მარსი VIII (მერვე) სახლში

მარსი VIII (მერვე) სახლში

მარსი VIII სახლში

(+) — იძლევა მიდრეკილებას რისკის, საფრთხის, ექსტრემალური სიტუაციებისკენ, ადამიანი იზიდავს მსგავსს სიტუაციებს. ავლენს ძლიერ ნებისყოფას, ამტანობას და ცივსისხლიანობას დაძაბულ სიტუაციებში, რისკავს და იმარჯვებს საფრთხეზე. ადექვატური განვითარებისთვის უნდა მივიდეს უკიდურეს ზღვარზე, იგრძნოს საფრთხე, დაძაბულობა, მაოხდინოს საკუთარი ნებისყოფის მობილიზება და ეს გახდება განვითარების სტიმული.

(-) — დამანგრეველი სიტუაციები, ბედის უცაბედი დარტყმები, მოკვლის საშიშროება ექსტრემალურ სიტუაციებში, თვითონაც შეიძლება წავიდეს მკვლელობაზე ან ჩაიდინოს სხვა დანაშაული. აქტიური ავანტურისტი. საფრთხე ემუქრება ხანძრებისგან და იარაღისგან ( ჭრილობა ან დაზიანებული მარსის შემთხვევაში – მოკვლის საფრთხე )

©პ.პ გლობა

მარსი VIII სახლში

შეუპოვრობა და გამტანობა ურთიერთობებში, ზოგჯერ ისე ძლიერი , რომ აფრთხობს კიდეც ჰოროსკოპის მფლობელს საკუთარი ძალით. საომარი განწყობა უნდა ტრანსფორმირდეს შემოქმედებით და სულიერ თვითსრულყოფილებაში. ბავშვობაში მშობლები ზრდიდნენ სიმკაცრეში. იზიდავს ძლიერი, დომინანტი ადამიანები. ფული სასურველ ძალას წარმოადგენს. წარმატება დამოკიდებულია პარტნიორთან სრულ გაერთიანებაში და დასახული მიზნისკენ სწრაფვაში.

ძლიერი სურვილები და გრძნობები, დიდი ენერგია, რკინის ნებისყოფა, აგრესიული დამოკიდებულება სხვისი ფულის და საერთო ფონდის მიმართ. ძლიერი სექსუალური მიზიდულობა. საიდუმლო საქმეები.

აწყდება უსასრულო დაბრკოლებებს, შეიძლება საკუთარი მიზნების და ინტერესების დევნაში დამარცხება და წარუმატებლობა გამოწვეული იყოს იმით , რომ ყურადღებას არ აქცევს სხვა ადამიანების რეაქციებს, როცა ზედმეტად დაკავებულია საკუთარი საქმეებით. ის მგზნებარეა, ჟინიანი და ხშირად უბრალოდ ვერ ხვდება რომ უნდა გაჩერდეს. სხვა ადამიანებთან ურთიერთობებში უყურადღებობა შეიძლება გახდეს სერიოზული პრობლემა.

©ფრენსის საკოიანი

მარსი VIII სახლში

მხოლოდ სიკვდილის დამარცხებით, გრძნობ თავს ნამდვილ მამაკაცად.

მარსი VIII სახლში სიმბოლური მმართველია.

ამ ადამიანს ახასიათებს ცვლილების მუდმივი წყურვილი და ისწაფვის უკიდურეს ზღვრამდე – გაცნობიერებულად თუ არა , ქვეცნობიერ დონეზე მაინც.

მარსის დაზიანების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ძლიერი ირაციონალური ფობია, რომელის საფუძველსაც წარმოადგენს მოულოდნელი, არსაიდან მოსული სიკვდილის შიში, ჩვეულებრივ ეს შიშები არც ისე უსაფუძვლოა ხოლმე. ამ ადამიანის ცხოვრებაში მრავლად იქნება მწვავე სიტუაციები, გარე სამყაროს აგრესიით განპირობებული, თუმცა ეს გართულებები პირველ რიგში ისევ საკუთარი თავიდან გამომდინარეობს, მაგრამ  ამას თვითონ ბოლომდე ვერ აცნობიერებს.

ჰარმონიული მარსის შემთხვევაში, ადამიანი წარმატებით და ენერგიულად სძლევს ყველა მარგინალურ სიტუაციას, თუ საბოლოოდ არ დაკარგავს წინადხედულობას, არ დაეყრდნობა საკუთარ იღბალს (რამაც შეიძლება მიიყვანოს კატასტროფამდე) და დაეხმარება სხვებს მათ დაძლევაში .

მარსის ეს მდებარეობა წარმატებულია სპორტსმენებისთვის, მაშველებისთვის, ნდობის სამსახურის მუშაკებისთვის.

დაზიანებული მარსი იძლევა ძალიან მძიმე ცხოვრებას, მწვავე კრიზისებით აღსავსე სიტუაციებს -როგორც შინაგან ასევე გარეგან დონეზე. ეს ყველაფერი ძლიერად და მტკივნეულად მიმდინარეობს, სანამ ადამიანი არ მოთოკავს თავის აგრესიას და გარე სამყაროს მიმართ უკმაყოფილებას- მარსის დამუშავება შეუძლებელია. სხვა მხრივ, ნორმალურ მდგომარეობაში , როცა არ ხდება ძირითადი ეგრეგორების ცვლა ( ოჯახში , სამსახურსა და სოციალურ გარემოში) და კრიზისებს შორის, ადამიანი ისეთი მშვიდი და აუღელვებელი სჩანს, რთული წარმოსადგენია რა შეიძლება მიუვიდეს მას ექსტრემალურ სიტუაციებში.

რაც შეეხება კოლექტიურ ეთიკას- აქვს მიუკერძოებელი და ენერგიული დამოკიდებულებაა; ის ითხოვს საქმეს, ლაპარაკის ნაცვლად, რაც შეიძლება აღიქვან როგორც დადებითად, ასევე თუ ის წინააღმდეგობაშია ჯგუფურ მორალთან – უკიდურესად უარყოფითად. უნდა ისწავლოს მოქმედება მხოლოდ მას  შემდეგ რაც მოხდება პირადი და ჯგუფური ეთიკის საფუძვლიანი შეთანხმება, რაც ამ შემთხვევაში რთულად მისაღწევია , განსაკუთრებით სუსტი II სახლის შემთხვევაში.

ეს ადამიანი შეიძლება იყოს ძლიერი მაგი, თუმცა ხშირად ამას ვერც აცნობიერებს. ყოველ შემთხვევაში, მისი მძაფრი გრძნობები და სურვილები ძლიერ გავლენას ახდენს გარშემომყოფებსა და მომავალზე, თუმცა ამ ზემოქმდების ხასიათში გასარკვევად საჭიროა გულდასმით გარკვევა.

©აბესალომ პადვოდნი

მარსი VIII სახლში

იძლევა თვითგანადგურების, ძალადობის, კამათის დრამატული შედეგით გადაწყვეტის (მათ შორის ქონებრივი დავების) ტენდენციას. საფრთხე ემუქრება ცეცხლის და რკინისგან, ცეცხლსასროლი იარაღისგან, ტრანსპორტისა და დიდი ცხოველებისგან. შეიძლება მოუწიოს ერთი ან რამდენიმე ოპერაციის გადატანა. თავის ტრავმების მიღების დიდი ალბათობაა.

სიტუაციები რომელიც დაკავშირებულია: ფიზიკურ ზეშესაძლებლობებთან, შეჯიბრთან – ხელს უწყობს თვითტრანსფორმაციას. როგორც წესი, ადამიანი საკუთარ პოტენციალს ავლენს ექსტრემალურ სიტუაციებში. აქვს მაგიური შუნარები. შეესაბამება – ქირურგი, ტერორისტი, საგადასახადოს თანამშრომელი.

©ბ. იზრაიტელი

მარსი მერვე სახლში  

კავშირი. ის გრძნობს საყვარელ ადამიანში დაფარულ სიმდიდრეს. ეს ავსებს მას სურვილით და ცდილობს შეაღწიოს გარე პიროვნული გარსის შიგნით, ადამიანის გულის სიღრმეებში დამალული საგანძურისკენ. თუმცა უმეტესად აიგნორებს პიროვნების საზღვრებს. ფაქტობრივად, რაც უფრო ძლიერია საზღვრები, მით უფრო ძლიერად ცდილობს მის გარღვევას. ეს სასიკვდილო ხაფანგია, რადგან კავშირის ჭეშმარიტი ღირებულებების შეგრძნება ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ორივე ადამიანი თავს გრძნობს უსაფრთხოდ და მზად არიან ერთმანეთისთვის თავი გასწირონ. მაშინ როცა ეს ადამიანი ცდილობს გაარღვიოს საზღვრები, სხვები უბრალოდ უფრო გაძლიერებენ დაცვას. შედეგი – დაუსრულებელი ომი, კამათი და არანაირი ინტიმური კავშირი. მან უნდა გააცნობიეროს საკუთარი ზეწოლის ძალა. კარგია თუ მისი სურვილის ძალა გააღვივებს აღქმას პარტნიორში. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ მგზნებარებით, ჟინით და არა მტრული დამოკიდებულებით დაიმსახუროს შინაგანი სიწმინდეებისკენ დაშვება.

ტრანსფორმაცია. მას შეუძლია იყოს იდეალური სულიერი მებრძოლი, ჯვაროსანი, რომელიც ილაშქრებს ბოროტების დრაკონის წინააღმდეგ. მახეა – გამარჯვებისა და დამარცხების არასწორი გაგება. თუ ის „დაამარცხებს დრაკონს“ (ბოროტებას) მაგრამ გადარჩება მისი ეგო, რეალურად ეს სულიერი დამარცხების ტოლფასია.  ეს ადამიანი – სითბური თვითდამიზნების ჭურვია, რომელიც ეძებს გარეთ სამიზნეს. მაშინ როცა სითბური გამოსხივება თავად ამ ადამიანისგან მომდინარეობს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ „ჩვენ შევხვდით მტერს და ეს მტერი თვითონ ჩვენ ვართ“. დაპყრობა კი არა, ურთიერთშეღწევა ახდენს ტრანსფორმაციას. ამოცანაა – მისდიოს საკუთარ სურვილებს და გააცნობიეროს , რომ თვითონ სასურველისკენ სწარფვის პროცესში ხდება ტრანსფორმაცია.

სექსუალური შერწყმა. ის „შეპყრობილია“ სექსუალური ჟინით. შერწყმის სურვილი მუდმივად გიზგიზებს ქვედა ჩაკრებში. როცა სურვილი აღიძრება , ის უკიდურესობამდე მიდის. სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ავიწყდება ყველაფერი , მის გარდა. ეს შეიძლება გამოვლინდეს როგორც სიახლოვის მანია, „ორგაზმის კარიბჭის“ შეღების სურვილი და მან არ მიაქციოს სათანადო ყურადღება პარტნიორულ ურთიერთობებს. ნებისმიერ შემთხვევაში ხაფანგი იმალება იმაში, რომ ეს ადამიანი მიიჩნევს თითქოს სიახლოვის განცდას ხელს უშლის და დაბრკოლებებს ქმნის პარტნიორი და არა თვითონ . ეს იწვევს მრისხანების გადმოფქვევას როცა საქმე შეეხება სექსს. მას უნდა ახსოვდეს, რომ საყვარელი ადამიანის მტრად გადაქცევა – საკუთარი თავის დამარცხების ტოლფასია. ამოცანაა – ისწავლოს კორექტული შერწყმა, ვნება და მგზნებარება – ეს მისი ისრებია , ხოლო სურვილი – მშვილდი.

ფოკუსირებული ინტუიცია. მოულოდნელად ეს ადამიანი თითქოს გატყორცნის თავს საკუთარი სხეულიდან და მიისწრაფის სხვებთან ინტუიციური კონტაქტისკენ. ხაფანგია – სხვისი საკუთრების ხელყოფა / სხვის ტერიტორიაზე შეჭრა. სხვა ადამიანის ქვეცნობიერი სურვილები, გრძნობები და აზრები, ხშირად სახიფათოა, რადგან არც თუ იშვიათად ეს არ არის მათი ნამდვილი „მე“-ს განსახიერება, და არ უნდა დაავიწყდეს, რომ ეს მათი პირადი საკუთრებაა. ამ ადამიანმა უნდა ისწავლოს ინტუიციურად შევიდეს მხოლოდ იმ სფეროში რომელიც ღიაა ან არ არის დაბლოკილი. ხოლო მაშინ როცა ის ცდილობს შეაღწიოს ვინმეს ფარულ ადგილებში, სულიერი საგანძურისკენ სწრაფვის პროცესში, შეიძლება უცაბედად ორმოში აღმოჩნდეს და რასაც იქ ნახავს არც თუ ისე სასიამოვნოდ მოეჩვენება. ამოცანაა – სამართებლის პირივით ბასრი გახადოს საკუთარი აღქმა , გამოიყენოს ეს როგორც ქირურგიული „ინსტრუმენტი“ – მოხსნას ბლოკირება. თანასაკუთრება. განსაკუთრებით მგრძნობიარეა ფულის თემასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ სურს იმაზე მეტის მიღება ვიდრე აქვს. იმის ნაცვლად, რომ მოიწყოს ცხოვრება უბრალო და მიზანმიმართული მოქმედებებით, ის მიისწრაფვის იმ ადამიანებისკენ, ვისაც უკვე აქვს ფულია ან აშკარაა, რომ სურს სიმდიდრე. მან უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე, რადგან ფული, საკუთრება და სიმდიდრე შეიძლება გახდეს დაპირისპირების და კონფლიქტების მიზეზი როგორც ოჯახში, ასევე სოციალურ და სასიყვარულო ურთიერთობებში. ამოცანაა- იმუშაოს სხვა ადამიანებთან ერთად საერთო მიზნების განსაზღვრაზე და პარტნიორული ურთიერთობებით ესწრაფვოდეს მათ რეალიზებას.

©ბილ ჰერბსტი.

მარსი VIII სახლში – მსხვერპლშეწირვის სურვილი, თავბრუდამხვევი რისკის გაწევის უნარი , ინტერესი სიკვდილის თემის მიმართ. ასეთი მდებარეობა ადამიანს ანიჭებს ძლიერ, ურყევ ნებისყოფას, მიდრეკილებას მისტიკისა და ოკულტიზმისკენ. გაძლიერებული სექსუალურობა. კონფლიქტურობა. შეიძლება დაბრკოლებები წარმოიშვას დაზღვევასთან, მემკვიდრეობასა და საზოგადოებრივ ფინანსებთან დაკავშირებულ საქმეებში. ასეთი მდებარეობა მიუთითებს სერიოზული ჭრილობების საფრთხეზე.

მარსი მე- 8 სახლში

მე- 8 სახლში მარსი იწვევს პრობლემებს ქორწინებაში ,ხიფათს მოგზაურობისას, ზოგჯერ სახიფათო ან დამანგრეველ სამუშაოს. ეს მდებარეობა შეიძლება უარყოფითი ფაქტორი იყოს ხანგრძლივი ცხოვრებისთვის, მიანიშნებდეს ხშირ დავებზე, სასამართლო გარჩევებზე. პოზიტიური მხრივ, ამ ადამიანებს აქვთ ძლიერი გრძნობები, იღებენ დიდძალ მემკვიდრეობას, საუბრობენ დამაჯერებლად. არიან ეშმაკები ან დაკავებული არიან საეჭვო ბიზნესით.

©ინდუბალა

მარსი 8 სახლში: გრძნობადობა

ეს ადამიანი საკმაოდ სექსუალური, პრაგმატული და მგრძნობიარეა. სქესობრივ ცხოვრებას მისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ხშირად ხვდება ისეთ სიტუაციაში სადაც უწევს სხვისი ფულის განკარგვა, ან არის ვინმეს მეურვე. აქტიურად არის ჩართული პარანორმალური ფსიქიკური პროცესების კვლევაში და სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის საკითხების შესწავლით. ასპექტი ხელსაყრელია პოლიტიკოსებისთვის, ქირურგებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, ექსპერიმენტატორებისა და ფსიქიატრებისთვის. თვითონ სიკვდილის იდეა იზიდავს და იწვევს მის ინტერესს. თითქმის ყოველთვის სიკვდილი მოულოდნელად მოდის. სურვილები და გრძნობები ძლიერია, ენერგია დიდია, აგრესიულობა და ნებისყოფა ურყევი.

წარმატებით მართავს სხვის ფინანსებს, თუ მიეცათ საერთო ფონდის ხელმძღვანელობის საშუალება. სექსუალური მიზიდულობა ძალიან ძლიერია, დაძაბული და მუდმივია. აღინიშნება მიდრეკილება სექსუალური მაგიისა და ყველა სახის ცერემონიალური ეზოთერიზმის მიმართ.

შეიძლება ემუქრებოდეს ძალადობრივი სიკვდილის საფრთხე, ომში ან მტრებთან შეტაკების დროს. ენერგიის არასწორი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს დანაშაულებრივი მიდრეკილებები. პლანეტის დაზიანება იწვევს ფარულ საქმიანობას და საერთო ფინანსებით საეჭვო ოპერაციებს , დავებს მემკვიდრეობის ან გადასახდების გამო.

ცხოვრების მეგზური ხშირად ძალიან მფლანგველია ან პირიქით ქორწინება ხელს უწყობს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. შეიძლება დანაკარგები მეუღლის მოქმედებებიდან გამომდინარე. ამ ადამიანის განცდები ძლიერია, მაგრამ ხანმოკლე. მისი ვნებები მკვეთრი და ღმაა, მაგრამ არა ხანგრძლივი, ამიტომ ვერ ასწრებს მის განადგურებას.

დავადებები მიმდინარეობს სწრაფად და იწყება მოულოდნელად. არსებობს საფრთხე ოპერაციული ჩარევის დროს. ანთებითი პროცესები მიმდინარეობს მძაფრად და აქვს გავრცელების ტენდენცია. ზოგჯერ ეს მდებარეობა მიუთითებს რთულ ცხოვრებისულ სიტუაციებზე და დაბრკოლებებზე. ხანდახან მიანიშნებს სუიციდალურ მიდრეკილებებზე. შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური დარღვევები, უბედური შემთხვევების, ძალადობრივი სიტუაციებისა და სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემებისადმი მიდრეკილება.

მარსი VIII სახლში

ლიბიდო პლანეტები – მარსი და ვენერა პარტნიორულ ურთიერთობაზე ახდენენ მხოლოდ ზედაპირულ გავლენას და იშვიათ შემთხვევაში აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა. მათი გავლენა მნიშვნელოვანი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორი ადამიანის ლიბიდო პლანეტებს აქვს – ორი ან მეტი ზუსტი მაჟორული ასპექტი, ამ შემთხვევაში ურთიერთობაში ყველაზე მთავარი დამაკავშირებელი ძალა არის -სექსი. ლიბიდო პლანეტები განსხვავებულ როლს ასრულებენ ქალების და მამაკაცების ჰოროსკოპში. მამაკაცის ჰოროსკოპში მარსი არის თავად ამ ადამიანის ლიბიდოს განმსაზღვრელი და შემდეგ ხდება მისი „მე“ს გამოსახულების ჩართვა.

ნებისმიერი პლანეტა VIII სახლში ანგარიშს უნდა უწევდეს სოციალურ სტრუქტურებს. უკვე VII სახლში უნდა დაიწყოს სოციალურ ტენდენციებთან შეგუება , თუმცა ამ სახლში ინდივიდი საკუთარი სურვილებით და ოცნებებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოებრივი წესები. ხოლო უკვე VIII სახლში ადამიანს უწევს სოციუმში მიღებულ წესებთან, მორალურ კოდექსთან, იმ ვალდებულებებთან დაქვემდებარება რომლსაც უწესებს საზოგადოებრივი სტატუსი.  სოციალური სტატუსის გავლენა აისახება მის ურთიერთობებზე ნებისმიერ დონეზე, ის ყველაფერში შესამჩნევია. მაგალითად ღირსეული მამაკაცის ან ქალის სახე, რომლისკენაც მიისწრაფის უნდა შეესააბამებოდეს სოციალურ ნორმებს როგორც სტილით, ასევე შინაარსით. ადამიანი იცვამს ისე, რომ არ გამოიწვიოს უარყოფითი შეფასება და ცუდად არ მოხვდეს სხვებს თვალში. ეს განსაკუთრებით ეხება მამაკაცებს მარსის ამ მდებარეობით. მამაკაცი მარსით VIII სახლში ცდილობს ხაზი გაუსვას არა იმდენად საკუთარ სექსუალურობას, რამდენადაც სოციალურ სტატუსს. მარსი ეს მისი ძალაა რომელიც უბიძგებს შემდგომი, უფრო მაღალი სოციალური მდგომარეობისკენ. VIII სახლში ჩვენ ვხედავთ იმას, რაც აძლევს ადამიანს საშუალებას მოახდინოს სოციალური აღმასვლა ან სწრაფად გამდიდრდეს.

ქალებს მარსით VIII სახლში სურთ გათხოვდნენ ძალიან ამბიციურ მამაკაცზე ან თავად უბიძგებენ პარტნიორს წარმატებისკენ სწრაფვაზე.

VIII სახლი — ცრურწმენების სახლია, განსაკუთრებით მარსის და უფრო მეტად მთვარის შემთხვევაში.

©ბ. ჰუბერი

სტატიის ავტორი: Rusa Archer


About Rusa

Scroll To Top