მერკური სასწორში

მერკური სასწორში

წყარო: www.aquarun.ru

აზროვნება+ჰარმონია=გადაცემა

ეს ფაქტორი გვაუწყებს, რომ ადამიანს აქვს ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებები: წონასწორობა და არამყარობა, გამჭრიახობა  და აჩქარებულობა, წინდაუხედაობა, მოუფიქრებლობა, წვდომა და სიცივე. ხასიათის უარყოფითად განვითარების შემთხვევაში ინტელექტი ხდება ზედმეტად ემოციური და ზედაპირული, ამასთან ერთად მისი ენერგია სარგებლის გარეშე იფანტება, ხოლო დასკვნები არალოგიკური და ნაწილობრივია. აღინიშნება ფარული ეგოცენტრული მისწრაფებები, რომელსაც ადამიანი მიჰყავს ტყუილამდე ანდა პარტნიორების და კოლეგების საკუთარი მიზნებისთვის გაუთვითცნობიერებლად გაყენებამდე. ჰარმონიულ განვითარებას კი თან ახლავს კეთილგონიერების, დაკვირვებულობის და სამართლიანობის გრძნობის ფორმირება. ინტელექტი მოძრავი და აღმომჩენი ხდება, ურთიერთობა ჰარმონიულ ფორმებში მიედინება, ჭეშმარიტების ძიება ეფექტური და ეკონომიური ხდება. უეჭველია, რომ ადამიანს ექნება კომერციის ნიჭი და მხატვრული გემოვნება, ნებისმიერ სიტუაციაში პრაქტიკული ინტერესი ვალდებულების გრძნობას და ესთეტიკურ კრიტერიუმებს უთმობს ადგილს.

აზროვნება ძლიერი და ორიგინალური ხდება. ჭეშმარიტების კრიტერიუმები არა რაციონალურ მდგომარეობაში, არამედ ჰარმონიისკენ, ესთეტიკური აღმოჩენების მისწრაფებებში ვლინდება. ასეთი ადამიანი საკუთარ შეხედულებებს საზოგადოებრივ შეხედულებებთან მოხერხებულად ათანხმებს. ის გარშემომყოფების მიერ აღიქმება როგორც თავაზიანი შუამავალი, რომელიც ელეგანტურად და დარწმუნებულად ფლობს მოლაპარაკების ენას. როგორც შემსრულებელი, ავლენს შესანიშნავ შემოქმედებით შესაძლებლობებს, დიპლომატიურია, დარწმუნებულია ქმედებებში, ფლობს ბრწყინვალე რეაქციას მოვლებსა და სიტუაციის მოთხოვნებზე. ყოველთვის და ყველგან შეუძლია შექმნას შესანიშნავი ფსიქოლოგიური ატმოსფერო, საჭიროების შემთხვევაში _ ბრწყინვალედ იმპროვიზირებს. ფლობს ფორმის შეგძნებას, ყველაზე უკეთ აკეთებს შენობის დეკორაციას და დღეასწაულების ორგანიზებას. სახიფათოდ განვითარებული მიდრეკილებები _ მოტყუება და გარშემომყოფების აზრის მიხედვით ორიენტირების გაკეთება ყველაფერზე. შესაძლებელია _ შესანიშნავი მათემატიკური უნარები.

აზროვნებისთვის დამახასიათებელია ამაღლებულის, დიადის სიყვარული, სურვილი აწონოს ყველაფერი „კი“ და „არა“-დ, „მომხრე“-დ და „მოწინააღმდეგე“-დ; მისწრაფება აქვს მოძებნოს იდეების ლამაზად გაფორმების საშუალებანი. მეგობრულად განწყობილ თანამოსაუბრესთან სააზროვნო პროცესი განსაკუთრებით ეფექტურად მიედინება. დამახასიათებელია მეტყველების დახვეწილობა და ურთიერთობაში მანერულობა. მის ინტელექტს შეიძლება ეწოდოს შემფასებელი და შემადარებელი. ვლინდება სხვათა შეხედულებების მიმართ იშვიათი მოთმინების უნარი. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ სამართლიანი მოლაპარაკებების წარმოება, აუცილებლობის შეთხვევაში კომპრომისებზე წასვლა. აღინიშნება სისტემატიზაციისკენ და კლასიფიკაციისკენ მიდრეკილება. ასევე, ადამიანს შეუძლია გადმოსცეს საკუთარი პოზიცია ისე, რომ არავინ გაანაწყენოს და თან საკუთარ მეტყველებას პრობლემები და დაბრკოლებები არ შეუქმნას. სახიფათოდაა განვითარებული გაგებით ჟონგლიორობის შესაძლებლობები, შეუძლია გაამართლოს ნებისმიერი ღალატი და უჩნდება სურვილი, რაც არ უნდა მოხდეს გაექცეს პასუხისმგებლობას. მთლიანობაში ქცევები მშვიდი და ჰარმონიულია, მსჯელობები დელიკატური და გაწონასწორებული, როგორც წესი, საერთო განათლება მაღალია.

ბრიჯიტ ბარდო - მერკური სასწორში

ასეთი ადამიანი ქორწინებაშიც და საქმიან ცხოვრებაშიც თანამშრომლობისკენაა მიდრეკილი, სიამოვნებით ეყრნობა პარტნიორის მხარს, ისწრაფვის თეორიისა და პრაქტიკის წონასწორობისკენ. ჩვეულებრივ, ქორწინებიდან იღებს საკმაო სარგებელს, რომლისკენაც ქვეცნობიერად ისწრაფვის. ასეთი ადამიანისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია გარესამყაროსთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება, ნებისმიერ კომფლიქტს მისი მწყობრიდან გამოყვანა შეუძლია. ჭკუა-გონება ფართეა, ლამაზი და დახვეწილი. ხასიათი წყნარი და სამართლიანი, ფაქიზი და არათავსმოხვეული (არაა აბეზარი ადამიანი). მსჯელობები და განცხადებები, ჩვულებრივ, სავსეა ჯანსაღი აზრით, მას უყვარს სხვადასხვა, განსხვავებული აზრების ერთმანეთთან შედარება და მათში „მომხრე“ და „მოწინააღმდეგე“ პოზიციების აღმოჩენა. ხშირად შეინიშნება მუსიკალური ნიჭი, ინტელექტუალური საქმიანობით დაკავება, გამომგონებლობის უნარები. საერთოდ მოცემული ფაქტორი კეთილგანწყობილია ჭკუა-გონების განვითარების და პიროვნების სოციალური ზრდის მიმართ. მსოფლმხედველობა, ჩვეულებრივ, ფართოა, ხასიათი რბილი და გაწონასწორებული.

ადამიანი მიჯაჭვულია ოჯახზე, მზრუნველი და ერთგულია. ფულის გამომუშავებისკენ დაჟინებული მისწრაფების გამო, შესაძლებელია, ხშირად იცვალოს პროფესიული საქმიანობა. ძალიან უყვარს სადღესასწაულო ცერემონიები და პომპეზური დღესასწაულები, არასდროს ივიწყებს საკუთარ მასწავლებლებსა და ზედამხედველებს. გატაცებები წარმოიშობიან ადვილად, მაგრამ მალე ქრებიან. ინტელექტი მოძრავია, დაკვირვებული, ყველაფერს სწრაფად იჭერს და იხვეჭს. ადამიანი ტოვებს ზრდილობიანი და აღზრდილი სუბიექტის შთაბეჭდილებას. ჩვეულებრივ, საკუთარ პროფესიაში გათვითცნობიერებულია. შეცნობის საფუძვლიანობა ერწყმის თვითგამოხატვის ჰარმონიასა და ბრწყინვალე შრომას. პიროვნებათაშორის ურთიერთობებში მიდრეკილია ჰუმანურობისა და ჰარმონიისკენ, სამართლიანობისა და ეთიკური ნორმების მკაცრად მიმდევრობისკენ. უყვარს ყველაფერი ლამაზი და ძვირადღირებული; კეთილმოსურნე და მანათობელია.

სახიფათოდაა განვითარებული ფუფუნებისა და კომფორტისკენ მისწრაფება, ასევე, მსუბუქი ცხოვრების წესის მიყოლის წყურვილიც. არაზომიერებას შეუძლია დარღვიოს მისი ორგანიზმის წონასწორობა და გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები. ჭკუა-გონება მუდმივად დაკავებულია ადამიანური ურთიერთობების კვლევა-ძიებით. ვლინდება სხვების აზროვნებისა და მოქცევის წესის მიმართ დაუცხრომელი ცნობისმოყვარეობა. ასეთი ადამიანების ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთგაგება და დადებითი ურთიერთობები. ისინი, ჩვეულებრივ, გულახდილები და თანასწორები არიან. უყვართ, სანამ გადაწყვეტილებას გამოიტანენ, საგნების ყველა მხრიდან განხილვა. მაგრამ ამასვე მიჰყავს გადაუწყვეტელობამდეც, რომელიც გაჯერებულია ეჭვებით და იმ სიტუაციებში სარგებლიანი შანსების ხელიდან გაშვებით, რომლებიც დაუყოვნებლივ ქმედებებს ითხოვენ. როცა კი გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, ის, ჩვეულებრივ, სამართლიანი, გააზრებული და კარგად მოფიქრებულია. ამიტომ ასეთი ადამიანები წარმატებულნი არიან იურსპრუნდენციაში, შუამავლობასა და მოლაპარაკებებში. ალბათობაა, შეხედულებებში მოუთმენლობისა და არამდგრადობის ჩამოყალიბება.

ისინი, ჩვეულებრივ, გარშემომყოფების კარგ მანერებსა და აზრობრივ მზაობას (ასევე, გარშემომყოფების „გაწვრთნილ“ აზროვნებას) აქცევენ  ყურადღებას. ცუდი მოქცევა და არაკეთილსინდისიერი, უპატიოსნო მოტივები მათთვის საზიზღრობაა და ამის გამო ყველაფერს აკეთებენ (შეუძლებელსაც კი), რომ თავიდან აიცილონ უხეშ ადამიანებთან კონტაქტები. შეუფერებელ ტანსაცმელსა და ხმამაღალ საუბარს ანტისაზოგადოებრივ გამოწვევად თვლიან. ურთიერთობებში, ჩვეულებრივ, მოზომილები და წინადახედულები არიან, მაგრამ საკუთარი ზნეობრივი პრინციპების დასაცავად ბრძოლას არ ერიდებიან. მათი მთავარი შეცდომა კი იმაში მდგომარეობს, რომ სხვა ადამიანებში უპირატესობას ანიჭებენ დისციპლინის სიუხვეს, რომელსაც საკუთარი თავისგანაც ითხოვენ. ჰარმონიული განვითარების შემთხვევაში ცოდნა სიღრმისეული და საფუძვლიანი ხდება, ხოლო მსჯელობა _ მკაცრი და სისტემატიზირებული. ძალიან სახიფათოა დარწმუნებულების, დაჯერებულობის უქონლობა და სხვებთან შეთანხმებით პოპულარობისა და ახლობლებისთვის წვრილმანი სამსახურის გაწევა. ხასიათსა და ქცევებში ძალიან ძლიერია მხატვრული კრიტერიუმები. ასეთი ადამიანები უცენზურო გამოხატულებებისგან შორს დგანან. ისინი ყოველთვის აქტიური მშვიდობისმყოფელები არიან და ირჩევენ “ოქროს შუალედს”. არცთუიშვიათად ხდება ინფატილიზიმის, პოზირების, სნობიზმის და ესკაპიზმის  (ესკაპიზმი (escapism) [ინგლ. Escapism <escape გაქცევა, თავის გადარჩენა] – წასვლა რეალობიდან, გამოგონილ სამყაროში) ფორმირება.

წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

აქ მერკური ჰაერის ნიშანშია, სტუმრად ვენერასთან და ქირონთან. ეს ერთ-ერთი საკმაოდ ძლიერი მდებარეობაა.

ამ ადამიანის აზროვნებაში, როგორც წესი, დიდი როლი ესთეტიკურ კრიტერიუმებს ენიჭებათ. ნებისმიერ ინტელექტუალურ კონსტრუქციას თითქმის ყოველთვის ამოწმებს ესთეტიკურ სისრულეზე, ჰარმონისა და სილამაზეზე.

ალბათობაა, ეს ადამიანი ისწრაფვის ყველა დახვეწილი სვლა გამოიყენოს შედეგის მისაღწევად, შესაძლებელია მისთვის დამახასიათებლი იყოს აზროვნების დახვეწილობა და სიფაქიზე. როგორც წესი, საკითხს ერთი ხელის დაკვრით იშვიათად წყვეტს, გადაწყვეტილებას იღებს, თუმცა ნელა, მაგრამ მის აზროვნებას სიეშმაკე და ლამაზი ილეთები ახასიათებს. ამასთან ერთად, პოზიციების „მომხრე“-დ და „მოწინააღმდეგე“-დ ძალიან ზუსტი გაყოფა აქვს. ამ სისტემის შერჩევა ქირონისგან, სასწორის მმართველისგან მოდის. ალბათ, ეს ადამიანი ზუსტად იყენებს შერჩევის კრიტერიუმებს და სამუშაოს პრაქტრიკაში, გამოცდილებაში ამოწმებს, ყურადღებას არ აქცევს ავტორიტეტებს. უფრო ხშირად, შეუძლია სამართლიანად მსჯელობა, აუცილებელ კომპრომისებზე წასვლა.

სასწორის ნიშნის ფორმირებისას უდიდესს როლს თამაშობს სატურნი (ის აქ ეგზალტაციაშია), რომელიც მიდრეკილია სისტემატიზაციისკენ და ამიტომაც ეს მდებარეობა კეთილგანწყობილია სწავლულისთვის. გარდა ამისა, სასწორი დაკავშირებულია ალტერნატიულ აზროვნებასთან _ ყოველთვის გამომდინარეობს საწინააღმდეგოდან, ბიძგს იღებს რაიმე ოპონირებული მდგომარეობიდან, კონსტრუქციიდან. უფრო ხშირად, ის აირჩევს და არჩევანის გაკეთებისას დაეყრდნობა იმას, რაც უკვე არსებობს. მას შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი თეორიისთვის სხვადასხვა მხრიდან, სხვადასხვა პოზიციიდან და სხვადასხვა კუთხიდან შეხედვის უნარი. ხშირად ასეთ ადამიანს ეს აძლევს შეაძლებლობას აღწეროს ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვა შესაძლებლობებით, შექმნას განსხვავებული ინტელექტუალური კონსტრუქციები. ალბათ, მიღებული ინფორმაციის და თეორიების ერთმანეთთან შედარების მიმართ უდიდესი სიყვარული აქვს. ამასთან ერთად, შესაძლებელია ჰქონდეს რამდენიმე აზრი ერთი და იგივე საგანზე, შეადაროს ისინი და შემდეგ აირჩიოს. როგორც ჩანს, მას კარგად შეუძლია გამოიმუშაოს კომპრომისული გადაწყვეტილება, რომელსაც იყენებს ურთიერთგამომრიცხავი მოწყობისას, ამის გამო ხშირად ექნება “სინთეტიკური თეორიები”, თუმცა ეს არ შეიძლება დასახელდეს სუფთა სახის სინთეზად, ანუ თეორიები გაერთიანებულია საკმაოდ მსხვილ ბლოკებად. ამ შემთხვევაში მას შეუძლია შექმნას კონსტრუქცია, რომელიც, როგორც “ხიდი”, ისე დააკავშირებს ამ ბლოკებს და მათთან წინააღმდეგობაში არ მოვა, ანდა თავის სისტემებში სპეციალურად მიაკუთვნებს ადგილს.

„ბოროტი“ მერკური სასწორში, იძლევა ყველა იმ ურთიერთწინააღმდეგობის გაგებას, რომელიც წარმოიშობა ადამიანებს შორის ურთიერთობებში და, რომლებსაც შეიძლება წააწყდნენ, საოცარია, მაგრამ ეს ადამიანები აქედან სარგებელს მაინც იღებენ. ხანდახან ის ასევე მიდრეკილია შეადაროს სხვა ადამიანების ინტელექტი: „ვინ უფრო ჭკვიანია?“ ამასთან ერთად ისიც ესმის, რომ თავად ეს კითხვა უაზრობაა, რამდენდაც ყოველი ადამიანი უნიკალურია. მას შეუძლია შედარება მოახდინოს არამხოლოდ ინტელექტის, არამედ მანერების, ქცევის და შესაძლებლობების მიხედვითაც. ეს ხდება უკუკავშირის უდიდესი მოთხოვნილების გამო, რამეთუ ძალიან სჭირდება იმის ცოდნა, რას ფიქრონენ მასზე გარშემოყოფები და როგორ აფასებენ იმას, რაზეც მათთან საუბრობენ. ამასთან ერთად მას არ აქვს „მტკივნეული იარები“, უბრალოდ სჭირდება პარტნიორების აზრის ცოდნა, რათა სამომავლოდ ურთიერთობები „ააგოს“. გარდა ამისა, შეიძლება ახასიათებდეს სხვა უარყოფითი შტრიხები: გაგებებით ჟონგლიორობები, ხრიკიანობა, პასუხისმგებლობისგან წასვლა და ღალატის გამართლება.

ურთიერთობის მხრივ, რბილია, შეუძლია რაფინირებულად, დახვეწილად საუბარი, საკუთარი აზრი დაცვა, საკუთარი კონცეფციების მისაღებად გამოხატვა, თან ისე, რომ არავის აწყენინოს. მაგრამ მის ქცევებში შეიძლება იყოს ზოგიერთი მანერულობა და დიპლომატიური ეფექტურობა. შესანიშნავად იგებს, ადამიანი რას და როგორ იფიქრებს, შეუძლია გამოიცნოს როგორ მოიქცევა, და აქედან გამომდინარე, შეუძლია ააწყოს ურთიერთობა ისე, რომ გვერდი აუქციოს ყველა მახვილ კუთხეს. ის, ჩვეულებრივ, არ იყენებს ისეთ სიტყვებს, რომლებსაც შეიძლება თანამოსაუბრე  ჩაეჭიდოს და კამათი წამოიწყოს. როცა კომპანიაშია, ცდილობს შეარჩოს სიტყვების, აზრების შესაბამისი ფორმულირება, რათა არავის აწყენინოს და კამათი და/ან ჩხუბი არ ჩამოაგდოს, ამასთანავე, შეუძლია ააგოს ორაზროვანი ფრაზები, რომელთა გაგებაც ორაზროვნად შეიძლება. ხშირად ის მიდრეკილია საკუთარ თავზე აიღოს მშვიდობისმყოფელის საქმიანობა, ამით ეცდება ყველას შერიგებას და კომპრომისების მოძებნას.

ნიცშე - მერკური სასწორში

წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

მერკური ბწყინვალედ გრძნობს თავს ყველა ჰაერის ნიშანში: სასწორებში ის ხაზს უსვამს სასწორის მენტალურ მრავალმხრივობას. მკვეთრად აძლიერებს მის კომუნიკატორულ შესაძლებლობებს (მაგალითად, 5 ერთნაირი ციფრისგან და 4 ნიშნისგან არითმეტიკული ქმედებების შექმნის შესაძლებლობას, და თან 1-იდან 200-მდე ოპერაციული მოქმედებებისა), ხშირად საქმის არსის გაგების საზიანოდ: მენტალური სამუშაო იცვლება სიტუაციის არსობრივი აღქმით. გარდა ამისა, მერკური ასევე ხაზს უსვამს სასწორების მიდრეკილებას თავად პროცესის გამო გადაჭარბეული ბალანსირება (სააფთიაქო სასწორი) მოახდინონ და აუწყებს მათ ზოგიერთ ზედაპირობას, მაგრამ, ამასთან ერთად, არაჩვეულებრივ მენტალურ სიცხოველესა და მოძრაობას.

ჰარმონიულ ვარიანტში პირადი აზრი საზოგადოებრივი აზრის დიდი ზეგავლენის ქვეშაა. სასწორის დაზიანებისას შესაძლებელია მოხდეს გარშემომყოფების შეხედულებებთან მკვეთრი დაპირისპირება, განსაკუთრებით თუ ეს ეხება მორალურ და ესთეტიკურ შეხედულებებს.

დამუშავების შემთხვვაში ვლინდება ბრწყინვალე ინტელექტუალური უნარები; ადამიანს შეუძლია უფაქიზეს მენტალურ დონეზე ანალიზი გაუკეთოს სიტუაციას და ასევე მოახდინოს მათი დაბალანსება (მათ შორის უხეში ენერგეტიკის სიტუაციისაც).

ეს ადამიანები არიან: კონსტრუქტორები, არქიტექტორები, ადმინისტრატორები, დიპლომატები.

წყარო: ს.ვ. შესტოპალოვი (ასტროლოგის ცნობარი)

ჰარმონიული ასპექტების დროს: ძლიერი ინტელექტი, ფაქიზი, აღქმელი, შთაბეჭდილებიანი ჭკუა-გონება, სუბიექტი ძალიან კომუნიკაბელურია, მეგობრული, მხიარული, მიდრეკილია იუმორისკენ, ავლენს ლიტერატურის, ხელოვნების, მეცნიერების, განათლების, კულტურის მიმართ ინტერესს; დიპლომატიურია, ისწრაფვის შეთანხმებებისა და კომპრომისების მიღწევისკენ.

თუ მერკური დაზიანებულია, მაშინ სუბიექტი ხდება არამდგრადი საკუთარ აზრებში, ცვალებადი, არამყარი, გამაღიზიანებლობამდე მისული მოკამათე, მოლაყბე და მრავალსიტყვიანია, მეწვრილმანე, მერკანტელისტი, არაფერზე თანხმდება, სპონტანურია, აღგზნებულია, მიდრეკილია ფანტაზიორობისკენ, ტყუილის ანდა მოტყუებისკენ, ინტრიგანობისკენ, გაფანტული მეოცნებეა.

წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

სხვების აზროვნებისა და ქცევის ფორმების მიმართ დაუცხრომელი ცნობისმოყვარეობა. მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთგაგება და ადამიანური ურთიერთობა. უყვართ მუშაობა სხვებთან, დადებითი სულიერი თანამშრომლობა. სამართლიანობის მკვეთრად გამოკვეთილი გრძნობა აქვთ, გულწფელები და ობიექტურნი არიან. ელენგანტურები. თავდაჯერებული ქცევები, კარგი რეაქცია, ხელოვნების სიღრმისეული გაგება, ფორმების შეგრძნება ახასიათებთ.

ერთ-ერთი უდიდესი ღირსებაა _ მედლის ყველა მხარის დანახვის შესაძლებლობა, კომპრომისის მიღწევა, იმ მხარეების შერიგება, რომლებიც ურთიერთსაწინააღმდეგო აზრზე დგანან. ისინი _ ტაქტიანები, კეთილგონიერნი, ადვილად ურთიერთობენ ადამინებთან როგორც საქმიან, ასევ პირად ურთიერთობებში.

ეს არის ადამიანი, რომელსაც ახასიათებს ობიექტურობა. მისგან შესანიშნავი კონსულტატი, კარგი და მოხერხებული შუამავალი, ლიტერატურული აგენტი, იმპრესარიო, ბეჭვდითი საქმის წარმამოდგენელი დგება. ყოველთვის პატიოსანია და ისწრაფვის იმისკენ, რომ ადამიანებს შორის დამყარდეს ჰარმონიული ურთიერთობები ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, მშვიდობიანი თანაარსებობა. მისი დიპლომატიურობა ყოველთვის ნაყოფიანია როგორც საქმიან გეგმებში, ასევე გარშემომყოფებთან ურთიერთობაში. ფაქიზი ესთეტიკური გრძნობა ეხმარება წარმატებას მიაღწიოს ხელოვნების ანდა კულტურის სფეროში.

შესაძლებელი დაავადებები: თირკმელების ნევრალგია, შარდსადინარების დაგუბება.

წყარო: ინდუბალა (პლანეტები ნიშნებში – ინდური ტრადიცია)

აქ მერკური მეგობრულად განწყობილ ნიშანში მდებარეობს და იძლევა ფართო მსოფლმხედველობას, რომელიც შერწყმულია გაწონასწორებულობასთან, წყნარ, რბილ ხასიათთან. ეს მზრუნველი, ერთგული, ფილოსოფიის მოყვარული ადამინები, მიჯაჭვულები არიან საკუთარ ოჯახზე, უყვართ სადღესასწაულო ცერემონიები, დაჟინებით ისწრაფვიან ფულის გამომუშავებისკენ, ხშირად იცვლიან საკუთარ საქმიანობას. შეუძლიათ წარმატების მიღწევა ბიზნესში, რომელიც ასევე მოიცავს გამომცემლობით სფეროსაც. კლასიკური ტექსტები აღნიშნავენ, რომ ეს ადამიანები საკუთარი მასწავლებლების ერთგულნი, მაგრამ რაიმეთი გადაჭარბებულად გატაცებულნი იქნებიან.

წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

გატაცებულია ადამიანთა ურთიერთობების, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის შესწავლით. ხასიათი გახსნილი, თანაბარი; სამართლიანობის გრძნობა, კარგი ურთიერთგაგება ადამიანებთან. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, პრობლემას განიხილავენ ყველა მხრიდან, ხანდახან ამას შანსების ხელიდან გაშვებამდე მიჰყავს. ძალიან მგრძნობიარეა სუნების, სხვების გარეგნობის მიმართ; ურთიერთობებში მოზომილები და წინდახედულები არიან, მაგრამ პრინციპების გამო შეუძლიათ ბრძოლა. მათი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარ თავშიც და სხვებთან მიმართებაშიც უპირატესობას ანიჭებენ ჭკუა-გონების დისციპლინას.

წყარო: სემირა და ვ. ვეტაში (პროგნოზირების ხელოვნება)

აზროვნებისთვის დამახასიათებელია ამაღლებულის სიყვარული, შესაძლებელია კარგი მათემატიკური უნარები. აზრები აწონილი და ისწრაფვიან ლამაზი გაფორმების საშუალებების პოვნისკენ. სააზროვნო პროცესში ეხმარება თანამოსაუბრე.

წყარო: კატრინ ობიე (ასტროლოგიური ლექსიკონი)

გახსნილი ჭკუა-გონება, ჰუმანიზმი, საწინააღმდეგო აზრის მოსმენის უნარი, შედარებების სიყვარული. ლოგიკურობა, აბსტრაქტულად აზროვნების შესაძლებლობა, იდეალური, დაბალანსებული გადაწყვეტილებების ძიება. ფანატიზმის და უკიდურესი მსჯელობების მიმართ შიში. მოთმინებით ეკიდებიან სხვების იდეებს: შეიძლება მერყევად გამოთქვან თავისი შეხედულებები, მაგრამ სხვების უფლებას, ჰქონდეთ საკუთარი აზრი, დაიცავენ. უარყოფითი გავლენისას _ ორჭოფი ჭკუა-გონება, ინტელექტუალური სნობიზმი, გაფანტულობა, დაბნეულობა.

საბავშვო ასტროლოგია

წყარო: მარი კეი სიმმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)

მე არ მიყვარს წინააღმდეგობის გამოხატვა,

ჩხუბი, გაბრაზება.

რატომ არ მოვილაპარაკოთ

მე და შენ?

სასწორი – ეს ნიშანი, მეტ-ნაკლებად ძლიერ გავლენას ახდენს ურთიერთობაზე, რის გამოც შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ემოციური შედეგი აუცილებლად იქნება; მაგრამ სასწორი ასევე ჰაერის ნიშანია. თქვენი პატარა მერკურით სასწორში უფრო მეტად გამოიყენებს ინტელექტუალურ მიდგომას, ვიდრე ემოციურს. ის სიტუაციას ცივი ობიექტურობით გაანალიზებს, შეადარებს და ალტერნატიულ შესაძლებლობების წინაშე დააყენებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის. ის ისწრაფვის ნებისმიერი კონფლიქტი ჰარმონიულად გადაწყვიტოს. ამ მიზეზით ხანდახან „თავით გადაეშვება“ „მომხრე“ და „მოწინააღმდეგე“ პოზიციებში, მისთვის უდიდეს სირთულეს წარმოადგენს რაიმეს გადაწყვეტა მაშინ, როცა ვერ ხერხდება იმ წონასწორობის წერტილის მონახვა, რომელიც სხვებისთვისაც მისაღებია. თუ შესაძლებელია, დაკმაყოფილდება კომპრომისული პოზიციით, რომელის საშუალებას მისცემს დარჩეს შუაში და რაღაც დონეზე მიაღწიოს ერთდროულად „ჰქონდეს კექსი და ამავე დროს შეჭამოს იგი“. შესაძლებელია თქვენი ბავშვი სხვების კონფლიქტში კარგი შუამავალი იყოს. საეჭვოა, ამ პატარამ ისეთი რამ თქვას, რასაც შეიძლება მოჰყვეს წონასწორობის დარღვევა, ყველა საშუალებას მონახავს (თუ ეს შესაძლებელია), რომ თავიდან აიცილოს ასეთი სიტუაციები. უფრო მეტად არ უყვარს უთანხმოებები, ამიტომაც ხანდახან მიდრეკილება უჩნდება სხვებს უთხრას ის, რისი გაგებაც მისგან სურთ, თუნდაც ფარულად არ ეთანხმებოდეს გამოთქმულ აზრს. მისი ურთიერთობის სტილი დახვეწილი იქნება. ეს პატარა ზრდილობიანი, გულთბილი, შეიძლება ითქვას, მომხიბვლელი და ძალიან დიპლომატიურია. ის კარგად მუშაობს ჯგუფშითუმცა შეიძლება იყოს იმის ალბათობა, რომ უპირატესობა მიანიჭოს მარტო მუშაობას (რათა საქმე გააკეთოს). ეს ბავშვი საუკეთესოდ ისწავლის ჰარმონიულ, სასიამოვნო გარემოში.

წყარო: სამანტა დევისი (საბავშვო ასტროლოგია. ბავშვის ფსიქოლოგიის გაგების გასაღები)

საგასაღებო სიტყვა: ერთობლივად, მოხიბვლა, წონასწორობა, საზოგადოებრივი, ტაქტიანი, ფასეულობა, დიპლომატიურობა, ყურება, გრძნობა (შეგრძნება), შეფასება, სილამაზე, მშვიდობა და ჰარმონია.

ამ დროს დაბადებულნი ბავშვები არიან ღმერთისგან მოვლენილი დიპლომატები. მათ არ უყვართ კონფლიქტური სიტუაციები. მომავალში ჭეშმარიტი მშვიდობისმყოფელები, ეცდებიან ნებისმიერ სიტუაციებში დაალაგონ მახვილი კუთხეები, არ აქვს მნიშვნელობა, ეს მათ ეხებათ თუ გარშემომყოფებს. მათი მისწრაფებაა, რომ მიღებული გადაწყვეტილებით ყველა მხარე იყოს კმაყოფილი, და ზუსტად ეს აიძულებთ წონიანი არგუმენტების მოძიებას _ ამის გამო შეიძლება ყურადღება მიაქციონ ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებს. ჩვეულებრივ, ეს ბავშვები მთელი სიზუსტით და გემოვნებით ალაგებენ სიტყვებს, რამდენადაც მშვიდობისკენ სწრაფვისას და ჰარმონისას არ სურთ ვინმეს განაწყენება. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მათ არ შეუძლიათ სიმყარის გამოჩენა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე. უბრალოდ ისინი ფლობენ ყველა მხრიდან შეფასების უნიკალურ უნარს. უფრო ხშირად კომპრომისებზე წავლენ, ვიდრე რომელიმე მხარეს შეუერთდებიან. ასწავლეთ ბავშვს, სანამ მიიღებს და გამოხატავს გადაწყვეტილებას, მანამდე ყურადღებით მიუგდოს ყური საკუთარი შინაგან „მე“-ს და იმოქმედოს საკუთარი გულის კარნახით.

ასევე დაეხმარეთ იმის გაგებაშიც, რომ ცხოვრება შეიძლება არ იყოს მშვიდობიანი და ჰარმონიული. ის ნამდვილად დაიტანჯება, შეეჯახება სიუხეშეს, წინაღმდეგობას, იმედგაცრუებებს და ცუდ მანერებს. მოუყევით, რომ სამყარო არაა ყოველთვის ნათელი და უღრუბლო და თქვენს თავზეც ხშირად გროვდება შავი ღრუბელი. აუხსენით ბავშვს, რომ ცუდის გავლა, ეს ნიშნავს _ კარგის დაფასების სწავლას. ეს იდეა აუცილებლად მოეწონება.

ასევე, თქვენ უნდა დაეხმაროთ პატარას ძალიან სერიოზული პრობლემის გამკლავებაში _ ყველაფრის „სახვალიოდ“ გადადების ჩვევის მოშორებაში, რომლის მიზეზიც უფრო მეტად იმის სურვილია, რომ თავი აარიდოს არასასიამოვნო სიტუაციებთან შეეჯახებას. ეს საბოლოოდ კი ერთ პრობლემადე დადის _ მან უნდა ისწავლოს „ხარისთვის რქებში ხელის ჩავლება“, ანუ გააკეთოს ის „რაც“, „როცა“ და „სადაც“ აუცილებელი და საჭიროა. მთავარი სიტყვა თქვენსა და მის ურთიერთობაში  არის _ „ქმედება“, რამეთუ სასწორი ბუნებით უპირატესობას საპირსპიროს ანიჭებს. ბავშვები მერკურით სასწორში, მგრძნობიარენი, დამთმობები, მაგრამ საკმაოდ განმსჯელნი არიან. ისინი ფლობენ შემოქმედებით ბუნებას, დედაბუნებისგან შემოქმედებით უნარები აქვთ მონიჭებული. მუსიკა, პოეზია, ფერწერა ეხმარებათ საკუთარი თავის გამოხატვაში. უყვართ სილამაზე და წესრიგი, ფლობენ კარგ გემოვნებას. მათთვის რაოდენობასთან შედარებით ხარისხი ყოველთვის უპირატესია. კომუნიკაბელურები არიან, შეუძლიათ ლამაზად საუბარი და საკუთარ აზრებს ნათლად და გასაგებად გამოხატავენ. მათი არგუმენტები მუდამ ძალიან დამაჯერებელია (განსაკუთრებით როცა ისწრაფვიან გამორჩენისკენ).

ეს ბავშვები აღმერთებენ სტუმრად სიარულს და სტუმრების მიღებას. უკანასკნელი  საუკეთესოდ გამოსდით. აქ ვლინდება მათი შემოქმედებითი შესაძლებლობები: ისინი იმ ახალი იდეებით სავსენი არიან, რომლებსაც ახორციელებენ შეუდარებელი ელეგანტურობითა და გემოვნებით. ხოლო როცა სტუმრად მიდიან, თითქოს პეპლები, ისე დაფარფატებენ ერთი კუთხიდან მეორისკენ, არავის აკლებენ ყურადღებას.

პატარასთან საუბრისას გამოავლინეთ რაც შეიძლება მეტი დიპლომატიურობა და ტაქტი, ნებისმიერი სიუხეშე აქ გამორიცხულია. შეეცადეთ იმოქმედოთ შეთანხმებით: შესთავაზეთ დახმარება ანდა სთხოვეთ დაგეხმაროთ თქვენ. ასეთი ბავშვები ყოველთვის უპირატესობას მარტო მუშაობას ანიჭებენ და უკვე თავად შეთავაზება მიიყვანს, უკიდურეს შემთხვევაში, სიჯიუტემდე, მეორე მხრივ კი, სამუშაო იქნება მისთვის მძიმე დასჯა. მაგრამ მაინც, მთავარია ურთიერთობა ბავშვებთან, რომლებიც დაიბადნენ მერკურით სასწორში _ „ეს მოთმინებაა“. მშვიდად დაელოდეთ სანამ ბავშვი აწონის ყველაფერს „დადებით“, „მომხრედ“ და „უარყოფით“, „მოწინაამდეგედ“ და, სანამ მიიღებს გადაწყვეტილებას. უკიდურეს შემთხვევაში, დარწმუნებული იყავით, რომ ის კარგად მოიფიქრებს საკუთარ ქმედებას.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top