთვის ცდილობს წინ იმოძრავოს შეუცნობელი სფეროებისკენ. ამის შედეგად, ინდივიდს უვითარდება უჩვეულოდ მახვილი გონება, შემოწმებისა და გადახედვის უნარი, რომ აღმოაჩინოს ფარული სიღრმეები, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. ის თავიდან აღმოაჩენს იმას, რაც დავიწყებას მიეცა. ამიტომ, ეს შესანიშნავი მდებარეობაა მეცნიერებისთვის.

ის უჩვეულოდ ღრმა ინდივიდია, რომელსაც შეუძლია ბოლომდე მოაგვაროს პრობელემები, პირველ რიგში საკუთარი.  ის  იშვიათად გამოთქვამს ხმამაღლა, რა აწუხებს და მდუმარე პოზიციას ამჯობინებს. მისი  გონება შესაძლოა დესტრუქციული იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისეთ რაღაცებს აკვირდება, რაც მის იდეალისტურ მოლოდინებს არ შეესაბამება.  შესაძლოა სექსუალურად გაუცხოებული იყოს; აკლდეს  სითბო, რასაც მისი სექსუალური პარტნიორები მისგან ელიან.  იმავდროულად, ის შეიძლება შეპყრობილი იყოს სექსუალური აზრებით, თუმცა კი მხოლოდ მენტალურ დონეზე.

ამ ინდივიდმა წარსულში ძლიერი გადატრიალება განიცადა ცნობიერ დონეზე. ახლა მან ენერგია უნდა აიღოს ამ გადატრიალებიდან, რომ შეინარჩუნოს მიმდინარე ცნობიერება და არ „მოცურდეს“ ნეგატიურ გამოცდილებაზე.  ამიტომ, ის შეიძლება ძალიან უნდობი, უტაქტო და გესლიანი იყოს. მაგრამ ის ყოველთვის ჭეშმარიტების მაძიებელია, თანაც ნებისმიერ ფასად. ამ მდგომარეობაში ცნობიერება საუკეთესოდ მუშაობს, რადგან ის ფოკუსირებულია სულიერ მოგზაურობაზე.

 ბევრ ადამიანს, ამ მდებარეობით, წარსულ ცხოვრებაში,  სიყმაწვილის პერიოდში საყვარელ ადამიანთან განშორება მოუწია. ეს საშუალებას აძლევს, მტკიცედ იდგეს ამ ცხოვრებაში და მედგრად გადაიტანოს მუდმივი მარტოობის შეგრძნება, რაც მის ინდივიდუალიზმის განამტიცებს.

მარტინ შულმანი „კარმული ასტროლოგია“


About Qet

Scroll To Top