იუპიტერი ტყუპებში

იუპიტერი ტყუპებში

ზოდიაქოს ნიშნებში იუპიტერის მდებარეობა  ფილოსოფიურ, ეთიკურ, რელიგიურ შეხედულებებსა და კრედოზე გვაუწყებს. ის უჩვენებს, თუ როგორ ინტერესდება ადამიანი ფილოსოფიით და უმაღლესი განათლებით, რომელ სფეროებში სურს განივითაროს საკუთარი არეალი, რაში ხედავს მსხვილ კავშირებს და მათთან მიმართებაში როგორ მოქმედებს.

უჩვენებს, თუ როგორ ანაწილებს ადამიანი საკუთარ ძლევამოსილებას სხვებთან და რამდენად გრძნობს თავს სოციალური წესრიგის წევრად, რომელიც, თავის მხრივ, მას ეხმარება. მხოლოდ სოციალური თანამშრომლობის პრინციპი იძლევა იმ ზრდასა და პროგრესს, რასაც მარტოხელა ადამიანი ვერასდროს მიაღწევს. ის არამარტო ფინანსურ და მატერიალურ სარგებელზე უჩვენებს, არამედ იმაზეც, თუ როგორ პოულობს კარმაში სხვების კეთილგანწყობას და სულიერი დაცვის უფლებას. უჩვენებს, თუ როგორ ჯილდოვდება ადამიანი წარსულში ჩადენილი კარგი ქმედებებისთვის და მისი შეხედულებები რამდენად დიდსულოვანია ნაკლებად წარმატებულების მიმართ.

 

სიკეთე + მრავალსახეობა = მრავალმხრივი თავაზიანობა

ხასიათის უარყოფითად განვითრებისას ადამიანი მიდრეკილია დაეყრდნოს “ალბათობასა” და “მუქთად, უზრუნველად რაიმეს მიღებას”. ის გადაჭარბებულად აქტიურია, მაგრამ სრულიად აუტანელი. აქვს ცვალებადი, თავქარიანი ბუნება, რომელიც, ერთდროულად, ბრწყინავს, მაგრამ ვერ წყვეტს, მუდამ ორჭოფობაშია, სუსტია მორალური და ემოციონალური კუთხით. ფორტუნა ხშირად ღალატობს, რასაც, წლების მატებასთან ერთად, წყნარად ეგუება. ის უზრუნველი და ზედაპირული “ცხოვრების ცეცხლის შემკეთებელი” ადამიანია, ხშირად არ ეკუთვნის არც რაიმე გაერთიანებას და არც რომელიმე ეკლესიას.

ხასიათის პოზიტიურად განვითარებისას ადამიანი ნებისმიერ სიტუაციაში დიდებულად ახდენს ადაპტაციას, ავლენს შესაშურ სიმკვირცხლესა და გამორჩეულ (განსაკუთრებულ) ჭკუა-გონებას. ის ბრწყინვალედ გამოხატავს საკუთარ თავს, სავსეა ოპტიმიზმითა და სიცოცხლის სიხარულით, უყვარს სწავლა და, ადრე თუ გვიან, იძენს ფართო პოპულარობას. ის დაუღალავად ახდენს ექსპანსირებას როგორც სულიერ, ასევე სოციალურ და პროფესიულ სფეროებშიც. ფლობს გამომგონებლურ ჭკუა-გონებას, ავლენს ინტერესს ეზოთერიკული მეცნიერებებისა და რელიგიურ-ფილოსოფიური პრობლემებისადმი, ისწრაფვის მრავალმხრივობისაკენ და ჭკვიან ადამიანებთან სხვადასხვა სახის ურთიერთობებისკენ, სწყურია საიმედო პროექციები და აღმერთებს მოგზაურობას.

ასეთი ადამიანის განვითარების ძირითადი მიმართულება – ენასთან და ბეჭვდით სიტყვასთან მუშაობაა. იგი ან გენიალური მკითხველია, ანდა ნიჭით დაჯილდოებული მწერალი. კონტაქტებში თავაზიანია, უყვარს მხედველობის არეში ყოფნა, ყველასთვის გახსნილია. იძულებითი განმარტოება, ხანდახან, მისთვის აუტანელი ხდება, ამიტომაც უხარია ახალ ადამიანებთან ნებისმიერი სახის შეხვედრა. უყვარს საკუთარი აზრებით, როგორც წარსულში, ასევე მომავალში შეღწევა. როგორც ხელმძღვანელი პირი – კეთილმოსურნე, პოპულარული და საყვარელია. ასეთი ადამიანები ხშირად სათანადოდ ვერ აფასებენ შესაძლო სირთულეებს, ამიტომაც, აღმოჩდებიან რა მსხვილი დაბრკოლებების წინაშე, არცთუიშვიათად, ხელებს ჩამოუშვებენ (ანუ იბნევიან და არ იციან როგორ გაუმკლავდნენ დაბრკოლებებს).

ხშირად მათ მფარველობენ ამა ქვეყნის ძლიერნი და თან ისე ეფექტურად, რომ მთელი საკუთარი საქმეების კეთება უშუალოდ საქველმოქმედო შემოწირულების ანგარიშზე შეუძლიათ. ეს ადამიანები სულიერად კეთილნი, მაღალი ენერგეტიკულობის მქონენი, ექსპანსიურები და გამომგონებლები არიან. არცთუიშვიათად, ფლობენ წინასწარმეტყველურ ნიჭს და იძირებიან წინასწარმეტყველურ სიზმრებში. განსაკუთრებულ ინტერესს ავლენენ რაციონალიზებისადმი, კულტისა და რელიგიის პრობლემების შესწავლისადმი. ზედმეტად მიდრეკილნი არიან გადაადგილებისკენ, მგზავრობებისა და საურთიერთობო წრის ცვლილებისკენ. შესაძლოა, თანაბრად წარმატებულნი იყვნენ როგორც მათემატიკასა და მექანიკაში, ასევე ფიზიკაში, ლიტერატურაში, ხელოვნებსა და იურისპრუდენციაში. საკმაოდ სახიფათოა უღმერთოობა და სერიოზულ ცხოვრებისეულ პრობლემებთან მიმართებაში გადაჭარბებული თავქარიანობა.

სოციალურ და ჰუმანიტარულ სფეროებში აქვთ ინტერესების, კონტაქტების, მეგობრებისა და კოლეგების ფართე სპექტრი. შეუძლიათ ზუსტად გამიჯნონ საზოგადოებრივი და პოლიტიკური განვითარების გენერალური ტენდენციები. მართალია, ისინი ორიენტაციას ახდენენ უფრო მეტად თეორიაზე, ვიდრე გამოცდილებაზე (კაბინეტური მეცნიერი ახდენს საკუთარი კვლევების პოპულარიზაციას). მათ აქვთ გარეგნული ავტორიტეტების არსებობის გამოხატული მოთხოვნილება. არცთუიშვიათად, ეს დაკავშირებულია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების სურვილის უქონლობასთან, ასევე მისწრაფებასთან მოახდინოს ფუნქციონირება სოციალურ და პოლიტიკურ სტრუქტურებში – მხოლოდ საკმაოდ შეზღუდული რაოდენობის ფორმალური, ფუნქციონალური მოვალეობებით.

ოპრა უინფრი. იუპიტერი ტყუპებში

ეს ადამიანი ობიექტურია, ყველას ძმურად ეპყრობა, ხანდახან, სისხლით ხორცამდე აქვს გამჯდარი ფამილარობა. ის  ბრწყინვალე საქმიანი შუამავალი და ნებისმიერი ხასიათის ინფორმაციის გადამცემია, შეუძლია ნებისმიერ კამათში არბიტრი იყოს. ეს ადამიანი სწრაფი, მოძრავი, ცოცხალი, ხანდახან, არაფორმალური ლიდერიცაა, მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ჯგუფებში და არც ისე დიდი ხნით, რადგანაც უკიდურესად არათანმიმდევრული, ზედაპირული და ყველაფერზე ყველაზე განსხვავებული ავტორიტეტების აზრებზე დაყრდნობით მსჯელობისკენაა მიდრეკილი. ის ახალ სიტუაციებში სწრაფად ახდენს ორიენტირებას, სწრაფად ახდენს რეაგირებას გარემოს ცვლილებაზე და წარმატებულად ერგება ნებისმიერ გარემოს. ასეთ ადამიანთან თანამშრომლობა სასიამოვნოა, რადგანაც ჩრდილში დარჩენა სურს – ბელადობას არ ცდილობს და უყვარს კოლეგების ზურგს უკან ყოფნა. ასეთი ადამიანი საკუთარ თავს მუდამ კრიტიკულად ეკიდება, ზუსტად აცნობიერებს საკუთარი შესაძლებლობების შეზღუდულობას და შეუძლია პერსპექტივები და სიტუაციები ფხიზლად, ლოგიკურად და ჯანსაღად შეაფასოს.

არცთუიშვიათად, ჭორებისა და გაგონილი ამბების აქტიური გამავრცელებლები არიან, ხშირად თავადაც სპონტანურად გავრცელებული ინფორმაციის მსხვერპლნი აღმოჩდებიან. ახლობლებთან საკუთარი ურთიერთობის ზედაპირულობის გამო ძალიან იტანჯებიან, მაგრამ ამასთან ვერაფერს აწყობენ – ისინი ხომ ასეთი მოძრავნი, სწრაფები და თავისუფლები არიან. ხშირად ასეთი ადამიანის ძალისხმევა მთლიანადაა მიმართული ავტორიტეტების წინააღმდეგ, პოლიტიკოსების კრიტიკისკენ და ხელმძღვანელ პირებზე ცილისწამებისა და ჭორების გავრცელებისკენ. მასწავლებლებთან და მენტორებთან (ზედამხედველებთან) კრიტიკული ურთიერთობა, ასეთ ადამიანებს, სულიერი სწავლების იერარქიაში ჩართვის საშუალებას არ აძლევთ, ამიტომაც თავად სწავლობენ, მაგრამ იმ მდგომარეობაში არ არიან, რომ აღიქვან ფილოსოფიისა და რელიგიური ტრადიციების სიღრმისეული საფუძველი. ეს ადამიანები ცხოვრებას საკმაოდ ქარაფშუტულად აღიქვამენ, ისინი ურთიერთობებში დახვეწილები და გამომგონებლები არიან, ძალიან უყვართ ყველა შესაძლო ცვლილება. ისინი ინტელექტუალები, ნაკითხები, მხიარულები და ფაქიზები არიან, ფლობენ ცოცხალ ზნეს და მახვილ აზრებს.

ის  გენიალური თვითნასწავლია, რომელსაც აქვს ფართო შეხედულებები და ფლობს დიპლომატიის ნიჭს. გასაოცარი ორიგინალურობისა და ჭკუა-გონების უჩვეულოდ სწრაფად მობილიზებულობის წყალობით, შეუძლია გახდეს ნებისმიერი ორგანიზაციის “ტვინი” – ისე რომ, ენერგეტიკულ ლიდერობაზე პრეტენზია არ გამოაცხადოს, მაგრამ დაგეგმოს და გააკეთოს მიზნის მიღწევის პროექტი. მიუხედავად სიცხადისა და მხიარულობისა, მისი ტემპერამენტი საკუთარ თავში ატარებს ძალადობისკენ მიდრეკილებას, რომელიც საკმაოდ ხშირად და სრულიად მოულოდნელად ვლინდება. მისი ნიჭი მრავალმხრივია, მაგრამ იშვიათად გამოიყენება “მთელი ძალით”. ინტელექტუალური სნობიზმის განვითარებისა და მყარი შინაგანი აფორიაქებულობის ჩამოყალიბების საშიშროებაა. ბუნება – გულისხმიერი, ზუსტი, კაცთმოყვარე, თანამგრძნობი და ექსპრესიული.

ასეთ ადამიანს უყვარს სიახლე, თავაზიანი და ტაქტიანია, გონებრივ განვითარებას მთელი ძალისხმევით ცდილობს. ძალიან ცვალებადი და მოუთმენელია, ხშირად საკუთარ თავში დარწმუნებული არაა და სხვების პოზიციებში წინააღმდეგობრიობას გადაჭარბებულად აღიქვამს. ასეთი ადამიანები შეუცვლელნი არიან მსხვილი კორპორაციების შექმნისას, საგაზეთო რედაქციებსა და საგამომცემლო კომპანიებში. უყვართ და შეუძლიათ ბევრი და საინტერესოდ წერა, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ საკუთარი შვილების ინტელექტის ჩამოყალიბებას. ფილოსოფიურ და რელიგიურ ტრაქტატებს სწავლობენ სწრაფად, შინაარს სიტყვასიტყვით “ჰაერშივე” იჭერენ.

არცთუიშვიათად, ასეთი ადამიანები ყველა შესაძლო გამოგონებებით და რაციონალური შეთავაზებებით სავსენი არიან. უმაღლესი განათლებულობის შთაბეჭდილებას მაშინაც კი ახდენენ, როდესაც ტექნიკუმში, ფორმალური განათლებაც კი არ აქვთ მიღებული. ხშირად მათთვის საუნივერსიტეტო განათლება მხოლოდ სამომავლო სულიერი თვითსრულყოფის საშუალებაა. ისინი ახდენენ წარუშლელ შთაბეჭდილებას იმ ადამიანებზე, რომლებმაც შეიცნეს მათი შეხედულებებისა და ინტერესების სიფართოვე და მრავალმხრივობა.

ხშირად ისეც ხდება, რომ მათ დილეტანტებად, და დემაგოგოებადაც კი, აღიქვამენ. ინტელექტუალური გამოცდილების ფართე სპექტრი ეხმარებათ ისტორიული და სოციალური განვითარების მთავარი ტენდენტიების წამიერად დაჭერაში. ასეთი ადამიანები ხშირად დიდებული კრიტიკოსები და კომენტატორები ხდებიან. ნებისმიერი სიახლე, ნებისმიერი კონტაქტი და შეხვედრა შემოქმედებით იმპულსს აძლევთ და აფართოვებს მათ თვალსაწიერს. არცთუიშვიათად, ასეთ ადამიანებს მხოლოდ წიგნისმიერი ცოდნა აკმაყოფილებთ და არა მათი გამოცდილებით გამყარება.  ბრწყინვალე მასწავლებლები, მომხსენებლები და ლექტორები არიან. ყველაზე ხშირად ფულს მოხერხებულად გამოიმუშავებენ, საკუთარი ინტელექტის გამოყენებით, სხვებისთვის ეფექტურად ინფორმაციის მიწოდების ხარჯზე.

პაველ გლობა “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

აქ იუპიტერი განდევნა/ტყვეობაშია, სტუმრად მერკურისთან, ჰაეროვან ნიშანში.

ამ მდებარეობისას, ბუნებრივია, ადამიანი განწყობილი იქნება იდეოლოგიის ანდა რელიგიის სფეროს შესასწავლად. ამასთანავე, ეს ყველაზე ადვილად კონტაქტებისას, საუბრებისას გამოუვა. ხშირად ადამიანები იუპიტერის ასეთი მდებარეობით, ინფორმაციის გამავრცელებლები არიან.

საუკეთესო შემთხვევაში, ეს იძლევა ინფორმაციასთან ძალიან ობიექტურ ურთიერთობას. ადამიანი, მაშინაც კი, როდესაც ავტორიტეტულია, ძალიან ზუსტად ანსხვავებს –  აი ეს “მე” ვარ, ეს კი ჩემი ავტორიტეტია, ხოლო ეს კი ის სწავლებაა, რომელსაც მე ვატარებ. ეს ადამიანები მინიმალური დოზით არიან მიდრეკილნი საკუთარ ავტორიტეტთან ანდა იმ სწავლებასთან გაიგივდნენ, რომელსაც ატარებენ, ამიტომაც ასეთ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ ძალიან ობიექტური ინფორმაციის მატარებელნი, შეუძლიათ იდეური ხასიათის საქმეში არბიტრის როლის შესრულება, რადგანაც, რამდენადმე განკერძოებულნი არიან იმ სწავლებისგან, რომელსაც ატარებენ (სხვებს გადასცემენ), ანუ გამოდიან როგორც ამ სწავლებების მეგზურნი და შეიგრძნობენ, რომ სწავლება ქმედითობს მათი მეშვეობით. ასეთი სახით, ეს ადამიანები უფრო მეტად ობიექტურნი არიან. სოციალურ ურთიერთობებში თანაბრად მოეკიდებიან ყველაფერს, ყველასთან “ძმური” (ანუ თანასწორი) ურთიერთობა ექნებათ, მაგრამ ცუდ შემთხვევაში, ეს შეიძლება გადაიზარდოს ფამილარობაში. იუპიტერის ტყუპებში გამოვლინების საუკეთესო ფორმაა _ სახალხო კრებაზე მაუწყებლის როლი, რაღაც პროგრამის ტრიბუნი, ინფორმაციის მეგზური, ავტორიტეტის მატარებელი, მაგრამ ამავდროულად ამ ავტორიტეტთან თავს არ აიგივებს, შეუძლია ნებისმიერ, იდეური ხასიათის კამათებში იყოს არბიტრი.

იუპიტერისთვის ტყუპების ნიშანში ყოფნა ზიანის (დანაკარგების) მომტანია, ამიტომაც ადამიანმა, რომელსაც იუპიტერი ტყუპების ნიშანში აქვს, უარეს შემთხვევაში, შესაძლოა ვერ შესძლოს ავტორიტეტის შენარჩუნება, ხანდახან დაწვრილმანდეს ანდა ავტორიტეტის მოპოვებას წვრილ, უმნიშვნელო საკითხებში შეეცადოს.

უარეს შემთხვევაში, ბოროტი იუპიტერისას ვლინდება იუპიტერის ყველა კომპლექსი, და ნაწილობრივ, ყველა ავტორიტეტისადმი კრიტიკული დამოკიდებულება, ანუ ასეთ ადამიანს, ერთი მხრივ, შეეშინდება ავტორიტეტების, ხოლო, მეორე მხრივ – ექნება სიძულვილი და ეცდება რაიმე სახით ავტორიტეტის შერყევას, ამასთანავე, ეს შეერყევა მერკურიანული საშუალებებით მოხდება, ანუ უფრო მაღალი მდგომარეობისა და გავლენის მქონე ადამიანების მიმართ ჭორების, გაგონილი და მოგონილი ამბების, ცილისწამების გავრცელება. ასევე, შესაძლოა გამოვლინდეს ფამილარობა, დისციპლინის გრძნობის დაკარგვა.

ალბათობაა, ეს ადამიანი იყოს ცოცხალი, სწრაფი, მოძრავი, სრულიად შესაძლებელია – არაფორმალური ლიდერობა, მაგრამ ხანდახან არათანმიმდევრული, ზედაპირულია და შესაძლოა ყველაფერზე სხვა ავტორიტეტების შეხედულებებით მსჯელობა ახასიათებდეს, ამიტომაც, ყველაზე მეტად, სწრაფად კარგავს საკუთარ გავლენას. ალბათობაა, ძალიან მიჯაჭვული იყოს საკუთარ და-ძმაზე, იყოს თავისებური გამაერთიანებელი ცენტრი ოჯახში და ნათესავებს შორის. როგორც წესი, ის ძალიან სწრაფად ახდენს ორიენტაციას და გარემოცვის ცვლილებაზე რეაგირებას და ერგება მას.

ძლიერი და კეთილი იუპიტერის შემთხვევაში ის ბელადობას არ შეეცდება, ეცდება “ზურგს უკან” იდგეს, მასთან თანამშრომლობა, როგორც წესი, ძალიან კარგია, შესაძლოა, ამასთანვე, უპირატესობა მიანიჭოს ჩრდილში დგომას (იუპიტერის ასეთი მდებარეობა შეესაბამება გველის წელს).

საუკეთესო შეთხვევაში, ადამიანს ჰყოფნის ჭკუა, რათა გააცნობიეროს საკუთარი ბუნების ნაკლი და იმოქმედოს თავისებური, გონივრული პრაგმატიზმის შესაბამისად.

უარეს შემთხვევაში, რამდენადაც ეს ადამიანი, როგორც წესი, ავტორიტეტად ყოფნის უნარსაა მოკლებული, – მაგრამ ცდილობს საკუთარი კავშირების შენარჩუნებას, _ ამიტომ მხარდაჭერის ძიებისას იძირება ჭორებსა და გამოგონილ ამბებში, ხდება მათი მსხვერპლი, ასევე, შესაძლებელია, საკუთარ ნათესავებთან და მეზობლებთან ურთიერთობაში ზედაპირული კონფლიქტების გამო ტანჯვა განიცადოს.

 ტყუპების ნიშანში იუპიტერის ტრანზიტი ხელს უწყობს საზოგადოებაში კონტაქტების, კავშირების გაფართოებას, ასევე, ხელს უწყობს ინფორმაციის, სწავლების გავრცელებას. ეს წლები კარგია ლიტერატურის კითხვისთვის, იმ კონტაქტებისთვის, რომელსაც მოაქვს რელიგიური, სულიერი ურთიერთობა, ასევე კარგი პერიოდია მიმოწერისთვის,   საერთოდ ეს წლები დატვირთულია წერილებით, საგაზეთო ჭორებით, გამოგონილი ამბებით, პროკლამაციებით. ეს პერიოდი მღელვარებისაა, დუღილისაა, ამ დროს იქნება ყველაფერი, მაგრამ არ იქნება გაერთიანება, თუმცაღა, ამის წყალობით საზოგადოებაში, შესაძლოა, ჩამოყალიბდეს რაღაც ახალი, დემოკრატიული. ცუდ შემთხვევებში ზემოთ ამოდის იუპიტერის ყველა კომპლექსი (ხდება მათი საზოგადოებრივი გამოვლინება): ავტორიტეტების რღვევა, დაქსაქსვა, ზემდგომების მიმართ შური, მათზე ჭორებისა და ცილისწამებების გავრცელება.

ამ წლებში, ადამიანის ყველა კომპლექსი ექვემდებარება საერთო გასაჯაროებასა და განსჯას. ეს არის ადამიანის ავტორიტეტის შემოწმება (საერთოდ თუ აქვს), რამეთუ ადამიანები მიდრეკილნი არიან კრიტიკული თვალით შეაფასონ ნებისმიერი მასწავლებელი, ნებისმიერი სწავლება, და უმწიკვლო ავტორიტეტიც კი  და ამიტომაც ადამიანის ყველა დაუმუშვებელი მხარე და შეცდომა აუცილებლად ვლინდება და აისახება.

იუპიტერი ტყუპებში ჰქონდათ: ჰენრი მეოთხეს, ბალზაკს, პუშკინს, ი. განდის, პიკასოს, ნ. ხრუშჩოვს.

ავესალომ პოდვოდნი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

დაუმუშავებელი იუპიტერი ტყუპების ნიშანში ამძიმებს (აღრმავებს) ტყუპების ქაოტური აზრების, კონტაქტებისა და ინფორმაციული არხების სიუხვეს. ამავდროულად იუპიტერი ხაზს უსვამს ტყუპების საგნებზე სისტემური ხედვის შინაგან მისწრაფებას და, განვითარებული სახით, იძლევა საერთო ხასიათის (უმაღლეს შემთხვევაში, რელიგიურ ანდა ფილოსოფიურ) საკმაოდ ღრმა იდეებს, რომლებიც სიტყვებით რთულად გამოიხატება, მაგრამ შესაძლოა ემსახუროს საფუძველს, რომელზეც აშენებული იქნება მენტალური კონსტრუქცია. ასეთი სახით, იუპიტერი ტყუპებისთვის ერთდროულად არის სამყაროს ბრტყელი მოდელირების (მრავალი განსხვავებული ზედაპირული ინფორმაციული არხებისა და სხვ. შექმნა) ცდუნებაც და შესაძლებლობაც მოახდინოს ამ მოდელების გაღრმავება ცნობიერების გაფართოების ხარჯზე, მაგრამ, ამასთანავე, ითხოვს სხვა, უფრო ფართო მსოფლმხედველობაზე გადასვლას. საკმაოდ ღრმა აზრები უბრალოდ არ მოუვა იმ ადამიანს თავში (თუმცაღა, შესაძლებელია, გაუცნობიერებლად მოსვლაც), რომელიც საკუთარ თავს სამყაროს ცენტრად თვლის.

განვითარებული სახით იუპიტერის ეს მდებარეობა ახასიათებს მეცნიერ-ფილოსოფოსს ანდა მეცნიერს (სწავლულს), რომელიც მუშაობს რამდენიმე მეცნიერების განხრით; ადამიანისთვის ძალიან ბევრი რამაა ისეთი, რაც საერთო პოზიციიდან უნდა გაიზროს და სამყაროსთვის მოახდინოს დედუქციური მეთოდის ძალისა და “საერთო შეხედულების” დემონსტრირება .

სერგეი შესტოპალოვი “ასტროფსიქოლოგიის ცნობარი”

ამ ნიშანში იუპიტერი დაზიანებულია და ამიტომაც რამდენადმე დასუსტებული, მაგრამ დაზიანების (უარყოფითი ასპექტების) არარსებობისას, იძლევა ფართე და ფილოსოფიურ, ამაღლებულ და სულიერ პიროვნებას, შემოქმედებით და ნაყოფიერი გონების მქონე მწერალს ანდა მეცნიერს (სწავლულს), რომელსაც შეუძლია განზოგადება, აქვს მდიდარი წარმოსახვა და კვლევა-ძიებისა და სამეცნიერო ანალიზისკენ მიდრეკილება. სუბიექტი არის პატიოსანი, გახსნილი, კეთილი, მეგობრული, ჰუმანური, სამართლიანი, პატივმოყვარე, კარგი საქმიანი და ორგანიზატორული უნარებითაა დაჯილდოებული, აქვს მიდრეკილება ცვლილებებისკენ, მგზავრობისკენ (გადაადგილებისკენ) და მოგზაურობისკენ, ავლენს დიდ მისწრაფებას ცოდნისა და განათლების მიღებისკენ, საკუთარი ჰორიზონტის გაფართოებისკენ, ენების შესწავლისკენ, ინტერესდება კულტურის, რელიგიის, განათლების, ეთიკისა და ესთეტიკის საკითხებით. ასეთი მდებარეობა განსაზღვრავს წარმატებას ლიტერატურში, მსხვილ ბიზნესში, საგამომცემლო და წარმოებით საქმიანობაში.

თუ იუპიტერი დაზიანებულია, მაშინ სუბიექტი არათანმიმდევრულია, გადაჭარბებულად მოლაყბე და მჭერმეტყველია, მფლანგველია, მიდრეკილია დამღლელი საუბრებისა და ფრთიანი ეპითეტებისკენ, ძალიან მოუსვენარი, დეზორგანიზებული, ცუღლუტი და ეშმაკია, მატყუარა, მთხზველი (ფანტაზიორი), წყენია და კონფლიქტურია, აქვს ფეთქებადი ხასიათი, შეშლილი, უსამართლო და უყაირათოა (არ იცის დაზოგვა და სწორად გათვლა), მიდრეკილია თავგადასავლებისა და ავანტიურებისკენ, ინტრიგანია.

ფრენსის საკოიანი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

მიდრეკილება ფილოსოფიისა და რელიგიური ავტორიტეტული იდეების, სამართლის შესწავლისკენ. ცოდნისმოყვარეობა, გონებრივი განვითარება, ხშირად უმაღლესი განათლება. ბევრი მეგობარი და მრავალი კონტაქტი. თავაზიანები არიან. ხშირად შეუძლიათ მრავალი საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ისტორიული განვითარების ტენდენციის დაჭერა. სურთ იყვნენ ხალხთან ერთად და სასახლეში განმარტოებულ ცხოვრებასა და კულისებს მიღმა ხელმძღვანელობას არ ეწეოდნენ. შესაძლოა, ინტელექტუალური სნობიზმი და დილეტანტიზმი; სწავლების, პუბლიცისტიკის უნარები, მიდრეკილება სამეცნიერო კვლევა-ძიებისკენ. მოგზაურობის წყურვილი, ქვემდგომებთან ძალიან მეგობრულები არიან და ამის გამო ყველას უყვართ.

მაგრამ ხშირად სათანადოდ ვერ აფასებენ სირთულეებს. შემთხვევითობები მათ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობენ, ამავდორულად, ეს ცხოვრების ცეცხლის დამთებნი და მსხვილი მასშტაბის “ხელგაწვდილი მათხოვრები” არიან. დამახასიათებელი დააავადებები: ფილტვების ანთება და სისხლის დაავადებები. ასეთი იუპიტერის მქონე ადამიანი, ერთი შეხედვით, ერთმანეთთან დაუკავშირებელი იდეების ანდა სამყაროებს შორის კავშირის დანახვისა და მათი გაერთიანების უნარს ფლობს. ბრწყინავს ნებისმიერ საქმიანობაში, რომელიც ითხოვს ნათელ ინტელექტს, სიტყვასთან მოპყრობის და კავშირის დამყარების უნარს. ფლობს გაუმაძღარ ცნობისმოყვარეობას და შეუძლია მოუწყვეტლად იკითხოს ანდა უყუროს ტელევიზორს, რათა დაიკმაყოფილოს საკუთარი გონებრივი საქმიანობის მოთხოვნილება. მისი გონება შესვენებებს არ სცნობს.

ინდუბალა “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში – ინდური ტრადიცია”

იუპიტერის ეს მდებარეობა, როგორც წესი, მიუთითებს ადამიანზე, რომელიც ძალიან ბევრს კითხულობს, იცის ენები, აქვს პოეზიის ან ორატორული ხელოვნების უნარები. ასეთი მდებარეობისას იშვიათობას არ წარმოადგენს ორმაგი ქორწინება. ასეთ ადამიანებს აქვთ სწავლის უნარი, შეუძლიათ კარგი რჩევების მიცემა. გარეგნულად შესაძლებელია იყვნენ მაღლები, გამხდრები, კარგად იმოსებიან.

ნეტ მონსტერი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

მიდრეკილება ფილოსოფიისკენ, სამართლის წყაროების შესწავლისკენ. ცოდნისმოყვარეობა, განვითარების მაღალი დონე. მრავალი მგზავრობა. არაკეთილგანწყობილი შემთხვევებისას – ინტერესთა სიფართოვე შეიძლება გადაიზარდოს დილეტანტიზმში. იუპიტერი ტყუპებში ვარდნაში იმყოფება, აქედან მოდის ზედაპირულობაც. იძლევა კაბინეტურ სწავლულს (თუ არაა წინააღმდეგობრივი ასპექტები).

ცუდი ასპექტებისას – ინტელექტუალური სნობიზმი.

კატრინ ობიე “ასტროლოგიური ლექსიკონი”

განვითარებისა და გაფურჩქვნის აუცილებელი პირობა – ინტელექტუალური ცხოვრება და ურთიერთობა. სიტყვით დარწმუნების შესანიშნავი უნარი.

მარია ქეი სიმსი “თქვენი ჯადოსნური ბავშვი”

ამ ბავშვების (რომლებსაც იუპიტერი ტყუპების ნიშანში აქვთ) მიდგომა ზრდისა და უმაღლესი იდეალებისადმი, უფრო მეტად, ინტელექტუალურია. ინტერესების სიუხვის გამო, შესაძლოა, მათი ძიებისა და ინტერესისსფერო  რამდენადმე გაფანტული იყოს. ამ ბავშვებისთვის სასწავლო გარემოცვაში მრავალსახეობა და მრავალმხრივობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ავტორი: ნინო


About Kate

Scroll To Top