მარსის და სატურნის შეერთება

მარსის და სატურნის შეერთება

მარსის შეერთებანამდვილი სიმძიმე უჩინარია. ჭეშმარიტი ძალა _შეუგრძნობელი!”

მარსთან შეერთება პლანეტას ძალას მატებს, რომელიც, დაბალ დონეზე, დესტრუქციულად ვლინდება. პლანეტის პრინციპი მარსის ენერგიით იკვებება, იბერება და თუ ადამიანმა მისი კონსტრუქციულ კალაპოტში მიმართვა ვერ შეძლო, ხშირად აგრესიის და განადგურების ფორმით რეალიზდება. მაგალითად, დაუმუშავებელი მთვარე მარსის შეერთება ბადებს აგრესიას საკუთარი ორგანიზმის მიმართ. სატურნთან შეერთება კი გამოიწვევს ზღვარგადასულ წინააღმდეგობას თვითჩაღრმავებისა და კონცენტრაციის დროს. მაგ.: როდესაც ადამიანი ცდილობს რაიმე საქმეზე ან საკითხზე კონცენტრირდეს, ყოველთვის ვლინდება გარე ხელშემშლელი ფაქტორი, რაც ყურადღებას უფანტავს. შეიძლება, მოულოდნელად ეზოდან შემოვარდნილმა ფეხბურთის ბურთმა ფანჯარა ჩალეწოს.

აქ დამუშავება მიმდინარეობს არა იმდენად საკუთარი ძალისთვის ლაგამის ამოდების პრინციპით, იმ სფეროებში, რომელსაც პლანეტა მართავს, არამედ უფრო ენერგიის დახვეწის გზით, საკუთარი ენერგოვიბრაციის გაზრდით. მაგალითად, იგივე მთვარე მარსის შეერთების შემთხვევაში, არ ღირს ძალისმიერი ვარჯიშების მიყოლა და სხეულის კუნთოვანი მასის განვითარება. სამაგიეროდ, ფრიად რეკომენდებულია, ისწავლოთ საკუთარი ფსიქოლოგიური ენერგიის მართვა (ხათხა იოგა, ავტოტრენინგი და ა.შ.). მარსი-სატურნის შეერთების შემთხვევაში, ნუ დახარჯავთ ძალებს გარეგამაღიზიანებლებთან ბრძოლაში. ამის ნაცვლად, ეცადეთ  კონცენტრაციის უნარი გაიღრმავოთ.

მაღალ დონეზე, მარსი პლანეტას  ზუსტად იმ ზომის და ოდენობის ენერგიას მიანიჭებს, რამდენიც მას  კონკრეტულ შემთხვევაში სჭირდება. ასევე ხარისხიანად გაზრდის მის შემოქმედებით შესაძლებლობებს, თუმცა ამისათვის საჭიროა  გაითავისოთ ისეთი მიმზიდველი პრინციპის მცდარობა და ვერაგი პერსპექტივა, რომ „ძალა და ძლიერება კარგია!“ ადამიანმა უნდა მოახერხოს საშუალო ან დაბალი დონის მარსის დესტრუქციული თვისებების ლიკვიდაცია. განსაკუთრებით, როდესაც ჰოროსკოპში მარსი პლანეტაზე ძლიერია. მაგალითად, ვენერა მარსის შეერთებისას, ადამიანი გრძნობს და აფასებს სილამაზეს მხოლოდ ძალის ელემენტის თანხლებით.

 

სატურნის შეერთება „დროის დინება თავისთავად ნელდება. პრობლემა ის არის, დროულად შეამჩნიო

სატურნთან შეერთება კუმშავს, ყინავს პლანეტის პრინციპს და აქ კარმული მოთხოვნა მდგომარეობს მის ღრმად დამუშავებაში. კერძოდ, პლანეტის პრინციპების განთავისუფლება ზედაპირული, ეგოისტური პროგრამებისგან, რომელიც მოითხოვს კონკრეტულ გადასახადს ნებისმიერი უმნიშვნელო ძალისხმევისგან. მაგალითად, სატურნის მერკურთან შეერთება იძლევა ადამიანს, რომელსაც ცუდად ესმის გაუაზრებელი მოვლენები და ფუჭად ებრძვის ამ თვისებას. თუ ის ეცდება დააიგნოროს სატურნის ინტენსიური ზეწოლა (რაც ძალიან დამახასიათებელია დაუმუშავებელი შეერთებისთვის), რომელიც აიძულებს დიდხანს და ყურადღებით იფიქროს, მისი რაციონალური აზროვნება ბუკვალურად გაჭედავს, დაკარგავს ყოველგვარ წარმოდგენას და საკუთარ ტყავზე იწვნევს აბსოლუტის შემოქმედებას, სხვადასხვა აბსურდული და ტრაგიკული სიტუაციების სახით.

სატურნის შეერთება, დამუშავების საწყისს ეტაპზე, მოითხოვს საკუთარ თავში ჩაღრმავებასა და პლანეტის პრინციპების გააზრებას საკუთარი ცხოვრებისა და ფილოსოფიის ჩარჩოებში, რაც ხშირად მოტივირებულია გარე ფაქტორების მხრიდან ხანგრძლივი შეზღუდვებით. დამუშავების შემდეგი ეტაპები არც ისეთ მკაცრ პირობებში გრძელდება, როგორც თავდაპირველ სტადიაზე, თუმცა აქ ადამიანს მოეთხოვება საკუთარი ნებით შეეგუოს და დაემორჩილოს პლანეტის პრინციპებს. განსაკუთრებით ისეთ სიტუაციებში, როდესაც პლანეტა აქტიურდება, რაც იძლევა ნაყოფიერ შედეგებს და მნიშვნელოვან გარღვევას იმ სფეროებში, რომელსაც მართავს პლანეტა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავიდან ამის დაჯერება რთულია, რადგან სატურნთან შეერთება, განაპირობებს არამხოლოდ უნარების არ არსებობის შთაბეჭდილებას, არამედ ერთგვარ უარყოფით სიდიდეს, არასრულფასოვნების კომპლექსს და იმავდროულად, ადამიანში ბადებს უკიდურესად ძლიერ და ღრმა შინაგან სწრაფვას, აითვისოს პლანეტის პრინციპები.

 

„საბავშვო ჰოროსკოპი“

თქვენი პატარა ფიზიკურად ძალიან ამტანია, გამჭრიახი და მამაციც, განსაკუთრებით კრიტიკულ და რთულ სიტუაციებში. მაგრამ ის ძლივს აკონტროლებს თავის ენერგიას, ეს დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, თითქოს ერთი ფეხით გაზის პედალს აწვებით და მეორეთი _ მუხრუჭს. მას უჭირს რისხვის და გაღიზიანების გამოვლენა, რამაც შესაძლოა ფიზიკურ და ემოციურ პრობლემებამდე მიიყვანოს. დიდხანს დაარქივებული რისხვა ხანდახან ვულკანივით იფრქვევა. შესაძლოა მშობლები ხელს უშლიდნენ თვითდამკვიდრებაში, რაც დაბლოკავს ბუნებრივი ურთიერთგაგების პროცესს  მშობლებსა და შვილს შორის.

მოზარდულ ასაკში შესაძლოა გარკვეულ სიმორცხვეს ავლენდეს სექსუალურ საკითხებში ან  დანაშაულის გრძნობას განიციდიდეს ხორციელი სიამოვნების გამო. მას აუცილებლად უნდა აუხსნათ, რომ სექსუალური შეგრძნებები ზრდის პროცესის ბუნებრივი თანმდევია.

 

Het Monster

პოზიტიურ ვარიანტში _ ამტანობა, სიმამაცე, გამბედაობა რთულ სიტუაციებში. ეს „სპარტელის“ ასპექტია. ისინი დაძაბულ პიროვნებებს ეძებენ. მარტივ და დუნე ადამიანებს ვერ ეგუებიან.

ნეგატიურ ვარიანტში_ ცოფიანი შემოტევები, ბრაზი, სიძულვილი, ძალადობა. თუ შეერთება VI, VIII სახლებშია, ძალადობრივი სიკვდილის საფრთხე საწამლავით ან ცივი იარაღით. არის ძვლების, ანთებითი პროცესების, კანის ან კუნთების  დაავადებების საფრთხეები.

 

კატრინ ობიე

მარსისთვის თვისებრივ აგრესიულობას ამ შემთხვევაში ბასრი შეფერილობა ემატება. ადამიანს შეუძლია მთელი ძალა ჩადოს ერთ გაქანებაში. ის ძალიან ამტანი და გაბედულია ჩანაფიქრების განხორციელებაში. ფრთხილად და დაფიქრებულად მოქმედებს, რადგან იმპულსურ აღტკინებებს გონება და ლოგიკური ანალიზი ხელმძღვანელობს.

ზოგიერთ ინტერპრეტაციაში მითითებულია პლანეტების ურთიერთგანლაგება: თუ მარსი წინ უსწრებს სატურნს, ადამიანის აქტივობა „კედელს ეხეთქება“, მისი აღტკინებები, მიზანსწრაფვა და ინიციატივები დაბლოკილია. თუ სატურნი უსწრებს მარსს, მაშინ ხასიათის სიმტკიცე ასტიმულირებს ადამიანის აქტივობას და კარგ ბიძგს აძლევს წინსვლისთვის.

 

ფრენსის საკოიანი

დადებით ვარიანტში _ ამტანი „შრომაჰოლიკი“, რომელსაც შეუძლია რთული და დაძაბული სამუშაოს შესრულება. სპარტანული თვისებები ხელს შეუწყობს სამხედრო ან ისეთ სარბიელზე, სადაც ბევრი საფრთხეა და საჭიროა წინდახედულება, სიმამაცე და სიფრთხილე.

თუ შეერთებას სხვა ასექტი აზიანებს_ სიძულვილი, ძალაობა, ბრაზი, უკონტროლო იმპულსები. შესაძლოა პირდაპირი განზრახვით, ბოროტი ჩანაფიქრით გაანადგუროს ის, რაც არ მოსწონს, ძალაუფლების წყურვილი, ტირანია და დიქტატი. უნდა უფრთხილდეს ძვლებს, მოტეხილობებს, კანის და კუნთების დაავადებებს.

 

სერგეი შესტაპალოვი

ერთ-ერთი ურთულესი ასპექტია, რომელშიც იმპულსი და გონება ერთმანეთს უპირისპირდებიან. ხშირად ხვდებიან სახიფათო სიტუაციებში. უნდა ერიდონ უბედურ შემთხვევებს. ჯიუტები, კონფლიქტურები, უზომოდ ამბიციურები.  ამ ადამიანებს „მგლის მადა“ აქვთ. შესაძლოა გამოვლინონ სისასტიკე, ბრაზი, სიძულვილი. უხეშები, ვულგარულები და მამლაყინწები არიან. ქალებში_ ხშირად მიუთითებს დაუქორწინებლობაზე.

ასპექტის შესაძლო დადებითი თვისებები: სწრაფი და გაბედული მოქმედება სახიფათო სიტუაციებში. რისკიანი პროფესიების ასპექტია: მილიტარისტები, კასკადიორები, მეხანძრეები. ბავშვებმა, ასეთი ასპექტით, აუცილებლად უნდა ივარჯიშონ, თუმცა სიფრთხილე უნდა გამიჩინონ, რადგან მაღალია ტრავმების მიღების ალბათობა.

 

სხვა წყაროები

Venus Williams ♂ ☌ ♄ _ ♍

მათთვის დამახასიათებელია უკან დახევა თუ არა, თვითშეჩერება მაინც და მართალია, სხვებისადმი საკმაოდ ყურადღებიანი და მომთმენები არიან, მაგრამ ბევრ დროს კარგავენ, რაც ამუხრუჭებს მათ წინსვლას. ამიტომ, შესაძლოა ვერ მოახერხონ ყველაფრის რეალიზაცია, რისკენაც ისწრაფვიან. მაგალითად, შესაძლოა ძალიან დიდხანს იფიქრონ პროექტზე და მისი დროის ამოწურვამდე ერთი წუთით ადრე დაიწყონ მისი რეალიზება. ამ ასპექტის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ხშირად ნებდებიან, როდესაც სამყარო იმას არ აძლევთ, რასაც ითხოვენ ან ძალიან ნელა და უხალისოდ იცვლებიან. ცვლილებები კი მაშინ ხდება, როდესაც საკუთარ შინაგან შიშებს და გაუწონასწორებელ სურვილებს გადალახავენ.

ისინი ძალიან სერიოზულად ეკიდებიან საკუთარ მიზნებს. ბეჯითი შრომა, უწყვეტი ძალისხმევა და ერთ მიზანზე კონცენტრაცია _ ის მეთოდებია, რომლითაც ისინი თავინათ მიზნებს აღწევენ. სასურველის მისაღწევად, მათ გამომუშავებული აქვთ უზარმაზარი თვითკონტროლი, თვითაკვეთაც კი. ისინი მედგრად და მოთმინებით ხვდებიან წინააღმდეგობებს და სწამთ, რომ ყველა პრობლემას მარტო უნდა გაუმკლავდნენ. ვინაიდან ასეთივე დამოკიდეუბლება ახასიათებთ გარშემომყოფების მიმართაც, შეიძლება ითქვას, ძალიან მკაცრი მენტორები არიან. ხდება ისეც, რომ თავდაჯერება არ ჰყოფნით ან უზარმაზარ წინააღმდეგობას გრძნობენ მაშინ, როდესაც ინიციატივას იჩენენ, რის გამოც ფრუსტრაციას განიცდიან. თუმცა უზარმაზარი ამტანობის გამო, თითქმის ყველა წინააღმდეგობის დაძლევას ახერხებენ.

როგორც წესი, „დასაწყისს“ და „დასარულს“ მახედ აღიქვამენ. მაგალითად, როდესაც ხედავენ, რომ რაიმე პროცესი თავის ფინიშს უახლოვდება, ისინი დიდ წინააღმდეგობას უწევენ. ასევე უპირპისპირდებიან ახალი პროექტის დასაწყისსაც. ზუსტად ეს  ერთ მოქმედებაზე(მარსი) ფიქსაციის (სატურნი) თვისება უშლით ყველაზე მეტად ხელს  წინსვლასა და პროგრესში.

ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, აუცილებელია ფიზიკური ვარჯიში, კვირაში სამჯერ მაინც.

 

ცნობილი ადამიანები მარსი-სატურნის შეერთებით: Henry Winkler, Venus Williams, Pierre Trudeau, Dick Van Dyke, John Saul, Dolly Parton, Nostradamus, Margaret Mead, Naomi Judd, Al Gore, Ellen De Generes, Sammy Davis Jr., Geena Davis, Roger Daltrey, Billy Crystal, Ted Knight.

 


About Qet

Scroll To Top