მზის კვადრატი იუპიტერთან

მზის კვადრატი იუპიტერთან

ენერგიის გაფლანგვა

თემები: გაფართოვება, ძალაუფლება, ავტორიტეტი, შემოქმედებითობა, ექსტრავაგანტულობა, თვითგამოხატვა, სიმდიდრე.

ბნელი მხარე: სიზარმაცე, ფანატიზმი, პატივმოყვარეობა, ქედმაღლობა.

დამახასიათებელია: ფეთქებადი ხასიათი, ავანტიურიზმისა და თავგადასავლებისკენ მიდრეკილება, აგრესიულობა, სიჯიუტე, სიამაყე, აზარტულობა, ადვილად გაღიზიანებადობა, უსამართლობა, თავისუფლებისმოყვარეობა, თვითდარწმუნებულობა, საფრთხის შეუფასებლობა, რაც არასწორ გათვლებს იწვევს. თუ საკუთარ თავზე მუშაობს, ასპექტი იძლევა სამართლიანობისა და საზოგადოებრივ ნაკლოვანებების წინააღმდეგ ბრძოლას, უშიშრობას, სიმამაცეს, კეთილშობილებას, პატიოსნებას, პირდაპირობასა და გულღიაობას.

მზისა და იუპიტერის დაძაბული ასპექტის მქონე ადამიანი მიდრეკილია გადამეტებისკენ, შესაძლოა დეტალებს ყურადღებას არ აქცევდეს, სიამოვნების წყაროების (საკვები, სასმელი, საყიდლები…) მიმართ გადამეტებულ სურვილს და მოთხოვნილებას განიცდიდეს, იმაზე მეტს პირდებოდეს, ვიდრე შესრულება შეუძლია. თუ საკუთარი შეცდომებისგან ვერ სწავლობს – სისტემაზე, ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე ბრაზდება.

შესაძლოა დაპირება ადვილად გასცეს, მაგრამ მისი მიყოლა და შესრულება რთულად გამოსდის. ამ ასპექტის კიდევ ერთი მახასიათებელი შეიძლება იყოს – დეპრესია. ასპექტის მქონეს დიდი მოლოდინები აქვს, სიმაღლეების დაპყრობა სურს, იმედგაცრუება კი დეპრესიას იწვევს (ანუ წარმატების მისაღწევად ბევრი შრომა უწევს).

წარმატების მიღწევისა და ცნობადობის სურვილი აქვს და მიუხედავად იმედგაცრუებისა, მომავლის იმედს არ კარგავს. ცხოვრებისეული მიმართულებები და შესაძლებლობები შესაძლოა მის საჭიროებებთან კონფლიქტში იყოს.

ექსტრემისტია, სურს მაქსიმალურ შედეგებს მიაღწიოს. საკუთარი თავისა და სხვებისგანაც ბევრს ელოდება. სასურველია საკვების, სასმელის, სიამოვნების სხვა წყაროების მიღება აკონტროლოს. იუპიტერის მახასიათებელი (გაფართოვება) მის განწყობებსა და მოქმედებებში ვლინდება, ყველაფერს გადამეტებულად, გაზვიადებულად აკეთებს, შესაძლოა ყველაფერი დიდი და ძვირადღირებული იზიდავდეს. სამაგიეროდ განიცდის დისციპლინის, მოთმინებისა და დაგეგმვის უნარების ნაკლებობას.

უარყოფითი კუთხით შესაძლოა დამახასიათებელი იყოს საკუთარ თავზე გადამეტებული წარმოდგენა, ბევრის მიღწევის სურვილი განსაკუთრებული ძალისხმევისა და დისციპლინის გარეშე, შედეგად კი იმედგაცრუებას იღებს. თავდაცვით რეაქციას წარმოადგენს ეგოიზმი. ექსტრავაგანტულობისკენ მიდრეკილებაა. ყველასთან  გულუხვი და გაბედულია გამონაკლისის გარეშე, მაგრამ ხშირად გვიან ფიქრდება. დამახასიათებელია სახიფათო არათანმიმდევრულობა და ცვლილებების სიყვარული. ამ მდებარეობის მქონე ადამიანი ხშირადაა ავტორიტეტებისა და მამის ფიგურის წინააღმდეგ.

კვადრატისა და ოპოზიციის შემთხვევაში: რადიკალიზმი იმატებს. ინდივიდს სურვილი აქვს დაფასებული, შეუცვლელი და მნიშვნელოვანი იყოს; შესაძლოა განდიდების მანია ახასიათებდეს. ასპექტის მფლობელი არასდროსაა კმაყოფილი არსებულით. ყოველთვის დარწმუნებულია, რომ მისი მისი მდგომარეობის სიმაღლეს სრულიად არ შეესაბამება მიღწეული დამსახურებები. ამ შემთხვევაში მომაბეზრებელი ხდება, მთელი ძალით ცდილობს ჯილდოს მიღებას; ყველას მიმართ წყენას გამოხატავს მისი დაუფასებლობის, ვერ გაგების, უღიარებლობის გამო. ხშირად დამახასიათებელია ზურგის შექცევა, უარყოფა და და კრიტიკა იმისა, რასაც ვერ იღებს. მაგ: სხვების ძალაუფლების კრიტიკა, ძალაუფლებისმქონე ადამიანების კრიტიკა ან მათი მიღწევების მიღებას ცდილობს უკანონო და საეჭვო ქმედებებით.

სასურველია ისწავლოს სატურნის მახასიათებლების გამოვლენა: მოთმინება, დისციპლინა, გამოცდილება დააგროვოს. გადამეტებულ ოპტიმიზმს, დაუფიქრებელ მოქმედებებს მოერიდოს. ეს დროს მოითხოვს, მაგრამ წარმატებას მოუტანს.

მზისა და იუპიტერის სახლებში მდებარეობა დამატებით ინფორმაციას გვაწვდის: ამ სახლების სფეროებში საკუთარი უნარების გადამეტება, შესაძლებლობების გაზვიადება ვლინდება. ურთიერთობებში შესაძლოა დამახასიათებელი იყოს: მანიპულირებისკენ მიდრეკილება, სხვების მიმართ მაღალი სტანდარტები და მოთხოვნები. თუ პრობლემურ განწყობებსა და წარმოდგენებზე იმუშავებს, მეტად იგრძნობს წარმატებასა და ხელშეწყობას.

მზის კვადრატი: „არავითარ შემთხვევაში არ ღირს სარკისთვის დაბრალება“

მზის კვადრატი პლანეტას ინდივიდის ნების დისჰარმონიული იმპულსებისა და იმპერატიული გარემოებების დარტყმის ქვეშ აყენებს. ამ შემთხვევაში ინდივიდი არ არის მიდრეკილი საკუთარი თვითგამოხატვა დისჰარმონიულად ჩათვალოს, ვერ შეამჩნევს საკუთარ უხეშობას, სიმკაცრეს, არაკომპეტენტურობას, სამაგიეროდ, პლანეტის პრინციპების ჩართვისას  აღნიშნულ მახასიათებლებს საკმაოდ მსუბუქად გრძნობს სხვა ადამიანებსა და გარემოში. კვადრატის დამუშავების მეორე და მესამე დონეზე შესაძლოა თვლიდეს, რომ მას პლანეტარული პრინციპების შესაბამისი გარე და შინაგანი მტრები ჰყავს, რისი მიზანიც მისთვის გამოხატვის შესაძლებლობებში ხელის შეშლაა.

მაგალითად მზისა და მთვარის კვადრატის დროს ადამიანმა დროდადრო საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ შეიძლება უხეში შეცდომები და უტაქტობა გამოავლინოს ქალებთან ურთიერთობაში, გაუცნობიერებლად ეშინოდეს და არ უყვარდეს ისინი, ამავე დროს კი მათ მიმართ ძლიერ მისწრაფებას განიცდიდეს, რამდენადაც შინაგანად ქალი-დედის სახე მნიშვნელოვნად აქტიურია. თუ მზე ვერძშია – აგრესიისა და უხეშობის ალბათობაა, თუ თევზებშია – ცრუ პოზიცია და ინიციატივები არასასიამოვნო შედეგებით და ა.შ.

კარმული ამოცანა მდგომარეობს პლანეტის სფეროებში გამოხატვის თავისუფლებისა და ინიციატივის მკაცრ შეზღუდვებში, მზის პრინციპის უმაღლესი გამოვლინება მოითხოვება, ანუ მუდმივი უპიროვნო ყურადღება პლანეტის სფეროებში, გარეგანი ინიციატივა დასაშვებია მხოლოდ მინიმალური გამოვლენით იძულებით (აუცილებელ) გარემოებებში.

შინაგანი ზრდის თვალსაზრისით, ასპექტი საკმაოდ პერსპექტიულია საკუთარ თავზე ჭეშმარიტი ძალაუფლების მოპოვებისა და უფრო მაღალ ეგრეგორზე გადასვლის მხრივ (პლანეტის სფეროებში), რაც უფრო შემოქმედებით და შინაგანად თავისუფალ ცხოვრებას ნიშნავს. დადებითი ენერგეტიკის შემთხვევაში შესაძლოა გარე დისჰარმონიულ ნებას დაეუფლონ და გარშემომყოფებზე მიმართონ – ასე ვიღებთ ე.წ. შავი მასწავლებლის ასპექტს, განსაკუთრებით მზის უმაღლეს პლანეტებთან კვადრატის შემთხვევაში. დამუშავება იძლევა უმაღლესი ეგრეგორის მითითებებით კარმის იმ დელიკატურ თემებზე მსუბუქად მუშაობის უნარს, რომლებიც შორეულ მომავალს ეხება.

იუპიტერის კვადრატი: „ჭეშმარიტ სიდიადეს არ სჭირდება მტკიცებულებები და საზომი“

იუპიტერის კვადრატი პლანეტას ბევრს პირდება…სამწუხაროდ ამ დაპირებებით იზღუდება. პლანეტით მართულ სფეროებში ინდივიდი გრძნობს საკუთარ სიდიადეს, არამხოლოდ პოტენციურად, ფაქტობრივადაც, მაგრამ გარშემომყოფები იგივეს შესაძლოა ვერ ხედავდნენ ან ეჭვქვეშ აყენებდნენ, თავად ადამიანი კი შესაძლოა მისი სიდიადის და შესაძლებლობების გამოვლენას ვერ ახერხებდეს.

იუპიტერის კვადრატი პლანეტის მახასიათებლებს „აფართოვებს“, მაგრამ არა ისე, როგორც მის მფლობელს სურს: სხვა მიმართულებით, მისი სტილისგან განსხვავებულად ვლინდება. ეს კვადრატი იძლევა სიამაყის ცდუნებას, ზედაპირულობას, ადვილად იღებს იმას, რაც არ უნდა ან რაც მისი ევოლუციური განვითარებისთვის სასარგებლო არაა.

პლანეტის სფეროებში ადამიანისთვის დამახასიათებელია მუდმივი ინტერესი „მაღალი მატერიების“ მიმართ, ფილოსოფიური განხილვა და აბსტრაქტულ-რელიგიური მიდგომა, მაგრამ აინტერესებს იმ კუთხით, რა კუთხითაც მისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და საინტერესოა, მაგრამ ეს არაა იუპიტერული გამოვლინების ძვირფასი საჩუქარი და ითხოვს ძალის მინიმალურ გამოვლინებას.  მაგალითად, ვენერა-იუპიტერის კვადრატით შესაძლოა ინდივიდი დიდი რაოდენობით სიყვარულს იღებდეს, ერთი შეხედვით ლამაზი, საინტერესო და უჩვეულო იყოს, მაგრამ კონკრეტულ სასიყვარულო ურთიერთობაში პარტნიორზე მცირე ყურადღების მიქცევის ნაცვლად საკუთარი სილამაზის, დიდებულების, მიმზიდველობის შემჩნევით იყოს „დაკავებული“. ასეთი მიდგომა კი მარტოობის განცდას და სოციალურ, ემოციურ, სექსუალური კუთხით უიმედობის განცდას მოიტანს, მიუხედავად ამისა საკუთარ თავზე წარმოდგენა ოდნავადაც არ იკლებს.

კარმული მნიშვნელობით, ასპექტი ნიშნავს პლანეტის სფეროებში ფრთხილად და ყურადღებით მოპყრობის აუცილებლობას საჩუქრებისა და ბედის კარის გახსნის დროს. ინდივიდი უნდა მიხვდეს, რომ ისინი ხანგრძლივ მუშაობას სთავაზობს და სამყაროსთვისაა განკუთვნილი (არა თავად ინდივიდისთვის). დაბალ დონეზე პლანეტის სფეროებში მიდრეკილია მამაცი კეთილისმყოფელის როლის შესრულებისკენ, რაც ცუდად გამოსდის, რამდენადაც გამორჩენის გამო კეთდება ან შეუსაბამო, უსარგებლო დახმარებას სთავაზობს.  შედეგად მადლიერების ნაცვლად დაძაბულობას და უარყოფით შედეგებს იღებს.

დამუშავების შედეგად ინდივიდს საშუალება ეძლევა საკუთარი ბედის კარმულად სწორად წარმართვის, ცრუ შესაძლებლობებსა და ცდუნებებზე უარის თქმას სწავლობს, შეუფასებელ საჩუქრებს იღებს სულიერ გზაზე და სხვებში ანალოგიურ პრობლემას ხედავს. შედეგად სხვების მასავით გზაზე დაყენების უნარი ეძლება, სხვებს ანახებს მისი ცდუნებისა და ვნებების (განსაკუთრებით ქედმაღლობისა და სიამაყის) კარმულ როლს.

წყარო: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა წყაროები.


About Tamta

Scroll To Top