მზეების შეერთება
ეს ასპექტი ქმნის ბუნებრივ ურთიერთსითბოს და საერთო ლტოლვას ცხოვრების მსგავსი პერსპექტივების მიმართ. თუმცა შეჯიბრის ძლიერი ტენდენციითაც ხასიათდება, რაც ორივე ინდივიდში თანაბარი წარმატებით ავლენს როგორც მათ საუკეთესო, ისე ყველაზე უარეს თვისებებს. ვინაიდან მზეების შეერთება იმას გულისახმობს, რომ ორივეს დაბადების დღე მოკლე პერიოდში, შეიძლება ერთ დღესაც ხდება, ურთიერთობაში ბალანსის დაცვის თვალსაზრისით, მოსალოდნელია გარკვეული სირთულეები. ორივეს სუბიექტური განცდები შეიძლება იმდენად მსგავსი იყოს, რომ ერთსა და იმავე მომენტში იმყოფებოდნენ ძალიან ამაღლებულ ან პირიქით, ძალიან დათრგუნულ განწყობაზე. ბუნებრივია, სინასტრიაში უნდა განვიხილოთ ყველა პლანეტა, ყველა ასპექტით, რომ გავიგოთ, იქნება თუ არა ეს სუბიექტური და ძლიერი ენერგია სხვა ასპექტებით დაბალანსებული.
მამაკაცის მზე შეერთებაშია ქალის მთვარესთან
ეს მშვენიერი კომბინაციაა მამაკაცის ბუნებრივი ბრწყინვალების გამოსავლენად, რადგან ქალი უკიდურესად გულისხმიერი და შემეცნებითი იქნება მის მიმართ. ურთიერთობაში დომინანტი იქნება მამაკაცი, თუმცა ქალმა შეიძლება შეასრულოს დამცველი დედის როლი. ამ ასპექტისთვის დამახასიათებელია საოცრად ინტუიციური და სიღრმისეული ურთიერთგაგება. ურთიერთობა ტრადიციული პერსპექტივებით ვითარდება (ოფიციალური ან სამოქალაქო ქორწინება). ეს ურთიერთობა ხასიათდება ძლიერი გრძნობებითა და შემოქმედებითი აღმაფრენებით _ ორი აუცილებელი კომპონენტით სრულყოფილი გამოცდილებისთვის.
ქალის მზე შეერთებაში მამაკაცის მთვარესთან
ეს ასპექტი მიუთითებს ურთიერთობაზე, სადაც დომინირებს ქალი. ამ კონფიგურაციის წყალობით, ინდივიდებს შორის ყოველთვის იარსებებს ბუნებრივი ინტიმური სიახლოვე, რის შედეგადაც მამაკაცი უფრო შემეცნებითი ხდება პარტნიორის მიმართ, ქალი კი წამყვან პოზიციას იკავებს. ასეთ განლაგებაში შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმის წყენა და აღშფოთება, თუმცა თუ მამაკაცი თვინიერად მიიღებს იმ ფაქტს, რომ მისი როლი ქალის ძალის და სინათლის არეკვლაა, როგორც მთვარე ირეკლავს მზეს, ეს მშვენიერი ფუნდამენტური ასპექტია მტკიცე და ხანგრძლივი კავშირისთვის.
მამაკაცის მზე შეერთებაშია ქალის მერკურისთან
ეს ასპექტი განამტკიცებს მენტალურ ურთიერთგაგებასა და ინტენსიურ კონტაქტს. ამ ურთიერთობაში ქალი თავისი იდეების გამოხატვისთვის უფრო ფასობს, ვიდრე ქალურობის დემონსტრირებისთვის. რადგან მზე ჩვენი სისტემის ცენტრია, მამაკაცი ამ ურთიერთობის ცენტრი იქნება. ქალი კი აღმოჩენს, რომ პარტნიორი საოცრად მარტივად იღებს და ოპტიმისტურად აქეზებს მის იდეებს.
ქალის მზე შეერთებაშია მამაკაცის მერკურისთან
ეს ასპექტი ქმნის ურთიერთობას, სადაც ქალი ძლიერ დომინირებს. მამაკაცი შეიძლება საფრთხესაც გრძნობდეს მისგან, რადგან ეშინია, „უმცროსი ძმის“ როლში არ აღმოჩნდეს. თუმცა მას ბევრი რამის სწავლა შეუძლია ამ ქალისგან, რადგან ის მას აფასებს არა მისი მამაკაცური სექსუალობის, არამედ გონებრივი პოტენციალის გამო. ამიტომ, ქალი, თავისი სითბოთი და ოპტიმიზმით, დიდ დახმარებას გაუწევს მამაკაცს გონებრივ განვითარებასა და ინტელექტუალურ ზრდაში.
მამაკაცის მზე შეერთებაშია ქალის ვენერასთან
ეს ასპექტი მიუთითებს ბუნებრივ სითბოსა და ყურადღებაზე ურთიერთობაში. ქვეცნობიერ დონეზე ეს მამა-ქალიშვილის ტიპის ურთიერთობაა, როდესაც მამაკაცი გულუხვად ანებივრებს ქალს თავიზი მფარველი ყურადღებით. მოსალოდნელია როგორც მატერიალური, ისე სულიერი გამდიდრება. მზის ნათება და ვენერას სიყვარული საოცარი ჰარმონიის შესაქმნელად ერთიანდებიან.
ქალის მზე შეერთებაშია მამაკაცის ვენერასთან
ეს ასპექტი ურთიერთობაში მაშინ ჩნდება, როდესაც მამაკაცი, სავარაუდოდ, ძალზედ განაზებული იყო წინა ცხოვრებაში. ახლა მან მამაკაცური ენერგია უნდა მიიღოს ქალისგან. ქალი წარმოადგენს ამ ურთიერთობის ცენტრს და სწორედ მისი „ბრწყინვალების“ და მხარდაჭერის წყალობით გამოვლინდება მამაკაცის შემოქმედებითი უნარები. ქალი კი გააგრძელებს დამატებითი ძალის წარმოებას, რადგან მისი ანიმეს ქვეცნობიერი ფიგურა მამაკაცის მეშვეობით ვლინდება.
მამაკაცის მზე შეერთებაშია ქალის მარსთან
ეს ასპექტი მუთითებს აქტიურ, დინამიურ და პროგრესულ ურთიერთობაზე. ქალი დიდ ძალას და აქტივობას იძენს მამაკაცის მეშვეობით. თუმცა არც ქიშპობაა გამორიცხული, მაგრამ ამ ენერგიის ტრანსფორმაციაც შესაძლებელია საერთო სპოტული ინტერესების ან სხვადასხვა ფიზიკური აქტივობების მეშვეობით. ბუნებრივია, მნიშვნელოვნად გაძლიერებულია ურთიერთობის სექსუალური ასპექტი, რადგან ქალს ძალიან იზიდავს პარტნიორთან ფიზიკური თუ ემოციური შეჯიბრი.
ქალის მზე შეერთებაშია მამაკაცის მარსთან
ამ ასპექტში მამაკაცი ცდილობს გააოცოს ქალი, რადგან მის ძალას და სიამაყეს იმ წინააღმდეგობად აღიქვამს, რომელიც უნდა გადაილახოს. შესაძლოა განვითარდეს აგრესიული სექსუალობა. დამახასიათებელია პროგრესისკენ ძლიერი სწრაფვა. ორი კოცონი ერთიანად გიზგიზებს.
მამაკაცის მზე შეერთებაშია ქალის იუპიტერთან
ამ ასპექტის შედეგი შეიძლება იყოს ენერგიის გადაჭარბება ან გამოშხეფება, რადგან ის აძლიერებს და აფართოვებს ორივე ინდივიდის განცდებს. მამაკაცი მეტად კონცენტრირებულია, ქალი კი თავისუფლებისკენ ილტვის. პოზიტიურ ენერგიასთან ერთად, მოსალოდნელია იმეგაცრუება მამაკაცის მხრიდან. მას მიაჩნია, რომ მტკიცედ უნდა ჩაებღაუჭოს თავის სივრცეს. ქალი კი ერთდროულად განიცდის როგორც მისგან გაქცევის სურვილს, ისე ძლიერ მიზიდულობას. ასეთი ასპექტი ხშირად უბიძგებს წყვილს დიდი სიმდიდრის დევნისკენ. არანაკლებ ენერგიას ხარჯავენ სულიერი განვითარებისა თუ უმაღლესი განათლების მისაღებად.
ქალის მზე შეერთებაშია მამაკაცის იუპიტერთან
ეს კეთილისმყოფელი ასპექტი ურთიერთობას იმედითა და ოპტიმიზმით აღავსებს. ორივე ინდივიდი თავს თავისუფლად გრძნობს და დიდ სიამოვნებას განიცდიან ერთმანეთთან გაზიარების შესაძლებლობით. სიბრძნე და ურთიერთპატივისცემა შერწყმულია ჯანსაღი შეჯიბრის აღტკინებასთან, რაც ურთიერთობას სიცოცხლეს სძენს. ეს ძალიან ძლიერი ასპექტია პიროვნული ზრდისთვის, რაც ორივეს სულიერ და მატერიალურ სიმდიდრეს მოუტანს. მონეტა ორივე მხრიდან ბრწყინავს.
მამაკაცის მზე შეერთებაშია ქალის სატურნთან
ეს ასპექტი აყალიბებს ფხიზელ ურთიერთობას, რომელიც ქალის კეთილგონიერებას ეფუძნება. მამაკაცის ბობოქარ ენერგიას პარტნიორის ზრდასრული სიბრძნე აკავებს. შეიძლება გამოვლინდეს როლური თამაშები, რადგან ქალი ქვეცნობიერად მიდრეკილია გადაიტანოს მამის სახება პარტნიორზე. ასე აღასრულებს ის კარმას, როდესაც ასწავლის მამაკაცს, როგორ უნდა განავითაროს მან შინაგანი საიმედოობისა და თავდაჯერების ძლიერი გრძნობა. ამ ასპექტის ძალა დაეხმარება მათ ყველა რთული წინააღდეგობის დაძლევაში, რადგან ქალის ფასეულობათა სისტემა და ვითარებების სწორად გარკვევის უნარი (წარსულიდან გადმოცემული) ხელს უწყობს მამაკაცს აწმყოში. მამაკაცი, როგორც არწივი ბუდეში, ამაყად მოათვალიერებს თავის მფლობელობას. მაგრამ სწორედ ქალი უზრუნველყოფს იმ საიმედო ციხე-სიმაგრეს, რაც მამაკაცს სასიცოცხლო ძალების შენარჩუნებაში ეხმარება.
ქალის მზე შეერთებაშია მამაკაცის სატურნთან
აქ მამაკაცი სთავაზობს ქალს თავის მოწიფულობასა და სიბრძნეს, რითაც მის ცხოვრებაში შეაქვს ღირსება, წესიერება, სისწორე და საზოგადოებრივი ტრადიციების დაცვა. ამიტომ, მათი ურთიერთობა რაღაც უფრო მასშტაბური ხდება, ვიდრე ორი ადამიანის კავშირია. მამაკაცი აღასრულებს საკუთარი ძალისა და სიმტკიცის გადაცემის კარმას პარტნიორისთვი, რის შედეგადაც ქალს უკეთესად ესმის თავისი პოტენციალი. ეს საკმაოდ ძლიერი ასპექტია ქორწინებისთვის, რადგან, წლებთან ერთად, სულ უფრო განმტკიცდება. ქალი მოყვავილე მცენარეს ჰგავს და სწორედ ეს მამაკაცი იცავს მის წრმატებულ ყვავილობას.
მამაკაცის მზე შეერთებაშია ქალის ურანთან
ეს ასპექტი ურთიერთობას საოცარ სიცოცხლეს და დინამიკას ანიჭებს. ქალში ვლინდება უჩვეულო აღტკინება და ექსცენტრული იდეები, რაც მამაკაცს საკუთარ ძალაზე კონცენტრაციისკენ უბიძგებს. მოსალოდნელია ცვლილებები, სურპრიზები და უჩვეულო მოვლენები. მუდმივი ნერვული დაძაბულობა ან დაელექტროებული აურა ამ ურთიერთობის ნორმალური მდგომარეობაა. იმავდროულად, ტრადიციულ და ინოვაციურ მიდგომებს შორის კონფლიქტსაც განაპირობებს. მართალია, ეს ურთიერთობა ძლიერი აღტაცებითა და მძაფრი შეგრძნებებით ხასიათდება, მაგრამ მას ძალიან აკლია სტაბილურობა, რაც ასე საჭიროა ხანგრძლივი ურთიერთობისთვის. ამიტომ, რაც უფრო ზრდასრული და ემოციურად მოწიფულები არიან პარტნიორები, მით უფრო დადებითად აისახება ამ ასპექტის გავლენა მათზე.
ქალის მზე შეერთებაშია მამაკაცის ურანთან
აქ ქალმა, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს თავისი „მე“, წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს მამაკაცს, რომელიც მის შეცვლას ცდილობს. ქალს ძალიან მიმზიდველად მიაჩნია მამაკაცი, მისი არასტანდარტული მანერების გამო. თუმცა აუცილებელია მიმართულებაც საერთო მიზნისკენ აიღონ. უამისოდ მათი ურთიერთობა მართალია აქტიური, მაგრამ ძალიან მყიფე იქნება, ფეირვერკის თვალისმომჭრელი ეფექტივით, რომელიც რამდენი წუთში სრულდება.
მამაკაცის მზე შეერთებაშია ქალის ნეპტუნთან
მამაკაცის ძალა და სიამაყე უერთდება დახვეწილ ხრიკებს ქალის მხრიდან, რაც ფრიად დამაინტრიგებელ, თუმცა კი რთულ ურთიერთობას ბადებს. მზე და ნეპტუნი განასახიერებენ სინათლეს და კოსმიურ სიყვარულს, ღვთაებრივ ძალებს, რაც ასე საჭიროა სულიერი ამაღლებისთვის. ამ ურთიერთობაში ორივე პარტნიორი ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველია ერთმანეთის მიმართ. თუ ეს მოახერხეს (სხვა ასპექტების გათვალისწინებით), მათი კავშირი შთაბეჭდილებათა აქაფებულ ტალღას დაემსგავსება, რომელიც დილის მზის სხივებში საოცრად ლამაზად ბრწყინავს. თუ ვერა_ მათი ურთიერთობა სქელ ღრუბლად გადაიქცევა, რომელიც მზეს მალავს.
ქალის მზე შეერთებაშია მამაკაცის ნეპტუნთან
აქ მამაკაცი ძლიერ ხიბლავს ქალს, თავისი სინაზით. მსუბუქი თანაგრძნობით მას ნამდვილად შეუძლია ქალის არტისტული აღქმის გამოვლენა. სავარაუდოდ, ამ ურთიერთობაში, მამაკაცი გარკვეულ მოუხელთებლობას გამოავლენს, რადგან რაღაც გაურკვეველი ან თუნდაც მისტიური ძალაუფლების მოპოვებას ცდილობს. თუ ორივე პარნტიორს რეალისტური მიზნები ექნება, ინტუიციური კომუნიკაცია და აზრების არავერბალური გადაცემა, კიდევ უფრო გააერთიანებს მათ. მამაკაცი ქალს ისევე შეიმეცნებს, როგორც წყალი მზეს, რომელიც მას ათბობს.
მამაკაცის მზე შეერთებაში ქალის პლუტონთან
ეს არასტაბილური ურთიეთობის ასპექტია. მამაკაცის სინათლე და ქალის ქვეცნობიერი წყვდიადის სურვილები, მთლიანობაში, მხურვალე უკიდურესობებს პროვოცირებს. ყველაფერში რადიკლიზმის ტენდედნციაა_ საუკეთესო და უარესი თვისებების დემონსტრაცია! მამაკაცმა, თავისი სინათლის წყალობით, შეიძლება გარდასახოს ქალი. ქალს კი შეუძლია მამაკაცი თავისი არსების იმ სიღრმეებამდე ჩაიყვანოს, რომელზეც მას აქამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა. და მაშინ, ჭიდან ჭეშმარიტების შადრევანი ამოხეთქავს.
ქალის მზე შეერთებაშია მამაკაცის პლუტონთან
ეს ასპექტი ექსპლუატაციურ ურთიერთობაზე მეტყველებს, რადგან მამაკაცი შეიძლება შეეცადოს ისეთი ფასეულობები იპოვოს ქალში, რომელსაც საკუთარ თავში ვერ აგნებს. იმავდროულად, ქალი ცდილობს გარდასახოს პარტნიორი, თავისი სინათლის მიძღვნით. როგორც წესი, ქალი იტანჯება, რადგან მამაკაცს ისეთ კონტაქტებსა და ძალებთან მიჰყავს, რისთვისაც ის (ქალი) მზად არ არის. ხანგრძლივი ურთიერთობის შემთხვევაში, ქალი ძლიერდება და შედეგად, შეუძლია საკუთარ თავში ისეთ სიღრმეებს მიაკვლიოს, რომელიც ამ მამაკაცის საშუალებით აღმოაჩინა. მხოლოდ იმის შეცნობით, რაც შუადღეს დაბნელებად ეჩვენებოდა, ქალი იწყებს იმის მისტიური სიღრმეების მიზეზების გაგებას, რომელიც განიცადა.
მზის ან მთვარის შეერთება სინასტრიულ ფიქტიურ წერტილებთან
კარმული ასპექტები
პლანეტების შეერთება ფიქტიურ პლანეტებთან განსაკუთრებული, საბედისწერო ხასიათის არის. ბევრი სიტუაცია, რაც მათ შორის ხდება, არ არის შემთხვევითი და ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
მზის/მთვარის შეერთება სინასტრიულ კვანძებთან
მზის ან მთვარის შეერთება სინასტრიულ მთვარის კვანძებთან იმის მანიშნებელია, რომ მათი ცხოვრებისეული გზები მჭიდროდ არის გადახლართული და ისინი ძლიერ გავლენას ახდენენ ერთმანეთის ევოლუციაზე და ასეთი ასპექტები მნიშვნელოვნად აჩქარებს მათ განვითარებას. იმავდროულად, ერთის შეცდომებს, არასწორ საქციელს შეუძლია ნეგატიურად განავითაროს მეორე ადამიანის ბედი და გაუუარესოს პერსპექტივები.
მზის ან მთვარის შეერთება სინასტრიულ ჩრდილოეთ/აღმავალ კვანძთან ამ მნათობებს უფრო მკაფიო და ძლიერ გამოვლინებას მისცემს, დააჩქარებს მათ ფუნქციურ პროცესებს, ბევრ რამეს უფრო მსუბუქ და მიღწევადს ქმნის.
მზის ან მთვარის შეერთება სინასტრიულ სამხრეთ/დაღმავალ კვანძთან მეტად ხელსაყრელი ასპექტია საერთო კარმული პრობლემების დასამუშავებლად, ძველი პროგრამების დასასრულებლად, ვალების გასასტუმრებლად. ამ შემთხვევაში მომავალი განვითარება წარმოუდგენელია, თუ ორივემ დეტალურად არ გადახედა ყველა იმ ფაქტორს, რაც მათ თანაცხოვრებას ამძიმებს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ასპექტის შემთხვევაში, ევოლუციური წინსვლა მნიშვნელოვნად შეფერხებულია.
მზის ან მთვარის შეერთება სინასტრიულ ლილიტთან
ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს ასპექტი ურთიერთობას განამტკიცებს, რადგან ორ ადამიანში ერთი ნიშნის ენერგია ტრიალებს. თავიდან ეს მართლაც ასეა. „მზის ადამიანი“ მშვენივრად იჭერს მსგავს ენერგიას „ლილიტის ადამიანში“, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს დაბინძურებული ენერგიაა, დროთა განმავლობაში „მზის ადამიანი“ თანდათან ღიზიანდება და დისტანცირებას იწყებს. თუმცა, მას ძალიან უჭირს მიზეზის ახსნა, რატომ აღიზიანებს პარტნიორი.
ლილიტი ფიქტიური პლანეტაა, მას არ შეუძლია მზეზე პირდაპირ ზემოქმედება. პირიქით, „მზის ადამიანი“ პროვოცირებს „ლილიტის ადამიანს“ შავბნელ მოქმედებებზე, იმ ნიშნიდან და სახლიდან გამომდინარე, სადაც ხდება შეერთება. მაგალითად, ქალწულის ნიშანში შეერთებისას, „მზის ადამიანმა“ შეიძლება უბიძგოს „ლილიტის ადამიანს“ მეწვრილმანეობისკენ, წუწურაქობისკენ, გესლიანი კრიტიკისკენ. მშვილდოსანში შეერთებისას, „მზის ადამიანი“ თავიდან ძალიან მოიხიბლება პარტნიორის თავისუფალი სულითა და ამაღლებული იდეალებით. თუმცა ის ასევე ძალიან სწრაფად მიხვდება, რამდენად დამახინჯებულია „ლილიტის ადამიანის“ შეხედულებები. სასწორში შეერთებისას, „მზის ადამიანი“ პირველ ეტაპზე შეიძლება ძალიანაც მოიხიბლოს „ლილიტის ადამიანის“ თავაზიანობითა და გალანტურობით, მაგრამ მალე მას გააღიზიანებს მისი გადაჭარბებული მლიქვნელობა და თვალთმაქცობა, რის გამოვლენასაც მეტწილად თავად უწყობს ხელს.
მაშასადამე, რომელ ნიშანშიც არ უნდა ხდებოდეს შეერთება, „მზის ადამიანი“, მხოლოდ თავისი გვერდზე ყოფნითაც, იწვევს ნიშნის ნეგატიურ გამოვლინებას „ლილიტის ადამიანში“ და შემდეგ თვითონ ღიზიანდება ამაზე.
ამდენად, მზის და ლილიტის შეერთება ორივე მხარისთვის ცდუნებაა, ასე ვთქვათ, სისუფთავეზე შემოწმება, ხანდახან საკმაოდ მძიმე გამოცდაც. ამ ასპექტისას, ადამიანს უწევს ბრძოლა როგორც გარეგან, ისე შინაგან ბოროტებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოროტება სრულად იმორჩილებს მათ. ეს კარმული ასპექტია, რაც არამხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანები წინა ცხოვრებაშიც იყვნენ დაკავშირებულები, არამედ მათი ურთიერთობის მძიმე ხასიათზეც მეტყველებს. დაძაბულობა, რომელიც მათ ცხოვრებაში არსებობდა, აუცილებლად საჭიროებს მოგვარებას.
მზის ან მთვარის შეერთება სინასტრიულ სელენასთან
სელენას შეერთება სინასტრიაში საუკეთესო მხრიდან ავლენს და ნათელს ჰფენს მნათობების პრინციპებს, აძლიერებს მათ დადებით თვისებებს, რაც ადამიანის განვითარებას უწყობს ხელს.