მე-9 სახლის მმართველი

მე-9 სახლის მმართველი

მეცხრე სახლის მმართველად ითვლება ის პლანეტა, რომელიც მე-9 სახლის ნიშანს მართავს. მაგ: თუ თქვენი მე-9 სახლი იწყება კუროს ნიშნით, მმართველი ვენერა გამოდის. თქვენს რუკაში ნახეთ ვენერა რომელ სახლში მდებარეობს და ამ მდებარეობის აღწერა/დახასიათება მონახეთ ქვემოთ. თუ ტყუპებით იწყება მე-9 სახლი – მმართველი მერკურია– ნახეთ მერკური რომელ სახლში გყავთ….და ა.შ. მმართველები

მეცხრე სახლის მმართველი პირველ სახლში

პოზიტური მხარე: თავგადასავლების წყურვილით შეპყრობილი რომანტიკოსი, რელიგიური ფილოსოფოსი, იდელოგ-ჰუმანისტი. შორსმჭვრეტელობა, უნარების გახსნის კარგი შესაძლებლობა.

უარყოფითი მხარე: ქედმაღლობა, პატივმოყვარეობა და თვითკმაყოფილება, თვითშეფასებაში გადაჭარბება, უჭირს უცხო გარემოსთან შეგუება, სახლიდან შორს საშიშროება.

ამ ადამიანას აქვს საკუთარი ცხოვრებისეული ფილოსოფია და ყოყმანის გარეშე შუძლია საკუთარი იდეები გაუზიაროს იმ ადამიანებს, რომლებთან კონტაქტშიც შედიან. ის ისწრფვის მიიღოს კარგი განათლება და მომავალში სწავლების პროცეცსში სიამოვნებით გადასცემს სხვებს საკუთარ აზრებსა და იდეებს. არაა გამორცხული რელიგიურობა და მღვდლად (მონაზვნად) გახდომისკენ სწრაფვა. ხშირად იზიდავს სპორტი, და თანაც თუ ენერგიის სწორად გამოყენება მოხდება, ტოლს არავის დაუდებს ამ სფეროში. წარმატებულია იურიდიულ საქმიანობაში, თუმცა შეიძლება დროდადრო წინაღდეგობაში ჩავარდეს და ძალების არასწორად გამოყების შემთხვევაში კანონთან მოუწიოს შეჯახება.

მეცხრე სახლის მმართველი მეორე სახლში

პოზიტიური მხარე: შემოსავლის წყაროების სიმრავლის ალბათობაა. მდიდარ უცხოელებთან კონტაქტებიდან მოგების მიღება. იდეოლოგიური სამუშაოს შედეგიანობა. კომერციულ მოგზაურობაში წარმატება.

უარყოფითი მხარე: სახლიდან მოშორებით დანაკარგები, სულიერი ფასეულობების არჩევანში თავდაჯერებულობის დაკარგვა, ძვირადღირებული მგზავრობები, საზღვარგარეთ გაკოტრების საშიშროებაა.

შეიძლება ცრუ შეხედულება შეიქმნას ამ ადამიანზე და ჩათვალონ, რომ იგი მხოლოდ ფულით ცხოვრობს. ცხოვრებაზე მისი შეხედულებები თითქოს გადაჭარბეული მატერიალიზმითაა სავსე, მაგრამ ზუსტად მას სხვებზე უკეთ შეუძლია მატერიალური შემოსავალი თუ ქონება მიმართოს საკუთარი იდეების მატერიალიზაციისა და ცხოვრებაში თეორიების განხორცილებისკენ. შეუძლია გამოიმუშაოს შემოსავალი, იმოგზაუროს და დაკავდეს ვაჭრობით (იმპორტით). ხშირად მისი შემოსავალი დაკავშირებულია სწავლებასთან და ქადაგებასთან, ასევე რელიგიური ხასიათის საქმიანობასთან. გასავალი წარმატებულად უნაზღაურდებათ. ხშირია შემთხვევები, როცა ამ ადამიანს საკუთარი გადასახადების არსებითად შემცირება შეუძლია.

მეცხრე სახლის მმართველი მესამე სახლში

პოზიტიური მხარე: ნათესავები იდეოლოგიური ავტორიტეტები არიან. ადამიანს შეუძლია მუდმივად ისწავლოს და შეიცნობს ცხოვრებას, ნებისმიერი კონტაქტიდან სარგებელს იღებს. ის წარმატებული ლექტორი, ფილოსოფოსი და პოპულარიზატორი ხდება.

უარყოფითი მხარე: იდეოლოგიური ქაოსი, მრავალი გამოუსადეგარი კონტაქტი, ფუჭი მგზავრობები, უსაფუძვლობა და უპასუხისმგებლობა. უაზრო ხეტიალი.

ხშირად ასეთი ადამიანი დაჯილდოებულია წერისა და მასწავლებლობის ნიჭით, რადგან მათ ცხოვრებაში იდეები დაკავშირებულია ეფექტურ კომუნიკაციასთან. სხვა ადამიანებს ადვილად გადასცემს იმას, რაც თავად იცის, და სიამოვნებით წერს წიგნებს, რომლის მეშვეობითაც ავრცელებს საკუთარ იდეებს. ის ბევრს და საინტერესოდ მოგზაურობს და ადვილად ადის სიმაღლეებზე. მოგზაურობა საკმაოდ შორეულია, თუმცა მას შეიძლება კომუნიკაციის პრობლემა შეექმნას და კანონს შეეჯახოს. ასეთი ასპექტის მქონე ადამიანები ხშირად ხდებიან მისიონერები, რადგან ისწრაფვიან ვიღაცას გადასცენ საკუთარი შეხედულებები და მრწამსი.

მეცხრე სახლის მმართველი მეოთხე სახლში

პოზიტიური მხარე: მშობლები ავტორიტეტები და წინდახედულნი არიან. ისინი მას გადასცემენ გვარის გავლენსა და უნერგავენ ტრადიციების დაცვას. ეხმარებიან და ჭეშმარიტებს გზაზე აყენებენ. ასეთი ასპექტის მქონე ადამიანები დაბადებიდან კოსმოპოლიტები არიან. ისინი საკუთარი სულერი მოთხოვნილებების და ცნობისმოყვარეობის დაკამყოფილებისკენ ისწრაფვიან, ამიტომაც ყველგან როგორც სახლში ისე გრძნობენ თავს, სწრაფად და ადვალად ეგუებიან გარემოს, არ განიცდან ნოსტალგიას.

უარყოფითი მხარე: “სახლი ბორბლებზე”, უსახლკარობა და ხეტიალი, მენტორი მშობლები, რომლებიც გამუდმებით ჭკუას ასწავლიან.

ეს ადამაინი ცხოვრების გარკვეულ დროს საზღვარგარეთ ატარებს. ის გამოკვეთილად ინტერესდება სხვა კულტურითა და ერებით, აქვს იმ ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარი, რომელთა ინტერესებიც მისი საკუთარი ინტერესებისგან განსხვავებულია. ენერგიის არასწორ გამოყენებას მოჰყვება კანონთან შეჯახება, რაც დაკავშირებულია უძრავი ქონების შეძენასთან. ხელისუფლებისა და კანონის მიმართ უპატივცემულობას შესაძლებელია მოჰყვეს მისი ციხეში ყოფნა. ფილოსოფიური და რელიგიური შეხედულებები დაბადებიდან მოჰყვება და მთელი ცხოვრების მანძილზე თან სდევს.

მეცხრე სახლის მმართველი მეხუთე სახლში

დადებითი მხარე: რომანტიული სიყვარული ხანგრძლივი ურთიერთობის დროს. თავგადავლებისადმი მიდრეკილება, ინტერესი პლატონური ურთიერთობების მიმართ.

უარყოფითი მხარე: საყვარლის არასწორად აღქმა, ცდუნებებით და ხიბლით მანიპულატორობა, ქაოსური სასიყვარულო ცხოვრება, უცხოელის სიყვარულის გამო უსიამოვნებები, შეიძლება ბავშვებთან/შვილებთან კონტაქტი არ ჰქონდეს და სახლიდან მათი ადრეული წასვლის საფრთხეც შეიქმნას. დამახასიათებელია შემოქმედებითი იმედგაცრუებები და სამშობლოდან მოშორებით საკუთარი შესაძლებლბების გამვლინების უუნარობა.

ამ ადამიანის შვილები საკუთარ მშობლებს აღემატებიან. შემოქმედებით აღიარებას და თავისუფლებას სახლიდან მოშორებით აღწევს. ასპექტი ეხმარება იმის გაკეთებაში, რაც სურს. ამ მოღვაწის დევიზია _ “იცხოვრე და სხვებსაც მიეცი ცხოვრების საშუალება”, რომელიც იშვიათად იცვლება გულგრილობით – “რა ჩემი საქმეა”. შეიძლება ამ ადამიანს საკუთარი ფილოსოფია ჩამოუყალიბდეს სხვადასხვა სახის შემოქმედების საფუძველზე (მუსიკა, კინო, ლიტერატურა). შეუძლია გახდეს მასწავლებელი ანდა რელიგიური მქადაგებელი, წარმატებული სპორტსმენი ანდა ფილოსოფოსი.

მეცხრე სახლის მმართველი მეექვსე სახლში

პოზიტიური მხარე: სამუშაო ატარებს სულიერ ხასიათს, ან დაკავშირებულია მოგზარობასთან და გადაადგილებასთან. მოგზაურობისას კლიმატის ცვლა უკაჟებს ჯანმრთელობას. ამ ადამიანს არ უყვარს უსიამოვნო ფაქტორები და არც ითმენს და არც ეგუება მათ _ ის გაურბის გამაღიაზიანებელ ფაქტროებს.

უარყოფითი მხარე: ყველაფერში შეზღუდვა და დაბრკოლება – შორეულ მოგზარობაში, იდეოლოგიურ სამუშაოში, სამსახურში. ყველა ცდილობს შეზღუდოს ეს პიროვნება, არ აძლევენ აზრის გამოთქვმის საშუალებას, ის ექცევა უსამართლო შეზღუდვების ჩარჩოებში. შესაძლებელია შორეულ მგზავრობაში ავად გახდეს.

ცხოვრებისეული ფილოსოფია ატარებს ყოველდღიურ, პრაგმატულ ხასიათს. მარტივია, სამაგიეროდ მოსახერხებელია ასე ცხოვრება. საკუთარ თავს გამოხატავს სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ყოველთვის საქმიანად, იუმორის გრძნობითა და ყოველგვარი გადაჭარბებული სიღრმეების გარეშე. შეიძლება იყოს მენტორი/ზედამხედველი, მასწავლებელი ანდა ვაჭრობის სფეროში სპეციალისტი. შესაძლებელია სამუშაო სხვა ქვეყნებთან იყოს დაკავშირებული, არაა გამორიცხული, სამუშაოს ძიებისას შორეულ მხარეში გაემგზავროს.

მეცხრე სახლის მმართველი მეშვიდე სახლში

პოზიტიური მხარე: ქორწინება სულიერი ხასიათით გამოირჩევა, ცხოვრების თანაგზავრი ყველაფერში უგებს და ყველა საკითხში თავადაა ავტორიტეტი. უცხოელთან ქორწინების ალბათობაა. ჩვეულებრივ, ეს ადამიანი კამათსა და სასამართლო პროცესებში იმარჯვებს. გონებითა და ლოგიკით ნებისმიერ დაბრკოლებას ლახავს, განსაკუთრებით წარმატებლია ღია სასამართლო პროცესებში, როდესაც შეუძლია ემოციურად დამუხტოს დამსწრე საზოგადოება და ამის მეშვეობით მოიპოვოს მათი მხარდაჭერა (შენიშვნა: განსაკუთრებით ეს ეხება ის სასამართლო პროცესებს, რომელშიც მსაჯულები იღებენ მონაწილეობას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მათზეა დამოკიდებული).

უარყოფითი მხარე: იდეოლოგიური განათლების მქონე მოწინააღმდეგეები, იდეურ ბრძოლებში წაგების საშიშროება, ქორწინების სულიერების უქონლობა, სამშობლოდან მოშორებით ძლიერი მტრები, საზღვარგარეთ ხმაურიანი სკანდალები.

მისი პარტნიორი ვალდებულია გაიზიაროს მისი იდეოლოგია და იყოს იგივე სოციალური ფენიდან, რომელსაც ეს პიროვნება ეკუთვნის. ხანდახან გამიზნულად და გაცნობიერებულად ირჩევს ისეთ პარტნიორს, რომლის შეხედულებები დიამეტრულად განსხვავებულია მისი შეხედულებებისგან. ეს საშუალებას აძლევს სიტყვიერი, ინტელექტუალური კამათებით გაიუმჯობესოს აზროვნება და მოახდინოს საკუთარი შეხედულებების კონკრეტულად გამოხატვა. ხშირად მისი შეხედულებები პარტნიორის ძლიერი ზეგავლენის ქვეშ ექცევა, ან დაკავშირებულია მასთან. ასევე ხშირია, როდესაც ასეთი ასპქეტის მქონე ადამიანებს კავშირი აქვთ კანონთა – კანონს თავად ქმნიან, არღვევენ ანდა ასრულებენ. ამ ადამიანს აქვს სხვებისთვის საკუთარი რელიგიური შეხედულებების გაზიარების უნარი და შეუძლია ხალხი დააყენოს სულიერი ცოდნის გზაზე. ის შეიძლება უცხოელი, სხვა ეროვნების პარტნიორით იყოს გატაცებული და უმრავლეს შემთხვევაში ხშირად კონტაქტობს მეუღლის ოჯახთან. როგორ აეწყობა ეს ურთიერთობა, დამოკიდებულია ენერგიის სწორად გამოყენებაზე.

მეცხრე სახლის მმართველი მერვე სახლში

პოზიტიური მხარე: მრავალი რომანტიული თავგადასავალი, ავანტიურული მგზავრობა, ცხოვრებაზე შეხედულებების მუდმივი განახლება, რთული გარემოებების გავლენით მსოფლმხედველობის გარდაქნა. ეზოთერული მსოფლხედველობისკენ მიდრეკილება.

უარყოფითი მხარე: გზაზე საფრთხე, სამშობლოდან შორს ანდა მოგზაურობისას გარდაცვალების საშიშროებაა, საგზაო კატასტროფები, უსიამოვნებანი, რომელიც დაკავშირებულია უცხოელებთან და სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან.

ხშირ შემთხევაში, ასეთი ასპექტის მქონე ადამიანების უმრავლესობის ცხოვრებისეული ფილოსოფია ნაწილობრივ დაკავშირებულია ეზოთერულ ცოდნასთან. ეს ადამიანი ცნობისმოყვარობას იჩენს ცხოვრების მისტერიებისა და სამყაროსეული (სამყაროს შექმნისა და არსებობის) საიდუმლობების გამოცნობაში. ძალიან აქვს განვითარებული აღქმის უნარი, შესანიშნავი ინტუიციით გამოირჩევა, და თუ მას აქვს უნარი მიჰყვებს თავის შინაგან შეგრძნებებს და ყური მიუგდოს შინაგან ხმას, მაშინ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტის გზების გაგება შეუცდომლად ხდება. შეუძლია გააერთიანოს და კომპლექსურად გადაჭრას ფილოსოფიური, სულიერი და რელიგიური პრობლემები. მიდრეკილია შეიმუშაოს და ადამიანებს შესთავაზოს ის ახალი ეზოთერული დოქტრინები, რომელიც ეხება ადამიანების სულიერ განკურნებას. ამა თუ იმ სახით ეს ადამიანი სასულიერო საქმინობითაა დაკავებული. ბუნებას განიხილავს როგორც შინაგანი სიცოცხლის სიმბოლოს და შეიმუშავებს საკუთარ ტრანსცედენტულ ფილოსოფიას. ფლობს შესაშურ ინდივიდუალურ თავისუფლებას და ეყრდნობა საკუთარ ძალებს. საკუთარი იდეების პოპულარიზაციის მიზნით მოგზაურობს მთელ მსოფლიოში.

მეცხრე სახლის მმართველი მეცხრე სახლში

პოზიტიური მხარე: გაფართოებული ცხოვრებისეული პოზიცია, მრავალმხრივი ინტერესები, უამრავი მოგზარობა, სხვებისთვის ენერგიის გადაცემა. ეს ავტორიტეტული ადამიანი კარგი მასწავლებელი და მქადაგებელია. ის არ წყნარდება მანამ, სანამ არ მიღწევს შედეგს და სამუშაოში სხვებსაც ითრევს. შესაძლებელია მრავალი წარმატებული მოგზაურობა საზღვრგარეთ.

უარყოფითი მხარე: არამყარი იდეური ბრძოლა კონსერვატორებთან, ავტორიტეტის ვარდნის საშიშროება, მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავს, არაფრისმომცემი მგზავრობები და წარუმატებლობა.

ასპექტი უთითებს მასწავლებლობის უნარზე, საკუთარი მოსწავლეების უნარებისა და აზრონვების სრულყოფილი ჩამოყალიბების ნიჭზე. ეს მკვლევარი შეუჩერებლივ მოგზაურობს ახალი სამყაროების აღმოსაჩენად.

მეცხრე სახლის მმართველი მეათე სახლში

პოზიტიური მხარე: კარგი ასპექტია სასულიერო ზესვლისთვის და მორალური ავტორიტეტისთვის. პრესტიჟი მგზავრობების შედეგად მყარდება. შესაძლებელია წარმატებას მიაღწიოს სახლიდან მოშორებით, არის საზღვარგარეთ დიდი პოპულარობის მოპოვების ალბათობა.

უარყოფითი მხარე: მგზავრობისას დასახულ მიზნება ვერ აღწევს, მოგზაურობები მთავარ საქმიანობას აცდენენ, შეიძლება უცხოელებმა მისი პრესტიჟის ვარდნა გამოიწვიონ, მისწრაფებები არარეალური და ქიმერულია, შეიძლება ბრბოს წინაშე იდეური კრახი და მორალური ვარდნა განიცადოს.

ამ ადამიანის კარიერა, როგორც წესი, დაკავშირებულია შორეულ მგზავრობებთან და უცხო ქვეყნებში მოგზაურობებთან. შეიძლება მისი ნათესავთაგან რომელიმე საზღვარგარეთ მუშაობდეს. შესაძლებელია გახდეს ელჩი, დიპლომატი ანდა საგარეო-ეკონომიკური მისიის თანამშრომელი. შეუძლია გაიკეთოს წარმატებული კარიერა და შემდეგ ასწავლოს სხვებს ის, რაც კარგად იცის. შეუძლია გახდეს გმირი სპორტის სფეროში ანდა წარმატებას მიაღწიოს შოუ-ბიზნესში. პირადი ფილოსოფია სეროზულ გავლენას ახდენს ძალაუფლების უფლებამოსილებაზე და გადამწყვეტ როლს თამაშობს ამ ადამიანის მიერ ნაციონალური/ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში.

მეცხრე სახლის მმართველი მეთერთმეტე სახლში

პოზიტიური მხარე: უცხოელებთან მეგობრობა, რომანტიკულ საზოგადოებაში ჩართულობა, შეხედულებებისა და რწმენის პერიდული ცვლილებები/განახლებები. ცხოვრებაში წინსვლაში ეხმარებიან შესანიშნავი კეთილისმყოფელები და მფარველები.

უარყოფითი მხარე: იდეური ქაოსი, არაპროგნოზირებადი სიტუაციები მგზავრობისას, სულიერ ცხოვრებაში მრავალი გარდატეხა, აღმაშფოთებელი საქციელი, ურთიერთობებში ანარქიზმი, მეგობრების ღალატთან დაკავიშრებული პრესტიჟის ვარდნა და დანაკარგები.

ახლობლები და მეგობრები მსგავსი სოციალური წრიდან ჰყავს და მათ ამ ადამიანის მსგავსი აღზრდა აქვთ მიღებული. თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას, არც თუ იშვიათად, ამ ადამიანებს იზიდავთ ისეთი კომპანიები და მეგობრები, რომლებიც მათ შეხედულებებს პირდაპირ ეწინააღმდეგებიან, რაც ხელს უწყობს ცოდნის დაგროვებას, აქტიურ სწავლასა და მსოფლმხედველობის გაფართოებაში. ენერგიის სწორად გამოყენების შემთხვევაში, ეს ადამიანი, შესაძლებელია გახდე დიპლომატი ანდა ხელისუფლების დესპანი, რომელიც მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს. იმისთვის, რიმ პოლიტიკურ წრეში შეაღწიოს, მან კანონის ცოდნა კოზირად უნდა გამოიყენოს. ენერგიის გაუაზრებლად გამოყენების შემთხვეაში შეიძლება ნიჭი გაფლანგოს გართობებსა და ჯგუფურ დროსტარებებში, მეგობრებთან უაზრო მოგზარობების გამო უარი თქვას კონკრეტული სამუშოს შესრულებაზე.

მეცხრე სახლის მმართველი მეთორმეტე სახლში

პოზიტიური მხარე: მოგზაურობებში საიდუმლო მიზნების დევნა, ჯაშუშური საქმიანობისკენ მიდრეკილება, კრიმინალური სტრუქტურების მუშაობაში მონაწილეობა და სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა. ასპექტი კეთილგანწყობილია მისიონერებისთვის და საიდუმლო იდეოლოგიური ორგნაზაციებისთვის. არცთუ იშვიათია, როცა ასეთი ასპექტის მქონე ადამიანი გატაცებულია ეზოთერიკით.

უარყოფითი მხარე: მრავალი შიში, მცდარი წარმოდგენები და არასრულფასოვნების კომპლექსი. უცხოელების წრეში საიდუმლო მტრები. მგზავრობისას სირთულეები, სამშობლოდან შორს ციხეში, საავადმყოფოში მოხვედრის საშიშროებაა.

ამ ადამიანის მსოფლმხედველობა დაფუძნებულია ღრმა გრძნობებსა და ძალაზე, რომელიც გამომდინარეობს მისივე შეხედულებებიდან. საკუთარი შეხედულებების ფორმირებისთვის მას დახმარება ესაჭიროება. აქვს უნარი გამოხატოს თავი როგორც მწერალმა ანდა კომპოზიტორმა. შეუძლია დაკავდეს ინტენსიური კვლევებით ფსიქოლოგიასა და მედიცინაში. ენერგიის არასწორად გამოყენების შემთხვევაში უქვეითდება თავდაჯერებულობა და ეჭვი ეპარება საკუთარ შეხედულებებსა და ქცევის წესებში. ასეთ ადამიანებს სურვილი უჩნდებათ მიმართონ ფსიქოანალიტოკოსებს და და ცდილობენ საკუთარი გრძნობებისა და ქცევების ანალიზის დახმარებით გაერკვნენ საკუთარ თავში. ასპექტი უთითებს ფარულ, საიდუმლო, ინდივიდუალურ ბუნებაზე, რომელიც საზოგოადებსითვის არასდროსაა ხილული. არცთუ იშვიათად, ასეთი ადამიანები, ფილოსოფიისა და ეზოთერიკის შესწავლის მიზნით, მოგზაურობენ შორეულ ქვეყნებში. ისინი ყოველთვის ძიებაში არიან, ყოველთვის მზად არიან შეიცნონ ის, რასაც ცხოვრება სთავაზობთ.

წყარო: aquarun.ru

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top