იუპიტერი ლომში

იუპიტერი ლომში

ზოდიაქოს ნიშნებში იუპიტერის მდებარეობა ფილოსოფიურ, ეთიკურ, რელიგიურ შეხედულებებსა და კრედოზე გვაუწყებს. ის უჩვენებს, თუ როგორ ინტერესდება ადამიანი ფილოსოფიით და უმაღლესი განათლებით, რომელ სფეროებში სურს განივითაროს საკუთარი არეალი, რაში ხედავს მსხვილ კავშირებს და მათთან მიმართებაში როგორ მოქმედებს.

უჩვენებს, თუ როგორ ანაწილებს ადამიანი საკუთარ ძლევამოსილებას სხვებთან და რამდენად გრძნობს თავს სოციალური წესრიგის წევრად, რომელიც, თავის მხრივ, მას ეხმარება. მხოლოდ სოციალური თანამშრომლობის პრინციპი იძლევა იმ ზრდასა და პროგრესს, რასაც მარტოხელა ადამიანი ვერასდროს მიაღწევს. ის არამარტო ფინანსურ და მატერიალურ სარგებელზე უჩვენებს, არამედ იმაზეც, თუ როგორ პოულობს კარმაში სხვების კეთილგანწყობას და სულიერი დაცვის უფლებას. უჩვენებს, თუ როგორ ჯილდოვდება ადამიანი წარსულში ჩადენილი კარგი ქმედებებისთვის და მისი შეხედულებები რამდენად დიდსულოვანია ნაკლებად წარმატებულების მიმართ.


სიკეთე + გამოსახვა = პოპულარობა

ხასიათის უარყოფითად განვითარებისას ყალიბდება ისეთი თვისებები როგორიცაა: ტრაბახი, გაბღენძილობა, მაღალფარდოვანება, მფლანგველობისკენ მიდრეკილება, საკუთარი პერსონის გამომზეურება, პატივმოყვარეობა და სახელის მაძიებლობა. ამ ადამიანს ყველაზე მეტად საკუთარი ღირსებებითა და შენაძენებით ტრაბახი უყვარს. ის საკუთარი თავით აღფთოვანდება, მოუსვენარია თაყვანისმცემელთა ძიებისას, მაგრამ ამასთანავე უკიდურესად დაუდევარია საკუთარ საქმეებსა და ქმედებებში. ეს არის აზარტული მოთამაშის ტიპაჟი, რომელსაც დავიწყებული აქვს სულიერი იდეალები და მორალური პასუხისგებლობანი.

ხასიათის პოზიტიურად განვითარებისას ადამიანი ხდება გულუხვი, დიდსულოვანი, გულმოწყალე, ფლობს მრავალ ნიჭს, რომელსაც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე და სიამოვნებით სრულყოფამდე ანვითარებს. ასეთი ადამიანი საკუთარ ძალებში მუდამ დარწმუნებულია, ის სავსეა გრანდიოზული გეგმებით და ჩამორჩენილ რეალობაზე საკუთარ, საბოლოო გამარჯვებაში დარწმუნებულია. უეჭველია, რომ ის პოპულარული და აღიარებული გახდება, რადგანაც მისი თავისუფალი ენერგია, ცხოვრების გარდამქნელი უამრავი რაოდენობის მასშტაბური პროგრამის განხორცილების უფლებას აძლევს. ის სიამოვნებით ნებივრობს და ტკბება, სიხარულით იღებს შეთავაზებულ ცხოვრების სიხარულებსა და სიამოვნებებს, მაგრამ ამასთანავე წამითაც არ ივიწყებს სულიერ ძიებებსა და საკუთარ ნამოქმედარზე ადამიანებისა და ღმერთის წინაშე პასუხისგებლობას.

ასეთი ადამიანისთვის სახიფათოა საკუთარი თავის გამართლებისა და განდიდების მანიისკენ მიდრეკილების გამოჩენა, ასევე შესრულების ყოველგვარი გარანტიის გარეშე, სხვებისთვის პირობის მიცემის სურვილი. ძალიან ძლიერაა განვითარებული მშობლის ინსტიქტი, ადამიანს შეუძლია გამოვიდეს ნებისმიერი აუდიტორიის წინაშე (განსაკუთრებით, მასობრივი ინფორმაცის საშუალებებით), მოკლედ, მისი გამოსვლები უეჭველად სავსე იქნება ბრწყინვალებითა და ცეცხლოვანებით, რაც აუცილებლად მოუტანს აღიარებასა და ფართე პოპულარობას. თუ რაიმეს მისი დაღუპვა შეუძლია, ეს გადაჭარბებული სნობიზმი, ქედმაღლობა, ფუფუნების სიყვარული და პოპულარობის წყურვილია. ასეთი ადამიანი შეპყრობილივით ისწრაფვის მაღალი სოციალური მდგომარეობისკენ, ახლობლებისა და საზოგადოების ყურადღებისკენ, ასევე საკუთარი ინტერესების სრული მატერიალური უზრუნველყოფისკენ. შესაძლოა ქორწინება პარტნიორზე, რომელიც უფრო გავლენიან წრეს ეკუთვნის.

ასეთი ადამიანის ცხოვრებაში ხშირად შეინიშნება “ზემოდან” ჩარევა, ბედი სავსეა უცნაური შემთხევებითა და ციდან ჩამოცვენილი მოულოდნელი საჩუქრებით. ხშირად, ყოფილი ოპონენტები და მოწინააღმდეგენი ამ ადამიანის საუკეთესო მეგობრები ხდებიან, რამეთუ მათ მისი მეფური დიდებულება და საკუთარ სიმართლეში აბსოლუტური დარწმუნებულობა იზიდავთ. ეს ამაყი და კეთილშობილი, მამაცი და შეუდრეკელი ადამიანი, უფრო დიდ ყურადღებას აქცევს ცხოვრების გარეგნულ მხარეს, ვიდრე მის შინაგან შემადგენლობას. ის აზარტული და ავანტიურისტია, ამიტომაც ხშირად აგებს  და თან მსხვილალადაც. თავშეუკავებლობა და ზომიერების შეგრძნების დაკარგვა როგორც საქმეში, ასევე გართობაში, შესაძლოა მისთვის მრავალი დაავადებების გამომწვევი აღმოჩნდეს.

მთლიანობაში, ის გულკეთილი და მეგობრულია, ასე ვთქვათ, გულთბილი სპონსორი და ყველაფრის გამგები მეცენატია. მაგრამ იშვიათობას არ წარმოადგეს მრისხანების გამოვლინება, ამასთანავე ეს მრისხანება შეშლილობამდეც კი მიდის. ასეთი ადამიანი აღმერთებს სახალხო ღონისძიებებს და სარისკო აქციებს. მისთვის ხსნილია ხელოვნების სამყაროცა და სამეცნიერო სფეროებიც. ის განსაკუთრებულად იღბლიანია სოციალური და პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტაში. ყველაზე მეტად ისწრაფვის ადამიანებზე, მათ გონებაზე, გულებსა და ქცევებზე უშუალო, პირდაპირი ძალაუფლებისკენ. იზიდავს ცხოვრების სარიტუალო გაფორმებები, უყვარს თეატრი და ბოჰემური შეკრებები. უფრო მეტად უყვარს მსხვილი მასშტაბების ღონისძიებებში მონაწილეობა, რომელიც მნიშვნელოვნობისა და წონიანობის შეგრძნებას აძლევს. ექსპანსიურობისა და ეგოცენტრიზმის შერწყმას შესაძლოა მოჰყვეს გადაჭარბებული ქედმაღლობა და უაზრო და უადგილო ტრაბახი. მისი ავტორიტეტი დამყარებულია საკუთარი თავის ღრმა პატივისცემასა და გარშემომყოფების მიმართ ლოიალურ, კეთილგანწყობილ ურთიერთობაზე. რესპექტაბელურობა და პრესტიჟი მისთვის  მთავარი ფასეულობაა. ყველა დანახულსა და განჭვრეტილს უშუალოდ გულის მეშვეობით იღებს, შეფასებებსა და მსჯელობებში მხოლოდ გრძნობების ხმას და გულისმიერ ინტუიციას ეყრდნობა.

ეს ხასიათი თამამად შეიძლება დასახელდეს რთულ, გათამამებულ და კაპრიზულ (ჭირვეულ) ხასიათად. ადამიანს გარშემომყოფების თვალში საკმაო წონა ნამდვილად აქვს, მაგრამ თავად საკუთარი მნიშვნელოვნობის გადაჭარბებულად შეფასებისკენ აქვს მიდრეკილება. ხშირად საკუთარ თავს მსხვილ ავტორიტეტებთან აიგივებს, უყვარს მათთან სადღესასწაულო რიტუალურ გარემოცვაში და თითქმის მეფურ ფუფუნებაში ურთიერთობა. ავტორიტეტს ეჯაჭვება იმ შემთხვევაში, თუ მის სიყვარულს გულმხურვალედ იწყებს. მათ მიერ ნაქადაგები დოქტრინა თვითდამკვიდრებისკენ მოწოდებებით სავსე და ყველა ურთიერთობაში ღირსეული უნდა იყოს. საზოგადოებასთან და ძალაუფლების მქონე პირებთან კონტაქტებისას ამ ადამიანისთვის დამახასიათებელია ყმაწვილური მაქსიმალიზმი, ურჩევნია საერთოდ უარი თქვას თანამშრომლობაზე, ვიდრე დაკავდეს იმით, რაც არ აწყობს.

თაყვანისცემის კვარცხლბეკიდან ჩამოვარდნილ ავტორიტეტებს გადამწყვეტად და სამუდამოდ უარყოფს. გარეგნული ზეწოლისას შეუძლია დიდი ხნის მანძილზე თმენა, მაგრამ როცა საკმარისად აივსება მისი გრძნობების ფიალა, ის ფეთქდება როგორც “დენთის კასრი”  და არავის ძალუძს მისი შეჩერება. ამ ცეცხლოვან ადამიანს შეუძლია იყოს როგორც ცეცხლოვანი რევოლუციონერი, ისე იღბლიანი ტერორისტიც. მუდამ ისე მოქცევა სურს, როგორც გული კარნახობს, თავისებურად და დამოუკიდებლად. მუდამ რაღაცაში არ ჰყოფნის მიუკერძოებლობა და კომპრომისების პოვნის უნარი. ასეთ ადამიანში შემოქმედებითი ენერგია ძლიერია, მაგრამ მისი კონტროლი და ადამიანებსა და საქმეს შორის გამართულად გადანაწილება უკიდურესად რთულია.

ზედმეტი დამოუკიდებლობა და ჭირვეულობა ხშირად იწვევს უთავბოლო, ამაყი, წუნია, მიზეზიანი ხასიათის მქონე ადამიანის ჩამოყალიბებას, რომელიც მხოლოდ ერთ რამეს ითხოვს  დამსახურებისამებრ აღფთოვანებას და მისი პერსონისადმი უკიდურესი ყურადღებისა და პატივისცემის გამოჩენას. ეს ადამიანი დიდებული და მასშტაბურია, სიმპატიური, მამაცი და კეთილშობილია, ის გამოდის ავტორიტეტულად და წონიანად, ხშირად ბრაზდება, მაგრამ რეალურად სიძულვილი არ შეუძლია. ხანდახან ღვთაებრივად კეთილია და მასწავლებლის დარად შემწყნარებელია. ხანდახან კი მრისხანებაში ვარდება მხოლოდ იმის გამო, რომ არ შეუძლია რამე ისე გააკეთოს, როგორც მას სურს. შეუძლია მოხიბვლა, შეუძლია საქმის ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტა, არის ბრწყინვალე აღმზრდელი და იღბლიანი პროდიუსერი.

იმანი. იუპიტერი ლომში

სხვებისთვის საკუთარი დახმარების შესათავაზებლად მუდამ მზადაა და შეუძლია ნებისმიერი სიტუაციიდან თავის დაღწევა. მისი გამოხატული ამბიციები ხელს უწყობს პოლიტიკის სფეროში წარმატების მიღწევას. ცდილობს ზუსტად განსაზღვროს საკუთარი მიზნები და თანმიმდევრულად მიაღწიოს ამ მიზნებს, მოკლედ, სანამ სხვები მოასწრებენ თუნდაც დაგეგმილ მიღწევებზე დაფიქრებას, სიტყვიდან საქმეზე გადამწყვეტად და სწრაფად გადადის. ფლობს იუმორის ბრწყინვალე გრძნობას, უყვარს სხვების გაცინება, არის გამოხატული და სიმპატიური მთხრობელი. მისთვის მთავარი საფრთხე ჭარბი წონა და ზომიერების გრძნობის უქონლობა. მისი კონსტიტუცია (ანუ სხეულის წყობა) ძლიერია, სიცოცხლისუნარიანობა მაღალია, ნაყოფიერება შესაშურია  როგორც შემოქმედებითი, ასევე ბუნებრივი.

ის პატიოსანი და გულწრფელია, მოსიყვარულე და ბრძენია, მისი ნებისყოფის ენერგია კოლოსალურია. უყვარს იმ თანამდებობების დაკავება, რომელიც ითხოვს ნდობასა და პასუხისმგებლობას. აღმერთებს აღიარებას და ყველაზე მეტად უყვარს დასაჩუქრებები და პატივის მიგება. წარმატებულია როგორც სახელმწიფო მოხელე, ასევე, როგორც პოეტი,  ანუ შემოქმედებითი მოწოდება. ასეთ ადამიანს განვითარებისა და ოპტიმისტური მსოფლმხედველობისკენ უკიდურესად ძლიერი სწრაფვა აქვს. ის აქტიური, წარმოებული და მრავალმხრივია, გულუხვი და მასშტაბურია. უყვარს სუფრები და საიუბილეო თავყრილობები, შეუძლია სხვებში ნდობა აღძრას და გამოიწვიოს მათი ენთუზიაზმი. მისთვის აუცილებელია იმის გაგების სწავლა, რომ ნამდვილი დიდებულება იზრდება ადამიანების მსახურების, სამყაროს კანონებთან ჰარმონიის წყალობით და არა ამპარტავნობით ანდა თავგასულობით.

გააცნობიერებს რა ამას, ის გახდება მუდმივი, საიმედო, პატიოსანი და დიდსულოვანი. ასეთი ადამიანები განუწყვეტლივ ასხივებენ გულისმიერ, მზისეულ სითბოს, ისინი სავსენი არიან ჭეშმარიტი სიყვარულით და ყველას მიმართ კეთილგანწყობილებით. საკუთარ განვითარებაში თავგანწირულები არიან, ხოლო გმირობაზე დაუფიქრებლად მიდიან. ძალიან სახიფათოა თამაშობებისკენ (განსაკუთრებით აზარტული თამაშებისკენ) მიდრეკილება და უღირსი სპეკულაციებისკენ ლტოლვა. დიდებულნი არიან გასართობ ინდუსტრიაში საქმიანობისას, ხელოვნებასა და პედაგოგიკაში. გადაჭარბებული ეროტიზმი შესაძლოა მრავალი იმედგაცრუების საფუძლველი გახდეს. ასეთი ადამიანისთვის მთავარია  საკუთარი ენერგიის დისციპლინა და ვისაც ნამდვილად ესაჭიროება დახმარება და მხარდაჭერა, მათთვის თანმიმდევრულად და რითმულად დახმარებისა და მხარდაჭერის გაწევის სწავლა.

პაველ გლობა “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

აქ იუპიტერი მზესთან სტუმრად, ცეცხლოვან სტიქიაში იმყოფება და ამიტომ, ადამიანს აძლევს დიდ მნიშვნელოვნებას, ხშირად გადაჭარბებულობისკენ მიდრეკილებას.

ზუსტად ასეთი ადამიანები ხშირად საკუთარ თავებს ავტორიტეტებთან აიგივებენ, მოქმედებენ პრინციპით – “მომწონს – არ მომწონს”. ასეთ ადამიანებს ეყვარებათ დღესასწაულები, პატივი, წეს-ჩვეულებები, ფუფუნება, აქვე, ასეთი ადამიანი აუცილებლად შეეცდება ასეთ ღონისძიებებში ცენტრალური ადგილის დაკავებას, ხოლო უარეს შემთხვევაში  აღინიშნება ძალიან დიდი სიამაყის გამოვლინება.

თუ იუპიტერი ვერძში ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდება, აანალიზებს და კარგად უფიქრდება, ყველაფერს თავის მეშვეობით “უშვებს”, სამაგიეროდ, იუპიტერი ლომში ყველაფერს გულზე “ატარებს”, და ცხოვრებაში ძალიან ხშირად არა გონებას, არამედ გამორჩეულად გრძნობებს ეყრდნობა.

ცუდ შემთხვევაში, თუ იუპიტერი ბოროტია, ადამიანს შესაძლოა ძალიან რთული და ჭირვეული ხასიათი ჰქონდეს, ალბათობაა, ხასიათში ჰქონდეს კაპრიზულობა და მომთხოვნელობა. შესაძლებელია გარშემომყოფების თვალში დიდი წონა ჰქონდეს, მაგრამ ხშირად მიდრეკილია საკუთარი მნიშვნელოვნების გადაჭარბებისკენ. ხანდახან, შეუძლია საკუთარი თავი სრულიად გააიგივოს ავტორიტეტებთან, ამასთანავე შესაძლოა უყვარდეს დღესასწაულები, ფუფუნება, წეს-ჩვეულებები, სამეფო ღირსებები.

ლომში იუპიტერის საუკეთესო თვისებები – ადამიანი ცხოვრებაში ყველაფერს გულის, სულის მეშვეობით იღებს, ნებისმიერ ავტორიტეტს სიყვარულით ამოწმებს, რისი წყალობითაც შეუძლია მხოლოდ იმ ავტორიტეტს ანდა სწავლებას მიემხროს, რომელსაც ყველა მხრივ ღირსეულად მიიჩნევს. შესაძლოა, სწავლების მიმართ საკმაოდ ხისტი მოთხოვნები ჰქონდეს, ამასთანავე უღირს სისტემებს უბრალოდ უარყოფს.

უეჭველია ასეთ ადამიანს შეიძლება  შემოქმედებითი ადამიანი ეწოდოს.

შესაძლებელია მისთვის თვისობრივი იყოს მაქსიმალიზმი საზოგადოებასთან და ხელისუფლებასთან ურთიერთობაში. სინამდვილეში კი ეს მაქსიმალიზმი,  რაიმეს მიმართ ამაღლებული მოთხოვნა,  უშუალოდ საკუთრი თავის მიმართ წაყენებული ამაღლებული მოთხოვნაა, მაქსიმალისტები საკმაოდ შეუბრალებად ეპყრობიან ზუსტად საკუთარ თავს. მაქსიმალიზმის გარეგნული გამოვლინება – ეს მხოლოდ შინაგანი სამყაროს პროექციაა გარემომცველ სამყაროზე და ადამიანები, იუპიტერით ლომში, ჩვეულებრივ, საკუთარი ღირსების დამცირებად თვლიან იმის გამოყენებას, რაც მათ არ შეესაბამებათ. მაგალითად, შესაძლოა, უპირატესობას ანიჭებდეს იმას, რომ საერთოდ არ ჰყავდეს არავითარი ავტორიტეტები, ვიდრე ჰყავდეს ცრუ და შეუფერებლი, უპირატესობას მიანიჭებს საერთოდ არ იმუშაოს, ვიდრე დაკავდეს იმით, რაც მას არ აწყობს.

ამასთანავე, მას შეუძლია დიდი ხნით ითმინოს, დააგროვოს უკმაყოფილება, “მინუსები”, ხოლო შემდეგ მოულოდნელად აფეთქდეს (რამეთუ ეს არის უძრავი ჯვრის ნიშანი) და მაშინ უკვე აღარავის ძალუძს მისი შეჩერება. ამასთანავე, სრულიად შესაძლებელია, რომ ის იყოს  ცეცხლოვანი ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ბევრი რამის გაკეთებაც და გაფუჭებაც შეუძლია, შეუძლია გახდეს ექსტრემისტი ანდა ტერორისტი, ზიანი მიაყენიოს საკუთარ თავს მხოლოდ იმიტომ, რომ გააკეთოს თავისებურად, ისე, როგორც მას მოსწონს და როგორც მოცემულ წუთს თვლის საჭიროდ. ეს უკომპრომისობა, ალბათ, ხშირად ზიანს მიაყენებს, ამიტომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობის სწავლა. მისი ნაკლი _ ეს ამაღლებული მიკერძოებულობაა, რადგანაც იუპიტერი ლომის ნიშანში მზეს სტუმრობს, ხოლო მზე  ეს “მე”-ა, და ამიტომაც მუდამ მიკერძოებულია. დამუშავების შეხედულების წერტილიდან, ასეთმა ადამიანმა უნდა დაიკავოს სრულიად მიუკერძოებელი პოზიცია.

როცა იუპიტერი გადის ლომის ნიშანს (ანუ ტრანზიტულია ლომის ნიშანში), ეს პერიოდი ყველასთვის “სასწავლო პროგრამაა” ზუსტად მიუკერძოებულობის თაობაზე.

ასეთი პერიოდები (ლომის ნიშანში იუპიტერის ტრანზიტისას)  ძალიან შემოქმედებითია და კეთილგანწყობილია ხელოვნებისთვის, რადგანაც იუპიტერი ამ მდებარეობაში ზოგადად ასწავლის ყველაფერში გრძნობებისგან განკერძოებას. მაგრამ გარდა ამისა, მას მოაქვს სიამაყეზე და დამოუკიდებულობაზე შემოწმებაც, ბევრ ადამიანში ვლინდება ფარული კაპრიზულობა (ჭირვეულობა), ადამიანებმა შესაძლოა უსაფუძვლოდ იჩხუბონ, გამოავლინონ უსაფუძვლო მიზეზიანობა, წუნიაობა, საკუთარი პერსონისადმი ამაღლებული ყურადღებისა და პატივსცემის გამოჩენის მოთხოვნილებები, და ამისთვის ყველა მზად უნდა იყოს.

იუპიტერი ლომში ჰქონდათ: შ. აურობინდოს, შექსპირს, იოანე-პავლე მეორეს, ვოლტერს, ვაგნერს, ო. რეჯნეშს, ჰიუგოს, ტალეირანს, აინშტაინს.

 

 

ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

სუსტად დაზიანებული იუპიტერი ხაზს უსვამს ლომის საუკეთესო თვისებებს – დიდსულოვნებას, კეთილშობილებას, ენერგიას. ის ლომს აძლევს თაყვანისცემელთა და მიმდევრების სიუხვეს და ფსიქოლოგიურ ენაზე რომ ითქვას, “თავზე ხელის გადასმის” იმ აუცილებელ რაოდენობას, რომელიც მას “ცხოველთა” მეფის შეგრძნებას აძლევს. იუპიტერი არბილებს ლომის დოგმატიზმსა და სიჯიუტეს, აძლევს მას შეხედულებების განსაზღვრულ სიფართოვესა და მაღალ ოქტავაში, სულიერ მიზანმიმართულებას, პრაქტიკული მიზნებისა და უმაღლესი არსის ხედვის უნარს.

იუპიტერის ცუდად დამუშავებისას (განსაკუთრებით დაზიანებული იუპიტერის შემთხვევაში) ღრმავდება ლომის სიამაყე და მისი აგდებული-უყურადღებო დამოკიდებულება, ზოგადად, მთლიანად სამყაროს და ნაწილობრივ, საკუთარი მიმდევრების მიმართ, ასევე კრიტიკის მიუღებლობა, რომელსაც ის (არ უღრმავდება არსს) აღიქვამს როგორც ოპონენტის უსაქმურობის მორიგ დადასტურებად. განვითარებული იუპიტერი ლომში შესაძლებლობას იძლევა, რომ ადამიანმა, რამდენიმე ძლიერი ენერგეტიკული არხის სინთეზისას, საპასუხისმგებლო სამუშაოები შეასრულოს, ასევე დამუშავებული იუპიტერი ადამიანს აძლევს იმ დიდი კოლექტივების პრაქტიკული ხელმძღვანელობის შესაძლებლობას, რომელიც ფართო სპექტრის ამოცანებს წყვეტს.

 

 

სერგეი შესტოპალოვი “ასტროფსიქოლოგიის ცნობარი”

ჰარმონიული ასპექტებისას სუბიექტის ხასიათში ვლინდება – გულკეთილობა, სითბო, ფილანტროპია, მფარველობა, არისტოკრატიზმი, კეთილშობილება, დიდსულოვნება, ოპტიმიზმი, ლიბერალიზმი, მნიშვნელოვნობა, შთაგონებულობა, პატივმოყვარეობა, სპორტის, თეატრის, განათლების, კულტურის სიყვარული. ქორწინებისკენ, ერთგულებისკენ, გრძნობებში პატიოსნებისკენ სწრაფვა. ნებისყოფა, ენერგია, მსხვილი ხელმძღვანელის, ორგანიზატორის, პილიტიკოსის უნარები.

თუ იუპიტერი დაზიანებულია, ეს პიროვნებას სძენს ისეთ უარყოფით მახასიათებლებს, როგორიცაა: ფუფუნებისკენ სწრაფვა, ავანტიურისტული იდეები, მრავალმნიშვნელოვნება, ძალაუფლების სიყვარული, დაუთმობლობა, დიქტატი, თავდაჯერებულობა (საკუთარ თავში ზედმეტად დაჯერებულობა) და უგუნურება, უაზრო აზრები და უსამართლობა, მიდრეკილება რისკისკენ, ავანტიურიზმისკენ, გადაჭარბებული თავისუფლებისმოყვარეობა, მიდრეკილება თავისმოტყუებისკენ და, საერთოდ, მოტყუებისკენ, თაღლითობისკენ, გამცემლობისიკენ და ვერაგობისკენ.

ფრენსის საკოიანი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

განვითარებისკენ სწრაფვა, ოპტიმიზმი, თავდაჯერებულობა. მდუღარე ენერგია და ძლიერი კონსტიტუცია. გულუხვობა, დიდსულოვნება, სწრაფი რეაქცია, პატივმოყვარეობა, კეთილგანწყობა, მაგრამ ამის სანაცვლოდ ითხოვენ აღფრთოვანებასა და მაღალ შეფასებებს. მიდრეკილება ფუფუნებისკენ, რელიგიური ცერემონიალებისკენ, თეატრისკენ, აღლუმებისკენ, რიტუალებისკენ. უყვართ სუფრა, საზოგადოებრივი ღონისძიებები, თუ ისინი მდიდრები არიან და შეუძლიათ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, ეს მათ მნიშვნელოვნობის შეგრძნებას აძლევს. მაგრამ შესაძლებელია აღინიშნებოდეს განდიდების მანია, პატივმოყვაროება (ამპარტავნობამდე მისული), ტრაბახი და ქედმაღლობა, თამაშებისა და სპეკულაციების ვნებები.

ძლიერაა განვითარებული მშობლის თვისებები. პროფესია დაკავშირებულია ხელოვნებასთან ანდა აღზრდასთან. მიდრეკილება ჭარბი წონისკენ (სიმსუქნისკენ) და აპოპლექსიისკენ (აპოპლექსია Gk. apoplexia დარეტიანება, დარტყმადამბლის დაცემა, რაც გამოწვეულია თავის ტვინში სისხლის ჩაქცევით. Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე).

ასეთი ადამიანი ვერ იტანს წვრილმანებს ანდა უმნიშვნელოს და აქვს გადაჭარბებულობის ტენდენცია. აქვს გასაოცარი დრამატული ნიჭი. მან უნდა იცხოროს თამამად და ჰეროიკულად , წინააღმდეგ შემთხვევაში, მოეჩვენება, რომ უბრალოდ არსებობს და საკუთარ ნიჭს უაზროდ ხარჯავს.  სწყურია აღიარება, დიდებაც კი, სჭირდება რაიმე ისეთის კეთება, რითაც, როგორც თავად თვლის, იამაყებს. ასევე თავდავიწყებულად თამაშისა და მხიარულობის უჩვეულო უნარი აქვს.

 ინდუბალა “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში -ინდური ტრადიცია”

ეს იუპიტერისადმი მეგობრულად განწყობილი ნიშანია, მას ადამიანისთვის მოაქვს ისეთი კარგი თვისებები, როგორიცაა: თანაგრძნობის უნარი, სიკეთე, ღრმა რელიგიურობა, ჯანსაღი აზრი და გულწრფელობა. ასეთ ადამიანებს შესაძლებელია გამოუვლინდეთ შემოქმედებითი, ნაწილობრივ, ლიტერატურული და რელიგიური უნარები, ასევე ლიდერის თვისებები. მათთვის შემოსავალი მოაქვს მოგზაურობას, სოფლის ადგილებში ქონებას, პოლიტიკურ გავლენას. შესაძლოა, გამოვლინდეს გულის დაავადებები.

 ნეტ მონსტერი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

ენერგეტიკა, ოპტიმიზმი, თავდაჯერებულობა. გულუხვობა, ფუფუნებისკენ მიდრეკილება, ითხოვენ აღფრთოვანებას. უყვართ სუფრა. აქვთ ხელმძღვანელის თვისებები, რომელიც, მოკლედ, ცუდი ასპექტებისას პატივმოყვარეობას იძლევა. თუ ისინი შეიგნებენ, რომ დიდებულება იზრდება სხვების მსახურებით, დამსახურებული პატივი და პატივისცემა ელით. მათ განსაკუთრებული მიჯაჭვულობა აქვთ ბავშვებზე, ისინი კარგი მასწავლებელები და სკოლის დირექტორები არიან. თუ მეხუთე სახლი და იუპიტერი დაზიანებული არაა – შვილებისგან სიხარული.

სემირა და ვ. ვეტაში “პროგნოზირების ხელოვნება”

ადამიანის ავტორიტეტულობა დაფუძნებულია საკუთარი თავის პატივისცემასა და სხვების მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაზე. მისთვის პრესტიჟი მნიშვნელოვანია.

ქეთრინ ობიე “ასტროლოგიური ლექსიკონი”

თვითდამკვიდრების წყურვილი, ძალის გამოყენება და ხილული, შეგრძნებადი წარმატების მიღწევა. ადამიანი სიამოვნებას იღებს მთავარი როლის შესრულებისას.

მარია ქეი სიმმსი “თქვენი ჯადოსნური ბავშვი”

ბავშვები, იუპიტერით ლომში, ყველაფერ ამაღელვებელს, ეფექტურსა და დიდებულს იდეალიზებას უკეთებენ. მასწავლებელი ანდა მშობელი, დრამატული უნარებითა და შემოქმედებითი თამაშის წახალისებისთვის მზაობით, ამ ბავშვებისთვის კერპი იქნება. მთლიანობისა და პატიოსნების როლური მოდელები, რომლის პატივისცემაც ამ ბავშვს შეეძლება, ამ ნიშნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება (ხოლო, შესაბამისად, ეს საუკეთესო საშუალება იქნება ბავშვის ზრდის ხელშესაწყობად), რამდენადაც ასეთი ბავშვები თუ ვერ შესძლებენ პატიოსნად მოქცევას, საკუთარი თავის პატივისცემას კარგავენ.

ავტორი: ნინო


About Kate

Scroll To Top