მახინჯი სიმართლე ზოდიაქოს ნიშნებზე

მახინჯი სიმართლე ზოდიაქოს ნიშნებზე

განვითარება იწყება თვითკრიტიკიდან!

ვერძი

უკიდურესად აგრესიული,მეომარი და შეუბრალებელი პრიმიტივი,ფართოდ გახსნილი ვულგარული სულით. გონებრივად დამუხრუჭებული ძლივს ახერხებს უმარტივესი მოვლენების დამახსოვრებას. არაერთ სისაძაგლეს გაგიჩალიჩებდათ,საკმარისი ჭკუა რომ ჰქონდეს. უყვარს ლუდი და მლაშე იუმორი. ბავშობაში სამხედროს ან კოსმონავტის კარიერაზე ოცნებობს. ჩხუბის და დავიდარაბის წამომწყები ყოყლოჩინაა. ყოფით ცხოვრებაში მოარიდეთ ოჯახის ბიუჯეტს, ნებისმიერი სიდიდის თანხას წამებში გაფლანგავს. არც კი იცის ფულს რაში ხარჯავს. საზოგადოებაში მოსაბეზრებელია,საათობით ყბედობს საკუთარ თავზე და სხვებს ვერც ამჩნევს. გამოთვრება და სკანდალებისკენ მიუწევს გული.

 

კურო

მეწვრილმანე მუდო. მლიქვნელი და ჩამშვები. ცხოვრებაში ცხვირაწეული დადის,თუმცა უფროსობის ნებისმიერ დავალებას მორჩილად ასრულებს. ხასიათით მსახიობი, ალტრუისტის ან წამებული წმინდანის როლშია. სინამდვილეში ყველა ეზიზღება და საკუთარი თავი სამყაროს ჭიპად მიაჩნია. უყვარს სიმდიდრე. ფარული და დაუღალავი მომხვეჭელია. მზადაა უკანასკნელი გაიღოს… საკუთარი არა ოღონდ,მოყვასის! ეგოცენტრიკი,სადისტური გადახრებით. ოჯახს ატერორებს ადრეული ბავშობიდან ღრმა მოხუცებულობამდე. მართალია,გარეგნულად თავაზიანი და ალერსიანი ჩანს,მაგრამ არავის  ენდობა,საკუთარ თავსაც კი. ყველა პრივილეგიის უზურპატორი.

 

ტყუპები

 

მარადი ბავშვი,როგორც ინტელექტუალურად,ისე ემოციურად. კატეგორიულ უარს აცხადებს გაზრდაზე. მთელ ცხოვრებას პარაზიტობაში ატარებს. ერთადერთი,რაც მართლა ძალიან უყვარს არის საუბარი. ცოტას კითხულობს,მაგრამ ყველაფერზე საკუთარი აზრი აქვს,თუმცა ამასაც კვირაში ცხრაჯერ იცვლის. განსჯის უნარი შედარებით მოწიფულ ასაკში უვითარდება. ხშირად ხდება მწერალი ან მსახიობი. ვერ იტანს ვერც ფიზიკურ,ვერც შინაგან დაძაბულობას. მოსწონს სტუმრების მიღება,რომელთაც ჩაითა და კანფეტებით უმასპინძლდება,თუმცა უმეტესად საკუთარი ყბედობით.

 

კირჩხიბი

ფსიქოონანიზმში ჩაძირული ოპორტუნისტი კონსერვატორი. მიუხედავად იმისა,რომ აზრს ვერავინ გადაათქმევინებს,მაინც კამათობს. უმეტესად იმისათვის,რომ შემდეგ ოპონენეტს დასცინოს და საკუთარ თვალში ამაღლდეს. შიშისგან შეიძლება პირველი დაგესხათ თავს,მაგრამ უფრო ხშირად,როგორც კი საფრთხეს იყნოსებს,თავს სოროში გაქცევით შველის _ ადგილი,რომელსაც აღმერთებს და ელოლიავება. ის სიამოვნებით დასცინის ყველას და ყველაფერს,თავს ძლიერ და ჭკვიან პიროვნებად წარმოაჩენს. სინამდვილეში კი ყველასი და ყველაფრის ეშინია,მარტოობა და სიმშვიდე უყვარს.

 

ლომი

 

ბავშობიდან მიდრეკილია სასმელისა და გამომძალველობისკენ. ღორმუცელობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის მის ჯიბეს. სხვა საქმეებში ძალიან ზარმაცია. ახალგაზრდულ წლებში ფულს მშობლებს სცინცლავს,მოგვიანებით_ნაცნობ-მეგობრებს. თავის ჰიპერტროფირებული სიამაყით და პატიმოყვარეობით ყველას ცხოვრებას უწამლავს. მთელი სამყარო მის გარშემო უნდა ტრიალებდეს,ამიტომ ყველგან და ყველაფერში პირველობას ესწრაფვის. საკუთარი სიდიადის, აღმატებულების, განუმეორებლობის, ზეობის და ა.შ.  შეუდრეკელი განცდა აქვს.

 

ქალწული

 

როგორც წესი,მისთვის დამახასიათებელია სპილოს მომხიბვლელობა და კურდღლის სიბრძნე. სკრუპულოზური, ძუნწი, მუდო და ჯიჯღინა. პედანტიზმის გამო,აუტანელია სახლშიც და სამსახურშიც. თავისი ყუმობით და კრიჭაში ჩადგომით ყველანაირი საქმის ჩაფლავება შეუძლია. ნებისმიერს გადაიყვანს ჭკუიდან. არასდროს იმპროვიზირებს. ყოველთვის მოსაწყენი გეგმები აქვს. ახლობელი ადამიანების პროტესტი და ინტერესები სულაც არ ანაღვლებს. ყოველთვის ცივი გონებით თვლის. აინტერესებს და ირჩევს ყველაფერ მძიმეს,სოლიდურს და მოსაბეზრებელს. მტრობაში საშინელი ინტრიგანია,მანამდე არ მოისვენებს,სანამ მოწინააღმდეგე მხარეს მეათე თაობამდე არ გაამწარებს.

 

 

სასწორი

ნამდვილი ლუზერი უნდა იყო, რომ ერთხელ დაიბადო და ისიც სასწორის ზოდიაქოს ნიშნით. ორივე ხელი მარცხენა აქვს,მხედველობა და სმენა_ბლაგვი. იუმორის გრძნობა და თავმოყვარეობა ჩანასახოვან  მდგომარეობაში. არც ფული აქვს,არც იღბალი და არც სიყვარული. არ უმართლებს არც სამსახურში და არც პირად ცხოვრებაში. პათოლოგიურად ეშინია გადაწყვეტილების მიღების,მსუბუქი კანკალის შემდეგ გული მისდის. ამიტომ, ყველა გადაწყვეტილებას, მის მაგივრად, სხვები იღებენ. თავი დიდ ხელოვნებათმცოდნედ მოაქვს, თუმცა რეალურად არაფერზე არ აქვს საკუთარი აზრი. უყვარს ცრემლიანი მემუარების წერა.

 

 

მორიელი

შორ დისტანციაზეც ძალზედ საშიშია. ღალატობს, ტყუის, აინტრიგებს ერთადერთი მიზნით _ გაანადგუროს! სადისტი და მაზოხისტი ერთდროულად. მიზნის მისაღწევად არანაირი საშუალებას არ თაკილობს. კარგი შთაბეჭდილების შესაქმნელად თავს არ დაზოგავს,ესეც იმისთვის,რომ მოგვიანებით დანა ჩაგცეთ ზურგში. კარიერას სხვების გვამებზე სიარულით იკეთებს. თუ მორიელი გეუბნებათ,რომ თქვენთან მეგობრობას აფასებს,ესე იგი საათის წინ უფროსთან დაგასმინათ. გიჟდება უხამს ანეკდოტებსა და პორნოგრაფიულ ფილმებზე. ჭორებს ავრცელებს საკუთარ სექსუალურ გმირობებზე და შეუბრალებლად დასცინის მათზე შეყვარებულ შტერებს.

 

მშვილდოსანი

მხიარული იდიოტის შთაბეჭდილებას ტოვებს და თითქმის ყოველთვის ასეთია. მის კრეტინულ ოპტიმიზმსა და ენერგიას სახურავიდან თავში დაცემული აგურიც ვერ გააგრილებს. ხუთწუთიანი გასაუბრების შემდეგ,დაუოკებელი სურვილი გაგიჩნდებათ,სწრაფად და მტკივნეულად მიასიკვდილოთ. ყოველთვის ცდილობს ყველას თავს მოახვიოს საკუთარი საზოგადოება და სულელური იდეები. ამ აგრესიულ ოპტიმისტთან თანაცხოვრება არაერთ უსიამოვნებას გიქადით. მოსწონს ტყუილები,სხვადასხვა ამბების შეთხზვა,თანაც,მისი აზრით,ამას კეთილი განზრახვებით აკეთებს. უყვარს ხალხმრავლობა და ხმაურიანი შეკრებები,სადაც მუქთად შეძლებს ჭამა-სმას.

 

 

თხის რქა

სასტიკი,ცივი და უსულგულო აისბერგი. სახლში ჟანდარმი,სამსახურში ტირანი. მისი ცხოვრების აზრიც ეს არის. იცის წვრილმანებზე გამოკიდება. სრულიად მოკლებულია იუმორის გრძნობას. ხშირად ძალადობს მეუღლეზე და ატერორებს შვილებს. უკან მხოლოდ ფიზიკური ძალის ან ფსიქოლოგიური ზეწოლის წინაშე იხევს. ინტელექტუალურად პრიმიტიულია. წარმოსახვა საერთოდ დახშული აქვს. ბოროტი მახსოვრობა აქვს და შურისმაძიებელია:არავის არაფერს აპატიებს!  განდიდების მანიისა და არასრულფასოვნების კომპლექსის იშვიათი ნაერთი,მინიმალური გონებრივი და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების ფონზე. ამიტომაც ყოველთვის უფროსობისკენ მიილტვის.

 

 

მერწყული

მეოცნებე ფანტაზიორი სრულიად მოწყვეტილია რეალურ სამყაროს. არასოდეს აბრუნებს ვალებს, რადგან სესხებისთანავე ხარჯავს და შემდეგ ავიწყდება,რომ ფულს გესესხათ. არასდროს ასრულებს დანაპირებს. არ უყვარს მუშაობა. ზურგსუკან ჭორავს და ლაფში სვრის საკუთარ ახლობლებს. მოსწონს უხეში საკვები და ვულგარული ფანტასტიკა,რომელსაც განსაკუთრებით დიდ დოზებში იძენს. შვებულებას რომელიმე მიყრუებულ დირეში ატარებს,რადგან მთელი ფული „კაცობრიობის გადარჩენის” საკუთარ გენიალურ პროექტზე დახარჯა.

 

 

თევზები

ცხოვრება არ შეუძლია სინდისიერად და უტყუილოდ. ისეთი მონდომებით გარწმუნებთ რაღაც სისულელეებში,ხანდახან თითონაც იბნევა,სად არის სიმართლე და სად ტყუილი. საკუთარ თავთან წინააღდეგობაშია. ყოველთვის ახერხებს რთული სიტუაციიდან გამოძრომას, მაგრამ ვერასდროს ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს, მოქმედებს რა პრინციპით „ხელოვნება ხელოვნებისთვის”. ძალიან უყვარს შინაური ფსიქოანალიტიკოსის როლის მორგება და სხვის ჭუჭყიან თეთრეულში ქექვა,რის შემდეგაც სხვების გულისნადებსა და საიდუმლოებებს უნამუსოდ გაყიდის. მუშაობა და საერთოდ საქმის კეთება არ შეუძლია. დაძალება არ გამოვა,დაგისხლტებათ და უკანმოუხედავად გაცურავს.


About Qet

Scroll To Top