მთვარე თევზების ემოციური სამყარო

მთვარე თევზების ემოციური სამყარო

ერთი რამ უდავოა: ეს ყველაზე ემოციური ნიშანია ყველა მთვარის ნიშნებს შორის. რაც გარკვეულწილად აშფოთებს მთვარეულ თევზებს. ისინი აღსავსე არიან თანაგრძნობით და ადამიანების მიმართ სიმპათიით, უბრალოდ არ შეუძლიათ ზურგი აქციონ მას ვისაც მათი დახმარებას სჭირდება, ეხმარებიან მათ სიყვარულით და უანგაროდ. გარკვეულ მიზეზთა გამო ისინი მუდმივად ხვდებიან ისეთ სიტუაციებში როდესაც უწევთ პასუხისმგებლობა აიღონ სხვების კეთილდღეობაზე, გვერდში დაუდგნენ მათ, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის და კეთილდღეობის საზიანოდაც კი.

 რომანტიული ურთიერთობები ანთებენ ვარსკვლავებს მთვარეული თევზების თვალებში. ნამდვილად სჯერათ იდეალი მონათესავე სულის მქონე ადამიანის არსებობის, ვისი ინდივიდუალურობაც ჰარმონიულად ერწყმის მათ როგორც ფიზიკურად, ასევე ინტელექტუალურად და სულიერად.

თუმცა გრძნობები ხშირად ატყუებთ. მთვარეული თევზები უნდა იყვნენ ყურადღებით რათა დახმარების სურვილი არ აერიოთ სიყვარულში. იზიდავთ ისეთი ადამიანები, ვინც საჭიროებს ემოციურ თანადგომას. მათ უნდა უკეთ გაარკვიონ საკუთარ გრძნობებში და კარგად გაითავისონ, რომ თავადაც საჭიროებენ სხვა ადამიანების მხარდაჭერას, ვისაც დაეყრდნობიან. რადგან მოულოდნელად დგება მომენტი როდესაც მთვარეული თევზების ემოციები გაფანტულია და თავს გრძნობენ დაცარიელებულად, ამ დროს კი გვერდზე არავინ არ არის ვინც მხარში ამოუდგება. ასეთ სიტუაციაში შეიძლება მათ შვების ძებნა დაიწყონ ალკოჰოლში და ნარკოტიკებში. სამწუხაროთ მათი მგრძნობიარობისთვის დამახასიათებელია ემოციური სისუსტეც.

ხშირად ამ სისუსტის გამო ვარდებიან დეპრესიაში და შეიძლება დაეუფლოთ იმედგაცრუება. თუ რეალურად რთული მდგომარეობაა შეიძლება ავადაც კი გახდნენ. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს რომ მათ ვერ ისწავლეს მთვარის მიერ მინიჭებული ძლიერი ინტუიციის სწორად გამოყენება. გულის სიღრმეში მათ კარგად იციან რა არის მათთვის კარგი და ცუდი, ასე რომ ნუ მიეცემით ილუზიებს, თამამდ შეაბიჯეთ რეალურ სამყაროში!

რა თქმა უნდა მთვარეული თევზები – ცოტა უცნაურია, და ეს მშვენიერია, რადგან ეს უჩვეულოა და არ შეიძლება ასეთი იშვიათი თვისების დაკარგვა! თუმცა არა არის საჭირო მიბაძოთ ორ თევზს და იცუროთ საპირისპირო მიმართულებით. უნდა გამოიყენოთ შთაგონება რომელითაც გაჯილდოვებთ ნეპტუნი, ინტუიცია რომელსაც ქმნის მთვარე თევზები და გახსოვდეთ, რომ ყურადღება გამოიჩინოთ საკუთარი აზროვნების და სულიერი მდგომარეობის მიმართ, რადგან ეს ისეთივე აუცილებელია როგორც სხეულის ჰიგიენა. როდესაც მათი სხეული, გონება და სული ჰარმონიულია, სამყარო მათ ფეხ ქვეშაა გართხმული!

სტატიის ავტორი: რუსა


About Rusa

Scroll To Top