რეტროგრადული მერკური  IX სახლში

რეტროგრადული მერკური IX სახლში

აქ  მერკური ყველაზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მიუხედავად იმისა წინ მიდის თუ უკან, ფართოვდება თუ იკუმშება დროსა და სივრცეში, ის ძალიან დაშორებულია ყველაფრის ცენტრისგან, რასაც გარშემო ხედავს, რომ მისი აღქმა ზუსტი იყოს. ასე რომ, როდესაც ის ცდილობს შეურიოს ენერგიები, რომელთანაც საქმე აქვს, ის ფაქტობრივად  წვრილმანებში ფილოსოფოსობს.

მას ძალიან უჭირს სხვისი რჩევების მიღება. ის მიდრეკილია აქცენტები დასვას თავისი ჰოროსკოპის იმ სფეროებზე, რომელიც მიზნის თავისუფლების შენარჩუნების საშულებას მისცემს.  ის უჯანყდება ყველაფერს, რაც  ბოჭავს, თუმცა წინ და უკან ჭენებაში,  იმაზე გაცილებით დიდ სივრცეს ითვისებს, ვიდრე საკუთარი თავისთვის გამოყენება შეუძლია. სამაგიეროდ, ეს ადამიანი გულუხვად არიგებს ინფორმაციას. შეიძლება თავად ძალიან დაბნეული იყოს, მაგრამ სხვებისთვის ის  წარსულის უზენაესი გონებისგან წარმოგზავნილი შიკრიკია, რომელიც სასოწარკვეთილად ცდილობს თავი მოუყაროს ყველაფერს, რასაც ხედავს და შემდეგ, ყველასთვის გასაგებ ენაზე „გადათარგმნოს“.

ის ძალიან დამოუკიდებელია და იშვიათად იყენებს ტრადიციულ მიდგომებს ცხოვრებაში. ამ მდებარეობის ნეგატიურმა გამოყენებამ ადამიანი შესაძლოა მენტალურ  „ღორმუცელად“ აქციოს, რომელიც სულ  ახალ-ახალ ინფორმაციას ეძებს. თუმცა ინფორმაცია ვერ მისცემს მას ნამდვილ სიბრძნეს, რასაც, როგორც თვითონ ჰგონია, ეძებს.

ის ცუდი ორგანიზატორია. საკუთარ აზრებსაც იმგვარად ავლენს, სხვებს ძალიან უჭირთ მისი გაგება. ის ცდილობს სულიერი გზით იაროს, თუმცა ისე აქვს ფესვები გადგმული მენტალურ სიბრტყეში, რომ ყველაფერი, რასაც განიცდის, მისი ცნობიერების უმდაბლეს დონეს უბრუნდება, სადაც თავისი სულიერების უმეტეს ნაწილს კარგავს.

ამ ადამიანს ნამდვილად შეუძლია ნირვანას განცდა. შემდეგ კი აზრობრივად კითხვების გადამეორება. აზრის იმ წერტილამდე ანალიზი, სადაც ის (აზრი)  თავის არსებით მნიშვნელობას დაკარგავს. ამიტომ, ამ ადამიანს, არაერთი თვალსაზრისით, კარმულად საკუთარი უმდაბლესი ცნობიერების გადალახვას ევალება. შესაბამისად, რაც უფრო ნაკლებად გამოიყენებს მას, მით უფრო ნაკლები ძალისხმევა დასჭირდება ამისთვის.

საინტერესოა, რომ ის მშვენივრად აცნობიერებს საკუთარ აზროვნების არათანმიმდევრულობას, მაგრამ მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია საკუთარი აზრები გამოთქვას. დაე, მისგან გადაცემული ინფორმაცია მომავალმა თაობებმა დაახარისხონ და გადაანაწილონ  კატეგორიებად. თუმცა ასეთ ურთიერთქმედებაშიც ის არ გრძნობს თავს ბოლომდე კომფორტულად.  I ფაზაში ის ამლაშებს საკუთარი იდეების მართებულობას.  III ფაზაში შეიძლება დაითრგუნოს, როდესაც აღმოაჩენს, რამდენად უადგილო იყო მისი იდეები. სამაგიეროდ, II ფაზა, როდესაც წარსულისა და მომავლის ჯვარედინი გადაკვეთა ხდება, მისთვის ყველაზე კომფორტულია. სწორედ ამ ფაზაში ახერხებს ყველაზე მეტად კონცენტრაციას, რაც ასე ძალიან სჭირდება.

ყველაფერი, რასაც ეს ინდივიდი ამბობს, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა კი ქაოსურად გეჩვენებათ. მაგრამ მსმენელის საქმეც ხომ ის არის, მთელ ინფორმაციიდან კონკრეტულად მისთვის სასარგებლო ელემენტები გამოხშიროს.

მარტინ შულმანი „კარმული ასტროლოგია“


About Qet

Scroll To Top