რეტროგრადული მერკური თხის რქაში

რეტროგრადული მერკური თხის რქაში

ეს ინდივიდი ძალზედ ღრმა, გაწონასწორებული მოაზროვნეა. ერთხელ დაშვებულ შეცდომასაც სიღრმისეულად იკვლევს და აანალიზებს, პერსპექტივის დიდი შეგრძნებით.  შეცდომის გააზრების შემდეგ, ის კვლავ უახლოვდება მსგავსი კონსტრუქციის წყაროს და ისიც შეუძლია ამჯერად სწორად აამუშავოს.

ახალგაზრდულ წლებში ის ყველაფერს დაძაბულად აკეთებს, მაგრამ სწორედ ამის წყალობით აღწევს ბევრს მოგვიანებით. მას ძალიან უჭირს თვითგამოხატვა, რადგან ზედმეტად დაძაბულად ცდილობს გაამახვილოს ყურადღება ზუსტ ცოდნაზე. ამიტომ, ის მხოლოდ მნიშვნელოვან და სერიოზულ ან მხოლოდ საღ და კეთილგონივრულ თემებზე საუბრობს.

მას არ უყვარს სპონტანურად ცხოვრება, რადგან ურჩევნია ჰარმონიაში იყოს საკუთარ აზროვნებით შტამპებთან, ვიდრე გარესამყაროს ბუნებრივი დინებები აკრავდეს. აბსოლუტურად ყველა საქმეში ის ცდილობს დაინახოს საბოლოო შედეგი, სანამ იმ ნაბიჯებზე ფიქრობს, რომელიც მიზნის მისაღწევად დასჭირდება. ამრიგად, ის ძალიან პრაგმატული და პრაქტიკული ადამიანია.

ადამიანს ამ ცხოვრებაში მოყვება ცოდნა, როგორ მიაღწიოს მატერიალურ (ხილულ) მიზნებს. მან იცის, რა ზომები უნდა მიიღოს, რომ რაღაც არსებითად მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენოს. ის მუდმივად ქექავს თავის წარსულ ცოდნას, რომ სხვებს გადასცეს _ მათ, ვინც ყოველთვის მარტივ გამოსავალს ეძებს სიტუაციიდან.

მისი გაგება მოწიფულ ასაკში უფრო ადვილია_ მას შემდეგ, რაც მისი აზროვნება გამოხატვის შესაბამის ფორმას  იპოვის ტრადიციულ საზოგადოებაში. ცხოვრების პირველ ნახევარში, როდესაც ადამიანი საკუთარი თავის სიღრმეებში იძირება, მას შეიძლება მოუწიოს პარანოიდული პერიოდების გადატანა. მიუხედავად ამისა, ის მოახერხებს  უკან დასაბრუნებელი გზის პოვნას.

მისთვის ყველაზე რთული პიროვნული ურთიერთობებია, რადგან სხვა ადამიანები ხშირად კარგავენ მოთმინებას იმ ყველაფრის მიმართ, რის აშენებასაც ეს ინდივიდი ცდილობს. თუმცა ამ პოზიციის ყველაზე ძლიერი მხარე, რომელიც III ფაზაში იქმნება, წარსულში კრისტალიზებული აზრების განჭვრეტაა, რასაც წარმატებით გამოიყენებს მომავალი მშენებლობისთვის.

 

მარტინ შულმანი „კარმული ასტროლოგია“


About Qet

Scroll To Top