ტრანზიტული სატურნი მე-11 სახლში

ტრანზიტული სატურნი მე-11 სახლში

ტრანზიტული სატურნი მე-11 სახლში ნიშნავს, რომ  სატურნი (ამჟამინდელი მდებარეობა) თქვენი პირადი რუკის მიხედვით მე-11 სახლს გადის.

XI სახლის მნიშვნელობა იშვიათად არის ბოლომდე განმარტებული და საკვანძო სიტყვებიც ხშირად ბუნდოვანი და გაუგებარია.  ეს სახლი, ისე როგორც არც ერთი სხვა, თქვენი ინდივიდუალური ფუნქციის სიმბოლოს გამოხატავს. რით გამოირჩევით საზოგადოებაში და რისი განვითარება გსურთ პიროვნულ დონეზე? ეს სახლი და ადამიანები, ვისაც აქტიური XI სახლი ჰყავთ, ყოველთვის განსაკუთრებულად არიან განწყობილნი მომავალზე, იმ თვალსაზრისით, როგორ ხედავენ საკუთარ თავს, რა მიზნები აქვთ და საით მიემართებიან.

ლოგიკურად, სატურნის ტრანზიტი ამ სახლში მიუთითებს იმ დროზე, როდესაც უნდა გავიაზროთ, რა გავაკეთეთ, რას ვაკეთებთ და რა უნდა გავაკეთოთ მომავალში, განსაკუთრებით სხვა ადამიანებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობაში. გავარკვიოთ, რა უნდა მივცეთ სხვა ადამიანებს, მას შემდეგ, რაც უკვე საკუთარი სტატუსი გავიმყარეთ (სატურნის ტრანზიტისას X სახლში). უნდა გავიაზროთ საკუთარი მიზნები: არა კარიერული კუთხით, არამედ პიროვნულ-ინდივიდუალური ზრდის თვალსაზრისით.

როგორი პიროვნება გვინდა გავხდეთ და რა როლი გვსურს შევასრულოთ საზოგადოებაში. მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი სანუკვარი სურვილები და იმედები, საკუთარი როლი და დანიშნულება მეგობრებთან, ახლობლებთან და სოციუმთან მიმართებაში. თქვენ შეიძლება მოგიწიოთ ურთიერთობის გაწყვეტა ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებთან, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ პასუხიმგებლობის გრძნობა გამოძრავებთ, რომელიც გიბიძგებთ მეტი ვალდებულებები აიღოთ ადამიანებთან ურთიერთობაში.

თუ აქამდე წლები და უამრავი ენერგია დავხარჯეთ ჩვენი პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების აღსრულებაზე, მყარი ადგილის დასამკვიდრებლად სოციუმში, ახლა დრო დგება საკუთარ თავს დავეკითხოთ „საით მივდივართ?“

ჩვენი პირადი მიზნები, განვითარებისა და პიროვნული ზრდის გზები და მეთოდები არის ის, რასაც სატურნი სიმყარესა და ნამდვილობაზე ამოწმებს. ამ პერიოდში ადამიანებს ხშირად ეჩვენებათ, რომ მათი უახლოესი წრე ზედაპირული და არადამაკმაყოფილებელია, რის გამოც თავს გაუცხოებულად გრძნობენ. შედეგად ვლინდება აგდებული დამოკიდებულება ზედაპირული სოციალური კონტაქტებისა და რიგითი ამხანაგების მიმართ. ალტერნატიული ვარიანტია, ისეთ პიროვნებას გადაეყაროთ, ვისთანაც ღრმა და სერიოზული მეგობრული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ ან ისეთ ჯგუფში გაერთიანდეთ, რომლის იდეებს ბოლომდე თავდადებით ემსახურებით.

უსარგებლო სოციალური კონტაქტების გამოხშირვა იმაზე მეტყველებს, რომ ნატივი მეტად სერიოზულდ ეკიდება საკუთარ პიროვნულ განვითარების პროცესს, კერძოდ რას ელის საკუთარი თავისა და ცხოვრებისგან მომავალში და რა როლს ასრულებს სხვა ადამიანების ცხოვრებაში.

სტატიის ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top