არსებობის საძირკველში კიდევ „რაღაც“ არის ჩამარხული.
ეს მეტად პერსპექტიული ასპექტია… თუ მისი აზრი გამოვიცანით. ამ პარტნიორის ნება მეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის, მაგრამ ის შესაძლოა საერთოდ ვერ ამჩნევდეს ამას, რადგან ჩემი რეაქციები, მის ინიციატივებზე, უმეტესად შეუმჩნევლად რჩება ორივე ჩვენგანისთვის, ჩემი წმინდად თეორიული ხასიათის პასუხების გამოკლებით. მიუხედავად ამისა, მისი ნება ადასტურებს ან აცამტვერებს ჩემს ცხოვრებისეულ პოზიციებს და მე, რაღა თქმა უნდა, ამის მიმართ გულგრილი ვერ დავრჩები. სხვა სიტყვებით, მოცემული პარტნიორის ნებელობით სტიმულებს ჩემი ცხოვრებისეული პოზიციებით ვამოწმებ (ქვეცნობიერად მაინც) და პირიქით, ჩემი ცხოვრებისეული პოზიციები მისი ჩემდამი ინიციატივების მატერიალზე იტესტება.
ასე მაგალითად, თუ ცოლის მზე ქმრის IV სახლშია სინასტრიულად განთავსებული და ეს უკანაკნელი მამაკაცთა იმ ტიპს მიეკუთვნება, რომელიც მტკიცედ იზიარებს „მოუსმინე ქალს და საწინააღმდეგოდ მოიქეცი“ მოსაზრებას, ცოლის ყოველგვარ ინიციატივას, პირველ რიგში, მოცემულ მოსაზრებასთან (ცხოვრებისეულ პოზიციასთან) შესაბამისობაში განიხილავს და მხოლოდ ამის შემდეგ არსებითად. საინტერესო ის არის, რომ სხვა ქალების შემთხვევაში, ვისი მზეებიც მამაკაცის სხვა სახლებში ხვდება, მისი ეს კრედო იმდენად აქტუალური არ იქნება.
თუმცა, თუ რაღაც მომენტში კრედომ არ იმუშავა, მაშასადამე ქმარმა ცოლის ინიციატივას არ დაუჯერა და საქმეები ცუდად წაუვიდა ან პირიქით, დაუჯერა და ყველაფერი საუკეთესო სცენარით განვითარდა, ის ამას ხანგრძლივად და მძიმედ განიცდის, შესაძლოა ჯავრისგან ავადაც გახდეს. ცხოვრებისეული პოზიციების (საყრდენი წერტილების) რეკონსტრუქცია ხომ ძალიან რთული, უსიამოვნო და ენერგოინტენსიური სამუშაოა?!
ჰარმონიულ ვარიანტში მე ამ პარტნიორს ვენდობი და ჩემი მხარდაჭერა მისთვის ძალის და შთაგონების ახალ რესურსებს ხსნის, მაგრამ ამისთვის მან ჩემი ნდობა უნდა დაიმსახუროს.
მზის და IV სახლის სინასტრიული კვეთა ნაცნობობის მყუდრო გრძნობას წარმოშობს პირველივე შეხვედრისთანავე. ეს ძალიან ძლიერი და ერთ-ერთი საუკეთესო ასპექტია ქორწინებისა და ხანგრძლივი ურთიერთობისთვის, რადგან პარტნიორები ძალიან ბუნებრივად და სწრაფად ეჯაჭვებიან და სათუთად ზრუნავენ ერთმანეთზე და სავარაუდოდ, ერთად ცხოვრებაც ენდომებათ.
მზეს ძალიან სწრაფად უჩნდება სახლთან სიახლოვის განცდა, რომ ისინი ღრმად არიან გადაჯაჭვულნი და ეკუთვნიან ერთმანეთს. მზემ უბრალოდ იცის ეს და ამიტომ, მთელი ძალებით შეეცდება დაიცვას სახლი.
სახლიც მშვენივრად გრძნობს ამ მისტიურ კავშირს. ის ძალიან მარტივად ენდობა მზეს და, მისთვისვე გასაკვირად, სწრაფად ხსნის თავდაცვის სისტემას. ეს იმიტომ, რომ მზესთან თავს დაცულად გრძნობს, თითქოს დედამიწის ზურგზე ვერავინ ვერაფერს დუშავებს. საინტერესო ის არის, რომ ეს დაცულობას გრძნობა მაშინაც შენარჩუნებულია, როცა მზე ფინანსურად ბანკროტია. ანუ ჩვენ იმის თქმას ვცდილობთ, რომ ეს შეგრძნება ირაციონალურია და არა მატერიალურ/თვალსაჩინო მიზეზებზე დაფუძნებული.