ქირონი მე-4 სახლში

ქირონი მე-4 სახლში

ქირონი კირჩხიბში ან მეოთხე სახლში

ეს ადამიანი თავს გრძნობს, როგორც წყლიდან ამოვარდნილი თევზი. აქვთ მარტოობის გრძნობა. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ხუმრობდეს,რომ უცხოპლანეტელია, ან აყვანილია, რადგან თავს უცხოდ, ცალკე და განსხვავებულად გრძნობენ როგორც  საკუთარ სახლში, ასევე გარემოში, სოციუმში,კულტურულ ჯგუფებში ,რომლებშიც ტრიალებენ. შესაძლოა ბავშვობაში მათ გადაიტანეს   ფიზიკური ძალადობა  ან ფსიქიკური ზეწოლა ოჯახის რომელიმე წევრისგან. ქირონი კირჩხიბში არის საკუთარი ოჯახის შექმნაში სიძნელეების მაჩვენებელი. ზოგიერთი მათგანი ბავშვობის მტკივნეული მოგონებების გამო  უარსაც ამბობს ოჯახის შექმნაზე.

 

ქირონი მე-4 სახლში

თითქმის ყველას ჰქონდა ბავშვობაში სიძნელეები  მშობლებთან. ქირონი მე-4 სახლში ამ პრობლემებს უფრო დასამახსოვრებელს ხდის. სახლი, კერა- ესაა  სიძნელეების ერთ-ერთი ადგილი. შესაძლოა რომელიმე მშობელი იმდენად დაკავებული იყო ოჯახსგარეთ საქმეებით (ან ხშირად მოგზაურობდა სამსახურის გამო), რომ ერთად დროის გატარება თითქმის არ გიწევდათ. უფრო მეტად, შესაძლოა მამა იყო ქრონიკულად ცუდად,სახლიდან შორს ან ემოციურად ხელმიუწვდომელი (როცა გჭირდებოდათ მისი მხარდაჭერა). ქირონის ამ მდებარეობის მქონე ადამიანებს ხშირად  აქვთ განცდა „არსად არაა ჩემი სახლი“ (არსად გრძნობენ თავს, როგორც საკუთარ სახლში). ეს მდებარეობა მიუთითებს ადამიანებზე, რომლებიც სხვებს უნდა დაეხმარონ ოჯახური ცხოვრების აწყობაში, ამ დროს კი მათი საკუთარი -არეულია.

ქირონი (ან ნებისმიერი უმაღლესი პლანეტა) მეოთხე სახლში მიანიშნებს ადამიანზე, რომელსაც შინაგანად აქვს ძლიერი ძრავი, ენერგია და შეიძლება ნებისმიერ დროს გააქტიურდეს. სანამ ეს მოხდება, შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, რომ ეს ადამიანი საკუთარ თავს არ იცნობს. პოტენციურად შეუძლია დიდი საქმეების კეთება. ამ ადამიანს აქვს სირთულეების შექმნისკენ მიდრეკილება,მისი იდეალია -განვითარების ჩიხი,  რეალობის დამრღვევი ქაოსი. ასეთი ტიპის ხედვის გამო, მას გაუჩნდება ფსიქიკურ დონეზე ქაოსი, მოუწევს საკუთარი შინაგან განვითარების ჩიხებთან შეჭიდება, რომლებიც შესაძლოა თავად ააგო.

დამუშავებით ხდება შინაგანი სირთულეების დაძლევა არასტანდარტული, დაუჯერებელი, ახალი და ეფექტური მეთოდებით. ქირონი ამ მდებარეობის მქონე ადამიანზე უჩვეულო, არასტანდარტულ გავლენას ახდენს, ხდება დაუჯერებელი მოვლენები და ადამიანს არჩევანის წინაშე აყენებს: ან ფორმა შეუცვალოს  და ეს მოვლენები გახადოს ჩვეულებრივი (ამისთვის კი საკმარისია დაცინვის სტილიც… დაცინვა ქირონის დაბალი ოქტავის იუმორია), ან პირიქით,  მოვლენები მიიღოს, როგორც მისი ხედვისთვის, რეალობისთვის უჩვეულო მოვლენებად  (ეხება არამხოლოდ გარეგან, არამედ შიდა სამყაროსაც). 

დაბალი ოქტავიდან (დაცინვის სტილი) მაღალ ოქტავაზე გადართვა (აღქმის კონსტრუქცია) მიანიშნებს იმაზე, რომ ამ პიროვნებას მალე მიეცემა უჩვეულო შესაძლებლობები და უნარები. შესაძლებლობები დამოკიდებული იქნება რუკაში ქირონის მდებარეობაზე. მაგალითად თუ ქირონი ჰაერის ნიშანში იქნება მთვარესთან ასპექტით- კარგი მეხსიერება,  ცეცხლის ნიშანში- კოსმიურ ენერგიებთან მუშაობა და მისი მართვის შესაძლებლობა, მარსთან ასპექტის შემთხვევაში -სპორტული უნარები. ქირონის დამუშავების შემდეგ ადამიანის წინაშე არამხოლოდ გარეგნულად ხდება მოვლენები, არამედ იცვლება შინაგანი სამყაროც.

დაბალი დონის პოზიცია „სამყაროში არაფერია,რაზეც ვერ გავიცინებ ან ვერ გავანადგურებ“ იცვლება უფრო კონსტრუქციული პოზიციით- „ნებისმიერი ჩიხიდან შეიძლება მოიძებნოს გასასვლელი“. როცა ამ მდებარეობის მქონე ადამიანის წინაშე ჩნდება რელიგიური გრძნობები, მისთვის ღმერთი არის ერთმნიშვნელოვანი, მოულოდნელობით აღსავსე და მატერიალური. ოჯახური ცხოვრება მისთვის გამოცდაა, სწავლება, შიგადაშიგ საინტერესოც.

ცუდი დამუშავების შედეგად, სერიოზული და მნიშვნელოვანი ჩიხი ოჯახის განვითარების მხრივ (ზოგჯერ ფსიქოლოგიური). ოჯახური პრობლემების გამკლავებისთვის საჭიროა არამხოლოდ გარეგანი, არამედ პირველ რიგში შიდა დონეზე მუშაობაც. დამუშავების შემდეგ ქირონი იძლევა ძლიერ შინაგან პატიოსნებას, დაუმუშავების შემთხვევაში -ფართომასშტაბიანი თვითმოტყუება, საკუთარი დანაშაულის სხვებისთვის გადაბრალება.

მდებარეობის მქონე ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ორი სახლი, ორი ოჯახი, ორი მშობელი ჰყავდეს (ძირითადად დედა). მშობლიური ზრუნვის სურვილი სხვებისგან (მოექცნენ როგორც საკუთარ შვილს). მშობლიური სახლი მისთვის „ღია კარია“, რომელშიც უამრავი ადამიანი  ტრიალებს. შეიძლება ოჯახში ჰქონდეს წინაპრების უძველესი რელიქვია, კარგად იციან წინაპრების შტოზე მთელი ისტორია, ან პირიქით- არ აქვთ ინფორმაცია. ბევრი საოჯახო ალბომი, ოჯახური რელიქვია, რომელიც თაობიდან თაობებს გადაეცემა.  შესაძლებელია მოხდეს დამარხვა და შემდგომ ხელახლა გათხრა. ამ მდებარეობის მქონე ადამიანებს  შესაძლოა სირთულეები შეექმნათ განაყოფიერების მხრივ (ვერ დაორსულდნენ ან ვერ დააორსულონ), ან პირიქით, მოულოდნელი ორსულობა.

მშობლიურ სახლში პრობლემები ან დაბადების დროს პრობლემები, შესაძლოა სახლში უცხოდ გრძნობდეს თავს ან მოუწიოს მშობლიური სახლიდან შორს წასვლა.მშობლებთან, განსაკუთრებით დედასთან ბავშვობაში პრობლემური დამოკიდებულება, პრობლემები, რომელთა მიზეზებს ვერ პოულობს. შესაძლოა ეცადონ განკურნება და სიმშვიდის მიღება საკუთარ ოჯახში პარტნიორისგან და შვილებისგან (უმეტესად გამოსდით კიდეც). საკუთარი ოჯახური ცხოვრების მოწყობაში ეხმარება ან ხელს უშლის ბავშვობისდროინდელი მტკივნეული მოგონებები, რომლებმაც მის ხასიათზე დიდი გავლენა მოახდინეს. ძლიერი სულიერი ტკივილების შემთხვევაში- საკუთარი ოჯახის შექმნის არიდება და მასზე უარის თქმა.

ზრუნვა და საკუთარი თავის განკურნება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მათ ცხოვრებაში. შესაძლოა ბავშვობაში უარყოფის ან მიგდების გამო ზრდასრულ ასაკში ჰქონდეთ სხვებზე ზრუნვის გადამეტებული ტენდენცია. ამ მდებარეობის მქონე ადამიანები მტკივნეული გამოცდილებით სწავლობენ სხვებზე ზრუნვას. მათი შიშები ძირითადად დაკავშირებულია ოჯახთან და ოჯახურ ცხოვრებასთან. შესაძლოა თავი იჩინოს არასწორი გაზრდის, დაბინძურების, დეპრესიის, თვითაგრესიის ფორმებმა. ამ ადამიანებს ახასიათებთ შინაგანი სიმშვიდე, გარემოს მიმართ სიმპატია და ბუნების, ცხოველების სიყვარული. დაინტერესებულია ეკოლოგიური პრობლემებით ან ცდილობს მათ შემცირებას.

ქირონი მეოთხე სახლში ასევე შესაძლოა ნიშნავდეს ბავშვობაში დაუცველ  ცხოვრებას, ოჯახთან დაკავშირებულ პრობლემებს, ოჯახში „განტევების ვაცად“ ყოფნას. საკუთარი თავის რწმენის ნაკლებობის გამო ექმნებათ აზრი, რომ  თუ ვერაფერს შექმნიან ცხოვრებაში, დროს ფუჭად ხარჯავენ. როგორც წესი, ამ მდებარეობის მქონე ადამიანებს სხვებისთვის დრო ყოველთვის რჩებათ და გარშემომყოფების მიმართ სიმპათიით არიან განწყობილნი. რჩევა: ეცადეთ საკუთარი უნიკალურობა გამოხატოთ „განსხვავებულობის“ გრძნობით (ირწმუნეთ,რომ თქვენ განსხვავებული ადამიანი ხართ)

ინფორმაცია აღებულია რამდენიმე საიტიდან (astromeridian.ru; astro-club.net; cafeastrology.com; …) რედაქტირებულია და დამატებულია საკუთარი აზრიც.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top