ბედის ბანქო – დამა აგური

ბედის ბანქო – დამა აგური

(15 იანვარი; 13 თებერვალი; 11 მარტი; 9 აპრილი; 7 მაისი; 5 ივნისი; 3 ივლისი; 1 აგვისტო)

ფილანტროპის ბანქო.

დამა აგური თავისი ფასეულობების სისტემაში ძალიან გაუბედავი პიროვნებაა, გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით სირთულეები (მომავალში რით და როგორ იცხოვროს) ხშირად იჩენს თავს.

 ამ ადამიანს მრავალფეროვნება უყვარს, თავის ნიჭერებითა და გამომგონებლობითი უნარებით ბევრს აღწევს თუ მთლიანად არ არის მატერიალურზე ფიქრით მოცული, რადგან ფულის გამო განცდები და შფოთი მისთვის ჩვეული მდგომარეობაა. თუ მას ფული აქვს, ძვირფას ნივთებზე სიამოვნებით ხარჯავს, ხშირად საკუთარ შესაძლებლობაზე მეტი მოთხოვნილებები აქვს, რაც უამრავი პრობლემის მიზეზი ხდება.

 იმის მიუხედავად, რომ თავისი სიამოვნებისთვის ფულის ფლანგვა ძალიან უყვარს, დამა აგური მაინც გულმოწყალეა, მას უყვარს თავისი სიმდიდრის სხვებისთვის გაყოფა, ჭეშმარიტ სიამოვნებას ანიჭებს ახლობელი ადამიანებისთვის სხვადასხვა ნივთების ჩუქება.  ეს ადამიანები საკმაოდ მიმზიდველნი არიან, უყვართ მშვენიერებით ტკბობა, მათ სახლში ყველაფერი მაღალ დონეზე უნდა იყოს. მუდამ თავგადასავლების ძიებაში არიან, შესაძლოა ხშირად იცვლიდნენ პარტნიორს. გამოირჩევიან კარგი ალღოთი, რეკლამის სფეროსთვის საჭირო უნარებითა და ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისებებით.

რასაც არ უნდა აკეთებდეს, ის მაინც დედოფალია, რაც ნიშნავს იმას, რომ მუდამ სხვების აღზრდით, ზრუნვითა და მეურვეობითაა დაკავებული. სიტუაციების დაგეგმვა, და ანალიზი მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს, სიყალბესა და ტყუილს კი ყველგან ამოიცნობს.

ხანდახან, თუ ყველაფერი ისე არ მიდის როგორც მას სურს, პესიმიზმი ეუფლება. ამ შემთხვევაში მან აუცილებლად უნდა განიმტკიცოს მომავლის რწმენა.  თუ ეს „ბანქო“ სულიერების გზით წავა, თავისი მისიის გაანალიზებითა და საკუთარი თავის შეცნობით დიდ სიმაღლეებს დაიპყრობს. მას შეუძია უძველესი სწავლებების შეცნობა, თანდაყოლილი უნარების, საიდუმლო და ოკულტური სფეროებში მიდრეკილებებით.

 მარადიული ჭეშმარიტების შეცნობა მათ მიწიერი პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებათ. ისინი, ვინც უმაღლეს მიზნებზე ორიენტირებულნი არიან, სულიერ ზრდაში წინააღმდეგობები არ ემუქრებათ.

 დამა აგურის სასიყვარულო კარმა საკმაოდ მძიმეა, თავს იჩენს პრობლემები სიჯიუტისა და სიამაყის, მრავალფეროვნების სიყვარულისა და მარტო დარჩენის შიშის გამო. ეს ადამიანები მინიმუმ სამჯერ ქორწინდებიან, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ჯერზე მათი ქორწინება შესაძლოა საკმაოდ წარმატებულიც ჩანდეს. მიმზიდველობა და ქარიზმა ახალ ნაცნობობასთან ურთიერთობის გაბმაში ეხმარებათ, უბრალოდ ამ ურთიერთობების შენარჩუნებაა რთული.

 დამა აგურის მამაკაცები ოცნებობენ ყვავის მასტის ქალბატონებზე, ხოლო მანდილოსნებს  – ჯვრის მასტის მამაკაცები იზიდავენ, თუმცა ეს ურთიერთობები გარკვეულწილად უსიამოვნებების მომტანიცაა.

 მთავარი პრობლემა ურთიერთობებს უკავშირდება, ამ პრობლემებს ასაზრდოებს რაღაცის მიუღებლობის შიში. სწორედ ამიტომ მრავალრიცხოვან სასიყვარულო კავშირებს აბამენ, რაც ღრმა შინაგან კონფლიქტებზე მოწმობს, მაგრამ მათ აქვთ ძალა შიშებს თვალებში ჩახედონ და საკუთარ თავს ძლიონ.

 მართალია ასეთი რთული ამოცანა ყველა დამა აგურს არ ხვდება წილად. სწორედ საკუთარ ცხოვრებისეულ მაგალითებზე შეიძლება იმის გაგება, რომ ადამიანი თავად არის თავისი ბედნიერებისა და უბედურების შემოქმედი. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ცნობიერებით საკუთარი თავისა და ცხოვრების ტრანსფორმაცია.

 მერკურის ასაკში (13 წლამდე) – ცვლილებების, განცდების პერიოდია. კონკრეტულ ადამიანებს ეჯაჭვებიან, ეჩვევიან ან მეგობრებთან განშორების გამო ტკივილს განიცდიან.

ვენერას ასაკში (13 – 26 წლამდე) გონებრივი შემოქმედების აქტიურება. უამრავი საინტერესო იდეა იბადება.

შემდეგ მოდის სტრესული სიტუაციების ტალღა, ზოგადად ან რამდენიმე მიმართულებით. (მარსის პერიოდი) თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი შემდგომი 13 წელი მხოლოდ ამ რითმით იცხოვრებს, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები ფიქსირდება ამა თუ იმ ციკლში).

იუპიტერის ასაკში (39 -52 წლამდე) შესაძლოა პარტნიორებთან რთულმა და მტკივნეულმა განშორებებმა იჩინოს თავი. მთავარია ცხოვრებიდან არასაჭირო ადამიანების მარტივად და რაც შეიძება უმტკივნეულოდ გაშვების სწავლა.

სატურნის ასაკში (52 – 65 წლამდე) – საკუთარ ცხოვრებაში პრობლემებთან დაკავშირებით მსოფლხედველობას, ფილოსოფიას, შეხედულებებს იცვლიან.

წყარო: ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი

ბედის ბანქო – დამა ყვავი

ბედის ბანქო – დამა ჯვარი

ბედის ბანქო – დამა გული


About Kate

Scroll To Top