ბედის ბანქო – 6 ჯვარი

ბედის ბანქო – 6 ჯვარი

(30 მარტი; 28 აპრილი; 26 მაისი; 24 ივნისი; 22 ივლისი; 20 აგვისტო; 18 სექტემბერი; 16 ოქტომბერი; 14 ნოემბერი; 12 დეკემბერი;)

ნებისმიერი 6-ის ქმედების სფეროა კარმა და კანონები, ზოგიერთი კი ამას ისე მწვავედ შეიგრძნობს, რომ ეშინია, სხვა ადამიანებთან ვალში დარჩენის, რადგან კარგად ესმის, რომ ყველაფრისთვის საჭიროა გადახდა.

ზოგიერთი 6 კი ცდილობს ამ კანონებსა და ვალდებულებებს გაექცეს, თუმცა ამგვარი ქმედება მათთვის არათუ კარგის მომტანი, არამედ ახალი პრობლემების წარმოშობის მიზეზი ხდება.

ექვსიანებმა კარგად იციან რა არის ბედისწერა, იციან ისიც, რომ ნებისმერი შედეგი თავისივე დათესილი „მარცვლის ნაყოფია“. ზოგიერთი პასიურობს, ელოდება ბედის მიერ ბოძებულ შანსებსა თუ შესაძლებლობებს, სხვები, კი პირიქით, ფიქრობენ სიკეთესა და ბოროტებაზე, აანალიზებენ, ცდილობენ გაიაზრონ საჭირო ცხოვრებისეული გაკვეთილები. ცვლილებები ექვსიანების ცხოვრებაში მოულოდნელად ვითარდება, ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ. მათ დამოუკიდებლად უნდა გადადგან ნაბიჯი წინ. ცვლილებები კი მოხდება მაშინ, როდესაც ამის მზაობა ექნებათ.

ექვსიანებს ხშირად მოიაზრებენ ჯიუტ ადამიანებად. კონსერვატორები, რომლებსაც უყვართ ერთ ადგილას გაჩერება. არსით მშვიდობისმყოფელი, მშვიდი და ჰარმონიულები არიან. ყოველთვის ცდილობენ გაექცნენ კონფლიქტებსა და ჩხუბს, რადგან არ დაარღვიონ შინაგანი ბალანსი, მაგრამ როდესაც მოთმინება ზღვარს სცილდება, მათ შეუძლიათ შინაგანი აგრესიის გამოვლენაც, რომელიც მძლავრ აფეთქებას ჰგავს.

6-იანებს შორის არაერთი სპორტსმენია, ეს შესაძლოა გასაკვირი იყოს, რადგან მათთვის მთავარი მშვიდობა და სიწყნარეა, საქმე იმაშია, რომ წონასწორობის პრინციპი მათ აიძულებთ მოწინააღმდეგეზე ზეწოლას, ზუსტად ისე, როგორც სხვები ცდილობენ მათზე ზეწოლას. კონკურენციის შეგრძნებას ისინი წარმატების მწვერვალამდე მიყავს.

6-იანი ძალიან ინტუიციური და მგრძნობიარეა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შინაგანი ხმის მოსმენა, მას აქვს საკმაოდ კარგი ოკულტური და ეზოთერული უნარები. მას აკისრია განსაკუთრებული მისია – ემსახუროს სხვა ადამიანებს და მათ ერთგვარი გიდობა გაუწიოს, უკეთესი ცხოვრებისთვის მიმავალ გზაზე. ზოგიერთი ხდება სულიერი მოძღვარი და მასწავლებელი, ზოგი კი – ეხმარება ადამიანებს სულიერ განვითარებაში.

ექვსიანები ძირითადად ყოველთვის აცნობიერებენ, რომ ერთგვარი სინათლის შემტანის ფუნქცია აქვთ ადამიანებთან.

რჩევა 6-იანებს – ნუ იცხოვრებთ რუტინული ცხოვრებით.

6 ჯვარი

მისიონერების, ექსტრასენსების ბანქო.

მიუხედავად შესაძლებლობებისა თავის უნარებს საკმაოდ იშვიათად აცნობიერებენ. 6 ჯვარი ფიქრობს, რომ ის რაც მისთვის საჭიროა უკვე იცის, ეს კი ხელს უშლის თავისი ნიჭის განვითარებაში.

ამ ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, ამიტომ  თავის სიტყვებთან და ქმედებებთან განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს.

მან აუცილებლად უნდა გამოიმუშაოს თავისი ფასეულობების სისტემა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ცხოვრებაში და თუ ამას შეძლებს, შეუძლია შეცვალოს სამყარო, გახადოს ის უკეთესი. სანამ ეს ადამიანი ცხოვრებაში ვერ იპოვნის საკუთარ გზას, იქნება გაუბედავი და დაბნეული. აუცილებელია ზომიერება, წონასწორობის მიღწევა და გარშემომყოფებთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება.

 ხშირად 6 ჯვრის წარმომადგენლები ფინანსურად უზრუნველყოფილნი არიან, ამასთანავე  მაღალ სულიერ განვითარებას აღწევენ. თუმცა ხშირად არიან კმაყოფილი იმით, რაც აქვთ და აღარ ფიქრობენ განვითარებაზე (ეს ზოგადად ექვსიანების პრობლემაა).  განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებიან სიტყვებს და ყოველთვის ასრულებს დანაპირებს. ზოგიერთი მათგანი წლების განმავლობაში ამაყად ახდენს საკუთარი საჭიროების დემონსტრირებას, თუმცა მიუხედავად ამისა სულის სიღრმეში მატყუარად რჩება. ადრე თუ გვიან ასეთი ტყუილი მჟღავნდება და საპასუხო დარტყმა საკმაოდ მტკივნეულია. მაღალი განვითარების 6 ჯვარი ადეკვატურად აფასებს საკუთარ თავს და ყოველთვის აკონტროლებს სიტყვებსა და დაპირებებს.

 ამ ბანქოთი დაბადებულები განსაკუთრებული კარმის მატარებლები არიან, არის ცდუნება თავიანი დიდი უნარების გადამეტებისა, ამიტომ საჭიროა დროდადრო კონტროლი. ხშირად ხელმძღვანელის ადგილს იკავებენ და სწავლობენ ღირსეულად მართვას ან მათ ცხოვრებაში გამოჩნდება დიდი ძალაუფლების ადამიანი, რომელთანაც ჩაებმებიან მძვინვარე ბრძოლაში. ( მასთან ბროლით, მისგან სწავლობენ იგივეს). აუცილებელია ეს ადამიანი ჩაწვდეს მართვისა და ძალაუფლების ჭეშმარიტ აზრს, გააცნობიეროს რამდენი ცდუნება შეიძლება გზად არსებობდეს და ისწავლოს მათთან ბრძოლა.

 ზოგიერთ 6-იან ჯვარს განსაკუთრებული მისია აქვს, გააცნოს ადამიანებს მსოფლმხედველობის საფუძვლები და სამყაროსეულ ჭეშმარიტებას ფარდა ახადოს. ეს ადამიანები სინათლის სხივისა და სიმართლის მატარებლები არიან. თუ ისინი აცნობიერებენ უდიდეს პასუხისმგებლობას, ამოცანებს და თავიან ფარულ ტალანტებს მაშინ სამყაროს დაცვასა და ზეციური ძალების წყალობას იღებენ.  მათ უნდა გააცნობიერონ ცხოვრების მთავარი მიზანი, დაეუფლონ უმაღლეს ცოდნას და სწორ შეფასებებს ადამიანებთან მიმართებაში. ბევრი მათგანი ხდება მასწავლებელი, წიგნების მაღაზიის მეპატრონე, მრჩეველი, გამომცემელი. სწორედ მათ შეუძლიათ დაეხმარონ სხვებს ჭეშმარიტებისა და უმაღლესი საკუთარი „მე“ ს შეცნობაში.

 მთავარია 6-იან ჯვარი მიენდოს საკუთარ შინაგან ხმას, არ შეჩერდეს შუა გზაზე, მისი ბედნიერების საიდუმლოა გახდეს სხვებისთვის უმაღლესი ცოდნის მფლობელი წინამძღოლი და გადამცემი. ამ ბანქოს ადამიანებს ცვალებადი სიყვარული ახასიათებთ და ამის გამო ხშირად სხვადასხვა პრობლემებს აწყდებიან, ასაკთან ერთად სიბრძნე და გამოცდილება ემატებათ, მსგავსი პრობლემებიც კლებულობს, თუმცა საკუთარი გრძნობების იგნორირების გამო ნევროზულები და ადვილად გაღიზიანებადები ხდებიან.

სინამდვილეში მათ უნდა გააცნობიერონ საკუთარი თავის როლი პარტნიორულ ურთიერთობებში, მიიღონ საკუთარი ემოციები ისე, როგორც არის და ჩამოყალიბდნენ – როგორი ცხოვრების მეგზური ჭირდებათ.

 მერკურის ასაკში (13წლამდე) 6 ჯვარი ხშირად შუა გზაზე „იჭედება“, თავისთვის მშვიდად ცხოვრობს თავის „ჭაობში“ და ამგვარი ცხოვრებით კმაყოფილია.

ვენერას ფაზაში (13-26 წლამდე) ისე ხშირად უყვარდებათ, რომ შესაძლოა არაერთი (ქორწინება) პარტნიორი გამოიცვალონ.

მარსის პერიოდში (26-39წლამდე) უჩნდებათ უამრავი იდეა, რომელიც მოსვენებას არ აძლევთ და ამ შემთხვევაში მათ უწევთ ისწავლონ თავისი მოუსვენარი გონების ფლობა.

იუპიტერის ასაკში (39 – 52წლამდე) თავიანთი შემოქმედებითობის წყალობით შესაძლოა კარგი მატერიალური მდგომარეობა ჰქონდეთ,

აი მერე კი (სატურნის ასაკი 52 – 65 წლამდე) ეს “ბანქო”  უკვე კარგად ფლობს თავის თავს, ის ხდება ნებისა და გონების გამგებელი და ნებისმიერი დასახული მიზნისკენ წარმატება გარანტირებულია.

მოკლე დახასიათება: ინტუიციის, იდეების გაცვლის, დადებითი ურთიერთობების სასიკეთოდ კომპრომისზე წასვლის ბანქო, სტაბილურობა და სიმსუბუქე საქმეების წარმოებისას, განვიტარებული პასუხისმგებლობა კავშირებსა და გონებრივ საქმიანობაში.

აუცილებელია- ენდოთ თქვენს ინტუიციასა და შეგრძნებებს, გამოიმუშაოთ მატერიალურს მიღმა ხედვის უნარი,  აიღოთ პასუხისმგებლობა ნათქვამზე და დაპირებულზე.  წარმატება და წარუმატებლობა სწორედ თქვენს ხელთაა.

ავტორი: ქეთი


About Kate

Scroll To Top