ტრანზიტული მთვარე ქალწულში

ტრანზიტული მთვარე ქალწულში

მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე ქალწულში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე ქალწულის ნიშანს გადის.

დადებითი კუთხით: დეტალებზე ყურადღების გამახვილება, ორგანიზებულობა, სიზუსტე, აკურატულობა, წესრიგი, ლოგიკურობა, ინტელექტუალური დონის ზრდა.

უარყოფითი კუთხით: გაკრიტიკების სურვილი, პრეტენზიულობა, ეჭვიანობა, გადამეტებული სიფრთხილის გამოჩენა.

ყურადღება გამძაფრებულია დეტალებისა და წვრილმანების მიმართ.  ეს პერიოდი გვეხმარება უკეთ დავინახოთ არასრულყოფილება  შესრულებულ სამუშაოში, აღძრავს  სხვების გაკრიტიკების სურვილებს.  მეტი პრეტენზიები ჩნდება მომსახურეობის ხარისხის მიმართ, შესაძლოა ამან გამოიწვიოს დაძაბული სიტუაციები  საყოფაცხოვრებო ტექნიკის სახელოსნოებში, რესტორნებში და   მომსახურების სფეროს სხვადასხვა ორგანიზაციებში.

კარგი პერიოდია საქმიანი აქტივობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური შრომისთვის, სწავლისთვის (მაგრამ არა გამოცდის ჩაბარებისთვის –  გამომცდელი  გამოდევნება წვრილმანებს!) სწვალებისთვის, ლექციების წაკითხვისთვის, კონფერენციებისა და მემკვიდრეობის გაფორმებისთვის.

კარგად წავა კომპიუტერებთან  დაკავშირებული სამუშაო და ყველა ის საქმე, რაც  სიფაქიზეს  და ზუსტ თვალის ზომას მოითხოვს.

სასურველია წინასწარ დაიგეგმოს  სხვადსხვა ღონისძიებები (ჯანმრთელობის და არამარტო) და შემდეგ მათ მიყვეთ.

მოაწესრიგეთ დოკუმენტები.

ენერგიის წინ და უკან ხარჯვას მოერიდეთ. კონკრეტული მიზანი დაისახეთ და მისდიეთ. მეტი ყურადღება და აკურატულობა გამოიჩინეთ საქმის კეთების დროს.

მეტი დრო დაუთმეთ შინაურ ცხოველებს, საკუთარი თავის მოვლას. გამწმენდი პროცედურებისთვის სწორედაც რომ ხელსაყრელი დროა.

სისუფთავე და ბუნებრიობა ყველაფერში დაიცავით. იქნება ეს საკვები, სამოსი თუ კოსმეტიკა.

ამ პერიოდში თუ თმას შეიჭრით, ნელა გაგეზრდებათ.

უფრო წარმატებული იქნება ვაჭრობის სფეროში მყოფი ადამიანებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, მასწავლებლებისთვის, მკვლევრებისთვის.

სიყვარული: ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა სერიოზულობით, თუმცა კრიტიკითაც ხასიათდება. ემოციურობა ნაკლებია, მეტი ყურადღება ექცევა აზროვნებას, ინტელექტს, ჰიგიენას, სხვადასხვა ტიპის სუნს.

ფინანსები: გაყიდვები ბევრად აქტიურ ფაზასი გადადის. კარგია პრაქტიკული გადაწყვეტილებების მისაღებად. აქსესუარების, წიგნების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის საყიდლად.

კვება: მიირთვით ნატურალური და სუფთა პროდუქტი. კარგია დიეტის დაწყება.

ჯანმრთელობა: ჯანმრთელობა სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარეობს და ორგანიზმზე აისახება. იზრუნეთ სისუფთავეზე, ჯანმრთელობაზე. კარგია ნერვული სისტემის სამკურნალოდ, თმის მოვლისთვის, მანიკური, პედიკური, ფრჩხილების დაგრძელებისთვის. სხვადასხვა გამწმენდი პროცედურების ჩატარება,  გამაჯანსაღებელი აბაზანები, არომა და ფიტოთერაპიით. დატვირთეთ ფეხის კუნთები, ნაჩვენებია ტერფების მასაჟი. კარგია ასევე კონტრასტული შხაპი თეძოების ზონაზე. უკუნაჩვენებია ოპერაცია მუცლის ღრუს ორგანოებზე.

არასასურველია: ზედმეტი კრიტიკა, მიწის ნაკვეთის და უძრავი ქონების შეძენა, მედიტაცია, ფსიქოთერაპიის კურსის დაწყება.

რეკომენდებულია: სწავლა, ინტელექტუალური და შემოქმედებითი მუშაობა, ფინანსური შეთანხმებების წარმოება, შუამავლობა, ფინანსური დოკუმენტების გაფორმება, აღმზრდელობითი საქმიანობა, კვალიფიკაციის ამაღლება, ერთობლივი მუშაობა, ურთიერთთანამშრომლობასა და თანაავტორობაზე შეთანხმება, ჯანმრთელობასა და ჰიგიენასთან დაკავშირებული  პრობლემების მოგვარება. სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარება; პრაქტიკული ნივთებისა და პროდუქტების შეძენა.

ტრანზიტული პლანეტები  ნათალური ჰოროსკოპის სახლებში

ამა თუ იმ სახლის თავისებურება ძალიან მკაფიოდ ვლინდება ნათალურ რუკაში, როდესაც სახლს ტრანზიტული პლანეტა ააქტიურებს. როგორც ცნობილია, პლანეტები სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობენ. მაგალითად, მთვარე ზოდიაქოს წრის თორმეტივე ნიშნის და შესაბამისად, ჰოროსკოპის თორმეტივე სახლის გავლას 28 დღეს ანდომებს; მზე 1 წელიწადს; იუპიტერი 12 წელს; სატუნრი 28 წელს; ურანი 84ს და ა. შ. ლოგიკურად, რაც უფრო ნელა მოძრაობს პლანეტა, მით უფრო დიდხანს ჩერდება ერთ ნიშანში/სახლში. სახლის შესაბამისი სფეროც უფრო აქტიურად ვლინდება. სახლის გააქტიურების თავისებურება დამოკიდებულია თავად სახლის (ველის) მონაცემებზე: სად არის განთავსებული, რა ზომისაა, ცარიელია თუ ტრანზიტულ პლანეტას ნათალური პლანეტა მასპინძლობს, რომელი ნათალური პლანეტები ან ფიქტიური წერტილებია მასში განთავსებული და რა თქმა უნდა, ასპექტები, როგორც ნათალურ ისე ტრანზიტულ პლანეტებს შორის. ამას გარდა, მხედველობაში უნდა მივიღოთ, როგორ არის გამოხატული თავად ეს პლანეტა ნათალურ რუკაში, ჰარმონიულად თუ დისჰარმონიულად. მხოლოდ ყველა ამ ასპექტის გათვალისწინებით, შეგვიძლია შევაფასოთ მისი გავლენა დადებითად ან უარყოფითად.

ტრანზიტული პლანეტის გავლენა სახლზე არ ჩამოუვარდება ნათალური პლანეტის გავლენას. მხოლოდ ნათალური (დაბადების) პლანეტების განლაგება დაფიქსირებულია ერთხელ და  სამუდამოდ, დაბადების მომენტში. ტრანზიტული პლანეტები კი მუდამ მოძრაობენ, ქმნიან დადებით ან უარყოფით ასპექტებს.

მთვარის ტრანზიტი ნათალური ჰოროსკოპის სახლებში:

როგორც უკვე გითხარით, მთვარე ზოდიაქოს წრის და შესაბამისად, ჰოროსკოპის სახლების გავლას 28 დღეს ანდომებს. მთვარის დღე მზის დღეზე ნაკლებია.

მთვარის ბუნება ნოტიოა. მისი პრინციპი  ცვალებადობაა. ნათალურ რუკაში სახლი (ცხოვრების სფერო), სადაც  მდებარეობს  მთვარე, არ გამოირჩევა სტაბილური ხასიათით. შესაბამისად, მთვარეს სახლში შეაქვს მერყეობა.

მთვარე დაკავშირებულია სახლთან, ოჯახთან, დედასთან, პირველად საჭიროებებთან. მთვარე რეაგირებს ემოციურად (ირაციონალურად). ის ზემოქმედებს აღქმაზე.

სწრაფი მოძრაობიდან გამომდინარე, უშუალოდ მთვარე ნაკლებად ხდება კონკრეტული მოვლენების გამომწვევი. ის უფრო ნათალურ და ტრანზიტულ პლანეტებთან თანამშრომლობით მუშაობს. ასე ვთქვათ, მომწიფებული მოვლენის (რაც ნათალური და ნელი პლანეტების ტრანზიტით არის მომზადებული) ჩამრთველი ხდება. მთვარის გავლენა ყველაზე მძაფრად ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე აისახება. შესაბამისად, ის ცვლის ჩვენს შინაგან დამოკიდებულებას კონკრეტული სფეროს მიმართ, სადაც ტრანზიტით იმყოფება.

 

მთვარის ტრანზიტი ნათალური ჰოროსკოპის

I სახლში

ყველაფერი რაც დაკავშირებულია პიროვნების გარეგნულ გამოვლინებასთან. ამ დღეებში შეიძლება გაგიჩნდეთ გარეგნობის შეცვლის სურვილი, განსაკუთრებით ქალებს. ეხება თავს, სახეს. შესაძლებელია დასიება, გაციება.

 

II სახლში

მთვარე ამ სახლში ეგზალტირდება/ კულმინაციაშია. ფინანსური საკითხები. ფული ოჯახური საჭიროებებისთვის. ან პირველადი მოხმარების ნივთების ბიზნესი. რეკომენდებულია სიმღერა. ეხება ხმის იოგებს, ყელს.

III სახლში

გადაადგილება მოკლე მანძილებზე. ურთიერთობა ნათესავებსა და მეზობლებთან ყოფით საკითხებზე. კორესპოდენცია. სწავლა. რეკომენდებულია სუნთქვითი ვარჯიშები. ეხება ფილტვებს, ხელებს, მტევნებს, თითებს.

IV სახლში

მთვარე ამ სახლის სიმბოლური მმართველია. სახლთან, უძრავ ქონებასთან, საცხოვრებელ ფართთან, ოჯახთან  დაკავშირებული საქმეები.  ცვლილებების სურვილი ამ სფეროებში. ინტერესი ისეთი საკითხების მიმართ, რომელიც ეხება დედას (მის კეთილდღეობას მათ შორის). ეხება კუჭს. აუცილებელია ზომიერების დაცვა საკვებთან და სასმელთან დაკავშირებით.

V სახლში

ლტოლვა გართობის, მხიარულების, სასიყვარულო რომანების, თამაშის მიმართ. იზრდება აზარტი და სპეკულაციების სურვილი. რეკომენდებულია ურთიერთობა ასაკით უმცროს ადამიანებთან, ბავშვებთან. ეხება გულს, სისხლძარღვებს.

VI სახლში

სამსახურთან, თანამშრომლებთან, კვებასთან, სამოსთან დაკავშირებული საქმეები. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემები. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს,თავი აარიდოთ გადაღლას და არასწორ კვებას. ეხება ნაწლავებს.

 

VII სახლში

ამ დღეებში დაწყებული პარტნიორობასთან, ქორწინებასთან  დაკავშირებული საქმეები ცვალებადი იქნება, თუ სახლი ფიქსირებულ ნიშანში (კურო, ლომი, მორიელი, მერწყული) არ მდებარეობს. ეხება თირკმელებს.

VIII სახლში

მთვარე ამ სახლში სიმბოლურ ვარდნაშია. „კორპორატიული ფული“. ცხადი სიზმრები. ურთიერთობა მიღმიერ სამყაროსთან. გარდაცვლილების მოგონება და შესაძლო კონტაქტიც კი მათთან. ეხება გენიტალიებს, სქესობრივ სფეროს.

IX სახლში

ყურადღება გადადის უმაღლეს სფეროებზე, განათლების საკითხებზე, შორეულ მოგზაურობებზე, რისი განხორციელებაც სავსებით შესაძლებელია. ეხება ღვიძლს, ბარძაყებს.

 

X სახლში

მთვარე ამ სახლში(ზენიტში) სიმბოლურ ტყვეობაშია. აძლიერებს საქმიან აქტიურობას. ცვლილებები საქმის წარმოებაში ან თავად საქმეში. თუ ამ ცვლილებებს აჩვენებს სხვა, უფრო ნელი პლანეტა, სავარაუდოდ, მთვარის ამ სახლში ტრანზიტის დროს მოხდება კიდეც. მთვარე, ასე ვთქვათ, ჩართავს კონკრეტულ მოვლენას. ეხება მუხლებს, ელენთას.

 

XI სახლში

გაფართოება და ცვლილებები სოციალური კონტაქტების სფეროში. სოციალური გააქტიურების მოთხოვნა. ახალი მეგობრები ან ურთიერთობის შეცვლა ძველ მეგობრებთან. ახალი იმედები და სურვილები. ეხება წვივებს, კოჭებს, სითხის გადანაწილებას სხეულში.

XII სახლში

ცვლილებები, შეფერხებები, წინააღმდეგობები და შეზღუდვები, რაც ძალიან საწყენია, მაგრამ ყურადღების გადართვისკენ გიბიძგებთ გარე მოვლენებიდან შიდა აქტიურობაზე: ჩაიხედეთ საკუთარ თავში. რეკომენდებულია მედიტაცია. შესაძლოა შეხება მოგიწიოთ საავადმყოფოსთან, თავისუფლების შეზღუდვის ადგილებთან. აუცილებელია არ არის თქვენ მოხვდეთ იქ, შეიძლება ვინმე მოინახულოთ. ეხება ტერფებს, ფსიქიკას.

სტატიის ავტორი: რუსა


About Tamta

Scroll To Top