მე-6 სახლის მმართველი

მე-6 სახლის მმართველი

მეექვსე სახლის მმართველად ითვლება ის პლანეტა, რომელიც მეექვსე სახლის ნიშანს მართავს. მაგ: თუ თქვენი მე-6 სახლი იწყება ვერძით, მმართველი გამოდის მარსი. თქვენს რუკაში ნახეთ მარსი რომელ სახლში მდებარეობს და ამ მდებარეობის აღწერა/დახასიათება მონახეთ ქვემოთ. თუ ტყუპებით იწყება მე-6 სახლი – მმართველი მერკურია– ნახეთ მერკური რომელ სახლში გყავთ….და ა.შ. მმართველები

მეექვსე სახლის მმართველი პირველ სახლში

პოზიტიური მხარე: შრომისუნარიანი, შემსრულებელი და მომთმენია, პატიოსანი და საიმედოა, პუნქტუალური და მობილიზებულია, ყოველთვის იცის რასაც აკეთებს. იხსნება ნელა, მყარად იკიდებს ფეხს ყოველ ეტაპზე. სამსახურში შესამჩნევად გამოკვეთილი მუშაკია. აქვს უნარი მყარად გაუძლოს ნებისმიერ დატვირთვას.

უარყოფითი მხარე: დაბრკოლება, რომელიც ნიჭის გამოვლენას უშლის ხელს. ხელმოცარული ადამიანი, რომელიც დატვირთულია ყოველდღიური რუტინით, საკუთარ თავს აღიქვამს, როგორც მოსაწყენ და მძიმე ადამინს. თვლის, რომ დაკავებული მდგომარეობა დამამცირებელი მისთვის, ხშირად ეს სიმართლეცაა, რადგანაც დაკავებულ თანამდებობაზე ხშირად ავიწროებენ.

ამ ადამიანისთვის სამუშაოს შესრულებას უნდა მოჰქონდეს დიდი სიამოვნება. მას არ სურს მხოლოდ ფულის გამო მუშაობა, რამდენადაც მისთვის შრომა – სულიერი თვითრეალიზაციის საშუალებაა. ნებისმიერ სამუშაოს ასრულებს ნებაყოფლობით და ზუსტად ასევე იქცევა ფინანსურ სიტუაციებშიც. დარწმუნებულია, რომ იძულებით სამუშაოს თავი უნდა აარიდოს. ენერგიის არასწორად გამოყენებისას გადატვირთვამ შეიძლება გამოწვიოს რაიმე დაავადება, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ხანგრძლივად არ ავადმყოფობს, რადგანაც ცდილობს მთლიანი ენერგია მიმართოს მხოლოდ ერთ, კონკრეტულ სამუშაოზე.

მეექვსე სახლის მმართველი მეორე სახლში

პოზიტიური მხარე: სამსახური მისთვის საკმაოდ შემოსავლიანი ადგილია, მას შეუძლია სამუშაო პროგრამების რეალიზაციის მიზნით გასცეს და მიიღოს ქრთამები. წარმატებულად იყენებს სამსახურს საკუთარი მოგების მიზნით. რაც უფრო მეტს შრომობს, მით უფრო მეტს იღებს, შეუძლია საკუთარი ჯანმრთელობა დამოუკიდებლად გაიკაჟოს და ავადმყოფობის შემდეგ შეიგრძნობს ძალების მოზღვავებას.

უარყოფითი მხარე: დაბალანაზღაურებადი სამუშაო, მძიმე სავალდებულო შრომა, სამსახურში მყარი მდგომარეობის დაკარგვა. დაავადებები დაკავშირებულია ფიზიკური ძალის დაკარგვასთან და კვების უკმარისობასთან. ასეთი ადამიანი საკუთარ თავს ზღუდავს კვებაში, რაც მის ჯანმრთელობაზე დამღუპველად აისახება.

აქვს მოთხოვნილება ფული გამოიმუშაოს სამსახურის იმ კავშირებით, რომლითაც დაკავებულია. სამუშაოს უდიდესი ნაწილი მჭიდროდაა დაკავშირებული სარგებლისა და საქმიანობის ფასეულობის პირად აღქმაზე. რაც უფრო მეტს ფიქრობს ამაზე, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება მისთვის ამ ყველაფრის სამუშაოში ასახვა და გამოხატვა. ხშირად ეს ასპექტი ხელს უწყობს, ჰიგიენისა და გამაჯანსაღებელი მიზნების გათვალისწინებით დიეტური კვების სფეროში.

მეექვსე სახლის მმართველი მესამე სახლში

პოზიტიური მხარე: ეს ადამიანი ბევრს და პუნქტუალურად სწავლობს. ნათესავები ეხმარებიან სამუშაოზე. სამუშაო დაკავშირებულია მივლინებებთან, მაყურებლის წინაშე გამოსვლასთან, საქმიან მიმოწერასთან, აურზაურთან და მრავალ სამსახურეობრივ კავშირთან.

უარყოფითი მხარე: ამ ადამიანის სამუშაო სავსეა აურზაურით, წერილებში გაურკვევლობით, გამაღიზიანებელი სატელფონო ზარებითა და ინსტანციებში სირბილით. შესაძლებელია ნათესავების მიმართ დიდი ვალის ქონა, ნათესავებთან კავშირი მისთვის საკმაოდ მტკივნეულია.

სამუშაო დაკავშირებულია მასობრივი კომუნიკაციების საშუალებებთან ანდა ინფორმაციის გადაგზავნებთან. ყოველდღიურ საქმიანობაში ნათესავები დიდ დახმარებას უწევენ. ჩვეულებრივ ეს ბავშვი ადრე იწყებს საუბარს, მაგრამ ენერგიის არასწორი გმაოყენებისას მოუსვენარი და არაორგანიზებულია. მას უჭირს ყოველდღიური ვალდებულებების შესრულება. საპასუხისმგებლო მდგომარეობის/თანამდებობის დაკავებისას, უყვარს თანამშრომლებთან ახლოს ყოფნა და მათთან უწყინარი ხუმრობა.

მეექვსე სახლის მმართველი მეოთხე სახლში

პოზიტიური მხარე: ამ ადამიანზე მშობლები ზრუნავენ. ჩვეულებრივ, სახლი კეთილმოწყობილია, სამსახური დაკავშირებულია სახლთან. საჭიროა ოჯახური ცხოვრების მოწყობა. ხშირად იგი საკუთარი სახლიდან მოშორებით საერთოდ არ მუშაობს.

უარყოფითი მხარე: ასე თუ ისე, სამსახური დაკავშირებულია სახლთან, სავსეა აურზაურითა და შთოთით, საყოფაცხოვრებო პრობლემები და ცხოვრებისეული წვრილმანები პერსპექტივებს უკეტავენ, შესაძლებელია მშობლებზე დამოკიდებულება.

ის აღმერთებს სახლში მუშაობას (დალაგება, ჩხირკედელაობა) და არც ჩქარობს დასვენაბს, სანამ არ დაამყარეობს იდეალურ წესრიგს. ენერგიის არასწორად გამოყენებისას ძნელია ამ ადამიანს უწოდო მეოჯახე, ის ყველაფერს აკეთებს, რომ თავიდან აიცილოს საოჯახო საქმეები და მზადაა ფული გადაუხადოს მას, ვინც მის მაგივრად გააკეთებს ამ საქმეს. ხშირად იგი საკუთარ ბედს უკავშირებს იმ პროფესიას, რომელიც შესაძლებლობას იძლევა სახლში იმუშაოს. შესაძლებელია, ერთ-ერთმა მშობელმა აიძლოს იგი დაკავდეს ერთი, კონკრეტული განსაზღვრული საქმიანობით.

მეექვსე სახლის მმართველი მეხუთე სახლში

პოზიტიური მხარე: გამოსადეგ სამუშაოზე მოულოდნელად მოწყობის ალბათობაა, ხშირად დაკავებულია თავისუფალი შემოქმედებითი შრომით და მოქმეედებ შთაგონებით, წარმატებულად ავლენს შინაგან ნიჭს. ხშირად აიძულებს ახლობლებს უმუშაონ მასზე (მის დაქვემდებარებაში.

უარყოფითი მხარე: შექმედებითი თავისუფლების უქონლობა, სიამყის, ღირსებისა და პატივმოყვაროების უკმარისობა, სიყვარულში სერიოზული დაბრკოლებები, ბავშვებთან რთული ურთიერთობა. მთელი ცხოვრება მუშაობს შვილებისა და ოჯახისთვის. საყვარლები და ბავშვები მისთვის მძიმე ტვირთია.

უყვარს მუშაობა და ყოველთვის დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია საკუთარი გემოვნების შესაბამისი ისეთი სამსახური იშოვოს, რომელიც სიამოვნებას მოჰგვრის. ენერგიის უარყოფითად გამოყენებისას, სამუშაოსთვის თავის ასარიდებლად მუდმივად პოულობს მიზეზს. ის მთელ ცხოვრებას ასე ატარებს და გამუდმებულად იცვლის სამუშაო ადგილებს. ვითარება შეიძლება ისე აეწყოს, რომ რაიმე სახის გასართობში დიდი შრომის ჩადება მოუხდეს, ანდა ყურადღება დაუთმოს ნებაყოფლობით სამუშაოს, რომელიც დიდ სიამოვნებას მოუტანს. უფრო ხშირად, ამ ადამიანისთვის სამუშაოს შემოქმედებითი ხასიათი აქვს.

მეექვსე სახლის მმართველი მეექვსე სახლში

პოზიტიური მხარე: გატაცებულია საკუთარი სამუშაოთი, აღმერთებს არჩეულ პროფესიას და მეტწილად დიდ დროს ატარებს სამუშაოზე. ახერხებს მისგან მაქსიმალური შესაძლებლობების ამოღებას, მუშაობს როგორც ჭიანჭველა, მუდმივად ვიღაცას ემსახურება, რაიმეს აწყობს და მრავალს შეიძენს. გულითადად ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე, შეუძლია მოთმინება და მორჩილება.

უარყოფითი მხარე: მუდმივი სირთულეები, შეზღუდვები, წარუმატებლობები და წინააღმდეგობები. საშიშროება კაბალური თამასუქებიდან, პრობლემები, დაკავშირებული ვალებთან. ასეთი ადამიანი მიჩვეულია იმუშაოს ყველას მაგივრად, მაგრამ მას არ აფასებენ, ამას ვერავინ ამჩნევს, ახერხებენ, რომ ამის გამო უსაყვედურონ კიდეც.

ასეთი ადამიანი „იწვის“ სამსახურში და ამაში მას არ ჰყავს თანასწორი (წარმოებულობის დაძაბულობა განისაზღვრება პირად რუკაში დისჰარმონიული ასპექტებით). მას აუცილებლად სჭირდება გამოწვევა, იმპულსი და სასურველი მიზანი, მაშინ დაწყებულ სამუშაოს ბოლომდე ყოველთვის მიიყვანს. ჰარმონიული ასპექტების სიმრავლისას საქმიანობა ატარებს დროებით ხასიათს, მათ შორის სეზონურსაც კი. ენერგიის არასწორი გამოყენებისას შრომისუნარიანობა ქვეითდება, ასეთი ადამიანი არამუდმივი და არასაიმედო ხდება. ის მიდრეკილია განმარტოვებისკენ და ისწრაფვის იცხოვროს მარტოობაში. მის დაძლევას სხვადასხვა დაავადებები იწყებენ. ჩვეულებრივ, ასეთ ადამიანებს უყვართ შინაური ცხოველები; მათ მკაცრად უნდა დაიცვან კვების დაწესებული წესრიგი და დიდი სიფრთხილით მოიხმარონ წამლები, რადგან შესაძლებელია ალერგიული რეაქციები განვითრდეს.

მეექვსე სახლის მმართველი მეშვიდე სახლში

პოზიტიური მხარე: საზოგადოების თვალთახედვის არეში მოხვედრილი სამუშაო, დაკავშირებული საზოგადოებრივ საქმიანობასთან, პოპულარობა სამსახურში. სხვები ამ ადამიანზე აკეთებენ ორიენტაციას. ის ახერხებს ცხოვრების თანამგზავრი მასზე დამოკდებული გახადოს.

უარყოფითი მხარე: სამსახურში სასამართლო გარჩევებადე მისული უთანხმოებები, რომელიც დაკავშირებულია საკუთარი უფლებების გარკვევებთან და დაცვასთან. ცხოვრების თანამგზავრზე დამოკიდებულების ალბათობა.

მას მოსწონს ის სამსახური, რომელიც იპყრობს ფართო საზოგადოების ყურადღებას. ხშირად დაკავებულია სამართლებრივი საკითხებით, ხელშეკრულებებისა და თანხმობების შედგენით, ან ადვოკატობით საოჯახო სამართლის (უფრო ხშირად განქორწინების საქმეები) სპეციალიზაციით. ხშირად ის ქორწინებას აღიქვამს როგორც მძიმე ტვირთს და ენერგიის არასწორად გამოყნებისას გაურბის ქორწინებას. იგი ისწრაფვის პარტნიორებთან თანასწორ მდგომარებაში იყოს და შეუძლია ცხოვრების თანამგზავრთან თანაბრად გადაინაწილოს საოჯახო საქმეები, საზრუნავები და გასავლები.

მეექვსე სახლის მმართველი მერვე სახლში

პოზიტიური მხარე: სამუშაო, დაკავშირებული რისკთან, საშიშროებასთან და ექსტრემალურ სიტუაციებთან. ხშირად ეს ადამიანი დაკავებულია მავნე შრომით და აქვს უნარი მოგება მიიღოს სხვების უბედურების ხარჯზე. ის შესაშური ცხოვრებისუნარიანობით გამოირჩევა და შეუძლია ექსტემალურ სიტუაციებში გადარჩენა, აქვს კოლოსალური ამტანობა და არასდროს არაფერზე ჩივის. ხშირად ასეთი ასპექტის მქონე ადამიანები ეზოთერული პრაქტიკისენ არიან მიდრეკილნი და ხდებიან დაჯილდებული ნიჭის მაგები.

უარყოფითი მხარე: მძიმე და თითქმის კატორღული შრომა, სამსახურზე დამოკიდებულება და ძალების დაკარგვა, ექსტრემალურ პირობებში მუშაობის აუცილებლობა. სამუშაო, რომელიც დაკავშირებულია უბედურ შემთხვევებთან და კატასტროფებთან. შესაძლებელია საწარმოო ტრამვები, არასტაბილურობა საქმიანობაში და სამსახურის ადგილზე ნგრევები.

ეს ადამიანი ადვილად იღებს მხარდაჭერას ნებისმიერი საქმის შესასრულების დროს. აუცილებლობისას შეუძლია ნებისმიერი დახმარების მიღება. ხშირად მისი საქმიანობა დაკავშირებულია გამოძიებასთან ანდა სექსოლოგიასთან. არაა გამორიცხული, სამუშაომ ხელი შეუწყოს მის შემოქმედებით ტვითრერალიზებასა და თვითგამოხატვას, რომელიც იკვებება სუმბლიმირებული სექსუალური ენერგიით. ხშურად სამუშაო დაკავიშრებულია სხვისი ფულით მანიპულაციებთან და საბანკო ოპერაციების წარმატებით წარმართვასთან. ენერგიის არასწორად გამოყენების შემთხვევაში შეისაძლებელია ჯანრთელობის დაზიანება, განსაკუთრებით თუ შემოქმედებას შეცვლის რომატიკული გართობებით და ძალებისა და მატერიალური საშუალებების ხარჯვით.

მეექვსე სახლის მმართველი მეცხრე სახლში

პოზიტიური მხარე: ასეთი ასპექტის მქონე ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ გონებრივ სამუშაოს, რომელიც საშულებას აძლევთ ფილოსოფიით ანდა პედაგოგიკით დაკავდნენ. მუშაობისას უპირატესობას ანიჭებენ შთაგონებას, ისწრაფვიან შორს გამიზნულ მიზნისკენ.

უარყოფითი მხარე: მუშაობაში არასტაბულურობა, სამსახურის ცვლასთან დაკვშირებით ხშირი გადაადგილებები, სახლიდან მოშორებით სეზონური სამუშაო. ალბათობაა უცხოელებზე დამოკიდებულნი გახდნენ, მყარი პატივმოყვარეობა და განდიდების სურვილი აქვთ, რაც დაკავშირებულია თვითკმაყოფილებისა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ქონასთან.

ხშირად ისინი გამორჩეული მოგზაურები ხდებიან. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, მათი სამუშაო დაკავშირებულია მუდმივ გადაადგილებასთან. მსგავსი მოგზაურობები მათ ეხმარება არამარტო დასვენებასა და ჯანრთელობის აღდგენაში, არამედ ფულის კარგად გამომომუშავებაშიც.

მეექვსე სახლის მმართველი მეათე სახლში

პოზიტიური მხარე: საკუთარი შრომით ნელა და მყარად აღწევს მიზნად დასახულ პროფესიულ შედეგს. ის ცნობილია როგორც შესანიშნავი პროფესიონალი, რომელშიც გაერთიანებულია მოთმინება და შრომისუნარიანობა და საარსებო საშუალებას გამოიმუშავებს საკუთარი შრომით. პრაგმატიკოსი, კეთილსინდისერი შემსრულებელი და სხვების ნების გამომხატველია.

უარყოფითი მხარე: ეს ადამიანი დიდი ხნის მანძილზე „სიზიფეს შრომით“ არის დაკავებული, მაგრამ რაიმეს მიღწევას მაინც ვერ ახერხებს. წინსვლის გზაზე გამუდმებით აწყდება მრავალ წინააღმდეგობასა და ხელისშეშლას. ხშირად წარმატების მომტანი შანსი ეძლევა, მაგრამ იშვიათად ახერხებს მათ გამოყენებას. შესაძლებელია ცუდი ურთიერთობა უფროსობასთან, რადგანაც მათი მხრიდან შურს განიცდიან. სხვების მიერ ეს პიროვნება აღიქმება როგორც ტრამპლინი წარმატების მისაღწევად და შეუძლიათ მისი გამოყენება პირადი კარიერისა და წინსვლის მისაღწევად.

ენერგიის სწორად გამოყენებისას იგი ასრულებს იმ სამუშაოს, რომელიც ერთდროულად მისი „ეგოს“ მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს და კარიერის გაკეთებაშიც ხელს უწყობს. მისი სამუშაო კარგად ორგანიზებულია, ის გონივრად გაწერილი ცხოვრების წესით ცხოვრობს. იმის შეგნებით, რომ შეუძლია ნებისმიერ წარმატებას მიაღწიოს, განიცდის სიმაყის გრძნობას. ფლობს დროის შეგრძნების კარგად განვითარებულ უნარს, შეუძლია გაუძლოს დიდ დატვირთვას. ხშირად ასეთი ასპექტის მქონე ადამიანები ერთ-ერთი მშობლის მხრიდან განიცდიან მნიშვნელოვან ზეწოლას, რომელიც მათგან ითხოვს უფრო მეტ თავდაუზოგავ შრომას. შესაძლებელია თავსმოხვეული გარეგანი ფაქტორების გამო იგრძნოს შებოჭვა. შესაძლებელია ითამაშოს ლიდერის როლი. ასეთი ადამიანი ისწრაფვის წარმატებისკენ და ყველანაირად ცდილობს გაიუმჯობესოს საქმიანობა და მიაღწიოს მაქსიმალურ შესაძლებლობას. ის ზემგრძნობიარეა ჭორების მიმართ, აღელვებს ყველაფერი, რასაც მასზე ამბობენ ან ფიქრობენ. შესაძლებელია ენერგიის არასწორად გამოყენება, რის შედეგადაც შეიძლება დიდი შრომა გასწიოს უმნიშვნელო და არასაჭირო საქმის გამო მაშინ, როდესაც უნდა დაკავდეს საჭირო და მომგებიანი საქმიანობით.

მეექვსე სახლის მმართველი მეთერთმეტე სახლში

პოზიტიური მხარე: ხშირად რამდენიმე ადგილზე ერთდოურალად მუშაობს. სამუშაო არასტაბილურია, სამაგიეროდ შემოქმედებითი და თავისუფალია. ფსიქოლოგიური მახასიათებელი _ თავისუფალი დაქირავებული. ეს არის მეწარმის ტიპაჟი, რომელიც თამამად იყნებს სხვებს და ფლობს კარგ პროტექციას. ასეთი ასპექტის მქონე ადამიანები წარმატებულნი არიან გამომგონებლობასა და ახალი გზების გაკვალვაში. უყვართ ახალი საწარმოების ორგანიზება და სერიოზული საწარმოო რეფორმების გატარება.

უარყოფითი მხარე: ხშირად იცვლის სამუშაო ადგილს და საქმიანობის სფეროს, დიდხანს ვერსად ჩერდება, ხელფასი დაბალია, გასავლიანი და არამუდმივი. შესაძლებელია სტაბილური ანაზღარების უქონლობა. კოლექტივსა და მეგობრებზე გადაჭარბებული დამოკიდებულება. ეს ადამიანი ფულთან მიმართებაში არაერთგვაროვანდ იქცევა, ან ძუნწობს ან პირიქით, ფლანგავს.

ასეთი ადამიანი საჭიროებს თავისუფალ სამუშაოს. იგი მეგობრობს თანამშრომლებთან, ან სამუშაოს შესრულების დროს იძენს ახალ მეგობრებს. არაა გამორიცხული, იმუშას მეგობრებზე, ან ისინი დაეხმარონ სამსახურის პოვნაში. ენერგიის არასწორად გამოყენების შემთხვევაში, ცოტა მეგობარი ჰყავს ანდა შესაძლებელია საერთოდ არ ჰყავდეს მეგობარი. ამ შემთხვევაში ამ უკმარისობას ივსებს ოთხფეხა მეგობრების, ძაღლების ან სხვა ცხოველების ყოლით. ამავ დროს მას შეუძლია აქტიური მონაწილეობის მიღება ჯგუფურ ქმედებებში და მცირე ჯგუფის წარმატებული ლიდერიც იყოს. უყვარს თავის გარშემო სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.

მეექვსე სახლის მმართველი მეთორმეტე სახლში

პოზიტიური მხარე: საიდუმლო, დაფარული, სხვებისთვის შეუმჩნეველი სამუშაო (პოლიცია, სპეცსამსახური, კრიმინალური საზოგადოება, ფსიქიატრიული საავადმყოფო, შრომა-გასწორებითი დააწესებულება).

უარყოფითი მხარე: სამუშაო შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ძალადობასთან. ბევრი თანშრომელი ფარულ მტრად იქცევა, სამუშაო პროცესი ჭორების და ინტრიგების გამო რთულდება. კანონის დარღვევის ან მომწავლელ ნივთირებებთან ურთიერთობის საშიშროებაა.

ეს ადამიანები დიდი პასუხისმგებლობით და ერთგულებით ეკიდებიან სამუშაოს, მაგრამ როცა თავს ზედმეტად იტვირთავენ, შესაძლებელია ჯანრთელობის მდგომარეობის გართულება, თუმცა არასდროს იტყვიან, რომ არ შეუძლიათ საკუთარ თავზე იმაზე მეტი ტვირთის აღება, ვიდრე ეს მათ შესაძლებლობას აღემატება. მიდრეკილნი არიან მკურნალობის გარეშე გადაიტანონ მსუბუქი დაავადებები, რაც ხშირად ხელს უწყობს ავადმყოფობის გართულებასა და ქრონიკულ დაავადებებებში გადაზრდას. ასპექტი იწვევს მარტო მუშაობისკენ მიდრეკილებას, ან “კულისებიდან” მოქმედებას (მწერლები, კომპოზიტორები, მხატვრები, პოლიტიკოსები, რეფერანტები). ამ ადამიანის შესაძლებლობები თვალში საცემი არაა, მაგრამ წარმატებულად გამოიყენება სამუშაოს შესრულებისას. ხშირად ინტერესდებიან ოკეანოგრაფიით, ჰიდრობიოლოგიით, მედიცინითა და ინვალიდებისთვის დახმარების გაწევით. მათ ესადაგება ისეთი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია სხვებისთვის საჭირო რჩევების მიცემასთან, ამიტომაც ისინი ხშირად ხდებიან გამოჩენილი ფსიქოლოგები, იურისტები და ასევე ფინანსასური პროფილის კონსულტანტები.

წყარო: www.aquarun.ru

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top