მარტინ შულმანი
ამ მდებარეობისას, ინდივიდი თავისუფლად განიცდის რეტროგრადული პროცესის სამივე ფაზას. ის ცდილობს ჰარმონია შეინარჩუნოს თითოეულ ადამიანთან, რომელთანაც კონტაქტს ამყარებს, მაგრამ ხშირად უჭირს მთავართან მიახლოება. ჩვეულებრივ ის ათას წრეს ურტყამს მთავარ სათქმელს, რაც თავიდანვე შეეძლო ეთქვა.
წარსული ცხოვრების ურთიერთობებში მან უამრავი სევდა გადაიტანა, რის დავიწყებასაც ისურვებდა. ამის გამო, მას უჭირს თავდაჯერებული კომუნიკაცია გარშემომყოფებთან. მისი გულის მოგება საკმაოდ მარტივია, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ თავადაც ასევე მარტივად ახერხებს სხვების გულის მოგებას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცდილობს დადებითი შეფასებები დაიმსახუროს.
შეიძლება ფლობდეს ძლიერ ფსიქოლოგიურ უნარებს, მაგრამ სანამ თავდაჯერებას არ განივითარებს, ეს ნიჭი ხელს უფრო უშლის, ვიდრე ეხმარება. თუ თავდაჯერების უკმარისობამ ნეგატიური აზროვნებისკენ წაიყვანა, მისი ფსიქოლოგიური შთაბეჭდილებები ავბედით ხასიათს მიიღებს. მაგრამ თუ ის ნეგატივის გადალახვას მოახერხებს, ნეპტუნის სხივები მას იმ ადამიანთა არსის წვდომის მშვენიერ უნარს უბოძებს, ვისთან ურთიერთობასაც ისურვებდა.
ვინაიდან ის უკიდურესად მგრძნობიარეა კონტაქტებში, მან უნდა ირწმუნოს გარშემომყოფთა დადებით თვისებების და როდესაც ამას მოახერხებს, მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
მიმდინარე ცხოვრებაში ის კომუნიკაციის და კონტაქტების მეტად ფაქიზ ფორმებს სწავლობს, რაც ისეთ გაგებამდე მიიყვანს, რაც ენით არ გამოითქმის.
სერგეი ვრონსკი
წინა ცხოვრებაში ადამიანი აფერისტი, თაღლითი, ავანტურისტი, გაიძვერა და მატყუარა იყო. ის მოხერხებულად აყალბებდა საბუთებს, თავის სასარგელოდ ამახინჯებდა ინფორმაციას; ანგარებიანად წარმართავდა კონტაქტებს, მოლაპარაკებებს, საქმეებს. ამჯერად კარმა მისგან გამორჩეულ წესიერებას მოითხოვს თითოეულ სიტყვასა და ქცევაში. აუცილებელია უარი თქვას ქარაფშუტობასა და ინფორმაციის დამახინჯიბაზე. მან უკიდურესი პატიოსნება და უანგარობა უნდა გამოვლინოს ყოველდღიურ კონტაქტებში.