(17 იანვარი; 15 თებერვალი; 13 მარტი; 11 აპრილი; 9 მაისი ; 7 ივნისი ; 5 ივლისი ; 3 აგვისტო ; 1 სექტემბერი)
10 აგური კურთხევის, დალოცვის კარტია.
ის ითვლება მატერიალური კეთილდღეობის კარტად, თუმცა ყველა ვერ დაიკვეხნის კარგი მატერიალური მდგომარეობით.
ისევე, როგორც სხვა ათიანები, 10 აგურიც გამოირჩევა სტაბილურობით. მათ, ყველას თან სდევთ იღბალი, ამასთან დაზღვეულნი არიან დანაკარგებისგან, მაგრამ იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოს, მათ უნდა ჰქონდეს საკუთარი ბიზნესი. ამ ადამიანებს შეუძლიათ უხელმძღვანელონ ნებისმიერი მასშტაბის კომპანიებს.
ამ კარტის წარმომადგენლებს შესაძლოა ახლობლებისგან ან ნათესავებისგან მემკვიდრეობაც დარჩეთ.
10 აგურს სხვებისგან განსხვავებით ძალიან უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა.
ბედის კეთილგანწყობით განებივრებულნი თითქოს მოწყალე ადამიანები უნდა იყვნენ, მაგრამ ეს ასე არ არის. თუ 10 აგური მხოლოდ მატერიალური ფასეულობებიისკენ მიილტვის, მაშინ ის სხვების პრობლემების მიმართ გულგრილი ხდება. თუმცა საბედნიეროდ ეს ყველას არ ემართება. თუ ეს ადამიანები მოუსმენენ თავის ინტუიციას, მაშინ შეძლებენ ემსახურონ მთელ კაცობრიობას, მათ ამისთვის საკმარისი ცოდნა, ტანალტი და საშუალებები აქვთ.
ყველა ათიანის შემთხვევაში არის ალბათობა, მასტის შესაბამისი ამოცანების გატაცებაში გადაამეტონ, 10 აგურის ამოცანა ამ შემთხვევაში ფულის გამომუშავებას შეეხება. თუ მან გადაამეტა შესაძლოა ძალიან ეგოისტ პიროვნებად ჩამოყალიბდეს.
მათ აქვთ შემოქმედებითი გონება, არჩეულ საქმიანობაში ყოველთვის წარმატებას აღწევენ. არ არსებობს ქვეყნად ისეთი რამ, რასაც ისინი ვერ გაუმკლავდებიან. სფერო, რომელზეც ძალისხმევას არ ზოგავენ – ფინანსები, საბანკო საქმე და საცხოვრებელი შენობების მშენებლობაა. თუ ეს ადამიანები წავლენ თავისი მსოფლხედველობისა და სულიერი განვითარების გზით სრულწლოვანი ასაკისთვის შიშები და ყოყმანი აღარ შეაწუხებთ.
10 აგურს სწყურია სიყვარულის განცდა, მაგრამ მას ტვირთად აწევს წინა განსხეულებების სიმძიმე, რომელიც ამ ცხოვრებაში გამოიხატება რთული განქორწინებითა და პარტნიორთან დაშორებით. წინა ცხოვერბაში სავარაუდოდ მათ არ შეეძლოთ სიყვარული, სხვის გრძნობებს გულწრფელად არ პასუხობდნენ და უსამართლოდ ექდცეოდნენ ახლობლებს. ამიტომ ახლა ერთხელ მაინც მოუწევთ მსგავსი სიტუაციის გადატანა, თუმცა აქ უკვე მათ მოექცევიან ასე, შესაძლოა ტკივილი მათ სწორედ წარსულიდან მოყოლილმა პარტნიორმა მოუტანოს, რაც სავსებით სამართლიანია.
იქედან გამომდინარე, რომ ამ „კარტს“ აქვს სიყვარულის დიდი მოთხოვნილება, პირად ურთიერთობებში პირველ ნაბიჯს თავად დგამს, მაგრამ იქამდე მან უნდა შეძლოს თავისი მღელვარე ნატურის მოთოკვა.
არც ისე იშვიათად ამ ადამიანებს უწევთ პირადი საჭიროებების მსხვერპლად გაღება რათა დაეხმარონ ძვირფას ადამიანებს. ამ პრობლემის გადაწყვეტისას აცნობიერებენ, რომ მათი საქციელი მხოლოდ წაადგა სიტუაციას. 10 აგურის წარმომადგენელმა ქალბატონებმა ურთიერთობები კარიერაზე მაღლა არ უნდა დააყენონ. იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა, როცა პარტნიორი მათ იდეალურად ეთავსება. სასიყვარულო სფეროში ასეთ ადამიანებს სირთულეები არ აკლიათ და ყველაფრის თავი მათი მერყევი ბუნებაა.
ყველა 10 აგური კარგად ეთავსება გულის მასტს, აგურის მასტთან მშვენივრად მეგობრობენ. ქალბატონები განსაკუთრებით კარგად ეწყობიან ჯვრის მასტის მამაკაცებს.
10 აგური შესაძლოა სხვადასხვანაირი იყოს: ერთ შემთხვევაში შეიძლება სჯეროდეს, რომ სამყარო მის გარშემო ბრუნავს, მეორე შემთვევაში შესაძლოა იყოს მოწყალე და კეთილი, ან შესაძლოა ეგოისტ, ჩაკეტილ ადამიანს შეხვდეთ, რომელიც თავის თავზეა მხოლოდ ორიენტირებული. ასეა თუ ისე, ყველა მათგანს თავის თავი მნიშნელოვანი და უნიკალური ადამიანი ჰგონია. პირად ურთიერთობებში მათ უწევთ კომპრომისებზე წასვლა, პარტნიორის სურვილების მოსმენა და გათვალისწინება. ადრე თუ გვიან ამ ადამიანებს მოუწევთ გადაწყვიტონ ვის უნდა მიუძღვნან სიყვარული – პარტნიორს თუ თავის თავს. ეს არც ისე მარტივია და შესაძლოა საკმაოდ მტკივნეული განოშრებით დასრულდეს. ერთი მხრივ პარტნიორი ჩანს დამნაშავე, თუმცა სინამდვილეში მთელი პასუხისმგებლობა 10 აგურს აწევს. მისთვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია და განშორების შედეგად ის ამას აღწევს კიდეც.
ამ ადამიანების ყველაზე დიდი მიზანი მხოლოდ ფულის დაგროვება არ არის. მათი მისიაა გადასცენ სხვა ადამიანებს ცოდნა და სიყვარული. ისინი ვინც თავის ამ ფარულ მხარეს გააცნობიერებენ, შეძლებენ მიაღწიონ უმაღლეს მწვერვალებს როგორც პირად, ასევე პროფესიულ განვითარებაში.
მერკურის ასაკში (13 წლამდე) მათ უწევთ თავის თავზე მუშაობა (საკმაოდ წარმატებით).
ვენერას ასაკში (13 – 26 წლამდე) შეყვარებულობის ხანა და ოცნება ოჯახზე.
მარსის ასაკში ( 26 – 39 წლამდე) დიდი ფულის შეძენის სურვილი აქვთ.
იუპიტერის პერიოდში (39 – 52 წლამდე) ოცნებობენ ფუფინებასა და კომფორტში ცხოვრებაზე (პრინციპში ამ პერიოდში უნდა ჰქონდეთ კიდეც).
სატურნის ასაკში (52 – 65 წლამდე) არ არის გამორიცხული იმედგაცრუებები სასიყვარულო ფრონტზე. მოუწევთ პირადი ურთიერთობების გადახედვა.
რჩევა- ნუ იქნებით ორიენტირებული მხოლოდ მატერიალურზე.
წყარო: ნაინა ვლადიმიროვა
ავტორი: ქეთი ოდიშელი