ნათალური მთვარე VIII სახლში

ნათალური მთვარე VIII სახლში

„ინტუიცია“ 

ასეთ ადამიანები შინაგანი უსაფრთხოების  ძლიერი მოთხოვნით გამოირჩევიან. მათში გამძაფრებულია წინააღმდეგობის გაწევის და პროტესტის განცდა. თუმცა დამახასიათებელია შესამჩნევი თავდაჯერებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. არც ისე იშვიათად ფლობენ ექსტრასენსორულ უნარებს, ინტერესდებიან უჩვეულო საკითხებით _ მაგალითად, საიქიო ცხოვრებით. შესაძლოა ცხადი სიზმრები, ნათელმხილველური უნარები. მათი ოცნებები იმდენად რეალურია, ხშირად ჰალუცინაციურ ხასიათს იღებს.

სიყვარულს და სექსს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. თუმცა უნდა გავაფრთხილოთ, რომ მგრძნობიარობა და სქესობრივი ცხოვრება მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, რადგან ძლიერი ვნებები ხშირად დაშვებულის ზღვარს სცილდება და მთლიანად იმონებს ადამიანს. ენერგიის არასწორი გამოყენებისას, აღინიშნება საკუთარი სექსუალობის ბოროტად გამოყენება.

შემოსავალს იღებენ პარტნიორის, დედის ან სხვა რომელიმე ქალის მხრიდან. ქორწინების შემდეგ ხშირად ეფლობიან სხვადასხვა ფინანსური პრობლემის მოგვარებაში. წარმატებით განკარგავენ სხვის ფულს, ქონებას, მემკვიდრეობას, გადასახადებსა და დაზღვევებს.

მაქსიმალურად უნდა ერიდონ სარისკო სიტუაციებს, უბედური შემთხვევების ალბათობას, რადგან მთვარის ამ მდებარეობას, განსაკუთრებით თუ პლანეტა დაზიანებულია, აჩრდილივით თან სდევს ნაადრევად სიკვდილის საფრთხე.

სერგეი ვრონსკი

მოგება საზოგადოებრივი საქმიანობისგან. მატერიალური შემოსავალი ან მემკვიდრეობა საქორწინო პარტნიორისგან; შესაძლოა ქორწინება ქვრივთან. წინასწარი შეხება ისეთ მოვლენების შეცნობასთან, როგორიც არის სიკვდილი ან დაქვრივება. არც ისე იშვიათად ეს ასპექტი მიუთითებს საჯარო ადგილას სიკვდილზე. დამახასიათებელია ცხადი სიზმრები, სიყვარული ხელოვნების სფეროს მიმართ. თავდაჯერებულობა ყველაფერში და პასუხისმგებლობის გრძნობა ყველაფერზე. კარგი მდებარეობაა მათთვის, ვინც ღამით დაიბადა.

მარსთან ცუდი კონფიგურაციის შემთხვევაში, უფრთხილდით ძალადობრივ ან უბედური შემთხვევებით გამოწვეულ სიკვდილის საშიშროებას, ნაადრევ სიკვდილს.

პაველ გლობა

+ ქვეცნობიერი სწრაფვა რისკისკენ. შინაგანი უშიშრობა. ადამიანი იმარჯვებს ყველა შიშსა და ეჭვზე. ადვილად აღწევს ყველა საიდუმლოში; ძლიერ მგრძნობიარეა უხილავი ძალების, სტიქიური სულების ზემოქმედებისადმი. ინტერესი პარაფსიქოლოგიისა და ოკულტიზმის მიმართ. გარდაცვლილთა გავლენის გამტარი. განსაკუთრებით საყურადღებოა სავსემთვარობაზე ნანახი სიზმრები.

ემოციური სისუსტე, სიმძიმე, შერყევები, მოქუფრულობა, შიშები, კომპლექსები, ფიზიკური განადგურების შიში. ადვილად ექცევა მაგიური ზემოქმედების ქვეშ და ეშინია ამის. საფრთხე წყლისგან, რაც ერთდროულად იზიდავს და აშინებს _ აქვაფობია და იმავდროულად გაუცნობიერებელი სწრაფვა წყლისკენ, განსაკუთრებით ღამის საათებში.

ფრენსის საკოიანი

დედა განსაკუთრებულ როლს ასრულებს, ზედმეტად ერევა და აკონტროლებს ადამიანის ცხოვრებას, სახლს რკინის ხელით მართავს. ასაკის მატებასთან ერთად, ვითარდება მოვლენების არსში ინტუიციური წვდომის უნარი, პარტნიორთა გაგება. ინტერესი ფსიქოლოგიისა და მეტაფიზიკისადმი. სირთულეები ექმნება ემოციური წონასწორობისა და სიმშვიდის მიღწევასთან დაკავშირებით. აუცილებელია ემოციური კავშირების გამყარება გარემოცვასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მშობელი ხდება. ხშირად დაკავებულია სამემკვიდრეო, სადაზღვევო, საგადასახადო საკითხებით. ფინანსური საქმეები დიდად არის დამოკიდებული პარტნიორებზე, საქორწინო პარტნიორზეც მათ შორის.

მართალია, თქვენ ძლიერ საჭიროებთ ახლო ურთიერთობებს, მაგრამ  ხშირად უცხოვდებით გარშემომყოფებისგან. ეჭვის თვალით უყურებთ და გიჭირთ ენდოთ ადამიანებს, ვისაც თქვენთან დაახლოება სურს. თქვენ ძალიან გულწრფელი ხართ საკუთარ გრძნობებში საყვარელი ადამიანებისადმი, თუმცა მათთან  მიმართებაში თქვენთვის დამახასიათებელია რადიკალური დამოკიდებულება _ ყველაფერი ან არაფერი.

ავესალომ პადვოდნი: „სიკვდილი სამშობლოსთვის ამ უკანასკნელს სულაც არ ალამაზებს“

მთვარე VIII სახლში სიმბოლურ ვარდნაშია.

ჰარმონიული მთვარის შემთხვევაში, ადამიანი ფსიქოლოგიურად და ფიზიოლოგიურად კარგად არის განწყობილი „გადატვირთვების”, სტრესების, ცხოვრების სტილის ცვლილებების მიმართ, იქნება ეს ოჯახური მდგომარეობა, სამსახური თუ საცხოვრებელი ადგილი. მეტიც, სტაგნაციის პირობებში, როდესაც არანაირი გარეგანი და შინაგანი ცვლილებები არ ხდება, გარკვეული დროის შემდეგ, ადამიანი მოიწყენს და ქვეცნობიერად (ხანდახან ცნობიერადაც) იწყებს სახიფათო თავგადასავლების, სარისკო სიტუაციებისა და ტრაგიკული მდგომარეობების ძიებას. მას რაღაცით იზიდავს საშიში ამბები, საშინელებათა ფილმები ან თუ სულ არაფერი ხდება, ხმაურიანი განქორწინებები.

VIII სახლის ჰარმონიული ასპექტებისას და მთლიანად ჰარმონიული რუკის შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია ეს ყველაფერი სოციალური ჩარჩოებით შემოიფარგლოს. მაგრამ მთვარის დაზიანებისას, სავარაუდოა ირაციონალური ფობიები; ძლიერი, ხანდახან ძალიან ღია ინსტინქტი სიკვდილის მიმართ; დესტრუქციული მიდრეკილებები, საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანებით  და რაღაც არაბუნებრივი ეგოიზმის თანხლებით. ხშირად ყველაფერი ეს იმდენად მძაფრდება, ლოგიკურად იწვევს შინაგან კრიზისებს მიმდინარე ცვლილებების დროს, რომლისაც ადამიანს ეშინია და იმავდროულად გაუცნობიერებლად ესწრაფვის იმ იმედით, რომ ამ ცვლილებებით გაერთობა (ხშირად ასეც ხდება) და გარეგან თუ შინაგან პრობლემებს მოაგვარებს (რაც ნაკლებ სავარაუდოა, ყოველ შემთხვევაში,თუ საკუთარ თავზე დიდი შრომა არ გასწია).

ეს ადამიანი მეტად ინტიმურ კავშირში იმყოფება ჯგუფთან და მის შინაგან პრობლემებთან, რომელიც იმაზე მეტად ზემოქმედებს მასზე, ვიდრე თავად ჰგონია. მან უნდა შეიგნოს, რომ მისი ემოციებისა და გრძნობების დიდი ნაწილი სოციუმის მიერ ან საკუთარი ქვეცნობიერის უმდაბლესი პროგრამებით იმართება. მის ემოციურ  მდგომარეობასა და მედიტაციას ძლიერი მაგიური გავლენა აქვს სამყაროზე და თავად მასზე, განსაკუთრებით მის სიძულვილის განცდაზე და დესტრუქციულ სურვილებზე.

აქ დამუშავება მიმდინარეობს საკუთარი აზრებისა და გრძნობების დაუფლების უნარის, ასევე სამყაროსა და საკუთარი თავის მიმართ სწორი კონსტრუქციული ცხოვრებისეული პოზიციის გამომუშავებით.

ჭეშმარიტი რელიგიურობა იქამდე არ გამოვლინდება, ვიდრე ადამიანი საკუთარ თავს, თავის ფსიქიკასა და ფიზიკურ სხეულს ისე არ მიიღებს, როგორც ღვთის ქმნილებას და არა ზიზღისა და ცოდვების ხროვას.

ბორის იზრაიტელი

ვნებიანი ნატურაა, რომელიც  უჩვეულო შეგრძნებებისკენ ილტვის. ყოველდღიურ ცხოვრებაში სახიფათო და მძაფრი შეგრძნებების ძიებით არის დაკავებული. ძლიერი სენსორების მფლობელია, რისი წყალობითაც  კარგად იჭერს უხილავ  სიგნალებს და ზემოქმედებას (თვალი, ჯადო, წყევლა). თუ მთვარე დაზიანებულია, ადამიანს არ ასვენებს შიშები და კოშმარები.

რთული ურთიერთობა აქვს დედასთან. მთვარის დაზიანებისას შეიძლება დედის დაკარგვაზეც მიუთითებს, ნეგატიურად არანორმალური მდგომარეობა სახლში. თუ მთვარე დაზიანებული არ არის, მუდმივი ბრძოლა დედასთან. დედა ძალაუფლებიანი ქალია, რომელიც ყოველთვის დომინირებისკენ ილტვის.

ბილ ჰერბსთი 

კავშირი. მთვარის მდებარეობა VIII სახლში ინტიმური ხასიათის „შიმშილის“ მაჩვენებელია. ეს საბაზისო მოთხოვნაა და არა საკონტრაქტო ვალდებულების ანალოგია. მეტსაც გეტყვით, არავითარი საერთო არ აქვს შეთანხმებასა და ვალდებულებასთან და სულ სხვა რეალობას უკავშირდება. თქვენს შემთხვევაში, ურთიერთობის საძირკველს სიმპათიისა და სიახლოვის ემოციური გამოხატულება წარმოადგენს, ამ გრძნობების გახსნილობა. მახე: თქვენ შეიძლება ზედმეტად დამოკიდებული გახდეთ თქვენს პარტნიორებზე, რომლებიც ამ გრძნობებით გკვებავენ, იმედოვნებთ რა, რომ პარტნიორები იმის და მიუხედავად  თანაგიგრძნობენ, გასცემთ  რაიმეს სანაცვლოდ თუ არა, იხსნებით თუ არა. ამოცანა _ დაამყაროთ  დროებითი, მაგრამ ნამდვილი კავშირი; ისეთ კონტაქტები, რომლებიც აკმაყოფილებენ თქვენს ემოციურ საჭიროებებს. თავი აარიდეთ „ჩაკეტილ“ ურთიერთქმედებას ან ისეთ ურთიერთობებს,რომელიც ბევრ ძალას გართმევთ. სითბო და ემოციური სირბილე _ აი, თქვენი ბაზა. თუ ის არსებობს საერთო თანაცხოვრებაში, მშვენივრად იზრუნებთ საკუთარ თავზე.

ტრანსფორმაცია. მთვარე   ემოციური უსაფრთხოების მოთხოვნისა და თავდაჯერებულობის სიმბოლოა, თუმცა როდესაც ვსაუბრობთ მის მდებარეობაზე „სიკვდილის სახლში“ (VIII სახლის ერთერთი სახელწოდება), ის საფრთხის განცდას ქმნის ყველაზე უსაფრთხო სიტუაციებშიც კი. თქვენთვის უსაფრთხოება იმალება ყველაზე ინტიმურ, მალულ საფრთხეებში. სხვა ადამიანებიც გრძნობენ ამ საფრთხეს, რადგან თქვენი შინაგანი დაძაბულობა გადაეცემათ. თქვენ იდეალურად იჭერთ ადამიანთა  ზებუნებრივ შეგრძნებებს და ამისთვის სულაც არ გჭირდებათ რაიმეს გაკეთება. თქვენ დაბადებიდან ბუნებრივად ხართ განწყობილი ზებუნებრივის აღქმა-შემეცნებაზე, გაუცნობიერებელი ლოკატორის საშულებით. იცხოვრეთ ისე, რომ ყოველდღე განთავისუფლდეს მისი მცირე ნაწილი და ნუ მიიყვართ თქვენს ემოციებს ფეთქებადსაშიშ მდგომარეობამდე. ამოცანა _ შეიქმნათ მყარი მდგომარეობის პირობები, დოზირებულად რეგულარული და უწყვეტი ცვლილებების მეშვეობით.

სექსუალური შერწყმა. თქვენთვის დამახასიათებელია  ტემპერამენტიანი სექსუალური ზრახვები. ამასთან, ის ავტომატური ხასიათისაა და შეუძლია ჰომესტაზური (ადამიანის ორგანიზმის ნორმალური, დაბალანსებული) მდგომარეობა შეგინარჩუნოთ. თქვენ არა უბრალო სიახლოვეს ან ინტიმურ ურთიერთობებს საჭიროებთ, არამედ ემოციური სიმშვიდის ღრმა განცდას. თქვენთვის აუცილებელია უსაფრთხო განთავისუფლება, რადგან სწორედ ასეთი განთავისუფლების (ორგაზმის) დროს იწყებთ მოდუნებას და თიშავთ დამცავ მექანიზმს. თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ და იმუშაოთ ისეთ პარტნიორებთან, რომლებიც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ გარეგან უსაფრთხოებას, რადგან ის ძალიან მყიფეა, მაგრამ როდესაც საქმე სექსუალურ კავშირს ეხება, უსაფრთოხება აუცილებელია! მახე: ემოციური დამოკიდებულება შეყვარებულზე. თქვენ ძლიერ გიზიდავთ ემოციური გამონთავისუფლების მოთხოვნა. ამიტომ, ყურადღებით იყავით, რომ არ მიეწებოთ პარტნიორს, დედაზე მიჯაჭვული ბავშვის მსგავსად. ასევე მოგეთხოვებათ, თანაბრად განავითაროთ პარტნიორში თქვენზე დამოკიდებულების განცდა. დაე, მოთხოვნები დაკმაყოფილდეს, მაგრამ ნუ წამოეგებით ანკესზე. ამოცანა: შეიგრძენით ემოციური სიმდიდრის მთელი სპექტრი, რაც სექსულურ ურთიერთობებში იქმნება; განავითარეთ მომადუნებელი, ემოციურად განმტვირთავი ურთიერთობა.

ფოკუსირებული ინტუიცია. თქვენი ინტუიცია ავტომატური და  ყოვლისმომცველია, ამიტომ  მისი იგნორირება შეუძლებელია. თქვენ ზემგრძნობიარედ რეაგირებთ სხვა ადამიანების შეგრძნებებზე, განსაკუთრებით მათთან ვისთანაც ემოციურ ურთიერთობაში ხართ ჩართული. ადამიანები უკეთესად აცნობიერებენ თავიანთ მოთხოვნებს, როდესაც თქვენს სიახლოვეს იმყოფებიან და ეს კარგია, როდესაც თქვენ მათ საჭიროებების გაცნობიერებაში ეხმარებით. თუმცა როდესაც სხვა ადამიანებთან ახლოს ხართ ან გსურთ სიახლოვე, საკუთარი მოთხოვნები აღგავსებენ ან თქვენს  შემეცნებაში პარტნიორთა ემოციები დომინირებენ. მახე _ დაემორჩილოთ ამ მოთხოვნებს და კონტაქტი დაკარგოთ თქვენი ინტუიციის ჭეშმარიტ გზავნილებთან. ამოცანა _ დაიცვათ თქვენი მთლიანობა და სუვერენობა იმ შემთხვევაშიც, თუ თავს ემოციების კორიანტელი დაგატყდებათ.

საერთო ქონება. თქვენ დამოკიდებული ხართ იმ უპირატესობებზე, რასაც პარტნიორული ურთიერთობები ან საოჯახო მემკვიდრეობა ქმნიან; უამრავ დროსა და ძალას ხარჯავთ მათ შესანარჩუნებლად. ვერ ვიტყვით, რომ სერიოზულ პასუხისმგებლობას გრძნობთ მათთან დაკავშირებით, უფრო მართებული იქნება დეფინიცია, რომ თქვენ იმდენად მჭიდროდ აიგივებთ თავს პარტნიორულ ურთიერთობებთან, რომ საკუთარ თავზე იღებთ აღმზრდელის როლს. თქვენ შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ პარტნიორებს ცხოვრების განსაზღვრულ ეტაპზე და თუ ეს მხარდაჭერა ნდობის და პატივისცემის საფუძველზეა აგებული, მოცემული გამოცდილება საოცრად ნაყოფიერი აღმოჩნდება თქვენთვის. ამიტომ აირჩიეთ ისეთი პარტნიორი, რომელიც თქვენს ნდობას იმსახურებს, განსაკუთრებით ფულთან მოპყრობის თვალსაზრისით, რადგან ეჭვებმა შეიძლება ჭკუიდან შეგშალოთ. მახე: უსაფრთხოების განცდის დაკარგვა ფულადი თუ სხვა რესურსების არარსებობის გამო. თუ თქვენ მსჯელობას დაიწყებთ იმაზე, რა არ გაქვთ, იმდენად „გაბერავთ“ თქვენს მოთხოვნას, თავს გაიუბედურებთ. ამოცანა _ შეავსეთ თქვენი ცხოვრება ურთიერთპატივისცემისა და ღირსების ხელშესახები მტკიცებულებებით.

Het Monster

სოციალური და საზოგადოებრივი სტატუსის გაუმჯობესება ქორწინების შედეგად, მაგრამ ცხოვრება ნაკლებად ბედნიერი აქვს. სიკვდილი სახლს გარეთ, მაგალითად, ქუჩაში ან მოგზაურობის დროს.

ინდუბალა

როგორც წესი, მკვრივი და ძლიერი სხეული აქვთ, ასევე სუსტი გონებრივ მონაცემები.

ინტერესდებიან საიდუმლო მასალებით. ახალგაზრდობაში იტანჯებიან მარტოობით და მძიმე სულიერი განცდებით. მთვარის ასეთი მდებარეობა  საშუალო სასიცოცხლო ხანგრძლივობის, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების და გვარიანი მემკვიდრეობის  მანიშნებელია.

ბრუნო ჰუბერი

მთვარე და ნეპტუნი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ჩვენს სიყვარულის უნარს.

VIII სახლში განთავსებული ნებისმიერი პლანეტა ანგარიშს უნდა უწევდეს სოციალურ სტრუქტურებს. უკვე VII სახლიდან საჭირო ხდება მათთან მისადაგება, მაგრამ იქ  ინდივიდი თავისი ოცნებებითა და სურვილებით,  უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოებრივი წესები. აი, VIII სახლი, თავისი ბუნებით პირდაპირ გვაჯახებს ჩვენი კულტურის სოციალურ კანონებთან, მის მორალურ კოდექსთან, ვალდებულებებთან, რაც გარკვეულ სტატუსს  გვაკისრებს და ა.შ. სტატუსის გავლენა მკაფიოდ აისახება ჩვენს ურთიერთობებზე ნებისმიერ დონეზე და ის ყველგან და ყველაფერში მნიშნველოვანია. სწორედ VIII სახლში ჩვენ ვპოულობთ იმას, რაც  ადამიანს სოციალური აღმასვლის და მნიშვნელოვნად გამდიდრების საშულებას აძლევს.

VIII სახლის მთვარეს მე „სენდვიჩის გულსართს“ ვეძახი (ავტორის შენიშვნა), რადგან მისი ემოციურობა სტატუსისა და სოცილური შეზღუდვების, თუ მათზე წარმოდგენების, მარწუხებშია მოქცეული. ჩვენ ვერ ვგრძნობთ თავს თავისუფლად, რომ სპონტანურად ვუპასუხოთ პოტენციურ პარტნიორებს. ფიქსირებული წარმოდგენები სიყვარულზე კორსეტივით გვბოჭავს. ამიტომ, ჩვენ ხელიდან ვუშვებთ ბევრ პერსპექტიულ კონტაქტს. მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მე ხშირად ვხვდები ადამიანებს, მთვარის ამ მდებარეობით, რომლებიც საერთოდ ვერ აცნობიერებენ თავის პრობლემას. როდესაც ვცდილობ მივუთითო ამაზე, დაახლოებით შემდეგი სიტყვებით მპასუხობენ: „მადლობა, ყველაფერი წესრიგში მაქვს“. ეს ადამიანები მთლიანად თრგუნავენ თავიანთ გრძნობებს და ტკივილებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძლიერ დაიტანჯებოდნენ. ბევრი მათგანი ერთ მშვენიერ დღეს შინაგან აფეთქებამდე მიდის, რაც აბსოლუტურად ანადგურებს ყველა მორალურ ბარიერს, რასაც მოჰყვება ყველაფრის ნებადართულობა, თავაშვებულობა და ტოტალური ჯანყი საზოგადოების წინააღმდეგ. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი ჯანყი, დამატებით ასპექტებსაც მოითხოვს: მაგალითად, ნეგატიურად  ასპექტირებული ვერძი მთვარეებისგან სწორედ ზემოთ აღწერილი ქცევის ტიპი არის მოსალოდნელი. დადებითად ასპექტირებულმა მთვარემ შეიძლება ადამიანს მისცეს გაქცევისკენ მიდრეკილება, ალკოჰოლური სასმელის ან ნარკოტიკების მეშვეობით, რისი გადალახვაც, თუ პროცესი დაიწყო, ძალიან რთული იქნება.

იმისათვის, რომ ამ მდებარეობის ნეგატიურ შედეგებზე ამაღლდეს, აუცილებლად საჭიროა ცნობიერების დონის ამაღლება. მაშასადამე, მძიმე და დაძაბული მუშაობა საკუთარ თავზე. თქვენ საკმარისი სიმამაცე დაგჭირდებათ იმისთვის, რომ იმ წესებს გადახედოთ, რომლითაც აქამდე ხელმძღვაენლობდით ცხოვრებაში, შეიტანოს მნიშვნელოვანი ცვლილებები. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ ამ წესებით სარგებლობას ისე, რომ სიტუაცია თავად აკონტროლოთ. ეს შედეგი სავსებით მიღწევადია, თუ ვისწავლით საკუთარ თავზე შორიდან დაკვირვებას და მიუკერძოებელი, გულწრფელი დასკვნების გამოტანას, ასევე სოციალური წნეხისთვის ადეკვატური წინააღმდეგობის გაწევას.

VIII  სახლი ასევე ცრურწმენების სახლია, განსაკუთრებით მარსის და კიდევ უფრო განსაკუთრებით მთვარის შემთხვევაში.

ცნობილი ადამიანები VIII სახლის მთვარით:

ვერძში: Henry VIII of England, Annie Girardot, Heinrich Cornelius Agrippa, John Cleese, Jacques Prévert,  Jean-Baptiste Colbert, Samantha Morton, James Taylor,  Antonio Salazar, John Adams, Alfred Jarry…

კუროში: Bill Clinton, Hugh Grant, Otto Klemperer, Juliette Gréco,  Allison Dubois, Bill Maher, Alain Soral, Jean-Luc Godard, Chico (Gipsy Kings),  Alain Chabat, Martine Carol, Cliff Burton, Julius Erving, Armand Peugeot…

ტყუპებში: Sigmund Freud, Jim Carrey, Pope John Paul II,  Claudia Schiffer, Vladimir Putin, Mike Brant, Rachel McAdams, Benito Mussolini, Victoria Abril, Bette Davis, Louis Pasteur,  Pierre Arditi, John McEnroe, Christian Ranucci, Marcel Bigeard, Monica Vitti, Jill Ireland…

კირჩხიბში: Sathya Sai Baba, Jimmy Page, Amanda Lear, Geri Halliwell, Brian Joubert, Robert Wagner, Jorge Ferreira, Mark Ruffalo, Emily Brontë, Boris Becker, Pablo Neruda, Ed Harris, Gérard Klein, Eleanor Roosevelt, Suzie Gentile, Sophie Daumier, Robert Duvall, Kenny Rogers, Laurence Llewelyn-Bowen…

ლომში: Paris Hilton, Vivienne Westwood, Erich Maria Remarque, Nero, Michael Bolton, James Cook, Joe Frazier, Monica Vitti,  Kurt Vonnegut, Rita Wilson,  Thomas More, Martin Hirsch…

ქალწულში: Sean Connery, Zac Efron, Nicki Minaj, Patricia Kaas, Dustin Hoffman, Thierry Henry, Eva Braun, Jenny McCarthy, Bobby Brown, Irma Grese, Sanjay Gandhi, Steve Irwin,  Ted Kennedy, Cheiro, Ron Lafayette Hubbard, Pierre Bergé, Robert Schumann, Paul Weller…

სასწორში: Kim Novak, Wallis Simpson,  Brigitte Fontaine, Belinda Carlisle, Catherine Allégret, Roland Magdane, Nat King Cole, Gerardus Mercator,  Tommy Hilfiger, Billie Jean King, Dyan Cannon…

მორიელში: Orlando Bloom, Caroline  Princess of Hanover, Nostradamus, Johnny Cash, Cyndi Lauper, Harry Houdini, Shaquille O’Neal, Isadora Duncan,  John Wayne, Bon Scott, Guy Pearce, Andrei Chikatilo,  Casey Affleck, Michel Creton, Nancy Kerrigan, Mario Lanza…

მშვილდოსანში: Charlie Sheen, Neil Armstrong, Aristote Onassis, Roberto Alagna, Gary Cooper, Margaux Hemingway, Jacques Attali, Carl Sagan…

თხის რქაში: Albert II Prince of Monaco, Bhagwan Shree Osho Rajneesh, George Patton, Marianne Williamson, Sarah Silverman, Florence Cassez, Robert Englund…

მერწყულში: Lorenzo Lamas, Mike Bloomberg, Cheryl Tiegs…

თევზებში:  Hillary Clinton, Holly Marie Combs, Lisa Marie Presley, Martin Scorsese, Layne Staley, O.J. Simpson…

ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top