რეტროგრადული მარსი კირჩხიბში

რეტროგრადული მარსი კირჩხიბში

რეტროგრადული მარსის ეს მდებარეობა ძალიან ანაღვლიანებს ინდივიდს, რადგან ნიშნის კარდინალური თვისება მუდმივად I ფაზისკენ უბიძგებს, სადაც ახალი გამოცდილების ძლიერი  სურვილი ფიგურირებს, თუმცა ემოციური მგრძნობიარობა, დაცულობის ბავშვურ სურვილთან ერთად, მას III ფაზაში აფერხებს. ამ ფაზის ინტროვერსიული თვისება აიძულებს, ცხოვრება უფრო ემოციური „მეს“ მეშვეობით განიცადოს, ვიდრე გარესამყაროსთან ურთიერთქმედებაში.

ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით ქალებში, ძალიან ძლიერია „ელექტრას კომპლექსი“, რის გამოც მის ცხოვრებისეულ სურვილებს მამისადმი დათრგუნული ინფანტილური სექსუალური  სურვილების მართავს. ამიტომ, მას ძლიერ იზიდავს დიდი ასაკობრივი სხვაობის მქონე საწინააღმდეგო სქესის ადამიანები.

რადგან კირჩხიბი მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩამოყალიბების წლებთან, III ფაზის ინტროვერსიული ხასიათის ბუნებრივი შთანთქვა გაძლიერებული და გაფართოვებულია, სადაც მისი ყველა მომავალი სურვილი სიცოცხლის საიმედო წყაროების აღდგენის მცდელობას წარმოადგენს.

მას შეუძლია წლობით შეინახოს საკუთარი სურვილები. მაშინაც კი, როდესაც ეს სურვილები აღარ აკმაყოფილებს, მას ძალიან უჭირს ენერგიის გადატანა სხვა რამეზე. სამაგიეროდ, მას ყოველთვის ძალიან უნდა დააკმაყოფილოს უფროსი ადამიანების სურვილები. ძალიან ხშირად მისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს საკუთარი ოჯახის წევრებად აქცევს.  ზოგადად, ის ყოველთვის გულმოდგინედ ცდილობს  გარესამყაროსგან თავდაცვას. იმისათვის რომ ინდივიდმა არ იგრძნოს  მთელი სამყაროს თავისი ოჯახის მაგალითზე მოდელირების სურვილი, მან უნდა ისწავლოს საკუთარი ქვეცნობიერიდან ამოტივტივებულ იმპულსებთან კონტაქტში შესვლა.

წინა ინკარნაციაში მან ძლიერი ტრავმა გადაიტანა ახალგაზრდობაში და ახლა  საკუთარი სურვილების მიმდინარე ცხოვრებაში შემოტანას მხოლოდ მაშინ ახერხებს, როდესაც სიმბოლურად თავიდან ათამაშებს იგივე სიტუაციას სხვა ადამიანებისთვის იგივე როლების მინიჭების მეშვეობით.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top