სიმბოლო: ბორბალი (შიგნით საათის ისრის მიმართულებით მბრუნავი სვასტიკით).
სულიერი ძიებისა და მისწრაფების, მაგიური დღეა. კარმაზე მუშაობის, წარსულის კორექციისა, ინფორმაციის დაგროვებისა და კონტაქტების დღეა. შეიძლება მოხდეს სხვა სამყაროებთან კონტაქტი. მისტიური პერიოდია, იხსნება ფარდა სამყაროთა შორის და ადამიანს შეუძლია გააღწიოს საზღვარს მიღმა.
მთვარის დღის პირველი ნახევარი საკმაოდ უარყოფითია, რამდენადაც წინა დღეების ნეგატიურ ტენდენციებს ინახავს. მაგრამ თუ ადამიანი აიტანს გამოცდას სიამაყეზე, მაშინ ჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომელიც დაკავშირებულია: მისი აურის გაძლიერებასთან, მის ზეგავლენასთან გარშემომყოფებზე.
მთვარის ამ დღის მეორე ნახევარში ვლინდება ახალი, პოზიტიური შესაძლებლობები შემოქმედებითი აქტიურობის გამოვლინებისთვის. მატულობს: დასახული მიზნების მიღწევის შანსი და პარტნიორების გადარწმუნების უნარი, სასურველის მინიმალური დანაკარგებით მიღწევის შესაძლებლობები.
ენერგიული მოქმედების დღეა, ფარულში შეღწევის, შეცნობის დღეა.
კარგად წარიმართება სიახლეებისკენ მიმართული ღონისძიებები.
ეს არის განახლების, ახალ მაღალ საფეხურზე გადასვლის, ცნობიერების ამაღლების პერიოდი.
განვლილი მე–12 მთვარის დღის ენერგია იცვლება ახლით, ხდება ენერგეტიკული დამუხტვა ახალი ძალით. თუ თქვენ სწორად და ზუსტად მიჰყვებოდით მთვარის რიტმს მთვარის დღის დასაწყისშივე მიიღებთ დამატებით ძალებს თქვენი გეგმებისა და პროექტების განსახორციელებლად.
მე–13 მთვარის დღე ერთგვარი გაგრძელებაა მე–12 დღისა ის, რაც დაიწყეთ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიატოვოთ, რაც არ უნდა მოხდეს ტემპი არ შეანელოთ, ამაზეა დამოკიდებული მთლიანად საქმის წარმატება.
ამ პერიოდში ხდება ადამიანის ფსიქიკის ფარული რეზერვების გააქტიურება. ადამიანის ენერგეტიკული ველი და ჩაფიქრებული პროექტის ასრალური მატრიცის ენერგეტიკული ველების ერთიანად შერწყმა საქმის წარმატებით დასრულების პირობაა.
ამიტომაცაა ამ დღის სიმბოლო ბორბალი. თქვენ ემსგავსებით ბორბალს რომელიც მთლიანად დაეშვა.ნუ შეჩერდებით, ნუ შეანელებთ ტემპს და გჯეროდეთ წარმატების.
მთლიანად გამოამჟღავნეთ და ნუ დაზოგავთ ძალებს. მითუმეტეს ენერგია ახლა ბევრი გაქვთ, თუ თქვენ არ გაითვალისწინებთ ამ რჩევებს რისკავთ.
ბიზნესი: ეს საუკეთესო დროა, რომ კორექტივები შეიტანოთ თქვენს სამუშაოსა თუ ბიზნესში, გახსნათ ახლი საქმეები, ახალი სფეროები თქვენი გავლენისა და ძალების ცდისა, გააფორმოთ ხელშეკრულებები პარტნიორებთან, მოაწეროთ ხელი ხელშეკრულებებს, კონტრაქტებს, გაფართოვოთ ბიზნესის საზღვრები, და ა.შ.
ქორწინება: წარმატებულია მათთვის, ვისი პროფესიაც ან მოღვაწეობაც მეცნიერებას, კვლევას, აკადემიურ სწავლებას, ახალ გამოგონებებს უკავშირდება; ვინც ქორწინებით ახალ სოციალურ სტატუსს იძენს.
ჯანმრთელობა: კორექციის პერიოდია. შეგიძლიათ გამაჯანსაღებელი პროცედურები ჩაიტაროთ. ცელულიტის მოსაშორებლად, კბილების საკმურნალოდ კარგი დღეა.
ეზოთერიკა: ევროპული მისტიური სკოლების მიხედვით, კარგი დღეა საიდუმლო ცოდნის გადაცემისთვის, ტალისმანებისა და ამულეტების დასამზადებლად (განსაკუთრებით მრგვალი ფორმის).
სიზმრები: სწორად ახსნის შემთხვევაში ამ დღის სიზმრები ადამიანს უჩვენებენ იმ გზას, რომლითაც თავს დააღწევს პრობლემებს, როგორც ამბობენ აღარ მოუწევს ერთი და იგივე ადგილის ტკეპნა.
მინერალები: ოპალი და ლალი
მე-13 დღეს დაბადებულები: მუდმივად მაძიებელი და შემოქმედებითი ადამიანები არიან. კომუნიკაბელურობით, დიპლომატიურობით გამოირჩევიან. შესაძლოა სხვადასხვა უნარები გააჩნდეთ – კარგად შეუძლიათ დროსთან მუშაობა. ხშირად წინასწარ იციან ან გრძნობენ რა უნდა მოხდეს. როგორც წესი, დიდხანს ცოცხლობენ. შიმშილობას მოერიდეთ. სასურველია სპორტით დაკავება, ახალი, შესანიშნავი ადგილების მონახულება, მსოფლმხედველობის გაფართოება.
რეკომენდებულია: მრგვალი თილისმების დამზადება, პურის ცხობა. აუცილებელია კუჭის დატვირთვა, შეიძლება წამლების მიღება და ჩაიტაროთ კოსმეტიკური პროცედურები. ტკობა, სიამოვნება, მეგობრობის დაწყება. მოგზაურობის შემდეგ სახლში დაბრუნება; ახალი სამოსის ჩაცმა და ახალი სამკაულების ტარება; ბრძოლა; მიცემული პირობების შესრულება.
ავტორი: ნინო, ქეთი