რეტროგრადული სატურნი ლომში

რეტროგრადული სატურნი ლომში

აქ ინდივიდს საქმე აქვს მიღწევების კარმასთან. ის ვერ ჩათვლის შინაგანად თავს ღირსეულად, თუ საკუთარი უნარების თვალსაჩინო რეალიზებას ვერ მოახდენს გარესამყაროში. მისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია გრძნობდეს საკუთარ გავლენას, როგორც შინაგანად, ისე სხვებისთვის. რასაც არ უნდა აკეთებდეს,  ყველაფერში მბრძანებლობას ცდილობს. წინააღმდეგობები კი, რომელიც უნდა გადალახოს, გრანდიოზულია. ძალიან ხშირად ის სხვების გამოც იტანჯება, რადგან დიდ სიამოვნებას განიცდის, როდესაც სხვის ვალდებულებებს საკუთარ თავზე იღებს. იმავდროულად, საკმაოდ ძალაუფლებისმოყვარე და თავნებაა.

მას ამ ცხოვრებაში ეპოქალური ან ისტორიული ძალის კარმა შემოაქვს, როდესაც ძალა ადამიანს ამართლებდა. მისთვის მართლაც ძალზედ მნიშვენლოვანია, მართალი იყოს სხვის თვალში.  მას სურს პატივს სცემდნენ და მთელი ძალებით შეეცდება დაიცვას საკუთარი პოზიციები. „ჯვაროსნულ სვლასაც“ კი მოაწყობს იმ საქმეებისთვის, რომელიც საკუთარი მნიშვნელობის განცდის საშუალებას აძლევს.

ის მკაცრი მშობელი და ძალიან მრისხანე მეტოქეა, რადგან თავისი პოზიციის დაცვა ურო აინტერესებს, ვიდრე საკუთარი თავის. იმ მოლოდინების გასამართლებლად, რაც მის მიმართ წარსულში არსებობდა, ის ცდილობს საკუთარ თავზე აიღოს გარშემომყოფთა ვალდებულებები. ამრიგად, მას პასუხისმგებლობით დატვირთული ცხოვრება უფრო აინტერესებს, ვიდრე ბუნებრივი არსებობა. კარმული გაკვეთილი კი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა საკუთარი ვალდებულებების შესრულება უნდა ისწავლოს და არა სხვისი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”

 


About Qet Adastra

Не от мира сего…

Scroll To Top