რეტროგრადული იუპიტერი  III სახლში

რეტროგრადული იუპიტერი III სახლში

ეს ერთ-ერთი ურთულესი მდებარეობაა რეტროგრადული იუპიტერითვის, რადგან ინდივიდის წარსული ცხოვრება, რომელსაც მიჩვეულია, მის ყოველდღიურ ურთიერთობებს ეხება. ის მომწყვდეულია წარსულში განვითარებული იდეალების მიხედვით ცხოვრებასა და ცოდნის გაღების სურვილს შორის, რომ უკეთესად დაუახლოვდეს გარშემომყოფებს. დროდადრო  შესაძლოა ძალზედ ბასრი იყოს, რადგან ტაქტი (არაგულწრფელობა)  მისი ბუნებისთვის უცხოა. ხანდახან უხეშიც არის ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი რამ მოიცვან დროის მოკლე პერიოდში. თუმცა კი თავად საკმაოდ ენაწყლიანია.

რადგან დროის უმეტესობას I ფაზაში ატარებს, ის ყოველთვის კარგად ვერ გრძნობს ადამიანებს, რომელთაც ესაუბრება. მას რჩევების მიცემა უფრო უყვარს, ვიდრე მოსმენა და მართალია, ცხოვრებაში უამრავ ადამიანთან უწევს შეხვედრა, არავის ეჯაჭვება.  ის იმდენად დაუდეგარია, მენტალური ენერგიას უაზროდ ფლანგავს, თუმცა მსგავსი საქციელისთვის სხვებს განსჯის.

მიუხედავად იმისა, ახერხებს თუ არა რეალურად გადაადგილებას, მენტალურად მაინც ყოველთვის ბევრს მოგზაურობს. იუპიტერის ამ მდებარეობის უმთავრესი სირთულე ადამიანურ სამყაროში ცხოვრების სწავლაა, რომელიც სავსეა ორობითობითა და თვალთმაქცობით. ამრიგად, ის ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რომ სხვების განსჯის გზას არ დაადგეს.

განვითარებული ინდივიდს ძალუძს გრძელი სიტყვის მოკლედ თქმა, მაშინ როდესაც ამავე მდებარეობის სხვა ინდივიდები, ვინც შედარებით ელემენტარული კარმას გადიან, „ჩახვეული ფირფიტასავით“ საუბრობენ.  თუმცა ორივე ტიპის ინდივიდები მკაფიოდ გადასცემენ  გზავნილებს ადამაინებს, რომლებიც განვითარების შედარებით დაბალ საფეხურზე იმყოფებიან.

წარსულ ინკარნაციებში ეს იუპიტერი უმაღლესი გონების მეშვეობით ვითარდებოდა. ახლა ინდივიდს მოუწევს იმედგაცრუების განცდა, როდესაც შეეცდება, თავისი გაგება მარტივი ენით, უმდაბლესი გონებისთვის გასაგებად, გადმოსცეს.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top