რეტროგრადული ურანი I სახლში

რეტროგრადული ურანი I სახლში

ეს უკიდურესად ინდივიდუალური მდებარეობაა რეტროგრადული ურანისთვის. ადამიანს ძალიან მცირედ აინტერესებს იმ საზოგადოების ტრადიციები და წესები, სადაც ცხოვრობს. სამაგიეროდ, ის თავს აიგივებს ყველაფერ ახალსა და უნიკალურთან. ის შეეცდება ყველაფრის წინააღმდეგ აჯანყდეს, რაც მას გალიაში ამწყვდევს ან სხვებს ამსგავსებს. ის ცდილობს დაამყაროს საკუთარი უნიკალურობის განცდა, რომ გამოირჩეოდეს ყველასგან, ვისაც გარშემო ხედავს. როგორც წესი, ეს გამოიხატება I ფაზაში, როდესაც ინდივიდი ძლიერ შიშს განიცდის იმის მოლოდინში, რომ სხვები თავიანთ რეალობაში ჩაითრევენ. ის ყოველთვის ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად და სპონტანურად გამოხატოს თავი.

ძალიან ცუდი მდებარეობაა ქორწინებისთვის, რადგან ინდივიდი უკიდურესად არაპროგოზირებადია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცდილობს ყოველგვარი კავშირი გაწყვიტოს ტრადიციულ საზოგადოებასთან. მიმდინარეობს მუდმივი ცვლილები, სანამ ადამიანი არ მიხვდება, რომ მისი ჭეშმარიტი მიზანია, არ მიუძღვნას თავი რომელიმე კონკრეტულ პრინციპს ან მოქმედების კურსს, რომელიც მის თავგადასავლების მოყვარე სულს „დააშოშმინებდა“.

როგორც ჩანს, მან წინა ცხოვრებები იმის გაგებაში დახარჯა, როგორ გამოეკვლია არსებული შესაძლებლობების უზარმაზარი სფეროები. ახლა ის კვლავ აგრძელებს ამის კეთებას, მაგრამ გაცილებით უფრო ფართო და დიდი შესაძლებლობების სამყაროში, ვიდრე მან ერთხელ უკვე განიცადა. და როგორც პირველი რანგის მაძიებელი, ის ტრადიციული საზოგადოებისგან შეთავაზებულ  უამრავ კომფორტს გაიღებს მსხვერპლად, რომ  კვლევებისა და  აღმოჩენების თავისუფლება შეინარჩუნოს.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top