გრადუსები მშვილდოსნის ზოდიაქოში

გრადუსები მშვილდოსნის ზოდიაქოში

 ნიშნის მმართველი: დღის იუპიტერი.

დეკადების მმართველები: 1°-10°° _ იუპიტერი; 10°-20°° _ მარსი; 20°-30°° _ მზე.

თერმები: იუპიტერი _ 0°-12°°, ვენერა _ 12°-17°°, მერკური _ 17°-21°°; სატურნი _ 21°-26°°, მარსი _ 26°-30°°.

ფაზები: 1°-10°° _ მერკური; 10°-20°° _ მთვარე; 20°-30°° _ სატურნი.

ნეპტუნი უმაღლეს გავლენას ახდენს, მერკურის გავლენა დაქვეითებულია (ტყვეობაშია), სამხრეთის კვანძი (კეტუ, იგივე დაღმავალი კვანძი) ეგზალტაციაშია და დაცემულია ჩრდილოეთის კვანძი (რახუ, იგივე აღმავალი კვანძი)

კრიტიკული გრადუსები: 4°°,17°°, 30°°.

ცალკეულ გრადუსთა განმარტებები:

1. (იუპიტერი) _ საშიშროება, სპორტი, უსარგებლო მისწრაფებები, ადრეული გარდაცვალება ჭირილობების გამო (უძრავი ვარსკვლავი აკრაბ).

2. (მარსი) _ მებრძოლობა, ბუზღუნი, ნადირობა, ჭრილობების საშიშროებაა.

3. (მზე) _ ცეცხლოვანი ქმედებები, სიყვარული, ვნებების დაუფლება. ურანით დაზიანებისას _ ბრმა ნაწლავის ანთება.

4. (ვენერა) _ მიზანდასახულობა, წინასწარგრძნობა, ჭკუამხიარულობა. კრიტიკული გრადუსია.

5. (მერკური) _ ორი ქორწინება, ოჯახში საშიშროება, საზრუნავი, საშიშროებები. ვენერით ანდა მთვარით კარგი ასპექტაციისას _ ლამაზი თმები. მზით, მარსით ცუდად ასპექტირებული _ თმის დაავადებები.

6. (მთვარე) _ გამომგონებლობა, სიეშმაკე/მოქნილობა; ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულების სიყვარული. დაზიანებისას _ ფობიები, ნევროზები; თუ სატურნთან, მერკურთან ანდა მესამე სახლთაა ასპექტები _ საშიში ფილტვების ანთება.

7. (სატურნი) _ დიდი სიყვარული, ზომიერება, მშვიდობისმოყვარეობა, მსხვერპლად ყოფნა/მსხვერპლის გაღება. მზის, ლომის და მეხუთე სახლის დაზიანებისას _ გულის დაავადებები

8. (იუპიტერი) _ ანგარიშიანობა, გააზრებული და მოფიქრებული გეგმების წარმატებულობა, მაგრამ ბედნიერება საკმაოდ საეჭვო და სადაოა. დაზიანებას შეუძლია სიბრმავის გამოწვევა.

9. (მარსი) _ ვნებები სიცოცხლისთვის სახიფათოა, სისხლის სამართლებრივი დანაშაულებების ალბათობაა, რევმატიზმი, მზის ასცედენტში დაზიანებისას _ მტრობა (უძრავი ვარსკვლავი ანტარას).

10. (მზე) _ სიმართლის ცოდნა, სიმდიდრე, სიბრძნე. მატერიალურის სიძულვილი, დაზიანებისას _ ტიფი.

11. (ვენერა) _ უგუნურობა, სხვების ენერგიისა და ძალის პირადი მიზნების სასარგებლოდ გამოყენება, რაც დაკავშირებულია საფრთხესთან.

12. (მერკური) _ გრძნობითი ვნებები; გულმოდგინება/სიბეჯითე.

13. (მთვარე) _ იმედგაცრუება, ძარცვა, ცუდი გეგმები, სახსრების რევმატიზმები.

14. (სატურნი) _ სწავლა; რელიგიური, ფილოსოფიური სული.

15. (იუპიტერი) _ სისულელის გამო ქონების და შთამომავლობის გაფლანგვა და დაკარგვა, სისასტიკე, სიბრაზე/მრისხანება.

16. (მარსი) _ უიმედო ძალისხმევა, ძალ-ღონის გაფანტვა.

17. (მზე) _ მარტოობა, დარდი, თვითუარყოფა, დაზიანებისას მკვლელობისკენ მიდრეკილება, სიკვდილით დასჯის ალბათობაა. კრიტიკული გრადუსი.

18. (ვენერა) _ შავი მაგია, სულის გზიდან აცდენა (არასწორი შეხედულებები), ყალბი ხილვები, ასთმა.

19. (მერკური) _ ცეცხლისგან საშიშროება, ოჯახური კერის მოშლა, მგზავრობები, ძლიერი სული.

20. (მთვარე) _ მეგობრულობა, კავშირები, მუშაობის ნაკლები სურვილი.

21. (სატურნი) _ სინთეზური სული, შთაგონება, ხელოვნება, მეცნიერებები. დზიანებისას _ ტიფი.

22. (იუპიტერი) _ ბრძოლა, აგრესიულობა, ცეცხლოვანი ხასიათი, ჭრილობების მიღების საშიშროება, მათემატიკური უნარები, დაზიანებისას _ ბრმა ნაწლავის ანთება, შეშლილობა.

23. (მარსი) _ ეჭვიანობა, სასოწარკვეთული მდგომარეობა, სიყვარულში იმედგაცრუება. დაზიანებისას _ ხერხემლის დაავადებები.

24. (მზე) _ საზრუნავი, ადამიანი საკუთარი თავის მტერია, ადამიანურობა.

25. (ვენერა) _ ექსცენტრულობა, უტაქტობა, ლიტერატურული უნარები (რეალიზმი); ანარქიისკენ, ტირანიისკენ მიდრეკილებები; პოდაგრის/ნიკრისის ქარის, ნევრასტენის საშიშროებაა.

26. (მერკური) _ მოხერხებულობა, იდეებით თამაში, მკერდის ავადმყოფობები, თვითმკვლელობის საშიშორებაა.

27. (მთვარე) _ ცვალებადობა, ცვლილებები, მტრული დამოკიდებულებები. საშიშროებები.

28. (სატურნი) _ სიმყარე, სიმშვიდე, მიზანდასახულობა. დაზიანებისას _ ტუპერკულიოზი.

29. (იუპიტერი) _ მოხერხებლობა, არამუდმივობა, მოუსვენრობა, უგუნურება.

30. (მარსი) _ მონაცვლეობით უბედურება და ბედნიერება; მცირე წარმატება. კრიტიკული გრადუსია.

წყარო:კეფერი

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top