ქირონი მე-2 სახლში

ქირონი მე-2 სახლში

ქირონი კუროში ან მეორე სახლში

კომფორტი ფიზიკური და მატერიალური საგნებიდან, ფული,სექსუალური სიამოვნება. შესაძლოა ჰქონდეთ უჩვეულო სექსუალური ინტერესები (ბავშვობაში ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის გამო). ზოგჯერ ისინი ხდებიან მასწავლებლები სწორედ იმ საკითხებში,რომლებშიც თავად არ გაუმართლათ, განსაკუთრებით კი „თვითღირებულების გაკვეთილებში“

ქირონი მე-2 სახლში

ქირონი სწავლობს და აძლევს რჩევებს. მეორე სახლი განაგებს ფულს, ღირებულებებს, ქონებას. ამ მდებარეობის მქონე ადამიანებმა უნდა აჩვენონ და ასწავლონ სხვებს როგორ მოუფრთხილდნენ ფულს იმაზე უკეთ, ვიდრე ამას თავად ახერხებენ. შესაძლოა მათი ფინანსური მდგომარეობა არეულ-დარეული და არასტაბილური იყოს, ფულის შეგროვებას კი სიამოვნება არ მოაქვს, ან  ფარული შიში აქვთ, რომ ფულს ვერ მოიპოვებენ. უმეტესად კი ამის მიზეზია დაბალი თვითღირებულების განცდა, ამის გამო შესაძლოა ისიც კი დაკარგონ, რაც აქვთ. მნიშვნელოვანია ახსოვდეთ, რომ თუ პრობლემები აქვთ ქონებასთან ან ფულთან დაკავშირებით, რეალური პრობლემა არაა. თვითღირებულების განცდა – აი,ესაა გასაღები და სამუშაო.

მიდრეკილება მატერიალური საგნებისადმი და დაცულობისადმი, შესაძლოა ბავშვობაში განცდილი  მატერიალური  უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დანაკლისის გამო. ამ მდებარეობის მქონე ადამიანმა კარგად იცის, როგორ დააგროვოს დანაზოგი, მაგრამ სწორედ აქ ექმნება პრობლემები. ორთოდოქსული კონსერვატიზმის გამოვლინების  საშუალება. ფინანსური შიშები იქ,სადაც რეალურად საფრთხე არაა. ჯანმრთელობა დამოკიდებულია მატერიალური უსაფრთხოების შეგრძნებაზე.

ქირონი ასოცირდება იმ ემოციურ ჭრილობებთან, რასაც ადამიანი ბავშვობაში იღებდა. ძლიერი თვითდარწმუნებულობა და საკუთარი თავის ნდობა ,განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ დიდხანს არიან ფიზიკური კომფორტით განებივრებულნი. სხვების აზრების არასწორად გაგების ტენდენცია. ამ მდებარეობის მქონე ადამიანი იქნება კარგი მასწავლებელი და მრჩეველი თვითღირებულების საკითხებში, ამ დროს კი თავად სწორედ თვითღირებულების შეგრძნება არ აქვთ.

ქირონის ამ მდებარეობისთვის დამახასიათებელია არასტაბილურობა ფინანსებში: ან ძალიან ბევრს იღებს, ან -არაფერს. შესაძლოა რამდენიმე შემოსავლის წყაროს ქონა,საჭიროა სიფრთხილე ფულის სესხებასთან დაკავშირებით. კვებითი დარღვევები ან არასტაბილური კვება-ყველაფერს ჭამს. მნიშვნელობა არ აქვს რამდენს სვამს ან ჭამს-არ ჰყოფნის. ჭამის ძლიერი მოთხოვნილება.

ქირონის მე-2 სახლში მიანიშნებს შინაგანი და გარეგანი ღირებულებების არევაზე. პირველ რიგში ამ ადამიანმა უნდა გააცნობიეროს,რომ საკუთარ თავზე მუშაობის დროს  მისი ქმედებები  არამხოლოდ მას ეხება,არამედ ზოგადად საზოგადოებრივ ღირებულებებსაც. მოულოდნელი გარემოებების გამო მოუწევს გადახედოს საკუთარ მიზნებს და ღირებულებებს. შესაძლოა სულიერად გამანადგურებელ ქაოსში იყოს,ჩიხში მოექცეს,რომელთანაც გასამკლავებლად  მხოლოდ ერთადერთი ხსნა იქნება რეალობის საზღვრებზე – შესაძლოა მას მოუწიოს ისეთი რამით გამკლავება, რაც თვალისთვის დაუჯერებლადაც კი მოეჩვენება.

ეს ადამიანი უნდა გამოვიდეს სოციალური ,საერთო ეთიკური საზღვრებიდან (უკვე გატკეპნილი მეთოდები) და სცადოს რაიმე ორიგინალური გზით მოგვარება (დამოკიდებულია რომელ ნიშანშია ქირონი: წლის ნიშნებში- ფსიქიკის არაჩვეულებრივი შესაძლებლობები, ცეცხლის ნიშნებში- ენერგიულობა, ჰაერის ნიშნებში- შესწავლა და მუშაობა აზრების ფორმირებაზე,ცვლილებაზე). მთავარი ამოცანაა -ზოგადად, უფრო მაღალ დონეზე ფასეულობების და ღირებულებების  შესაბამისი ეთიკით ცხოვრება

ადამიანს აქვს მატერიალურ საგნებზე დამოკიდებულება, შეუძლია ადვილად გაექცეს პასუხისმგებლობას, შესაძლოა მაკლერების, სპეკულიანტების, ლომბარდის მსხვერპლი გახდეს. მოსალოდნელია სიღარიბე.

ინფორმაცია აღებულია რამდენიმე საიტიდან (astromeridian.ru; astro-club.net; cafeastrology.com; …) რედაქტირებულია და დამატებულია საკუთარი აზრიც.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top