სინასტრიული პლუტონი V სახლში

სინასტრიული პლუტონი V სახლში

ფიცარნაგი ჩალის იყო, ცული _ პლასტმასის,

მაგრამ ჯალათს ბადალი არ ჰყავდა და ბრალდებული შიშისგან მოკვდა.

სავარაუდოდ, ეს პარტნიორი ჩემს თამაშებს მღვრიე ცერემონიულობით უყურებს, შესაძლოა დემონტრაციული განსჯითაც, განსაკუთრებით ძლიერი პლუტონის შემთხვევაში. მას შეიძლება ისიც მოეჩვენოს, რომ ჩემი ბედისწერის აღმსრულებლის მისია აკისრია. ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად ვუქმნი ასეთ შთაბეჭდილებას, როდესაც ჯალათის ან, უფრო რბილად რომ ვთქვათ, სიტუაციის დამაგვირგვინებლის როლზე ვიწვევ და ყველა ფორმისა თუ ზომის გორდიუსის კვანძების გასაწყვეტად ვეპატიჟები. რაღა თქმა უნდა, ეს ძლიერი ცდუნება აღმოჩნდება მისთვის, თუ ის მე და ჩვენს გარშემო განვითარებულ სიტუაციებს სრული სერიოზულობით აღიქვამს. მაშინ  ის  გადამეტებულ მნიშვნელობას მიანიჭებს საკუთარ როლს და განსაკუთრებით საკუთარ გავლენას ჩემს ცხოვრებაზე და ლოგიკურად ჩათვლის, რომ, მისი გულისთვის, მზად ვარ ყოველგვარი მსხვერპლისა და შეზღუდვებისთვის.

სადემონსტრაციოდ შეგვიძლია მოვიყვანოთ ცოლის თამაში, რომლის ქმრის პლუტონი, სინასტრიულად, მის V სახლში ხვდება: ქალი უპრობლემოდ იღებს ფლირტს და საჩუქრებს თაყვანისმცემლებისგან. როდესაც ერთ-ერთი მათგანისგან ავანსი იმდენად იზრდება, რომ „გადახდის“ დრო დგება, ის ქმრის და თაყვანისმცემლის შეხვედრას აწყობს, რის შემდეგაც სამივესთვის თვალსაჩინო ხდება, რომ ეს უკანასკნელი (თაყვანისმცემელი) სასწრაფოდ და სამუდამოდ უნდა გაეცალოს ოჯახს. მართალია, ქმარს შეიძლება ეჩვენებოდეს, რომ ის სრულად მართავს მეუღლის ემოციურ ცხოვრებას, როგორც მინიმუმ, მისი ნეგატიური ფორმით გამოვლინების შეზღუდვა მაინც შეუძლია, მაგრამ ის ძალიან ცდება, რაშიც, დიდი ალბათობით, ზემოთ აღწერილი სიტუაციის განმეორებისას დარწმუნდება. მაგალითად, ცოლი, იმის ნაცვლად, რომ ყველა სხვა კავალერი ჩამოიშოროს, ერთ დღესაც შეიძლება რომელიმე მათგანთან წავიდეს და ქმარი სრულ გაუგებრობაში დატოვოს, რატომ არის სამყარო ასეთი სასტიკი.

კონსტრუქციულ ვარიანტში, ამ პარტნიორს შეუძლია დამეხმაროს საკუთარი როლებისა და თამაშების მანკიერი მხარეების გააზრებაში და როგორც კი ამას მოვახერხებ, მხოლოდ მაშინ შევძლებ ჩემი მიმდინარე განსხეულების მისიისკენ ამაღლებას.

ეს სინასტრიული კვეთა უზარმაზარ სექსუალურ მიზიდულობაზე მეტყველებს. სახლი პლუტონს უზომოდ ქარიზმატულ და მისტიურად სექსუალურ პერსონად აღიქვამს, რომელიც შემოქმედებითად თვითგამოხატვის სურვილს უღვივებს, რაც მნიშვნელოვნად განავითარებს მის თავდაჯერებას. თუ ამ წყვილს შვილები ჰყავთ, ორივე ძლიერ იქნება ჩართული მათ აღზრდასა და დაცვაში.

ნეგატიურ ვარიანტში, შესაძლოა საპაექრო გარემო შეიქმნას, თუმცა კარგია ეს თუ ცუდი, ამაზე დამატებითი ასპექტები მეტყველებენ. პლუტონი შეიძლება სახლის თვითგამოხატვას ზღუდავდეს და ყოველთვის ყურადღების ცენტრში მოსაქცევად იბრძოდეს. დამატებითი სიგნიფიკატორების შემთხვევაში, პლუტონი შეიძლება სახლით შეპყრობილადაც იქცეს. ნებისმიერ ვარიანტში, მიზიდულობა ძალიან ძლიერია და რთულად ექვემდებარება კონტროლს.

 

მომზადებულია ავესალომ პადვოდნისა და სხვა ავტორების მასალებზე დაყრდნობით.


About Qet

Scroll To Top