პროზერპინას სიძლიერე რუკაში

პროზერპინას სიძლიერე რუკაში

ძლიერი პროზერპინა

(მდებარეობა+ასპექტები)

ამ ადამიანის ცხოვრება იმართება კანონით და ითხოვს კანონის მმართველობას. მას სჭირდება იმ ძალისხმევის, ენერგიის ბალანსი, რომელიც მიმართულია ამ მმართველი კანონების ჩაწვდომისა და არსის გაგებისკენ. ასევე, ის ხარჯავს ენერგიას ამ ცხოველმოქმედი, მარეგულირებელი კანონის შექმნაზე. თუ ბალანს ვერ ნახავს, მაშინ უკიდურესობაში ვარდება. რის შედეგადაც მიმართავს ვოლუნტარიზმს,* საკუთარ თავს შთააგონებს, რომ მისი ცხოვრება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მკაფიოდ და ზუსტად არეგულირებს ამ ყველაფერს და ცდილობს თვითნებურად დაწესებულ კანონებს დაუმორჩილოს შინაგანი და გარეგანი რეალობა.

ვარდება ფატალიზმში, ისწრაფვის მხოლოდ საკუთარი ცხოვრების რითმები და კანონები შეიცნოს და რამდენადაც შესაძლებელია შეეგუოს მათ. ძლიერი პროზერპინისას, ადამიანი საჭიროებს საკუთარი კანონების, სტრუქტურების ყურადღებიან შესწავლას და წესრიგის დამყარებას როგორც საკუთარ თავში, ასევე მის გარშემოც.

ძლიერი პროზერპინა ადამიანს აჯილდოებს უმაღლესი მსხვერპლად შეწირვის გრძნობით, თვითუარყოფით/განდეგილობით, მოთმინებით, პიროვნების მოდიფიკაციის უნარით, სულით, ვალის/ვალდებულების აბსოლუტურად მკაცრად მიღება-გააზრებით, ყველაფრის გონების თვალით დანახვის უნარით, პატივით, ღირსებით, სინდისითა და ნამუსით, ასკეტიზმითა და თვითშეზღუდვით. ამ ადამიანის მოტეხვა შეუძლებელია – ის ნებისმიერ პირობებში ახდენს ადაპტაციას. მისთვის დამახასიათებელია სრული თვითკონტროლი და თავიდან დაბადების უნარი. დეტალურად შედის ნებისმიერი ყოფიერების არსში, ფაქტების დაგროვებას ახდენს, შეუძლია განასხვაოს/გამიჯნოს შემთხვევითი და არარსებითი, აკეთებს პედანტურ ანალიზს.

ძლიერი პროზერპინა აგრეთვე იძლევა შესაძლებლობას, ადამიანმა ანალიზი სრული სინთეზით გააკეთოს, და ყველაფერი გადაიყვანოს ახალ ხარისხობრივ ფორმაში. განჭვრეტის წამში, ადამიანის ცნობიერში ყველა დანაწევრებული ფაქტი წამიერად მთლიანობაში, ერთ მთლიან სისტემაში აღდგება (ასე ვთქვათ, შეუძლია მოზაიკა ისე შეკრიბოს და განალაგოს, რომ მთლიანობა დაინახოს), სადაც, იმავ დროს ყოველ, თითოეულ დეტალს თავისი დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს.

* L. voluntarius “ნებისყოფისა”იდეალისტური მსოფლმხედველობა, რომელის მიხედვითაც ყოველივე არსებულის, მთელი სინამდვილის განვითარების საფუძველს ნებისყოფა წარმოადგენს; უარყოფს ობიექტურ კანონზომიერებას და აუცილებლობას. 2. იდეალისტური მიმდინარეობა ფსიქოლოგიაში, რომელიც ფსიქიკური ცხოვრების გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევს არა გონებას, არამედ ნებისყოფას. 3. პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში: თვითნებური, სუბიექტივისტური გადაწყვეტილებანი, რომლებიც უგულებელყოფენ ობიექტურად არსებულ პირობებესა და კანონზომიერებებს.

სუსტი პროზერპინა

(მდებარეობა+ უასპექტო)

სუსტი პროზერპინის მქონე ადამიანის მახასიათებელია დანაწევრებული/ ფრაგმენტული აქტიურობა, არამობილიზირება. ადამიანს არ შეუძლია ფაქტების მთლიანობაში შეკვრა, არ შეუძლია მიღებული/მისთვის ჩვეული ცხოვრების წესის დარღვევა, ეშინია პოზიტიური ცვლილებებისაც კი. ავადმყოფობის ან/და უბედურების შემდეგ ცუდად, ძნელად აღიდგენს ფიზიკურ და მორალურ ძალებს. მისი ნორმალურად არსებობისთვის „სათბური პირობებია“ საჭირო. თუ იცვლება მისთვის ჩვეული, მიღებული პირობები, იმ წამსვე ტყდება. ეს ადამიანი დაუდევრად და ჭკუამხიარულად ეკიდება კანონებს. მას არ სურს დაექვემდებაროს წესებს ანდა ისინი დაუწესოს საკუთარ თავს. მას უძნელდება წესრიგს დაემრჩილოს.

ჰარმონიული პორზერპინა

(დადებითი ასპექტების მქონე)

კეთილი პროზერპინა ყოფით საკითხებში იძლევა ცხოვრებაში მოულოდნელ დადებით ცვლილებებს. ადამიანს თავისთავად ექმნება უმაღლესი განვითარების პირობები. ადამიანი კეთილი პროზერპინით ყველაფერს იღებს როგორც მოცემულს, დედამიწისეული მოწყობის რელობიდან გამოსულს. ის ყოველთვის ინარჩუნებს წონასწორობას და იცავს ოქროს შუალედს, მაგრამ როცა მის მტვრევას იწყებენ _ აისბერგივით ბრუნდება/გადატრიალდება. თავად ადამიანს არ აქვს გარეგნული ენერგია, ის – პასიური დამკვირვებელი და აკუმლატორია, ხოლო ხარისხობრივი ცვლილება მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც საკმაო პოტენციალს დააგროვებს.

კეთილი პროზერპინა საშუალებას იძლევა ადამიანი გახდეს უმაღესი ცოდნის სისტემის წინამძღოლი/მეგზური. პროზერპინის ერთი გასაოცარი თვისებაა _ სისტემა ისე აწარმოოს, რომ გარეგანი მხარე რჩება იგივე, ხოლო შინაგანი სტრუქტურა მთლინად იცვლის სახეს, ანუ ადამიანს შეუძლია ერთ ბრწყინვალე დღეს სისტემა იმ სახით აღიქვას, რომ ფარული სიღრმისეული პროცესების ზემოქმედებით, მოულოდნელად, შეცვალოს თავისი ცნობიერის სტრუქტურა და შინაგანი არსი. მისთვის დამახასიათებელი ხდება: ტრადიციებში სიახლის დანახვის უნარი და შეუძლია ეს დანახული სიახლე სხვა, განსაკუთრებულ დონეზე გარდასახოს; მინიმალური საშუალებებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღების უნარი და ამასთანვე არ განიცადოს ტანჯვა.

თუ აუცილებლობა შეიქმნება, დაძაბვის გარეშე ცვლის ცხოვრებისეული მოწყობის სისტემას და იცხოვრებს გარემოებების მიხედვით… პროზერპინამ ადამიანს სამომავლოდ უნდა მისცეს სულის სრული ტრანსფორმაცია და მოახდინოს ახალი ერის ადამიანის რეკონსტრუქცია.ეს ადამიანი ზუსტად გრძნობს მოქმედ კანონებს, რომელსაც საჭიროა რომ დაემორჩილოს, ანდა გამოიყენოს. ის ადვილად ამყარებს წესრიგს და სულაც არაა აუცილებელი წესრიგი საკუთარი ხელით დაამყაროს, მაგრამ მას არ შეუძლია გაიგოს სხვების ულამაზო, დისჰარმონიული კანონები. ის შეზღუდულია საკუთარი კანონებით (ჰარმონიული კანონებით). მას სჭირდება გარესამყაროში გაავრცელოს ჰარმონიული კანონები.

დაზიანებული პროზერპინა

(უარყოფითი ასპექტების მქონე)

ასეთი პროზერპინა ყოფით საკითხებში ცხოვრებისეულ უარყოფით გადატრიალებებს იძლევა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნეგატიურ გარდაქმნას ძალიან რთული და მძიმე შედეგები მოჰყვება, რაც იწვევს პიროვნების არსობრივ და მთლიან განადგურებას: კლინიკური სიკვდილი (ამნეზია მახსოვრობის დაკარგვა), სიმსივნე/კიბო, შიდსი (იმუნოდეფიციტის სინდრომი), ტუპერკულიოზი, ტ-ლეიკოზი და სხვა უბედურებანი. წვრილმანები, ადამიანს უქადის ცუდისკენ შეუქცევად გადატრიალებებს.

ნიშნებში პროზერპინა რჩება 42-65 წელი. ამიტომ ეს მოძრაობა საშუალებას იძლევა მისი დახასიათება განიხილებოდეს წარსულიდან და წარსულში გაკეთებული დაკვირვებებიდან, შესაბამისად, მისი განხილვა მოხდება წარსულში, აწმყოსა და უახლოეს მომავალში, ანუ ქალწულში, სასწორსა და მორიელში. საკუთარ ცხოვრებას ცუდად/ძნელად უქვემდებარებს კანონს და ეს უცბად შესამჩნევი არაა, ხანდახან მთელი ცხოვრების მანძილზე ებრძვის და დევნის ამ შეგძნებას საკუთარი ქვეცნობიერიდან. წლების განმავლობაში მის სულში ეჭვები იბუდებს: რაღაც ჩემს თავს ისე არაა, როგორც საჭიროა; მე რაღაც ცუდად ვეწერები მთლიანად გარესამყაროში – ანუ თუ დაუფიქრდება, მიხვდება, რომ უსიამოვნებას შემთხვევითი ხასიათი არ აქვს.

ეს ადამიანი ქრონიკულ გაუმართლებლობას მანამ იგრძნობს, სანამ იროენტირებას არ გააკეთებს საერთო-სოციალურ კანონებზე – რომლებიც ფორმულირებულია მინიშნებით ანდა პირდაპირ. საკუთარი პრინციპიალური განსაკუთრებულობის მიღებით (ანუ საშუალო-სოციალური ინდივიდისგან განსხავებულობის აღიარება-მიღებით) და ამ პოზიციის დაჭერით (თუმცა ეს შეიძლება ინტუიციურადაც მოხდეს) შეძლებს საკუთარი ცხოვრების შეცვლას. მაგრამ ეს სპეციფიკურია და ყოველთვის არაა მოსახერხებელი. თუმცა, თუ მაინც ჩაუღრმავდება საკუთარი ყოფიერების კანონს, ამის შემდეგ არამარტო შეეგუება და მოერგება მას, არამედ საკუთარ თავში თანდათანობით აღმოაჩენს უნარს – იცხოვროს იმ გარემოებებში, რომელიც ნებისმიერი წერტილიდან ადამიანისთვის აუტანლად ჩანს.

მისი საზრუნავის მეორე ნაწილი _ მუდმივად წარმოშობილი ქაოსური სიტუაციები; თითქოს ეს სიტუაციები წესრიგის დასამყარებლად იხმობენ. აქ თავიდანვე იკვეთება ასეთი რამ: ან იღებს ისეთ საქმეს, რომელიც მას არ ეხება, ან თუ კიდებს ხელს, ძალიან გვიან (უკვე დაგვიანებულია რაიმე მოქმედება), ან ისე არ აკეთებს, როგორც საჭიროა, ან საბოლოოდ ყველაფერი კარგად კი გამოსდის, მაგრამ მადლობის მაგივრად სირცხვილით ისტუმრებენ, საერთოდ არ აღიარებენ მის დამსახურებებს. აქ ცდუნება აი რაშია _ მის მიერ დაწესებული კანონის სისწრაფე, სიუხეშე და სიხისტე, ხოლო უმაღლეს დონეზე – გადაჭარბებული მოთხოვნების წაყენება როგორც საკუთარი თავის, ასევე სიტუაციის მიმართ. ეს კი უნდა დაამუშაოს და გადალახოს.

წყარო: გლობა

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top