2013 წლის წარმატებული პერიოდები

2013 წლის წარმატებული პერიოდები

2013 წელი მთლიანობაში მრავალფეროვანი იქნება. პირველ რიგში, თავად გველის წელი მოსაწყენი არასდროსაა და სირთულეებთან, მნიშვნელოვან ცვლილებებთან, გარდატეხასთან არის დაკავშირებული. ამავე დროს, გამარჯვების პლანეტა იუპიტერი, თითქმის მთელი წლის განმავლობაში შავ მთვარესთან იქნება შეერთებული.

ამ წლის წარმატების ელემენტი (წყალი) კონფლიქტშია სიცოცხლის ელემენტთან (ცეცხლი). ყველაფერი ეს კი ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოქმედებს და წარმატების მიღწევას ოდნავ აფერხებს.

 რა თქმა უნდა, წლის განმავლობაში იქნება ისეთი მომენტებირომელთა დროსაც წარმატების მიღწევის შანსი იმატებს. ასე, რომ გამოიყენეთ ეს პერიოდები და დაიჭირეთ წარმატება

ზოგადად, წლის პირველი ნახევარი (თებერვლიდან ივლისამდე) წარმატებული იქნება შემდეგი  ნიშნებისთვის: ვერძი, ტყუპები, ლომი, სასწორი, მერწყული. ხოლო ივლისის თვიდან ნოემბრამდე: კუროს, კირჩხიბის, ქალწულის, მორიელისა და თევზებისათვის. მშვილდოსნებისა და თხის რქებისთვის მეტნაკლებად წარმატებულია.

ზოდიაქოს ნებისმიერი ნიშნისთვის წარმატების მიღწევის პერიოდები:

21 იანვრიდან 23 თებერვლამდე კარგი პერიოდია მსხვილი ბიზნესისა და პოლიტიკის სფეროებში საქმიანობისათვის. განსაკუთრებით წარმატებულია ეს დრო  მორიელთათვის. ყველაზე წარმატებულ დღედ კი 1 თებერვალი ითვლება, რადგან ამ დღეს ორი პლანეტის დადებითი ენერგიები აორმაგებს წარმატების მიღწევის შანსს.

2-13 ივნისის შუალედში ახალი საქმეების წამოწყების ნაცვლად, ძველი, მოუგვარებელი საქმეების დასრულება აჯობებს.

24 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე თამამად შეგიძლიათ ახალი გზების გამოძებნა და მათი საშუალებით წარმატების მიღწევა სცადოთ. ყველა ასეთი წამოწყება წარმატებით დასრულდება.

8 თებერვლიდან 13  მარტის ჩათვლით უფრო მეტად გაუმართლებთ ფსიქოლოგებს, მისტიკოსებს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც დაინტერესებულები არიან სულიერი განვითარებითა და საკუთარ თავში ახალი, უნიკალური შესაძლებლობების, უნარების აღმოჩენით.

4-13 მარტის პერიოდში წარმატების პლანეტა იუპიტერიც ხელს შეუწყობს სულიერ ძიებასა და რელიგიების შესწავლას.

12 მარტიდან 19 აპრილამდე წარმატებული იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ახლის დაწყების, ინიციატივის გამოჩენის არ ეშინიათ; ასევე, სპორტსმენებისა და სამხედრო პირებისთვის. კარგი იქნება, თუ ენერგიას დადებითი კუთხით მიმართავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტების ალბათობა მოიმატებს

წლის დასაწყისიდან 17 მაისამდე საუკეთესო პერიოდია პარტნიორულ ურთიერთობებში ჰარმონიის აღსადგენად, გასამყარებლად. ამ პერიოდში ურთიერთობებში განსაკუთრებით ფასდება ისეთი თვისებები, როგორიცაა ნდობა, თავის მიძღვნა, პატიოსნება. იგივე ეხება საქმიან ურთიერთობებს. შეთანხმებების წარმოება, ხელშეკრულებების გაფორმება წარმატებით დასრულდება.

17 მაისიდან 16 დეკემბრამდე წარმატებულია ეზოთერიკოსებისა და იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც გარისკვის არ ეშინიათ.

დეკემბრის ბოლოს მოსალოდნელია საზოგადოებამ მეტი ყურადღება მიაქციოს  იდეოლოგიურ სიტუაციებს. ამ პერიოდში გაადვილდება განსხვავებული კულტურისა და რელიგიის ადამიანებს შორის კომუნიკაცია, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოგზაურობები წარმატებით დასრულდება.

პლანეტების ხელსაყრელი მდებარეობა იქნება 7 ივნისიდან აგვისტოს დასაწყისამდე, რაც სამყაროში უფრო მეტ ჰარმონიას შემოიტანს და მსოფლიო მასშტაბით სიტუაცია უფრო მეტად სტაბილური გახდება. წარმატებული პერიოდი იქნება საქმეებისთვის, რომლებიც ბიზნესის, ოჯახის და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 7 ივნისიდან აგვისტოს დასაწყისამდე პერიოდი, ერთერთი საუკეთესო პერიოდია, რომლის დროსაც კრიზისისა და სტრესისგან დასვენებას შეძლებთ.

შემოდგომაზე (19-27 ოქტომბერი) გაუმართლებთ მათ, ვისაც შეუძლია გარისკვა და წინასწარ ნაბიჯების გათვლა. ასევე, წარმატებული იქნება ფინანსისტების, მისტიკოსებისა და ექსტრემალური პროფესიის მქონე ადამიანებისათვის.

განსაკუთრებით შეგვიძლია გამოვყოთ 24 ოქტომბერი-22 ნოემბრის პერიოდი, როდესაცმორიელების დროდგება, ანუ  მზე მორიელის ნიშანში გადადის. გაუმართლებთ სულიერად ძლიერ ადამიანებს, რომლებსაც სიძნელეების არ ეშინიათ.

და ბოლოს, 13-22 ნოემბერის შუალედში, განსაკუთრებით წარმატებული პერიოდია მათთვის, ვინც დაინტერესებულია სულიერი განვითარებით, ეზოთერიკით, მაგიით, ასტროლოგიით.

წყარო: ორაკული

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top