აქ მკაფიოდ გამოხატულია III ფაზა. მისი ყველაზე დიდი საზრუნავი შინაგანი ჭეშმარიტების განვითარებაა, რაც უცვლელი რჩება გარემოს ზეწოლის თუ პირადი იღბლის ზემოქმედების შემთხვევაშიც. ამრიგად, ის იქმნის საფუძველს და მის გასამყარებლად წარსულ ინკარნაციებში დაგროვებულ ცოდნას ეძებს. შესაძლოა ის ძლიერ ვალდებულებას გრძნობდეს მათ მიმართ, ვინც მასზე ნაკლებად იღბლიანია. ეჭვი არ არის, რომ წარსულ ცხოვრებებში ის სატურნის მძიმე ტვირთს ატარებდა. ახლა, მიმდინარე ცხოვრებაში, საკუთარ პასუხისმგებლობას ისე აღიქვამს, როგორც კოსმიურ ვალს სამყაროსადმი და არა პერსონალურ ვალს ვინმე კონკრეტული ადამიანის მიმართ.
ამ მდებარეობის ადამიანთა უმეტესობა უკიდურესად ინტროსპექციულია. მათ ეჭვი შეაქვთ იმ ყველაფრის ფასეულობასა და მნიშვნელობაში, რასაც აკეთებენ. აქ უმთავრესი კარმული გაკვეთილი ის არის, რომ ადამიანი ყოველთვის მართალი უნდა იყოს საკუთარ თავთან.
ეს მდებარეობა, ისე როგორც არც ერთ სხვა, უზარმაზარ შინაგან მოწიფულობას იძლევა. რაც არ უნდა მოითხოვოს გარემსამყარომ მისგან, მისი ყველაზე ძლიერი გრძნობა შინაგანი საიმედოობა და თავდაჯერებაა, რომელსაც განსაკუთრებულად მძაფრად გრძნობს, როდესაც შემოქმედი ღმერთის ერთგულია.
მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”