მერკური V სახლში

მერკური V სახლში

სიამოვნების გააზრება

ასეთი ადამიანის აზროვნება საკმაოდ დრამატული და მიმზიდველია, ის მჭერმეტყველი და რამდენადმე დესპოტურია, ავლენს მოტყუებისა და სპეკულაციებისადმი მიდრეკილებას. გონება გატაცებულია სექსით, სიამოვნებითა და ხელოვნების ნიმუშებით. უყვარს ბავშვები, მხოლოდ ერთია _ შვილებზე გადაჭარბებული ზრუნვისკენ აქვს მიდრეკილება. იზიდავს ყველაფერი, რაც ავითარებს გონებრივ შესაძლებლობებს, მაგალითად, ჭადრაკი და ლინგვისტური თამაშები. განათლებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, შეუძლია იყოს საკმაოდ ჯიუტი და თვითკმაყოფილი. წარმატებულია როგორც მსახიობი, დრამატურგი, მასწავლებელ-პედაგოგი ანდა კინო-კრიტიკოსი. მხატვრული და შემოქმედებითი საქმიანობისადმი დიდ ინტელექტუალურ ინტერესებს ავლენს.

ასევე, სიამოვნებით ინტერესდება საინფორმაციო საშუალებებით სწავლებითა და პროპაგანდით. წერილობითი და ზეპირი ფორმით შეუძლია საკუთარი თავის მკვეთრად გამოხატვა. სურს, რომ მისით და მისი ინტელექტუალური შესაძლებლობებით ყველა აღფრთოვანდეს. მიდრეკილია კარტის თამაშისკენ, შეუძლია იყოს ფინანსურ და საბირჟო საქმეებში სპეციალისტი, ასევე, ბაზარში-ბირჟაზე მდგომარებას თვალ-ყური ყურადღებით ადევნოს. ზრუნავს საკუთარი შვილების ინტელექტუალურ განვითარებაზე და ამაყობს მათით. რომანტიკულად მიმზიდველია იმ ჭკვიანი ადამიანებისათვის, რომლებიც მას შთააგონებენ. შესაძლებელია გადაჭარბებული კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდეს სიყვარულთან, ინტელექტუალურ პატივმოყვარობასთან და მსხვილი წაგებები გაუაზრებლი და მოუფიქრებელი სპეკულაციებისას.

ასეთი ადამიანი უპირატესობას ანიჭებს სიამოვნება მიიღოს ფაქიზი და უფრო ხშირად ინტელექტუალური რაიმეთი ვიდრე ფიზიკურით. უპირატეობას ანიჭებს გრძნობითი სიამოვნებისგან გონებით გახარებას. შესაძლებელია გადაჭარბებული არასტაბილურობა კონტაქტებსა და საქმეებში. ხშირად, მერკურის ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანები ხდებიან წარმატებული ვაჭრები, ასტროლოგიის პროპაგანდისტები ანდა პედაგოგ-მასწავლებლები. არიან აქტიურები სცენაზე და დრამატულები – ცხოვრებაში. სიამოვნებით მონაწილეობენ ხმაურიან სასამართლო პროცესებში, აწარმოებენ სახალხო დისკუსიებს, მიდრეკილნი არიან ხმაურიან სკანდალებში მოხვედრისკენ. აღმერთებენ აზარტულ საქმიანობასა და ავანტიურებს, სწრაფად თანხდებიან სარისკო საქმიანობასა და საინტერესო ექსპერიმენტებში მონაწილეობაზე.

მიდრეკილნი არიან გაუფორმებელი ქორწინებითი კავშირებისკენ. შესაძლებელია ინტელექტუალური გადავსება, შედეგად _ ადამიანი გადაჭარბებულად მოლაპარაკე ხდება და მსჯელობებსა და გადაწყვეტილებებში იხლართება. ასპექტი საშუალებას იძლევა ადამიანმა გამოავლინოს გამომგონებლობის, კონსტრუქტორობისა და რაციონალიზებული საქმიანობის შესაძლებლობები. შესაძლებელია ხშირი მოგებები ლატარეაში და საზოგადოებამ კეთილგაწყობა და შემწყნარებლობა გამოიჩინოს ამ ადამიანის წვრილმან ონავრობაზე. სიყვარულში ხშირად ავლენენ ანგარიშიანობასა და გონიერებას, შესაძლებელია გადაჭარბებული განგაში საკუთარი შვილების მიზეზით.

პაველ გლობა

(+) დადებითი მხარე _ შემოქმედებითი გონება, გამომგონებლობითი ხელოვნების უნარები, მკვეთრი და კაშკაშა ინტელექტი, ჭკვიანი ბავშვები (შვილები). გონება ვლინდება წამიერი გაელვებებით, კარგი კავშირები შემოქმედებით ადამიანებთან, უყვართ ჭკვიანი ადამიანები (ჭკვიანი საყვარლები).

(-) უარყოფითი მხარეები _ სიყვარულისადმი პრაქტიკული, საქმიანი მიდგომა; ხშირად საყვარელი ავრცელებს ჭორსა და ცილისწამებას. ბოჰემურ ცხოვრებას არ მოაქვს სიხარული, უყვარს აზარტული თამაშები, ფინანსური სპეკულაციები. ბავშვებთან (შვილებთან) ჩხუბი, ბავშვებს იგი სძულთ, შეიძლება შვილებმა გაქურდონ კიდეც.

ვერდი, ჩარლი ჩაპლინი, ალექსანდრ გრინი, კროპოტკინი, პოლ ვერლენი.

ფრენსის საკოიანი

მხატვრობისადმი, შემოქმედებითი საქმიანობისადმი ინტელექტუალური ინტერესი. ამ ასპექტით _ მრავალი მხატვრული კრიტიკოსი და მწერალი, განსაკუთრებით _ დრამატურგი. იზიდავთ ხელოვნების ის მიმართულებები, სადაც ისეთი ინფორმაციაა, რომელიც ემსახურება სწავლებასა და პროპაგანდას. უყვართ ჭადრაკი, პრეფერანსი და კარტის სხვა თამაშები. ფინანსურ საქმეებში სპეციალისტები, თვალ-ყურს ადევნებენ ბაზარს-ბირჟას. ზრუნავენ საკუთარი შვილების ინტელექტუალურ განვითარებაზე, ამაყობენ მათით.

მოსწონთ ისეთი თავსატეხები და თამაშები, რომლებიც ინტელექტუალურ დუელში იწვევენ. მოსწონთ სიტყვის ფლობის საკუთარი შესაძლებლობისა და ინტელექტის დემონსტრირება, საკუთარი გონების გამოყენება შემოქმედებითად, მიმზიდველად. შეიძლება მოსწონდეთ მწერლობა, მსახიობობა (სამეტყველო ჟანრის), ანდა საკუთარი შემოქმედებითი ინტელექტის რაიმენაირად გამოვლინება.

ავესალომ პოდვოდნი “დამტარებელი”

მერკური მეხუთე სახლში იმყოფება სიმბოლურ ვარდნაში. საერთოდ, პლანეტის ვარდნა ნიშნავს არა სისუსტეს, არამედ სირთულეს სახლის დამუშავებისას (მერკური მეხუთე სახლში მერწყულში მნიშვნელოვნად უფრო ძლიერი მერკურია, ვიდრე მერკური მეთერთმეტე სახლში _ ლომში). მერკური მეხუთე სახლში ნიშნავს როლს, რომელშიც ყველაზე მთავარია _ არა შინაგანი შემადგენლობა, შინაარსი, არამედ სიტყვა, რომელსაც ადამიანი წარმოსთქვამს, ანდა ფუნქცია (ჩვეულებრივ, კავშირის ფუნქციები), რომლითაც ის ახორციელებს. რთულია უდიდეს კურიერად ყოფნა _ ამისთვის საჭიროა, რომ გზავნილი ანდა გამგზავნი იყვნენ შესაბამისი მნიშნველობით დატვირთულნი. დამუშავება იძლევა დიქტორს, კომერსანტს, ორატორს; მისტიური უნარებისას _ მედიუმს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს ისაუბროს გარდაცვლილთა სულებთან, ანდა ტელეპატიური უნარებით დაჯილდოებულია, განსაკუთრებით თუ მერკური წყლის ნიშანშია.

მაღალ დონეზე განვითარებისას ადამიანს შეუძლია იყოს მქადაგებელი, მენტალური ღვთაებების განდობისას _ წინასწარმეტყველი, წმინდანი.

საშუალო დონეზე _ სახების, ხატების აკურატულ განსხეულებაში ასეთი ადამიანი დაჯილოდებულია კარგი ენით (მეტყველებით) _ მხოლოდ საჭიროა _ ხატება საკუთარი თავისგან გამიჯნოს, რამდენადაც, რასაც “სახება/ხატება” იტყვის, შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს ამ ადამიანის აზრებისგან _ მერკურის ეს მდებარეობა იძლევა დაბადებიდან დემაგოგებს. სიყვარულში ეს ასპექტი ხელს არ უშლის, მხოლოდ საჭიროა შეეცადოს საერთო საზოგაოდებრივად მიღებულ შტამპებს მოერიდოს, მაგალითად შეიძლება ითქვას _ საყვარელი ადამიანისთვის იმის თქმას, თუ რამდენად არჩვეულებრივია, პირიქით, სჯობს დაანახოს მისი (საყვარელი ადამიანის) სოციალური სტერეოტიპები და მიანიშნოს მისი გადალახვის გზებზე.

ბორის იზრაიტელი

იძლევა შემოქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სააზროვნო სამუშაოსთან, წერილთან, მეტყველებასთან. ადამიანი ისწრაფვის ნებისმიერ გართობაში, დღესასწაულში რაციონალური მარცვალი იპოვოს, მიიღოს თავისუფლად დროის გატარებიდან სარგებელი, გართობას გონების კონტროლის ქვეშ აყენებს. გარეგანი ინფორმაციის მიმართ თითქმის არაა აღმქმელი, არ უსმენს რას ეუბნებიან. როცა ვინმეს თავს ევლება (სასიყვარულო სიტუაციებში), წერს წერილებს. რომანტიკული გაცნობა _ ბიბლიოთეკაში, ტრანსპორტში, ბაზრობებზე. შეიძლება სიყვარულში რაციონალიზმი გამოავლინოს. სუსტი ემოციონალური კონტაქტი ბავშვებთან.

ბილ ჰერბსთი

ცნობიერი (შეგნებული) ადამიანი. მერკურის მეხუთე სახლში მდებარეობა უჩვენებს, რომ ეს ადამიანი წარმოადგენს გონებით მსახიობს, ადამიანს, რომელსაც მიდრეკილება აქვს მენტალური პიროტექნიკისადმი ანდა სიტყვიერი გიმნასტიკისკენ. მის წარმოდგენაში ნებისმიერი შეტყობინება მსმენელისგან ისევე ჯილდოვდება, როგორც პრესკონფერეციაზე (აღტაცება, ოვაცია და ა.შ.); ეს ადამიანი აცნობიერებს, რომ სიტყვა, მისი ქმედების ყველაზე შემოქმედებით ნაწილს წარმოადგენს. ხაფანგები _ მენტალური პატივმოყვარეობა, ამპარტავნება და პედანტური დამცირება, მაშინ, როდესაც შესასრულებელი ამოცანაა _ განავითაროს ქარიზმატულობა და გააცნობიეროს საკუთარი ცნობიერება და პრეტენზიები.

რომანტიკა, სიყვარულის გაცემა. იქ, სადაც საუბარია სიყვარულზე, ეს ადამიანი – პოეტია, სიტყვების ჯადოქარია. პროცესი ხორციელდება ცნობიერებებს შორის და, რაც ითქმება, უფრო მნიშვნელოვანია იმაზე, რაც კეთდება. სიყვარული უკიდურესად სწრაფად ჩნდება, რამეთუ ნერვიული სისტემა წამიერად ეხმიანება რომანტიკის ზარების წკრიალს. თუმცა, სხვა დონეებზე (გარდა მენტალურისა), სიყვარული შეიძლება იყოს ცივი და ეს უკვე ხაფანგია. საგასაღებო გაგებაა _ სტიმულები და სახეები, ხატებები; ცნობიერების, გონების ფლირტი ტრანსფორმირდება ხელოვნებაში. ამოცანა, რა თქმა უნდა, იმაში მოიაზრება, რომ მოხდეს საყვარელი ადამიანის აზრების სიღრმისეული წვდომა, და, ამავ დროს, თავად ეს სუბიექტი ჩაწვდეს საკუთარ აზრებს, გრძნობებს და საერთოდ ყველაფერს. იმისთვის, რომ მოინადიროს საყვარელი ადამიანის გული, ჯერ გონება უნდა მოხიბლოს.

სექსუალური სპექტაკლი. სიყვარულის აქტი – ეს რაღაც ისეთია, რაზეც ფიქრობს “მანამდე”, “ამ დროს” და “შემდეგ”. მისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს შესრულების ტექნიკას და, მისი ტვინი მუდმივადაა დაკავებული სექსუალური სპექტაკლების სცენარების დამუშავებით. კომუნიკაცია იმდენადვე მნიშნველოვანია, რამდენადაც შეხება, რამეთუ მისთვის სიყვარულის “ქმნა” “გონების ცეკვის” მსგავსია. ურთიერთობისთვის დამახასიათებელია ვერცხლის წყლის სიცხოველე და მოძრაობა; ამ შექმნილ ატმოსფეროსგან თავად აქტი და საკუთარი თავი სუსტად აქვს გათიშული, თითქოს ის _ ფოტოგრაფია, რომელიც მოვლენის აღბეჭვდას ახდენს. და ფოტოგრაფის მსგავსად, ის გადადის ხატიდან ხატზე, სახიდან სახეზე, იჭერს იდეალურ პოზას და შემდეგ ხელახლა აგრძელებს ძიებას. მერკური არ ათვალიერებს, არ აღბეჭდავს დეტალებს, არამედ ქმნის სწრაფად ცვალებად სახეების კოლექციას, ამიტომაც ხაფანგია _ სექსუალური გადახრები. ამოცანა _ თავიდან მოახდინოს საკუთარი ნერვიული სისტემისა და სტიმულატორების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ლამაზი სახეებით, შემდეგ ეს სილამაზე მიმართოს საყვარელ ადამიანზე.

პირადი შემოქმედება. მის გონებას იტაცებს ნებისმიერი შემოქმედებითი პროცესი. თუმცა, მერკურის ამ სახლში მდებარეობა, მცირედს ამბობს ადამიანის გონების მრავალმხრივ გამოყენებაზე. ხოლო ამ შემთხვევაში, აქ აქცენტირებულია აღქმელობის სისწრაფე, სიტყვებთან მოპყრობის მოხერხებულობა და გონებამახვილობა. ნიშანი, რომელშიც იმყოფება პლანეტა, და, ასევე, ასპექტებიც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის მოტივაციისა და შემოქმედებითი სტილის ანალიზისთვის. მაგალითად, ადამიანს შეუძლია იყოს თავქარიანი და ხუმარა, მიიღოს სიამოვნება ძირითადი შემოქმედებითი პროდუქტის მიძღვნით, ანდა შეიძლება იყოს სერიოზული და კონცენტრირებული, იმუშაოს იმ შემოქმედებით პროექტებზე, რომლებიც ითხოვენ რთული სქემებისა და სტრატეგიების შექმნას. ამოცანა _ ემოციონალურ სივრცეში შექმნას კომუნიკაციების ახალი შესაძლებლობები.

შეჯიბრითობა. შეჯიბრითობა აღაგზნებს მის ნერვიულ სისტემას. მენტალური შეჯიბრითობა სტიმულირებას ახდენს და სიამოვნებას იღებს აზრობრივი გიმნასტიკისგან. აქ უფრო მეტად შეიძლება ჩავარდეს იმ ვერბალურ რისკში, რომელიც ნაწილობრივ აღმოცენდება რთული ლოგიკური და ჩახლართული სტრატეგიის თამაშების დროს. ხაფანგი _ “ცარიელიდან სავსეში გადაღვრა”, არ შეეძლება რეალუარად დაკავდეს რაიმე საქმიანობით, რის გამოც, შესაძლებელია, თავდაჯერებულად და თამამად გადაეშვას სარისკო ღონისძიებებში, ხოლო სინამდვილეში ეს მხოლოდ სიტყვებით თამაში იქნება. ამოცანა _ მოინადიროს ადამიანები არა გარეგნული ბრწყინვალებით, არამედ მოიპოვოს ისინი ყველა ცხოვრებისეული ასპექტით, რათა შეძლოს თამაშის გაგრძელება.

 

ნეტ მონსტერი

შემოქმებითი საქმიანობებისადმი ინტერესი. კარგი მწერლები, კრიტიკოსები, დრამატურგები, პედაგოგ-მასწავლებლები, არტისტები. უყვართ ჭკვიანური თამაშები: ჭადრაკი, პრეფერანსი. ზრუნავენ საკუთარი შვილების ინტელექტის განვითარებაზე. ცუდი ასპექტებისას _ გაუაზრებელი სპეკულაციები, პატივმოყვარეობა.

 

ინდუბალა

ეს განათლებული ადამიანი, ნიჭიერი გამომძიებელი და მკვლევარია, რომელსაც შეუძლია აწარმოოს გათვლები; ასევე, კარგი მწერალი ანდა მრჩეველია. სხვების განათლებაზე ზრუნავს. ასეთი ადამიანი მაყურებლის წინაშე გამოდის და ურთიერთობს მათთან, ვისაც დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაში. არამუდმივები, კარგი სპორტსმენები და მოთამაშეები არიან, ხშირად იკავებენ ადგილს მმართველობით რგოლებში. შეიძლება ჰყავდეთ ბევრი შვილი; უყვართ ასტროლოგია და ერთგულნი არიან მანტრებისა და ლოცვების კითხვისადმი.

 

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top