გრადუსები სასწორის ზოდიაქოში

გრადუსები სასწორის ზოდიაქოში

 გრადუსთა ხარისხი

ნიშნის მმართველი: დღის ვენერა.

დეკადების მმართველები: 0°-10°°_ ვენერა; 10°-20°°_ სატურნი (ურანი); 20°-30°_ მერკური.

თერმები: სატურნი_ 0°-6°, მერკური_ 6°-14°, იუპიტერი_ 14°-21°; ვენერა_ 21°-26°; მარსი_ 26°-30°°.

ფაზები: 1°-10°°_ მთვარე; 10°-20°° _ სატურნი; 20°-30°° _ იუპიტერი.

სატურნი ეგზალტაციაშია, მარსი და პლუტონი ტყვეობაშია, მზე დაცემულია.

კრიტიკული გრადუსები: 13°°,26°°.

ცალკეული გრადუსების მნიშვნელობები:

1. (ვენერა) _ ჭრილობების და ძალადობრივი სიკვდილის საფრთხეა, აზრების სიუხვე.

2. (მერკური) _ რელიგიურობა, მიძღვნა, სერიოზული კვლევა-ძიებანი.

3. (მთვარე) _ დამოკიდებულება, შეზღუდულობა. ჰუმანიზმი, გარეგანი ყურის სმენითი არხების აბცესი (ლათ. აბსცესსუს ჩირქგროვა) – ქართულად: ჩირქგროვა. ქსოვილის ან ორგანოს კაფსულით შემოსაზღვრული ჩირქოვანი ანთების კერა. ჩირქოვანი ღრუ, რომელიც საღი ქსოვილებისაგან არის გამოყოფილი. აბსცესის მაგალითია ფურუნკულოზი. განასხვავებენ განგრენულ, ჰემორაგიულ, ინკაფსულირებულ, მეტასტაზურ, რეტროფარინგულ და სხვა ტიპის აბსცესებს – უცხო სიტყვათა ლექსიკონი). ფერწერის უნარები.

4. (სატურნი) _ მონდომება/შრომისმოყვარეობა, მიწათმოქმედება, მძიმე სამუშაო. დაზიანებისას _ ჩიყვი, აბცესები.

5. (იუპიტერი) _ ფიზიკური საფრთხე, ხელოვნების სიყვარული, ენთუზიაზმი. დაზიანებისას _ სიმკაცრე, გაუმართლებელი სასიკვდილო რისკი.

6. (მარსი) _ დაქვემდებარებულობა, სიღარიბე, მძიმე სამუშაოები და დავალებები.

7. (მზე) _ პარტიორისგან და ქორწინებიდან საშიშროება, ბუნდოვანი მდგომარეობა, სიყვითლისკენ მიდრეკილება – იუპიტერით ანდა სატურნით დაზიანებისას.

8. (ვენერა) _ გულით საყვარელი ადამიანების ავადმყოფობა ან სიკვდილი, უზნეობა, გულისხმიერება, ენთუზიზმი.

9. (მერკური) _ ნებისყოფის სიძლიერე, აგრესიულობა, ომში/ბრძოლაში საშიშროება.

10. (მთვარე) _ საშიშროება, სახლის სიყვარული, თავის ფლობა უჭირს.

11. (სატურნი) _ გასაოცარი წარმომავლობა, გაორებული ხასიათი, სიეშმაკე.

12. (იუპიტერი) _ წინდაუხედელობა, დაურწმუნებლობა, წარსულზე დარდი.

13. (მარსი) _ დანაკარგები, გაყრა და მონატრება, გაორებული ხასიათი, სახსრების რევმატიზმები, დიეტის ინტერესი. კრიტიკული გრადუსია.

14. (მზე) _ სხვების ექსპლუატაცია, მსახიობებისკენ მიდრეკილება.

15. (ვენერა) _ თანაგრძნობა, ერთგულება, სიყვარულის მოთხოვნილება, მუსიკალურობა. მარსით დაზიანებისას _ პარალიჩი. თუ ასცედენტი მუტაბელურ ნიშნებშია და დაზიანებულია სატურნით ანდა ურანით _ თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება.

16. (მერკური) _ სიფრთხილე, მონდომება/შრომისმოყვარეობა; შორეული მგზავრობები, ძირითადად ტროპიკებში.

17. (მთვარე) _ ხელოვნების სიყვარული, კრიტიკა, დაუდევრობის გამო დანაკარგები, ორატორული ნიჭი, თავისუფალი საუბარი, ბრაიტის დაავადება.

18. (სატურნი) _ ქონება, სიწყნარე, სახლისკენ გადახრა (იგულისხმება სახლში ყოფნის სიყვარული).

19. (იუპიტერი) _ უზრუნველყოფილი მდგომარება, თვითფლობა, მისწრაფება, აქტიურობა, სიჯიუტე. მზე ვარდანშია.

20. (მარსი) _ რელიგიურობა, მიჯაჭვულობა, მსხვერპლად შეწირვა, სატურნი დაწინაურებულია.

21. (მზე) _ დამოკიდებულება, დანაკარგები, არასერიოზულობა, ვენერით დაზიანებისას _ აბსცესები. სატურნი ეგზალტაციაშია.

22. (ვენერა) _ უწესრიგობის გამო დანაკარგები, ნაკლები სიჯუტე, მხატვრობის უნარები, ფანტაზია, სიტყვისა და გამოსახულების შეგრძნება, არქიტექტურა, მშენებლობა, დიდება, პატივისცემა (უძრავი ვარსკვლავი სპიკა).

23. (მერკური) _ მედიცინისკენ, ქიმიისკენ, ფარმაცეფტული(სააფთიაქო) საქმიანობისკენ გადახრა, კვლევა-ძიებითი სული, ჯილდოები, დაბრკოლების გადალახვებში წარმატება. (უძრავი ვარსკვლავი არკტურ).

24. (მთვარე) _ ვნებების წინააღმდეგ ბრძოლა, გამარჯვებული ნება, მუსიკალურობა.

25. (სატურნი) _ ქედმაღლობა, ლიტერატურული უნარები (იდეალიზმისკენ მიდრეკილებით), სილამაზე, კარგი მდგომარეობა, მაღალი საზოგადოებისკენ სვლა.

26. (იუპიტერი) _ გონიერება, სითამამე, წინდაუხედაობა. კრიტიკული გრადუსია.

27. (მარსი) _ მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან გამოწვეული დანაკარგი, დაბრკოლებული დაწინაურებები. ტუპერკულიოზისკენაა მიდრეკილი _ თუ მეთორმეტე სახლი, მისი მმართველი და მოძრავი ნიშანი დაზიანებულია.

28. (მზე) _ ბედნიერება, წარმატება, მოკრძალებულობა, სიზუსტე, კომუნიკაბელურობა; მაღალი საზოგადების წვდომა (იგულისხმება კავშირი და ამ საზოგადოებაში ყოფნა), გამელოტებისკენ მიდრეკილება.

29. (ვენერა) _ ფანტაზია, ბუნების სიყვარული, ერთგულება, ცოტა ენერგია.

30. (მერკური) _ სიფრთხილე, სახიფათო მეგობრები, ძალადობრივი სიკდილის საშიშროებაა.

წყარო:კეფერი

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top