მთვარის და ვენერას შეერთება

მთვარის და ვენერას შეერთება

ავესალომ პადვოდნი

მთვარის შეერთება :

 „პირადი ეგოიზმის ვიწრო ჩარჩოები ხელს მიშლის სამყაროს მთლიანად  მოხმარებაში

მთვარესთან შეერთება პლანეტას ადამიანის ქვეცნობიერ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობის საშუალებას აძლევს. სუბიექტი ძალიან ინტიმურად არის დაკავშირებული მოცემული პლანეტის პრინციპებთან, რომლითაც შეფერილია მისი შინაგანი მოთხოვნები, განსაკუთრებით ცხოვრებისეული და სოციალური. ასპექტის დამუშავების დაბალ დონეზე, და საერთოდ დაუმუშავებელი მთვარის ადამიანებისთვის, მთვარე ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი სხვა პლანეტა (ცხოვრებაში „ეგოს“ პრინციპი დომინირებს). მთვარესთან შეერთებული პლანეტები მის პრინციპებს საკუთარ პროგრამებში რთავენ და პარაზიტული მოხმარების პროგრამებად აქცევენ. მაგალითად, მთვარისა და ვენერის შეერთებისას, ადამიანი სილამაზით, სიყვარულითა და სოციალური კონტაქტებით ტკბება, მაგრამ მასთან კონტაქტის შემდეგ ადამიანებს (განსაკუთრებით კი მათ შეყვარებულებს) საკმაოდ დიდი დრო სჭირდებით ენერგიის და კაცობრიობის რწმენის აღსადგენად. ასეთი „ხელოვნებათმცოდნე“  უხეშად აცლის ხელოვნების ნიმუშებს დამცავი ენერგიის შრეებს, რის შედეგადაც ის ერთფეროვნების ობით იფარება  და შეიძლება საერთოდ დაიღუპოს კიდეც. აქ აბსოლუტის შემოქმედებითი მომენტი ადამიანის პრეტენზიულ გემოვნებაში ვლინდება, ან გარემოებებში, რომელიც თავად სუბიექტს შთანთქავს.

მთვარესთან შეერთების ასპექტის დამუშავება ძლიერ დახვეწილობას იძლევა, ხშირად იმ საკითხების მოულოდნელ აღქმასაც, რომელიც პლანეტის პრინციპებთან არის დაკავშირებული. ნებისმიერი პლანეტის პრინციპი დროსთან (და მთვარის დამუშავებასთან) ერთად ცხოვრებისეულ მოთხოვნაში გადადის, სამაგიეროდ, ნატივს პლანეტის უმაღლესი პრინციპების ადამიანებისთვის გადაცემაში ეხმარება. უმაღლეს დონეზე ის შეიძლება იყოს საზოგადოებრივი მოღვაწე ან წინასწარმეტყველი, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ნაციის კარმასთან.

 

ვენერას შეერთება:

საზოგადოებისთვის სარგებლის მინიჭება, მხოლოდ  მისგან წინასწარ გამიჯვნით შეიძლება

ვენერასთან შეერთება პლანეტას ძლიერ სოციალურ და ესთეტურ აქცენტებს ანიჭებს. დაბალ დონეზე, პლანეტისგან მართულ სფეროებში, ადამიანი ესთეტურად ახირებული და სოციალურად დეტერმინირებული იქნება. მაშასადამე, საზოგადოებრივი აზრი და „სხვები ასე იქცევიან“ პრინციპი მისთვის გადამწყვეტი ფაქტორები აღმოჩნდება. ამიტომ, ლოგიკურია, რომ პლანეტას ძალიან გაუჭირდება სოციალური კლიშეებისგან განთავისუფლება, რაც მას სასაცილო დოგმატიზმისა უბიძგებს, როდესაც ადამიანი სოციალური შტამპებით სარგებლობას ცდილობს ამისთვის აბსოლუტურად შესაბამო სიტუაციებში, სადაც ვლინდება კიდეც აბსოლუტის შემოქმედების ხელწერა.

ვენერასთან შეერთების კიდევ ერთი თვისებრივი გამოვლენა აქცენტირებული სიყვარულია, თუმცა არა აუცილებლად ეროტიული სიყვარული. ასპექტის დამუშავება ღვთაებრივ სინათლეს მოჰფენს პლანეტის ყოველგვარ გამოვლინებას. დაბალ დონეზე, ადამიანი პლანეტის გამოვლენას ვერ აღიქვამს, თუ მას სიყვარულის ან სოციალური ყურადღების მოზრდილი ულუფაც არ ახლავს თან, თუმცა კარმულად ის ვალდეულია არა იმდენად მიიღოს, არამედ გასცეს სიყვარული შესაბამის სფეროებში.

მაგალითად, ბავშვს, ვენერა-სატურნის შეერთებით რადიქსში, სისტემატურ მეცადინეობას მხოლოდ დაყვავებით და მოფერებით უბიძგებთ, მაგრამ არასდროს იძულებით და მუქარით. ასეთ შემთხვევაში, ის კუთხეში მიიყუჟება და შეიძლება ატირდეს კიდეც.

დაბალ დონეზე, ვენერა ადუნებს პლანეტას, რაც იმით გამოიხატება, რომ, პლანეტის შესაბამის სფეროებში, ადამიანს სოციალურ პარაზიტად და დახვეწილ ეგოისტად აქცევს. სამაგიეროდ, დამუშავების შემთხვევაში, ეგოიზმი გზას დაუთმობს ადამიანებისთვის მსახურების მოთხოვნას. მაგალითად, ვენერა-მთვარის დაუმუშავებელი შეერთება ღორმუცელა გურმანს მოგვცემს, რომელსაც მხოლოდ საკუთარი კუჭი ადარდებს, მაგრამ ამ ასპექტის დამუშავებით, შეიძლება მივიღოთ ბრწყინვალე კულინარი, რომელიც კერძს იმდენად ლამაზად აფორმებს, თითქოს მხატვრული გამოფენაზე გაჰქონდეს; იგივე ეხება მის სექსუალურ ცხოვრებასაც.

 

 

საბავშვო ჰოროსკოპი

თქვენი პატარა ძალიან კეთილი და მომხიბვლელია. მასში მკაფიოდ გამოხატულია შემოქმედების და ემოციური ურთიერთობების მოთხოვნა. ის ძალიან ემოციური და მგრძნობიარეა, განსაკუთრებით მძაფრად რეაგირებს სილამაზესა და ჰარმონიაზე, რასაც მშვენივად გამოხატავს შემოქმედებიტად. ნეგატიურ ვარიანტში შეიძლება იყოს ბუტია, კაპრიზული და განებივრებული.

დედა-შვილი ერთმანეთს ეხმარებიან ხელოვნების სფეროში. ამ ბავშვისთვის დედა და სილამაზე სინონიმებია.

 

 

Het Monster

სილამაზისა და ჰარმონიის ძლიერი ემოციური  აღქმა. ხშირად ეს ხელოვნებისადმი მისწრაფებით ვლინდება. აქვს სტილის შინაგანი შეგრძნება. ნიჭიერი მზარეულია. მიდრეკილია გადამდები (განსაკუთრებით ვენერიული) დაავადებებისკენ. ცვალებადია. კარგ ჰოროსკოპში_მგრძნობიარობა, ტაქტი, გულითადობა. თ შეერთებას სხვა ასპექტი აზიანებს _ შეიძლება იყოს ქედმაღალი, მისი გრძნობებით ბოროტად ისარგებლონ. მამაკაცის ჰოროსკოპში_ცოლის ძლიერი გავლენა ბედისწერაზე.

 

კატრინ ობიე

ვენერასა და მთვარის შეერთება გულისხმობს ორი საპირისპირო მიდრეკილების შერწყმის სურვილს. ეს არის ოჯახური, ემოციური(მთვარე) და ხორციელი, მიწიერი(ვენერა) სიყვარულის შეთავსებისკენ სწრაფვა. ეს კეთილი და სალმიანი ადამიანია. ცხოვრების ბედნიერი წუთები და ამქვეყნიური სიხარული მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მთელი ძალებით შეეცდება, გზიდან ჩამოიცილოს ყველაფერი, რასაც შეუძლია,ხელი შეუშალოს ამ სურვილების დაკმაყოფილებაში, დაურღვიოს ჰარმონია და წონასწორობა სიყვარულში.

 

ფრენსის საკოიანი

სასარგებლო ურთიერთობა ქალებთან. ბედნიერი და წარმატებული რომანტიული კავშირები.  დახვეწილი დიპლომატები.

 

სერგეი შესტაპალოვი

მთვარის და ვენერას დადებითი ასპექტები(ტრინი/სექსტილი)

იძლევა სიკეთეს, სინაზეს, ალერსიანობას, თანაგრძნობას, გულმოწყალებას, სულიერ სირბილეს, ტაქტიანობას, თვინიერებას.  ეს მეტად სიმპათიური, უზომოდ მომხიბლავი და მომაჯადოებელი ადამიანი თითქმის ყოველთვის  სადღესასწაულო განწყობაზეა. ნიჭიერი შემოქმედია, კარგად ამზადებს კერძებს. ქალები დახვეწილი გემოვნებითა და ელეგანტურობით გამოირჩევიან. მამაკაცებს იღბლიან სიყვარულს და ბედნიერ ქორწინებას უქადის.

ნეგატიური მხარე _ უუნარობა ბოროტებასთან დაპირისპირება. მათ არ შეუძლიათ რამე შეცვალონ სამყაროში, რადგან ძალაინ არ უყვართ ბრძოლა. შესაძლოა დამახასიათებელი იყოს ქარაფშუტობა, დაუდევრობა. მამაკაცებში ქალურობით (მანერულობით) ვლინდება.

 

მთვარის შეერთება ან დაძაბული ასპექტები(კვადრატი/ოპოზიცია) ვენერასთან

იმედგაცრუებები, სუსტი ნებისყოფა, პატივმოყვარეობა, ინფანტილურობა, უდარდელობა, ავხორცობა, გარყვნილება, ახირებულობა. არასტაბილური გრძნობები. შური და ეჭვიანობა. მამაკაცებში_ძალიან სუსტი ნება.

დადებითი მხარე: მსგავსი ასპექტი სულიერ სიმდიდრეს მატებს. ადამიანს შეუძლია მსხვერპლად გაიღოს პირადი ინტერესები. მას კარგად ესმის და თანაუგრძნობს სხვების განცდებს და ყოველთვის სრულყოფისკენ ილტვის.

 

 

მთვარის და ვენერას ასპექტების ზოგადი მიმოხილვა

განიჭებთ შინაგან მომხიბვლელობას. ეს ყოველთვის პირდაპირ გარეგნული სილამაზეს არ გულისხმობს, მაგრამ, დადებითი ასპექტების შემთხვევაში, გარშემომყოფებს  გაუცნობიერებლად მოსწონხართ.

ვენერა მთვარის ნებისმიერი ასპექტი იძლევა სიყვარულს ფუფუნების მიმართ. თუ ეს ნეგატიური ასპექტებია, მაშინ გამოვლინდება გადაჭარბებული სიყვარული სიმდიდრისადმი. რამდენადაც მთვარე ემოციებია,ხოლო ვენერა ემოციების გარეგნულად გამოხატვა, ნეგატიური ასპექტები გამოიწვევს გრძნობების არაადეკვატურ, არასწორი ფორმებით გამოვლენას.

იმავდროულად, თქვენ შეიძლება თავს გრძნობდეთ არაპოპულარულ, უსარგებლო ადამიანად იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ასე არ არის. როგორც ცნობილია, ვენერა ფულისა და საკუთრების მმართველია, თქვენი ინსტინქტები(მთვარე) არც ისე დადებითად წაადგება მას, თუ რუკაში მათ შორის უარყოფითი ასპექტებია. თქვენ შეიძლება იყოთ მფლანგველი. აუცილებლად უნდა აიძულოთ საკუთარი თავი,უფრო ეფექტურად მართოთ საკუთარი ფინანსები.

თქვენთვის დამახასიათებელი იქნება თანდაყოლილი სიყვარული ისტორიის და საკუთარი წარსულის მიმართ. დიდად აფასებთ ცხოვრების ფსიქოლოგიურ და ემოციურ მხარეებს. თქვენთვის წარმატებული იქნება საჯარო მოღვაწეობა. ძლიერი შინაგანი მგრძნობიარობა გაქვთ, რაც პუბლიკას მოსწონს, ითხოვს და სჭირდება. და რა თქმა უნდა, თქვენ გაფასებენ თბილი და მოსიყვარულე ბუნების გამო.

 

 

სხვა წყაროები:

მთვარის და ვენერას შეერთებისას, ერთმანეთს ერწყმის ორი “ინური”(ფემინური) ენერგია. ეს არ არის ასპექტი, რომლიც პიროვნებას განსაზღვრავს, თუმცა მახასიათებელები საკმაოა, იმ შემთხვევაშიც, თუ დამალულია და ზედაპირზე არ ჩანს. ყოველი შეერთება მოდიფიცირდება იმ პლანეტების მიხედვით,რომლებიც ასპექტს ქმნიან. მთვარე ვენერას შემთხვევაში, მოდიფიცირების (განდაქმნის) ტენდენცია მეტად გაზრდილია, რადგან ორივე  გარესამყაროს ენერგიის შემეცნებასთან არის დაკავშირებული. ეს ძალიან სენსიტიური ადამიანია და მიუხედავად იმისა,რომ აუცილებლად “მარტივად ცვლადი” არ არის, იმდენად მგრძნობიარეა გარესამყაროს მიმართ, მისი ნაწილი ავტომატურად ეთანხმება გარემოებებს. ხილულად თუ მიჩქმალულად, ეს თვისება საკმაოდ ძლიერია და სათავეს იღებს დედასთან ურთიერთობის გამოცდილებით. გამომწვევი მიზეზების მიუხედავად, ეს გამოცდილება ერთგვარი გზავნილია ბაშვისთვის: „იმისათვის, რომ ბედნიერი იყო, საჭიროა სხვებს დაეთანხმო“. თუმცა სრულ სურათში ცხადია, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ასეთი ადამიანი მუდმივად განიცდის საჭიროებას, ადაპტირდეს სხვებთან. ისეთ ხალხთან, ვინც ირიბ გზებს იყენებს სხვების მოსახიბლად და სასურველის მისაღწევად. ან ისეთ ადამიანებთან, ვინც ყველაფერს გააკეთებს კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. შეიძლება პიროვნების დედა(ან დედის ფიგურა) იყენებდა მსგავს ქცევის მოდელს _ მიაღწიო სასურველს შარმის და არა პირდაპირი მოთხოვნის საშუალებით. ან შეიძლება იყო მორჩილი და ყოველთვის თითის წვერებზე დადიოდა, რომ თავი აერიდებიან კონფლიქტებისთვის. ამიტომ, შეიძლება ბავშვმა ადრეულ ასაკში აღმოაჩინა  იმისათვის, რომ მიეღო სასურველი(ძირითადად ყურადღება) დედისგან ყველაზე ეფექტური საშუალება ამისათვის იყო მომხიბვლელობა,თვალთმაქცობა ან სხვა ირიბი ტაქტიკა.

ასეთი ადამიანები ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ კრიტიკას და შეწინააღმდეგებას და როგორც წესი, დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავენ ამის თავიდან ასაცილებლად. ამ ასპექტის მქონე მამაკაცი განსაკუთრებულად მიმზიდველია სუსტი სქესისთვის, რადგან მისთვის დამახასიათებელია დიდი თანაგრძნობა ქალებისადმი. როგორც მინიმუმ, ძალიან რომანტიული და ნაზი ხასიათი აქვს და ქალები მასთან თავს კომფორტულად გრძნობენ. სხვათა შორის, ორივე სქესი, მთვარე-ვენერას შეერთებით, ძლიერ იზიდავს ქალებს.

მათ ძლიერ მიმზიდველი უხილავი აურა აქვთ. მიმზიდველობის ხასიათი განისაზღვრება იმის მიხედვით, რომელ ნიშანში ხდება შეერთება. თუ ეს მარსიანული ნიშნებია (ვერძი ან მორიელი), მომხიბვლელობა ნაკლებად თვალშისაცემია, მაგრამ მაინც არსებობს. საერთოდ, გარეგნობა და ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისთვის. აუცილებლად აქვთ ლამაზი, დახვეწილი და კომფორტული საშინაო გარემოცვის მოთხოვნილება. ძალიან უყვართ და მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ცხოველებთან. უაღრესად სენტიმენტალური და მგრძნობიარე ნატურა აქვთ. ძლიერ აქვთ განვითარებული ემპათიის უნარი. ვერ იტანენ სხვის ტკივილს და ტანჯვას. თუმცა მიუხედავად ამისა, სხვის გამო “ხელებს არ გაისვრიან” და ურჩევნიათ „გაჭირვებულებმა” თავად მოაგვარონ საკუთარი ემოციური პრობლემები და რთული სიტუაციები.

მთვარე განასახიერებს ჩვენს შინაგან საჭიროებებს. ვენერასთან შეერთებისას, პიროვნებისთვის სწორედ ვენერა ხდება საშუალება, დაიკმაყოფილოს შინაგანი ემოციური მოთხოვნები. თავის მხრივ, მთვარე არის საშუალება, დაიკმაყოფილონ ურთიერთობის მოთხოვნა. მთვარე ვენერას ასეთი ინტერაქციით, ურთიერთობის წადილი გადაიზრდება მოთხოვნაში. ადამიანი თავაზიან და ნაზ მიდგომას ძირითადად იმისთვის იყენებს, რომ დაიკმაყოფილოს საკუთარი ემოციური მოთხოვნები.

მთვარე ვენერას შეერთებისთვის ასევე დამახასიათებელია ძლიერი სიყვარული და მგრძნობიარე დამოკიდებულება კომფორტისა და საკვებისადმი, რაც ხშირად გაუმაძღრობაში გადასდით. ეს ადამიანები ჭამენ ან “შოპინგს” მიმართავენ, როდესაც თავს უბედურად გრძნობენ. ძალიან მნიშვნელოვანია, თავი აარიდოთ მსგავს ტენდენციას _ გამოიყენოთ ხორციელი სიამოვნება სიყვარულის ჩასანაცვლებლად.

ცნობილი ადამიანები,მთვარე-ვენერას შეერთებით: Anjelica Huston, Crystal Gayle, Clint Black, Glenn Close, Billy Crystal, Phil Donahue, Dick Clark, Brad Pitt.


ავტორი: Qet Adastra


About Kate

Scroll To Top