რეტროგრადული ურანი ლომში

რეტროგრადული ურანი ლომში

აქ ინდივიდი უჩვეულოდ მაღალ ენერგიულობას განიცდის. მისთვის ყველაზე კომფორტულია I ფაზა. ის ჭეშმარიტად საკუთარი ცხოვრების მბრძანებელია. იშვიათად, რომ ვინმეს საკუთარი თავის მართვის საშუალება მისცეს და კიდევ უფრო იშვიათად იღებს ვინმეს რჩევას. პლანეტის ენერგიის ნეგატიურად გამოყენებისას, ის შესაძლოა ძალიან შეუწყნარებელი და  ეგოცენტრული გახდეს, რადგან კატეგორიულად ვერ იტანს, როდესაც  მის იდეებს ეჭვქვეშ აყენებენ. ამრიგად, ის შეიძლება მხოლოდ საკუთარ ცხოვრებაში გამოიკეტოს და გზააბნეულს მხედველობიდან გამორჩეს  ყველაზე მთავარი.  მას ესმის როგორ უმეორებენ ერთსა და იმავეს მეგობრები, მეზობლები და ნათესავები, მაგრამ მხოლოდ ესმის და არასდროს უსმენს.

ის მუდმივად უნიკალურისა და ტრადიციულის ზღვარზე დააბიჯებს და ყოველთვის იმასთან აიგივებს თავს, რაც ინდივიდუალიზმისა და ძალაუფლების ძლიერ შეგრძნებას მისცემს. შესაძლოა თვითკონტროლიც დაკარგოს და ზედმეტად აგრესიულიც გახდეს, როდესაც საფრთხეს გრძნობს საკუთარი იდეებისთვის.

ამ ადამიანთან თანაცხოვრება საკმაოდ რთულია, რადგან ის მუდმივად ცდის გარშემომყოფთა ერთგულებას, გულწრფელობასა და ღირსებას. თუმცა იმავდროულად, თავად უარს აცხადებს შეესაბამებოდეს სხვების მიერ დადგენილ ნორმებსა და წესებს, რადგან  ქვეცნობიერად მათ ზემოდან ქვემოთ უყურებს. მის გარშემო თითის წვერებზე დადიან, იმის შიშით, რომ  „მოძრაობაში არ მოიყვანონ“. ის სიამოვნებით თამაშობს მენტალურ თამაშს, რომელიც მიზნად ისახავს სხვების ეგოების, (მაგრამ არავითარ შემთხვევაში  საკუთარი!), განადგურებას.

კარმულად, ეს ადამიანი დამშეულია ძალაზე. ის ყოველთვის უკმაყოფილოა იმით, რაც აქვს. სულიერი პასუხების ძიების პროცესშიც კი, ის ზედმეტად შეპყრობილია და უზომოდ ამაყია  ცნობიერების იმ დონეებით, რომელსაც მიაღწია. პლანეტის რეტროგრადული ბუნება  მის უკმაყოფილებას შიგნით მიმართავს. ამიტომ, ქვეცნობიერ დონეზე, ინდივიდი ტელეპატიურად  ყველა იმ ადამიანზე ანთხევს თავის უბედურებას, ვინც მის სიახლოვეს იმყოფება. ამ მდებარეობის ყველაზე დისჰარმონიული ასპექტი ის არის, რომ ურანის მეამბოხე, თავისუფალი ბუნება ლომის პრინციპების ტრადიციულ ჩარჩოებში უნდა იქნას გადატანილი. და ვერავინ შეძლებს ამ დილემის გადალახვას მის მაგივრად, რადგან თუ მას მართლა სურს იმ დიადი ძალის მიღება, რომელიც, როგორც მიაჩნია, ეკუთვნის, მისი წყარო მხოლოდ საკუთარ თავში უნდა ეძებოს.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top