მე-11 სახლის მმართველი

მე-11 სახლის მმართველი

მეთერთმეტე სახლის მმართველად ითვლება ის პლანეტა, რომელიც მე-11 სახლის ნიშანს მართავს. მაგ: თუ თქვენი მე-11 სახლი იწყება კუროს ნიშნით, მმართველი ვენერა გამოდის. თქვენს რუკაში ნახეთ ვენერა რომელ სახლში მდებარეობს და ამ მდებარეობის აღწერა/დახასიათება მონახეთ ქვემოთ. თუ ტყუპებით იწყება მე-11 სახლი – მმართველი მერკურია– ნახეთ მერკური რომელ სახლში გყავთ….და ა.შ. მმართველები

მეთერთმეტე სახლის მმართველი პირველ სახლში

პოზიტიური მხარე: თავისუფლებისმოყვარობა, დამოუკიდებლობის დაუოკებელი წყურვილი, მეგობრობასთან წმინდა კავშირი, უნარების მოულოდნელი გახსნა, ქმედებების არაპროგნოზირებადობა, ახალი, ცხოვრებისეული შეხედულებების მიმართ მყარი ინტერესები.

უარყოფითი მხარე: ავანტიურიზმი, თვითნებობა, ანარქიზმი, მეგობრების დაუდევრობა, მყოფადში (აწმყოში) ცხოვრების უუნარობა.

ასეთი ადამიანისთვის მეგობრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ. მუდამ ახსოვს მის წინაშე დასახული მიზნები და ჯიუტად მიისწრაფვის მიზნებისკენ. პლანეტარული ენერგიის არასწორად გამოყენების შემთხვევაში, მიდრეკილია უიმედო ქმედებებისკენ. იგი ნაადრევად ირჩევს ცხოვრებისეულ გზას, ცდილობს მიაღწიოს ის, რაც მას მყარად აქვს გადაწყვეტილი და წარმატებას თანდათანობით უახლოვდება. ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავს, თუნდაც ამაზე დიდი დროისა და ენერგიის დახარჯვა მოუწიოს. ენერგიის არასწორად გამოყენების შემთხვევაში, თავისას ნებისმიერი საშუალებით და საფასურად აღწევს. ამ დროს შეუძლია სხვებს თავზეც კი გადაუაროს, თუმცა შესაძლებელია იგივე შედეგი მიიღოს საკუთარი შარმის, ტაქტისა და დიპლომატიურობის გმოვლინების წყალობით. ხანდახან მიზნისკენ აკვიატებული სწრაფვა აიძულებს თვალების დახუჭვას იმაზე, რაც არ სურს რომ დაინახოს. მას სჭირდება დიდი ყურადღების გამოიჩენა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მის ცხოვრებაში განსაკუთრებულ, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მთავარია მოერიდოს და უფრთხილდეს იმ ადამიანებს/მეგობრებს, რომლებიც მასთან მანამდე არიან, სანამ საქმეები კარგად მისდის, რამეთუ ასეთ მეგობრებს შეუძლიათ ჭეშმარიტ გზას ააცდინონ.

მეთერთმეტე სახლის მმართველი მეორე სახლში

პოზიტიური მხარე: მრავალი სასარგებლო მეგობრული კავშირი და ბევრი მეგობარი, მათთან საქმიანი ურთიერთკავშირი და მათი მხრიდან საჭირო ფულადი დახმარება. ნებისმიერ გასაჭირსა და სახიფათო სიტუაციებში მათი მხარდაჭერა. ასეთი ადამიანი ქმნის მყარ გეგმებს და საიმედო პროექტებს, ის ენერგიას დებს რეალურ საწარმოებში და შეუძლია დადებითად შეცვალოს მატერიალური მდგომარეობა.

უარყოფითი მხარე: გართობებზე ძალების უაზრო ხარჯვა, პერსპექტიული ცხოვრებისეული სტრატეგიების უქონლობა. მეგობრები, „მეტის დაცინცვლის“, პირადი გამორჩენის მიზნით (ფაქტიურად იყენებენ მატერიალურად), ბევრ ფულს და დროს ახარჯვინებენ.

ცხოვრების განსაზღვრულ პერიოდებში მეგობრებთან ერთად მუშაობს. შეუძლია მატერიალური სახსრები გამოიმუშაოს დიდ ორგანიზაციებში, არაა გამორიცხული, საუბარი იყოს რელიგიურ ორგანიზაციებსა და ჯგუფებზე, ეკლესიაზე ანდა საქველმოქმედო ორგანიზაციაზე. შესაძლებელია, რომ მას საერთოდ არ მოუწიოს მუშაობა, ამასთანავე მისი ფასეულობათა სისტემა მთლიანდ განისაზღვრება მეგობრებითა და ნაცნობებით. შეიძლება თავისი კომპანიის (მეგობრები, სანაცნობო) გადაჭარბებული გავლენის ქვეშ მოექცეს, არადა აუცილებელია თავად, დამოუკიდებლად მოახერხოს საკუთარი ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბება და საკუთარი იდელებისკენ სწრაფვა. შესაძლებელია წარმატებული კარიერა გაიკეთოს სახელმწიფო სამსახურში.

მეთერთმეტე სახლის მმართველი მესამე სახლში

პოზიტიური მხარე: ადამიანი მიდრეკილია მიემხროს მოწინავე შეხედულებებსა და წარმოდგენებს. ისწრაფვის უჩვეულო საზოგადოებისკენ, ინტერესდება მეცნიერებებითა და ლიტერატურით, მეგობრებთან და-ძმურ დამოკიდებულებაშია.

უარყოფითი მხარე: გეგმების სპონტანური ნგრევა, შფოთიანობა და სიდუხჭირე, შეფერხებები და საქმეების ჩახლართვა, ჭორები და ცილისწამებები. მეგობრები საქმიდან წყვეტენ, კომპანიაში მათი შურთ, მრავალი უსარგებლო კონტაქტი და უაზრო საუბრები.

მეგობრებს სკოლიდან იცნობს, ან ადრეული ბავშვობიდან მეგობრობენ და ეს ურთიერთობა მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. შეუძლია მთელი ცხოვრება მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნოს ძმებთან და დებთან. მისი ცხოვრებისეული მიზნები შეიძლება დაკავშირებული იყოს მასობრივი კომუნიკაციების საშუალებებთან, სამეცნიერო მონაცემების დამუშავებასთან ანდა მოგზაურობასთან. არცთუიშვიათად ასეთი ადამიანები სპორტმენები ხდებიან. დასახული მიზნების შესრულებისკენ მათი სწრაფვა ხშირად აიძულებთ ადამიანებთან კონტაქტები შეზღუდონ და იმაზე ნაკლები მეგობარი ჰყავდეთ, ვიდრე თავად სურთ.

მეთერთმეტე სახლის მმართველი მეოთხე სახლში

პოზიტიური მხარე: ტრადიციების განახლების სურვილი, ახალი წყაროებისა და ფესვების ხედვა, მეგობრების, ნათესავებისა და ოჯახის წევრების მხარდაჭერა. მისი სახლი მეგობრების თავშეყრის ადგილია. ეს ასპექტი კარგია მკურნალობისა და მარჩიელობით (მკითხაობა, ქირომანტია და ა.შ.) დასაკავებლად.

უარყოფითი მხარე: არაპროგნოზირებადი ოჯახური ცხოვრება, საოჯახო საქმეებში აურეულობა და უწესრიგობა, მშობლებთან უცნაური ურთიერთობა, მრავალი ცრუ ნაცნობი, რომლებიც მის პირად, ოჯახურ საქმეებში ერევიან, პერიოდულად უჩდება სახლის, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის სურვილი, საკუთარი საცხოვრებელი ადგილით უკმაყოფილოება და რეფორმატორობის სული, რაც აიძულებს მუდმივად შეცვალოს რამე.

ასეთ ადამიანს ყოველთვის ბევრი მეგობარი ჰყავს, და შეხვედრების უმეტესი ნაწილი მის სახლში ხდება. ასეთი ადამიანები ცდილობენ ნაცნობების კომპანიაში იყვნენ და მათ გარეშე მარტოუსულად გრძნობენ თავს. შესაძლებელია, მოუწიოს ისეთ სახლში ცხოვრება, რომელიც სახელმწიფომ გამოუყო. შესაძლებელია, მისი იმედები, სურვილები და მიზნები დაკავშირებული იყოს საკუთარ სახლთან და მიწის საკუთრებასთან. ხშირად მისი სამუშაო დკავშირებულია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან. არცთუიშვიათად ერთ-ერთი მშობელთაგანი მას უწევს დიდ მეგობრობას, მხარს უჭერს და ეხმარება დასახული მიზნების მიღწევაში.

მეთერთმეტე სახლის მმართველი მეხუთე სახლში

პოზიტიური მხარე: თავისუფალი შემოქმედებისკენ სწრაფვა და თავისუფალი სიყვარულის ძიება. ეს ადამიანი თავისუფლებით ცდუნებას განიცდის: ყოველთვის იმაზე მეტი თავისუფლების მოპოვება სურს ვიდრე აქვს, აღიზიანებს ნებისმიერი სახის ვალდებულება და მისი მართვის მცდელობა.

უარყოფითი მხარე: მოუწესრიგებელი, ჩახლართული სასიყვარულო ცხოვრება, უსაქმურების წრეში დაუსრულებელი გართობები, ბავშვებთან, მათი უმართაობისა და ძნელად აღსაზრდელობის გამო, სკანდალური ურთიერთობები.

ჭეშმარიტად უყვარს თავისი მეგობრები და მათი მხრიდანაც იგივეს განიცდის. ხშირად ასეთ ადამიანებს იზიდავთ სპორტი. შესაძლებელია მათი მიზნები დაკავშირებული იყოს შემოქმედებით სფეროსთან და შოუ-ბიზნესთან. ხშირად ხდებიან ცნობილი მომღერლები. შვილები სიხარულსა და ბედნიერებას მოუტანენ, ასე თუ ისე, ისინი დაკავშირებუნი იქნებიან მშობლების საზოგადოებრივ საქმიანობასთან.

მეთერთმეტე სახლის მმართველი მეექვსე სახლში

პოზიტიური მხარე: სამუშაო დროის დაგეგმარების მეთოდების გაუმჯობესების შესაძლებლობაა, ნებისმიერ სამსახურთან შეთვისების უნარი, შეთავსებით სამუშაოზე მოწყობა (ორი ან მეტი სამუშაო ერთდროულად). თანაშრომლებთან კავშირების გაფართოებისკენ მიდრეკილება. ახალი გამაჯანსაღებელი სისტემის წარმატებით დანერგვის უნარი.

უარყოფითი მხარე: არამყარი სამუშაო ადგილი, არაპროგნოზირებადი ურთიერთობები თანამშრომლებთან, სამუშაო ადგილზე რეფორმატორობისკენ მიდრეკილება, უცნაური უსიამოვნებანი სამუშაოზე. ახალი წამლების გამოყნებისას და მკურნალობის გამოუცდელი მეთოდების გამოყენებისას საფრთხე.

ეს თავდაუზოგავი ადამიანები მზად არიან საკუთარი დრო სხვების დახმარებას შეწირონ. ხშირად ისინი მუშაობენ საქველმოქმედო ორგანიზაციებში, ამასთანავე ამ საქმიანობას ეწევიან ენთუზიაზმით, ანაზღაურების გარეშე. შესაძლებელია, მათ მოუწიოთ სახელმწიფო ორგანიზაციაში რაიმე მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება. ხშირია როცა ეს ადამიანები ფლობენ კაფეებსა და რესტორნებს.

მეთერთმეტე სახლის მმართველი მეშვიდე სახლში

პოზიტიური მხარე: მტრების მეგობრებად ქცევის უნარი, საჯარო საქმიანობაში დიდი თავისუფლება, გამომწვევი ქმედების ხაზის კვლევის უნარი, საზოგადოებირვ აზრს გამოწვევას უკეთებს. საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული თავისუფლებისკენ სწრაფვა. ასპექტი კარგია საზოგადოებრივი აღიარებისათვის და ეხმარება რეკლამისა და პროპაგანდის სფეროში დაკავებულ ადამიანებს. ქორწინება მოულოდნელია და თავისუფალი, გულის კარნახით ქორწინდებიან. ცხოვრების თანგზავრი მისი მეგობარია.

უარყოფითი მხარე: ანტისაზოგადოებრივი საქმიანობა, აღმაშფოთებელი ქმედებები, მოულოდნელი სკანდალები, ფუჭი სასამართლო პროცესები, თავისუფლების შემზღუდველი ქორწინება, მოღალატე ცხოვრების თანამგზავრი. მეგობრები მტრად მოეკიდებიან.

ასეთ ადამიანს აინტერესებს ახალი საზოგადოებრივი იდეები, და ის მზადაა ეს იდეები გამოიყენოს საზოგადოების სასარგებლოდ, თუმცა არცთუიშვიათად ეს ატარებს ჯვაროსნული ლაშქრობის ხასიათს. ის საჭიროებს ისეთ პარტნიორს, რომელიც გაუწევს თანამშრომლობას და სრულიად გაუგებს მას. ის გასცემს და იღებს მეგობრებისგან ყველაფერს, რაც მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ხშირად ის უფრო მეტს გასცემს, ვიდრე იღებს, თუმცა შესაძლებელია პირიქითაც მოხდეს, მაგრამ ამ ურთიერთობაში მისთვის უპირობოდ მნიშვნელოვანია მეგობრობის სულის შენარჩუნება და ურთიერთობა. მას შეუძლია მიაღწიოს იმას, რომ მეგობრები იმაყებენ საკუთარი სამუშაოთი და მეგობრობით. ხშირად ასეთი ადამიანები მუშაობენ საქველმოქმედო ორგანიზაციებში და ადამიანთა დიდი ჯგუფების მოხიბვლის უნარი აქვთ.

მეთერთმეტე სახლის მმართველი მერვე სახლში

პოზიტიური მხარე: რთული გეგმებისა და პროექტების რეალიაციის შესანიშნავი უნარი. ნებისმიერი სიტუაციიდან გამარჯვებულად გამოსვლის უნარი, შეუძლია ყველაზე რთულ სიტუაციებში მიიღოს დახმარება, არის მოულოდნელი მემკვიდროების მიღების ალბათობა. ასპექტი კეთილგანწყობილია ოკულტიზმით დაკავებისთვის.

უარყოფითი მხარე: გეგმები უცნაური სახით უარესობისკენ იცვლება, მტკივნეული განცდები მეგობრების სიკვდილის გამო, ახლო წრის ცუდი გავლენა, უცნაური სიკვდილი.

ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს მეგობრის მემკვიდრე. ენერგიის არასწორად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია საზოგადოებრვი მდგომარების გართულებებისას მეგობრების მხრიდან მხარდაჭერა ვერ მიიღოს. ხშირად ასეთი ადამიანები, იმათი ჭორისა და ინტრიგის მსხვერპლნი ხდებიან, რომლებსაც საუკეთესო მეგობრებად თვლიან. ხშირია, როდესაც მათთან კონტაქტს მხოლოდ იმისთვის ამყარებენ, რომ შემდეგ პირადი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ. თუ ცხოვრების გარკვეულ პერიოდში ეს ადამიანი არ მიიღებს მეგობრულ დახმარებას ანდა გაფრთხილებას, გადაუხვევს ჭეშმარიტ გზას და მოიხიბლება საწინააღმდეგო გზით (ფაქტიურად აცდება გზას). მეგობრობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძვირფასია ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა და მართლაც, მისი მეგობრები და ახლობლები ცდილობენ ყველა შესაძლო საშუალებით მხარში დადგომასა და დახმარებას. სიყვარულის მიღების მოთხოვნილება ძალიან (ზედმეტადც კი) დამოკიდებულია შესაძლო სექსუალურ ურთიერთობებზე, განსაკუთრებით თუ მერვე სახლი მეთერთმეტე სახლზე ძლიერია. არის უბედური შემთხვევისას ნაადრევი სიკვდილის ალბათობა.

მეთერთმეტე სახლის მმართველი მეცხრე სახლში

პოზიტიური მხარე: რეფორმატორობისკენ მიდრეკილება, ახალი მოწინავე შეხედულებების ერთგულება, მოულოდნელი სასარგებლო მგზავრობები, კოსმოპოლიტიზმი, უცხოლებთან მეგობრობა და სახლიდან მოშორებით ფართო კავშირების დამყარება.

უარყოფითი მხარე: ცხოვრების გრძლევადიანი პერსპექტივების ნგრევა, მსოფლხედველობაში გაურკვევლობა და არეულობა, სახლიდან მოშორებით ცრუ მეგობრები, მიზნისა და მეგობრების/ახლობლების დახმარების გარეშე შორეულ მხარეებში ხეტიალი.

ასეთ ადამიანს სჭირდება მეგობრები, რომლებიც მის მსგავს ცხოვრებისეულ შეხედულებებს აღიარებენ. ის ისწრაფვის იმ ადამიანებისკენ, რომლებიც იზიარებენ მის ეთიკურ ფასეულობებს. ხშირად მისი მეგობრები დაკავშირებულნი არიან უცხო ქვეყნებთან, მაგალითად, შეიძლება ისინი იყვნენ დიპლომატები ანდა უცხოელები. შესაძლებელია, ცხოვრება მოუწიოს დაბადების ადგილიდან მოშორებით, უცხო ქვეყანაში და სხვა კულტურაში. მის სახლში ყოველთვის რაღაც საინტერესო ხდება, რაც მისთვის ყოველთვის სულიერი და ინტელექტუალური შთაგონების წყაროა. კარიერა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს უცხოეთთან და შეიძლება ზუსტად უცხოეთიდან მიიღოს შემოსავლის ნაწილი. შეუძლია კონცეტრირება მოახდინოს უმაღლესი განათლების მიღებაზე, შესაძლებელია, მისი ყურადღება მიიქციოს იურიდიულმა პროფესიამ ანდა სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობამ. პარტნიორის ნათესავებთან ურთიერთობა კარგად ეწყობა.

მეთერთმეტე სახლის მმართველი მეათე სახლში

პოზიტიური მხარე: მიზნის მიღწევაში მეგობრები ეხმარებიან, კასტური წყობილებისკენ და კლანური პროტექციისკენ მიდრეკილება შეიმჩნევა. ასეთი ადამიანი, ჩვეულებრივ, იმ ჯგუფის წინამძღოლია, რომლის წევრებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. არის მოულოდნელი კარიერული წინსვლის ალბათობა, ანუ უბრალო ფუნქციონერიდან უდიდეს პოლიტიკოს-რეფორმატორად იქცეს.

უარყოფითი მხარე: გეგმების მოულოდნელი მსხვრევა, დაბრკოლების გამომწვევი მეგობრები და ნაცნობებია, ჯგუფი პიედესტალიდან ლიდიერის ჩამოგდებისკენაა მიდრეკილი. შესაძლებელია ცხოვრებისეული ინიციატივისა და ჭეშმარიტი მიზნების გაგების/აღქმის უნარის დაკარგვა – რაღაცის მიღწევა და მიზნის მიღწევისთვის ბრძოლის უაზრობად ჩათვლა. პროტექცია ან საერთოდ არაა, ან საქმის მიმდინარეობას არღვევს.

კარიერა დაკავშირებულია ხელისუფლებასთან და სახელმწიფოსთან. ასეთი ადამიანები გამოირჩევიან განსაკუთრებული პატივმოყვარეობით, ხოლო მათი ინტერესის მიზანი დაკავშირებულია დაკავებულ საპასუხისმგებლო მდგომარეობასთან. მეგობრების არჩევა განსაზღვრულია კარიერის გაკეთების სწრაფვით და ამ სიტუაციაში მეგობრების დახმარებას ეყრდნობიან. ენერგიის სწორად გამოყენების შემთხვევაში მეგობრები და ნაცნობები ეხმარებიან სურვილებისა და იმედების განხორციელებაში. მრავალი ახლობელი დაკავშირებული იქნება სამსახურთან და კარიერასთან. ენერგიის არასწორად გამოყენების შემთხვევაში კი შესაძლებელია ბევრს მიაღწიონ, მაგრამ შემდეგ ყველაფერი დაკარგონ უცნაური, მოულოდნელი მოვლენების გამო.

მეთერთმეტე სახლის მმართველი მეთერთმეტე სახლში

პოზიტიური მხარე: ეს არის რეფორმატორი, რომელიც მომავალში ცხოვრობს, აღმოაჩენს ცხოვრების ახალ მხარეებს, არასტანადარტულად აზროვნებს და ყველგან ახალი გზები გაჰყავს. ის ვერ იტანს რუტინას, მოწინავე და მოულოდნელი ფაქტორების მიმართ მუდმივ ინტერესს ავლენს. ჰყავს მრავალი ისეთი მოსიყვარულე მეგობარი, რომლებიც პატივისცემით ეპყრობიან და მუდმივად ეხმარებიან. შეუძლია თავად იწინასწარმეტყველოს საკუთარი ბედი, რადგან ფლობს ქვეცნობიერ დონეზე მომავლის კორექციის ნიჭს.

უარყოფითი მხარე: ნაკლებსასიამოვნო მეგობრები, ცუდი გარშემომყოფები, გეგმებისა და იმედების მსხვრევა, სანაცნობო კავშირების წყვეტა, წარსულის სრული უარყოფისკენ აკვიატებული სწრაფვა, არამდგრადი ქმედებები, არეული და არამყარი ცხოვრება, დამოუკიდებლობისკენ გადაჭარბებულ სწრაფვას შეუძლია მრავალი ნეგატიური პრობლემის მოტანა.

ასეთი ადამიანი დასახული მიზნის მიღწევისკენაა მიდრეკილი. ენერგიის არასწორად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება, ცხოვრება უნაყოფო ოცნებებსა და უაზრო ხეტიალში გაატაროს. ხელოვნებისა და ჯგუფების მართვის სფეროში საკუთარი თავისა და შესაძლებლობის გამოცდას აზრი აქვს. მეგობრები მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ბევრი მას მეგობრულ ფილანტროპად თვლის. აქტიურ მონაწილებას იღებს სხვა ადამიანთა ცხოვრბაში, ეხმარება ფულით ანდა უბრალოდ დროს უთმობს. მისი მეგობრებიდან ბევრი საკმაოდ უცნარი და არაორდინალური პიროვნებაა.

მეთერთმეტე სახლის მმართველი მეთორმეტე სახლში

პოზიტიური მხარე: მტრებზე გამარჯვება, რთული სიტუაციების გახსნის ნიჭი, მოულოდნელად საიდუმლებების გახსნისა და უნცაური სიტაციების გარკვევის უნარი, საიდუმლო მფარველების მიერ რთულ სიტუაციებში დამხარების გაწევა, მოულოდნელად ჩნდებიან ფარული მეგობრები, კარგი ასპექტია ოკუტური ცოდნისა და საგამოძიებო საქმიანობსიტვის.

უარყოფითი მხარე: მოულოდნელი დაბრკოლებები, ინტრიგები და უთანხმოებანი, არამყარი ცხოვრება, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, შურიანი მეგობრები, ზურგში დარტყმები, მეგობრები საიდუმლო მტრებად იქცევიან, ისინი მანიპულირებენ, იყენებენ მის სუსტ და მტკივნეულ ადგილებს. სკანდალური გამოაშკარავებები, მოულოდნელი იზოლაცია.

ჩვეულებრივ ამ ადამიანის მიზნები და მისწრაფებები დაკავშირებულია მედიცინასთან, ლიტერატურასთან, სამეცნიერო კვლევასთან და ადამიანებზე ირიბ ზემოქმედებასთან. ენერგიის არასწორად გამოყენებს შემთხვევაში, აღინიშნება მეგობრების შრჩევასა და გარკვევის შეცდომები, რის შედეგადაც, საბოლოო ჯამში, ისინი მისი მოშურნეები და მზაკვარი მტრები ხდებიან. თუნდაც ეს ადამიანი საკმაოდ მეგობრული და გულღია იყოს, მაინც ვალდებულია რაღაც დროის განმავლობაში განმარტოვდეს და მხოლოდ საკუთარი თავით დაკავდეს. ამ საშუალებით საკუთარ თავში ერკვევა და აღიდგენს დაკარგულ ძალებსა და ენერგიას.

წყარო: aquarun.ru

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top