რეტროგრადული მერკური (03.12.2017-23.12.2017)

რეტროგრადული მერკური (03.12.2017-23.12.2017)

პლანეტების რეტროგრადული მოძრაობა

ისეთი მოვლენა, როგორც პლანეტის რეტროგრადული მოძრაობაა დამახასიათებელია ყველა პლანეტისთვის გარდა მზე და მთვარისა. სინამდვილეში პლანეტის რეტროგრადული მოძრაობა მოჩვენებითია (ილუზიაა) . როცა პლანეტების მოძრაობა უფრო სწრაფია ვიდრე დედამიწა მოძრაობს, ან პირიქით დედამიწა უფრო სწრაფად ბრუნავს და წინ უსწრებს ვიდრე ნელა მოძრავი პლანეტა – ამ მოვლენას უწოდებენ პლანეტების რეტროგრადულ მოძრაობას. ყველა პლანეტისთვის დამახასიათებელია რეტროგრადული მოძრაობის გარკვეული პერიოდი. რეტროგრადული მოძრაობა არ ცვლის პლანეტების არსს, ის მიუთითებს მის განსხავებულ გავლენაზე ამ პერიოდებში. რეტროგრადული მოძრაობის პერიოდში პლანეტის გავლენის სფეროებში ნებისმიერ მოქმედებას უნდა უფრო მეტად დაუფიქრდეთ.

რეტროგრადული მოძრაობა არის წარსული გზის განმეორების სიმბოლო, გადაწყვეტილებების გადახედვის, შეცდომების გასწორების პერიოდი. აგრესიული ქმედებები და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები განწირულია წარუმატებლობისთვის, გეგმები ჩაიშლება ან დასრულდება არადამაკმაყოფილებელი შედეგით. პლანეტა ვენერა, მარსის, მერკურის რეტროგრადული მოძრაობა გავლენას ახდენს პირად ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე. სატურნის და იუპიტერის რეტროგრადულობა უფრო მეტად მოქმედებს საქმიან სფეროზე, ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე გავლენას ახდენს ამინდზე და გარკვეულ ბუნებრივ მოვლენებზე, ხოლო ნეპტუნი, ურანი და პლუტონის რეტროგრადული მოძრაობის პერიოდები დაკავშირებულია უფრო მეტად პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სიტუაციების ცვლილებებთან. რეტროგრადული პლანეტების პოტენციალი რომ განვსაზღვროთ უნდა გავარკვიოთ პლანეტების არსში.

რეტროგრადული მერკური

რეტროგრადული მერკურის პერიოდი წელიწადში 3-4 ჯერ დგება და ინტერვალი მათ შორის ოთხ თვემდეა, მერკურის რეტროგრადულობა 20 – 24 დღე გრძელდება.

რეტროგრადული მერკური განსაკუთრებით გავლენას ახდენს ქალწული და ტყუპის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებზე.

როგორ ვლინდება მერკურის რეტროგრადული პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში?

კონცენტრაციის უნარი ნაკლებია. უსაფუძვლო ინიციატივა და ენერგიის ხარჯვა საჭირო ინფორმაციის მიღებას ხელს უშლის. კარგი დროა წარსულში უძველესი დოკუმენტების მოსაძიებლად, არქივის მოსაწესრიგებლად, მაგრამ არა ახალი საქმეების დასაწყებად.

ახალი ურთიერთობები „ადგილზე იყინება“

ახალი ხელშეკრულებების, ბიზნესის გაფორმების შემთხვევაში მოსალოდნელია საქმეზე ზედმეტი ძალისა და დროის კარგვა.

კომპიუტერების, ტელეფონების ან სხვა სახის კომუნიკაციის სისტემების მწყობრიდან გამოსვლა. ასევე, იმ მექანიზმების „დაზიანება“, რომლებიც კომუნიკაციის სისტემებს იყენებენ – რაცია, სატელეფონო მომსახურება და ა.შ. მნიშვნელოვანი დოკუმენტების წაშლა

ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია შეფერხებები ურთიერთობებში და ბიზნესში, დაბრკოლებები პროფესიულ საქმიანობაში. შეხვედრები შეიძლება გადაიდოს, გეგმები შეიცვალოს, ხოლო გადაწყვეტილებების მიღება გართულდეს, არასაკმარისი ინფორმაციულობის მიზეზით.

რეტროგარდული მერკურის პერიოდი არახელსაყრელია ახალი სამსახურის დაწყებისთვის, ახალი იდეების განხორციელებისთვის, პროდუქციის რეკლამირებისთვის. ამ პერიოდში ნაყიდ პროდუქციაში დიდი ალბათობაა აღმოჩნდეს ფარული დეფექტი, ხშირად დასჭირდეს შეკეთება რაც გამოიწვევს დამატებით დანახარჯებს. შეიძლება წყობიდან გამოვიდეს სატრანსპორტო საშუალებები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა , ტელეფონები და ა.შ

არახელსაყრელია მოლაპარაკებების წარმოება. ხელშეკრულებების დადება, კონტრაქტზე ხელის მოწერა, დოკუმენტების გაფორმება, გადაზიდვები, საჯარო გამოსვლები და გადაწყვეტილებების მიღება. განსაკუთრებით იმ საკითხებში რომელიც უკავშირდება – ლიტერატურას, პრესას და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს.

ამ პერიოდში სასურველია დრო დაუთმოთ დაუმთავრებელ საქმეებს, კარგი პერიოდია სწავლისთვის, განვლილი მასალის გადამეორებისთვის, ცოდნის დაგროვებისთვის, ასევე ხელსაყრელი პერიოდია გამოკვლევებისთვის, აღდგენის, ფიქრისა და დასვენებისთვის.

ახალი ნაცნობობა, მათ შორის რომანტიული ურთიერთობებიც ხანგრძლივად არ გრძელდება. შემდგომში ურთიერთობების განახლება შეიძლება მოხდეს კვლავ რეტროგრადული მერკურის დროს, ხოლო მერე ისევ შენელდეს. იქმნება შთაბეჭდილება რომ ურთიერთობა შედგა, თუმცა რაღაც ვერ ეწყობა, არ გადადის უფრო სერიოზულ ეტაპზე. ნაკლებ სავარუდოა, რომ ასეთი ნაცნობობა დაგვირგვინდეს ქორწინებით, თუნდაც ურთიერთობა რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდეს.

ინფორმაციის გადაცემის პროცესში შეიძლება დაფიქსირდეს ისეთი პრობლემები, როგორიცაა ტექნიკის გაუმართაობა (განსაკუთრებით მობილური ტელეფონით და ელექტრონული ფოსტის საშუალებით) ინფორმაციის მიწოდება, ახალი ამბები, გზავნილები, ასევე მესამე პირის საშუალებით გადაცემული ინფორმაცია შეიძლება დამახინჯებული სახით მივიდეს ადრესატამდე. ინფორმაციის დამახინჯება შეიძლება იყოს მიზანმიმართული ან შემთხვევითი.

პროფესიულ საქმიანობაში ხშირად ხდება ცვლილებების და აქტიური მოქმედებების სურვილი. მათ განხორციელებაში ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს არასაკმარისი ინფორმაციულობა, ფარული გარემოებები გადაჭარბებული თავდაჯერებულობა – აქედან გამომდინარე დგება არასასიამოვნო შედეგები და აუცილებელი ხდება შეცდომების გამოსწორება. კარგად გაანალიზეთ სიტუაცია, ნაკლებად გამოიჩინეთ ინიციატივა, არ იჩქაროთ ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულებისას.

რაც შეეხება ვაჭრობის სფეროს რეტროგრადული მერკურის გავლენა არაერთგვაროვანია. ერთის მხრივ სასარგებლოა არსებული მარაგების ლიკვიდაციისთვის, ჩაწოლილი პროდუქციის გასაღებისთვის, შემდგომი გაყიდვების მარაგის შექმნისთვის, თუმცა ამვდროულად იმატებს მოტყუების, თაღლითობის ალბათობა, ამიტომ შესყიდვებთან უნდა იყოთ განსაკუთრებით ყურადღებით. არ არის სასურველი ისეთი ნივთების შეძენა რომელიც ხანგრძლივი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი, რადგამ არის რისკი რომ აღმოჩნდება დეფექტი ან უბრალოდ გახდება უსარგებლო.

ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ნერვული სისტემა, ითვლება რომ უარესდება ნერვული იმპულსების გამტარობა, რის გამოც ირღვევა კოორდინაცია და ხშირია ტრამვების მიღების ალბათობა. გარდა ამისა, რეტროგრადული მერკურის პერიოდი შეიძლება უარყოფითად აისახოს მეხსიერებაზე, გამოიწვიოს უძილობა ან ძილის სხვა სახის დარღვევები.

რეტროგრადული მერკურის პერიოდში რთულია ყურადღების კონცენტრირება, ამ პერიოდში ხშირად ხდება თაღლითობები, ქურდობა . განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საბუთებს, საფულეს, გასაღებს და სხვა პირად ნივთებს !

ისევე, როგორც სხვა პლენეტების რეტროგრადულობისას, მერკურიც მიაპყრობს ჩვენს ყურადღებას შიდა სამყაროზე – იდეების, აზრების და შთაბეჭდილებების გააზრებისაკენ. ძირითადი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ გაიაზროთ არსებული მდგომარეობა, მოძებნოთ შიდა პრობლემების მოგვარების გზა, მოამზადოთ ნიადაგი შემდგომი მოქმედებებისთვის. რეტროგრადული პერიოდის გავლის შემდეგ შეგიძლიათ შეუდგეთ დასახული გეგმების განხორციელებას და მოახდინოთ მათი მსუბუქი კორექტირება .

რეტროგრადულ პერიოდში აზროვნება, ლოგიკა, ჯანსაღი აზრი სუსტდება სპონტანური ქცევების გამო. სასურველია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისგან თავის შეკავება. გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას. კომუნიკაციის სისტემების (ტელეფონი, კომპიუტერი, ტელევიზორი) ყიდვისგან დროებით თავი შეიკავეთ. პროდუქტის, პროდუქციის ყიდვის დროს შემოთავაზებული საქონელი კარგად შეამოწმეთ.

პირველ რიგში, ფრთხილად უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომელთა სამუშაოც/პროფესიაც ქაღალდებს, ციფრებს, დოკუმენტებს უკავშირდება. რეტროგრადულობის განმავლობაში კონცენტრაციის უნარი სუსტდება და შეცდომების დაშვების ალბათობა მატულობს.

ასევე, სასურველია მძღოლები ყურადღებით გადაადგილდნენ, რადგან „არაადეკვატური“ ქმედებების გამო ავტოავარიების რიცხვი იმატებს.

თუ თქვენს რუკაში მერკური რეტროგრადულია, ამ პერიოდში მოულოდნელობებს ელოდეთ.

რისი გაკეთებაა სასურველი?

  • დაკარგული ნივთების მოძებნა
  • საბუთების, დოკუმენტების დალაგება-მოწესრიგება
  • ძველ მეგობრებთან, ახლობლებთან, კოლეგებთან, ნათესავებთან ურთიერთობა
  • განმეორებადი სიტუაციების გადაწყვეტა
  • იდეების მოფიქრება, რომლებსაც მერკურის დირექტიულ ფაზაში განახორციელებთ

წყარო: Александр Давыдов; Инна Исикова

სტატიის ავტორი: რუსა


About Tamta

Scroll To Top