იუპიტერის კვადრატი სატურნთან

იუპიტერის კვადრატი სატურნთან

პროფესიაში გაუმართლებლობა

დამახასიათებელია: მცდარი შეფასებები ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში, გაუგებრობები სახლსა და სამსახურში. სირთულეები რელიგიებთან მიმართებაში, ზედმეტად ორთოდოქსულობა, კონსერვატორიზმი, მატერიალიზმი. მოუქნელობა. ავანტიურიზმი და არაკეთილგონიერება,  უგუნურობა, მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები, გაღიზიანება, კამათისკენ მიდრეკილება. ჯანმრთელობის კუთხით ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, ჰეპატიტი.

როდესაც მომგებიანი შანსები ჩნდება, საკუთარ ძალებში დარწმუნებული არაა ან საკუთარ თავზე  პასუხისმგებლობის აღება უჭირს.  დროს ცუდად ანაწილებს, არაპუნქტუალურია, არ შეუძლია თავისი საქმის ან დავალების სხვებამდე მიტანა.

ამ ასპექტის მქონე ადამიანი ხშირად დაქვემდებარებულ თანამდებობაზე მუშაობს, რუტინის მოყვარულია, მოსაწყენი ჩანს, თუმცა თავადაც გრძნობს ამ მოწყენილობას, არის მელანქოლიის, დეპრესიის პრობლემაც. ხშირად პროფესიონალური და ოჯახური პრობლემები დიდ სიმძიმედ აწევს, რაც არ აძლევს განვითარებისა და თავისუფლად მოქმედების საშუალებას.

ეს არის სიცოცხლისმოყვარე ადამიანის ტიპი, რომელიც ბრალს უყენებს საკუთარ თავს მხიარული ხასიათის გამო და ამასთან სასჯელის მოლოდინშია ან ეს არის დაუკმაყოფილებლობის განცდის ასპექტი. ადამიანის, რომელსაც შურს მათი, ვისაც ღამით მშვიდად სძინავს.

ძლიერი იუპიტერის შემეთხვევაში – ნაკლები დისციპლინირება და გამოცდილება.  ძლიერი სატურნისას – ინიციატივის უკმარისობა, მძიმე, მუხლჩაუხრელი შრომა, ადამიანს არ აქვს გასაქანი და სხვების შთაგონებისთვის საკუთარ თავში რწმენა აკლია.

ოპოზიცია, კვადრატურა: ადამიანი ერთის მხრივ გაურბის სირთულეებსა და ეძებს სიამოვნების წყაროს, მეორე მხრივ კი – მიდრეკილია განსჯისკენ, რომელიც სიმკაცრისა და თვითკონტროლის საფუძველზეა, ამგვარად ხასიათში ამ ურთიერთდაპირისპირების მსხვერპლად იქცევა.   გამომდინარე იქედან თუ რომელი პლანეტა დომინირებს რუკაში (ანგულარული თუ მმართველი პლანეტების კომბინაციით),  ის  რომელიმე ერთი თვისების საკეთილდღეოდ უარყოფს მეორეს,  მაგრამ ამასთან  ვერ შესძლებს მის სრულად „ამოძირკვას“ საკუთარი თავიდან.

აუცილებელია მოთმინებით მიზნისკენ სწრაფვის გამომუშავება, გადამეტებული ამბიციებისა და ზედმეტი ჭოჭმანის რეგულირება.

იუპიტერის კვადრატი:ჭეშმარიტ სიდიადეს არ სჭირდება მტკიცებულებები და საზომი

იუპიტერის კვადრატი პლანეტას ბევრს პირდება…სამწუხაროდ ამ დაპირებებით იზღუდება. პლანეტით მართულ სფეროებში ინდივიდი გრძნობს საკუთარ სიდიადეს, არამხოლოდ პოტენციურად, ფაქტობრივადაც, მაგრამ გარშემომყოფები იგივეს შესაძლოა ვერ ხედავდნენ ან ეჭვქვეშ აყენებდნენ, თავად ადამიანი კი შესაძლოა მისი სიდიადის და შესაძლებლობების გამოვლენას ვერ ახერხებდეს.

იუპიტერის კვადრატი პლანეტის მახასიათებლებს „აფართოვებს“, მაგრამ არა ისე, როგორც მის მფლობელს სურს: სხვა მიმართულებით, მისი სტილისგან განსხვავებულად ვლინდება. ეს კვადრატი იძლევა სიამაყის ცდუნებას, ზედაპირულობას, ადვილად იღებს იმას, რაც არ უნდა ან რაც მისი ევოლუციური განვითარებისთვის სასარგებლო არაა.

პლანეტის სფეროებში ადამიანისთვის დამახასიათებელია მუდმივი ინტერესი „მაღალი მატერიების“ მიმართ, ფილოსოფიური განხილვა და აბსტრაქტულ-რელიგიური მიდგომა, მაგრამ აინტერესებს იმ კუთხით, რა კუთხითაც მისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და საინტერესოა, მაგრამ ეს არაა იუპიტერული გამოვლინების ძვირფასი საჩუქარი და ითხოვს ძალის მინიმალურ გამოვლინებას.  მაგალითად, ვენერა-იუპიტერის კვადრატით შესაძლოა ინდივიდი დიდი რაოდენობით სიყვარულს იღებდეს, ერთი შეხედვით ლამაზი, საინტერესო და უჩვეულო იყოს, მაგრამ კონკრეტულ სასიყვარულო ურთიერთობაში პარტნიორზე მცირე ყურადღების მიქცევის ნაცვლად საკუთარი სილამაზის, დიდებულების, მიმზიდველობის შემჩნევით იყოს „დაკავებული“. ასეთი მიდგომა კი მარტოობის განცდას და სოციალურ, ემოციურ, სექსუალური კუთხით უიმედობის განცდას მოიტანს, მიუხედავად ამისა საკუთარ თავზე წარმოდგენა ოდნავადაც არ იკლებს.

კარმული მნიშვნელობით, ასპექტი ნიშნავს პლანეტის სფეროებში ფრთხილად და ყურადღებით მოპყრობის აუცილებლობას საჩუქრებისა და ბედის კარის გახსნის დროს. ინდივიდი უნდა მიხვდეს, რომ ისინი ხანგრძლივ მუშაობას სთავაზობს და სამყაროსთვისაა განკუთვნილი (არა თავად ინდივიდისთვის). დაბალ დონეზე პლანეტის სფეროებში მიდრეკილია მამაცი კეთილისმყოფელის როლის შესრულებისკენ, რაც ცუდად გამოსდის, რამდენადაც გამორჩენის გამო კეთდება ან შეუსაბამო, უსარგებლო დახმარებას სთავაზობს.  შედეგად მადლიერების ნაცვლად დაძაბულობას და უარყოფით შედეგებს იღებს.

დამუშავების შედეგად ინდივიდს საშუალება ეძლევა საკუთარი ბედის კარმულად სწორად წარმართვის, ცრუ შესაძლებლობებსა და ცდუნებებზე უარის თქმას სწავლობს, შეუფასებელ საჩუქრებს იღებს სულიერ გზაზე და სხვებში ანალოგიურ პრობლემას ხედავს. შედეგად სხვების მასავით გზაზე დაყენების უნარი ეძლება, სხვებს ანახებს მისი ცდუნებისა და ვნებების (განსაკუთრებით ქედმაღლობისა და სიამაყის) კარმულ როლს.

სატურნის კვადრატი: ევოლუციური კიბის საფეხურები ხალიჩით არაა დაფარული

სატურნის კვადრატი პლანეტის სფეროებში ადამიანს აყენებს საკუთარ თავში ჩაყვინთვისა და შინაგანი დისციპლინის გამომუშავების; მშვიდად, კონცენტრირებულად სიმართლის ძიების წინაშე. პრობლემა შემდეგში მდგომარეობს: ერთის მხრივ, ადამიანს იზიდავს პლანეტის პრინციპები, მისი სიღრმისეულად გაგება სურს, მეორეს მხრივ, ამის ოდნავ მცდელობაც კი ძლიერ წინააღმდეგობას აჩენს გარეგან და შინაგან დონეზე.

თავად შესწავლა რთულია, ნებისმიერ შემთხვევაში, იმაზე მეტ ზალისხმევასა და კონცენტრაციას ითხოვს, რამდენიც მოცემულ დროში ადამიანს არ გააჩნია; ამასთანავე ხელისშემშლელია გარეგანი და შინაგანი ქაოსური ძალა. შედეგად, რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ პლანეტის პრინციპები „იყინება“ და ინდივიდისთვის მიუღწეველი ხდება, რაც მას (ინდივიდს) დისჰარმონიულ სიტუაციაში აგდებს, რაზეც მისი არაცნობიერი განსხვავებუად რეაგირებს. მაგ: სხვადასხვა კომპლექსი და ნევროზი ჩნდება, რაც ადამიანს „იცავს“ პლანეტის პრინციპებით გააქტიურებული სიტუაციებისგან.

თუ კვადრატში პლანეტა სატურნზე ძლიერია, საკუთარი პრინციპების ნაწილით სატურნისეულ სფეროების შეცვლა შეუძლია. მაგალითად, განვიხილოთ ვენერა-სატურნის კვადრატი. ძლიერი სატურნის შემთხვევაში ვიღებთ უხეშობას სოციალურ კონტაქტებსა და სასიყვარულო ურთიერთობებში; ხოლო ძლიერი ვენერას შემთხვევაში – სოციალურ და სასიყვარულო კავშირებში განურჩევლობას.

სატურნის კვადრატი შეუძლებელს ხდის პლანეტის პრინციპების ძალდაუტანებელ გამოვლენას, ამ შემთხვევაში ინდივიდისგან მოითხოვება სიბრძნე და კარმული პროგრამის ზუსტი მიყოლა, რაც საკმაოდ ფაქიზი იქნება. სიტუაცია ჰგავს დიდი ცულით ხეზე ჩუქურთმის ამოჭრის მოთხოვნას. როცა ინდივიდი მუშაობას იწყებს, მისი ყოველი ქმედება უხეში, მოუხერხებელი და არადამაკმაყოფილებელია, მაგრამ სწავლის სურვილი და პატივმოყვარეობა შეიძლება დიდი ჰქონდეს, აქ უკვე მთავარია ინდივიდის შინაგანი პატიოსნება, თვითრეალიზების სურვილი და ევოლუციურ პროცესში მონაწილეობის სურვილი.

სატურნის კვადრატის დამუშავება ინდივიდს პლანეტის სფეროებში სიზუსტეს, სიბრძნეს, დანახვისა და სხვების დახმარების უნარს ანიჭებს (შესაბამისი უნარების განვითარებაში).

ჰეტ მონსტერი; კატრინ ობიე; ფრენსის საკოიანი; ს.ვ. შესტოპალოვი; ავესალომ პოდვოდნი;

ავტორი: ქეთი ოდიშელი

 


About Tamta

Scroll To Top