Category Archives: პროგნოზირება

ტრანზიტული მთვარე ტყუპებში

მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე ტყუპებში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე ტყუპების ნიშანს გადის. დადებითი კუთხით: კომუნიკაბელურობა, ცნობისმოყვარეობა, სწრაფი აზროვნება და რეაქციები, დინამიური ცხოვრების რიტმი, ინფორმაციის მოძიების სურვილი. უარყოფითი კუთხით: ზედაპირულობა, გაფანტულობა, ჭორაობა, ენერგიისა და დროის ფუჭად ხარჯვა. მთვარის ტყუპებში ყოფნის პერიოდში ცხოვრების რიტმი, სიახლეების გაზიარება მატულობს, ერთდროულად რამდენიმე საქმე ჩნდება. გაზიარებისა და ვინმესთან საუბრის სურვილი მატულობს. მეტი მნიშვნელობა ენიჭება სიტყვებს, აზრებს, გადაცემას, კონტაქტებს. იუმორი რთული სიტუაციების დაძლევაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია სწავლისთვის, გამოცდების ჩაბარების, სამეცნიერო საქმიანობის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური შრომისთვის. ინფორმაციის მოძიებისა და შეგროვებისთვის, საქმიანი და ახლობლებთან მიმოწერისთვის, პედაგოგიური საქმიანობისთვის. კომერციისა და კოოპერატიული საქმიანობისთვის, ნებისმიერი ... Read More »

ტრანზიტული მთვარე კუროში

მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე კუროში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე კუროს ნიშანს გადის. დადებითი კუთხით: სტაბილურობის განცდა, პრაქტიკულობა, გონივრულობა,  ესთეტიური აღქმა,  რეალური ხედვა, სიმშვიდე. უარყოფითი კუთხით: სიზანტე, სიზარმაცე, სიჯიუტე, კონსერვატულობა, პასიურობა, ინერტულობა, ყველაფერი ახლის მიმართ უნდობლობა. მთვარე კუროს ნიშანში ითხოვს საფუძვლიან, გონივრულ და აუჩქარებელ მოქმედებას. გამძაფრებულია დაგროვების ინსტიქტი, კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის. ამ პერიოდში განწყობა მშვიდია. შეგვიძლია სუფთა ჰაერზე გავისეირნოთ, ბუნებასთან ვიკონტაქტოთ, გემრიელი კერძები დავაგემოვნოთ. პრაქტიკული გადაწყვეტილებები მივიღოთ. გრძნობებისა და ფიზიკური სხეულის მიმართ ყურადღება მატულობს. მივისწრაფით სტაბილურობისკენ, სიმშვიდისკენ. უარყოფითი კუთხით – არაფრის კეთებისკენ. ნაკლებად ვრისკავთ. შეგვიძლია საქმისგან სიამოვნება მივიღოთ – შეასრულეთ ის საქმეები, ... Read More »

ტრანზიტული მთვარე ვერძში

მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე ვერძში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე ვერძის ნიშანს გადის. დადებითი კუთხით – ენერგიულობა, აქტიურობა, ინიციატივის გამოჩენა, გამბედაობა. უარყოფითი კუთხით – იმპულსურობა, კამათისკენ მიდრეკილება; საქმეების შუა გზაზე მიტოვების ტენდენცია. მთვარე ვერძში ადამიანებს უბიძგებს დაუყოვნებელი მოქმედებების, მოუთმენლობის, სულსწრაფობის,  დაუფიქრებლობისა და  სასურველის ძალდატანებით მიღებისაკენ. იზრდება კამათის (ჩხუბის) ალბათობა, განხეთქილებები ურთიერთობაში,  გაუფრთხილებლობის გამო ტრავმების მიღების საშიშროება,  ძლიერდება ცნობისმოყვარეობა. აქტიურდება ისეთი თვისებები, როგორიცაა ენერგიულობა, სიმამაცე, გულწრფელობა, სამართლიანობა. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ სიტყვების მიმართ. ეცადეთ მოერიდოთ კონფლიქტურობას, უხეშობის გამოვლენას, უტაქტობას.  შეინარჩუნეთ სიმშვიდე. საჭესთან სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ. მაღალია ავარიების, ხანძრის, ტრავმების მიღების ალბათობა. იყავით აქტიური, ივარჯიშეთ. თუმცა ... Read More »

მთვარის ფაზები

Read More »

პროგნოზირების (ტრანზიტული) რუკის შედგენა

პროგნოზირებისთვის (ტრანზიტებისთვის) პირად რუკას დარდება ახლანდელი ან რომელი დღეც გაინტერესებთ, იმ დღის პლანეტარული მდგომარეობა. ტრანზიტული რუკის შესადგენად: 1. ჯერ შეადგინოთ მხოლოდ ერთ-ერთი პარტნიორის რუკა (იხილეთ პირადი  რუკის შედგენა ზეტში  გვინდა მხოლოდ პირველი 2 პუნქტი, ანუ რუკის შედგენა). 2. შემდეგ დააწკაპუნეთ  სურათზე მითითებულ ადგილზე (N1 მოქმედება) და ჩამონათვალიდან დამატებით აღნიშნეთ транзит (აღნიშნული უნდა იყოს натал და транзит)  (N2 მოქმედება).  ავტომატურად მეორე რუკად “ჯდება” ამჟამინდელი პლანეტარული მდებარეობები, დააწკაპუნეთ მითითებულ ადგილზე (N3 მოქმედება) და გადახვალთ მასზე. შეიყვანეთ იმ დღის მონაცემები (რიცხვი, თვე, წელი, საათი, ადგილი სადაც ცხოვრობთ), რომელ დღეზეც გაინტერესებთ და დააჭირეთ “выполнить” -ს. პ.ს. არ დაგავიწყდეთ GMT დროის გასწორება. და თქვენ მიიღებთ ... Read More »

Scroll To Top