მზე მერწყულში

მზე მერწყულში

20 იანვარი – 19 თებერვალი

ასტროლოგიაში მზე ზოდიაქოს ნიშანს განსაზღვრავს. მაგალითად, თუ თქვენ მერწყული ხართ – ნიშნავს, რომ “მზე მერწყულში გყავთ”, შესაბამისად, აქ მოცემულია მერწყულების დახასიათება სხვადასხვა ასტროლოგთა მიხედვით.

წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

აქ ჩვენ გვაქვს ჰაერის სტიქია ტრანსფორმაციის ზონაში; ეს მერყევი ჰაერია, მუტაბელური და მატრანსფორმირებელი. მთავარი მმართველი პლანეტებია _ ურანი და სატურნი.

მერწყულის სიმბოლო _ ადამიანი, რომელსაც ორი ჭურჭელი უჭირავს, ერთში ცოცხალი წყალია, მეორეში კი _ მკვდარი. ადამიანი, მზით მერწყულში _ ეს ისეთი ადამიანია, რომელიც ყოფს, ანსხავებს სიკეთესა და ბოროტებას, შავსა და თეთრს. გარეგნულ დონეზე ის, როგორც წესი, ძალიან აქტიური, კომუნიკაბელურია, იზიდავს ყველაფერი ახალი, ყველაფერი, რაც სულიერ ზრდას ეხება _ ეს ჰაერის სტიქიიდან აქვს. ჩვეულებრივ, ის ნებისმიერ ადამიანთან კონტაქტში სწრაფად შედის, საკუთარ იდეურ შეხედულებებში ხშირად ისწრაფვის თავისუფლებისკენ, თანასწორობისკენ და, საერთოდ, თანამოძმეობისკენ (“ძმობა, ერთობა, თავისუფლება”). ლოზუნგი: “თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა” ახდენს ზოდიაქოს ჰაერის სამი ნიშნის სიმბოლიზებას: “ძმობა” _ ეს ტყუპებია, “თანასწორობა” _ სასწორი, “თავისუფლება” _ მერწყული.

ადამიანი, მზით მერწყულში, აღმერთებს საკუთარ მეგობრებსა და ნაცნობებს, შესაძლებელია, არ შეეძლოს ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე ცხოვრება, ალბათობაა, ძალიან აფასებდეს ადამიანებს და ნებისმიერთან ადვილად ამყარებდეს მეგობრულ ურთიერთობებს. შეუძლია ობიექტურად შეაფასოს ადამიანი და გარემო.

შინაგან დონეზე, მას უკვე ეწყება შემდეგი ნიშნის _ თევზების _ წყლის სტიქიის ჟღერადობა, რომელიც მასში ისეთ თვისებებს აყალიბებს, როგორიცაა: ცვალებადობა, ტრანსფორმაციისა და სულიერი ტაქტის უნარი. მისი ურთიერთობა, ადამიანებთან ნაცნობობა ცხოვრების მანძილზე შეიძლება მკვეთრად იცვლებოდეს. მიუხედავად საკუთარი გარეგნული აქტიურობისა, შინაგანად თითქოს იზოლირებულია, აქვს გარკვეული სახის გაუცხოება, შეუძლია დაიკავოს დამკვირვებლის პოზიცია. არასდროს მიძვრება მოვლენების ცენტრში, ხშირად აქვს ექსტრავაგანტული, ორიგინალური ქცევები, აზროვნება, იდეები; მაგრამ, მიუხედავად საკუთარი ექსტრავაგანტულობისა, თითქმის მუდამ ფლობს საკუთარ ცნობიერებაზე თვითდაკვირვებისა და თვითკონტროლის უნარს. შეიძლება აღენიშნებოდეს სპონტანური ფსიქოლოგიური შესაძლებლობები, ფსიქიკის საიდუმლოებებში შეღწევის (განმჭვრეტელობადე მისულიც კი) უნარი, რომელიც წინასწარმეტყველებამდე დადის.

გამუდმებით ისწრაფვის არა მხოლოდ საკუთარ გამოვლინებებში ორიგინალურობისკენ, არამედ, ნაწილობრივ, ცხოვრების ორიგინალური წესისკენაც. ხანდახან გამოთქვამს არაორდინალურ აზრებს, რომლებიც წინ უსწრებენ დროს და ვერ “ჯდებიან” თანამედროვეთა თავებში. ისეც ხდება, რომ “ხვალ” შეიძლება ყველაფერი, – რასაც წინა დღით ქედს უხრიდა, – გვერდზე მოისროლოს, ასევე, ერთი და იგივე საკითხზე სერიოზულად გამოთქვას ძალიან მკვეთრი, განსხვავებული მსჯელობები. ასეთი მერწყულის მაგალითი იყო პოეტი და ფილოსოფოსი ვ. სოლოვიოვი, რომელიც ბრწყინვალედ გამოდიოდა სხვადასხვა დისპუტებში (დისკუსიებში), ყველას უდიდესი დამაჯერებელობით უჩვენებდა საკუთარი შეხედულების სისწორეს;  კამათებში ოპონენტების არგუმენტებს ანადგურებდა; და ამის კვალობაზე, არანაირად არ განიცდა უხერხულობა, როდესაც საწინააღმდეგო შეხედულების წერტილზე დადგა და ადვილად დაამტკიცა საპირისპირო, უარყო რა ამით საკუთარი თავი. ამიტომაც, ცუდ შემთხვევაში, ადამიანი, მერწყულის ნიშანში მზით, ხშირად კიცხავს იმას, რისკენაც ადრე ჰქონდა მიდრეკილება, რაც წარსულში მისთვის ახლობელი იყო, ხოლო დღეს კი უცხო აღმოჩნდა. საერთოდ ადამიანი, მზით მერწყულში, განსხვავდება საზოგადოებაში ძალიან სწრაფი და მოულოდნელი კავშირებით.

გარდა ამისა, ამ ადამიანის ცხოვრებაში მრავალი ცვლილება ხდება, ხშირად მოულოდნელიც კი. პროფესია ჰობბად იქცევა, ხოლო ჰობბი გადაიზრდება პროფესიად და, ხანდახან, არ შეუძლია ერთი მეორისგან გამიჯნოს. დაბალი განვითარების ვარიანტში ეს ასე ჟღერს: ”შენი საკრედიტო ბარათი _ ჩემი საკრედიტო ბარათია”.

მერწყულებს შორის ვხდებით მრავალ ფანტასტიკოსს, ფოკუსნიკს, მანიპულატორს და ორიგინალური ჟანრის მსახიობს. მერწყულები იყვნენ მწერლებიდან: ჟიულ ვერნი (8 თებერვალი), ჩარლზ დიკენსი (7 თებერვალი), ი. კრილოვი (13 თებერვალი), ვ. ჟუკოვსი (ძველი სტილით 29 იანვარი, ახალი სტილით 9 თებერვალი), სტენდალი (23 იანვარი), პიერ ოგუსტინ კარონ დე ბომარშე (24 იანვარი), გერშინი (14 თებერვალი) და ვ. ვისოცკი (25 იანვარი); მეცნიერებიდან: მენდელეევი (8 თებერვალი) და ედისონი (11 თებერვალი); ძალიან ორიგინალური და ამოუცნობი მუსიკოსები _ მენდელსონი (3 თებერვალი), შუბერტი (31 იანვარი) და მოცარტი (27 იანვარი).

ცუდ შემთხვევაში ის _ ანარქისტია, ადამიანი ყოველგვარი მორალური სიმყარის გარეშე, ცხოვრებაში მოთამაშეა. ხშირად ექსტრავაგანტურ ცხოვრების წესს მისდევს, სისულელეებს ამბობს, საკუთარ თავს წარმოიდგენს და ასაღებს მასხარად და ფოკუსნიკად. თითქოს ერთმანეთში ურევს სიკეთისა და ბოროტების გაგებას, მათგან რაღაც წარმოუდგენელ კოქტეილს აკეთებს. ამიტომაც მასთან ადამიანი ძალიან ფრთხილიად უნდა იყოს. მაგალითი ლიტერატურიდან: დოსტოევსკის “ეშმაკები”-დან სტავროგინი.

თუ ვისაუბრებთ მერწყულის განვითარების დინამიკაზე, ეს არის მუდმივი მოულოდნელი გადატრიალებები, ირაციონალური და ორიგინალური, ხოლო შემდეგ _ ნელი და უდრეკი მიზიდულობა ერთ-ერთი პოლუსისკენ, ერთი აზრისკენ.

მერწყულის ქვეყანა _ რუსეთი. მერწყულისგან რუსეთს აქვს სულის სიფართოვე, თავისუფლებისკენ მისწრაფება. ხოლო ცუდი კუთხით _ უკიდურესობები, როცა თავიდან ადამიანები ერთმანეთს კოცნიან, შემდეგ კი ჩხუბობენ.

მზით მერწყული ადამიანის სულიერი პრობლემები იმაში მდგომარეობს, რომ  საკუთარი ცნობიერება ილუზორულობისგან უნდა გაასუფთაოს, საკუთარი სულიერი ევოლუციის მთავარ სამიზნედ ღვთაებრივი განდობილი ინფორმაციისთვის მაღალი იდეალები უნდა დააყენოს, რომელიც მასზე იღვრება ინფორმაციული არხის, ჭავლის სახით. ის ძალიან საინტერესო ადამიანია, ხშირად თავში მოსდის ორიგინალური აზრები, ინფორმაცია, რომელიც ხანდახან არ ეწყობა მის თავში. ის, თითქოს, ინფორმაციას მომავლიდან იღებს და, ხანდახან, ძალიან უჭირს ამაში გარკვევა.

მისი სულიერი კარმული მიზანია, გაერკვეს ამ ინფორმაციაში, გადაიყვანოს იგი ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე და შემდეგ მისცეს გარშემომყოფებს.

წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

მმართველი ურანი.

კოსმიური მერწყული

ტრანსფორმაციის ზონა ნაწილობრივად იძლევა სტიქიის იდეალურ გამოვლინებას: უშუალოდ ჰაერის სტიქასთან მიმართებაში ეს უკვე აღარ ნიშნავს ჭკუა-გონებასა და კომუნიკაციას, არამედ უკვე _ ზე-გონება, სუპერ-კომუნიკაციაა, ანუ მინიშნებაა იმაზე, თუ რა თვისებებია წარმოდგენილი კოსმოსის სფეროში ანდა როგორი იქნება ის მომავალში.

ადამიანი მერწყული

მერწყული (კირჩხიბთან ერთად) _ ყველაზე იდუმალი, ამოუცნობი ნიშანია ზოდიაქოში, თუმცა (კირჩხიბისგან განსხვავებით) ეს მხედველობაში საერთოდ არ აქვს. მერწყულებზე ამბობენ, რომ ისინი სინამდვილეში მომავლის ელჩები ანდა ამოუცნობი ფრინავი თეფშების (ამო) აგენტები არიან: არსობრივად, ეს საკითხი არ განიხილება, მაგრამ უბრალოდ უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს შეხედულებებსა და აზრებს აქვს განსაზღვრული ირიბი საფუძველი.

მერწყულისთვის დამახასიათებელია უდიდესი სიცივე, სამყაროსგან განკერძოებულობა; მას აინტერესებს ძირითადად (მენტალურად) იდეები, ხოლო ადამიანები იმდენად, რამდენადაც ისინი მერწყულის იდეებს აღიქვამენ, მაგრამ, თუ “ტყუპები” გადასცემენ ინფორმაციას, ასე ვთქვათ, ჰორიზონტალურად, ანუ ერთი ადამიანიდან მეორეზე, მაშინ მერწყული სარგებლობს ვერტიკალური შეტყობინებებით, ციდან მიწაზე, ანუ, იდეები მოსდის უშუალოდ კოსმოსიდან. ამიტომაც მერწყულის მთავარი იდეები სპეციფიკურია, მხოლოდ მისთვის, ერთისთვისაა განკუთვნილი (გასაგები) და დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის გაუგებარია. პირველი პრობლემა მერწყულისთვის იმაშია, რომ მან უნდა გაშიფროს მიღებული ინფორმაცია (თითქოს განდობის ანდა განჭვრეტის დროს მიღებული) _ იდეა, აზრი-იმპულსი. ეს, როგორც წესი, საკმაოდ რთულია, რამდენადაც ახალი იდეების ადეკვატური აღქმისთვის პრინციპიალურად მუდამ საჭიროა სპეციალური სიმბოლური ენის შემუშავება, რომელსაც დასაწყისში, თავიდან მერწყული არ ფლობს (ანდა ეს “ენა” უბრალოდ არ არსებობს). ხოლო, ჩვეულებრივ, მოუმზადებელი მერწყული კოსმოსიდან ინფორმაციას აღიქვამს საერთო (არასპეციფიკურ) სიმბოლურ ენაზე, არ იცის მასთან მოსული სიმბოლოების ზუსტი მნიშვნელობა, ხანდახან _ საერთოდ ვერ იგებს, ხანდახან კი მხოლოდ ხვდება, თუ რას წარმოადგენენ ისინი.

ამიტომ, პირველი ძირეული ამოცანა მერწყულისთვის _ ადეკვატური ენის (ეგრეგორთან დიალოგის პროცესში) გამომუშავება, რომლითაც (მისი მეშვეობით) თავად ის და დანარჩენი მადლიერი კაცობრიობა შეძლებენ იმის გაგებას, თუ რაზეა საუბარი და რომელი ზუსტი ინფორმაციის გადაცემას ცდილობს კოსმოსი მერწყულისთვის. მხოლოდ ერთია, ამისთვის საჭიროა საკმაო შრომა და გარკვევის გულწრფელი სურვილი, რაც, სამწუხაროდ, ყველა მერწყულისთვის არაა დამახასიათებელი და მიცემული. ამიტომაც, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი დადის ქვეყანაზე, ამბობს უცნაურ და ნაკლებ სასიამოვნო რამეებს და რამდენადმე აბსტრაქტულად ქადაგებს ფანტასტიკურ იდეებს, რომლებიც სრულიად ნედლ მასალას წარმოადგენს, რასაც თავადაც ბრწყინვალედ გრძნობს. განუვითარებელი მერწყული დაახლოებით ასე ფიქრობს: “ჩემი საქმეა გამოვთქვა ვარაუდი, ხოლო შემდეგ მოვა ნიჭიერი ადამიანი და გაერკვევა მასში, გამოთქვამს გასაგებად და ღიად”. ამ მსჯელობის შეცდომა იმაშია, რომ ადამიანი, საკმაოდ დაჯილდოვებული იმისთვის, რომ ამ დაუმაშვებელი იდეის აღმოჩენა გააკეთოს, მერწყულის დახმარების გარეშეც აკეთებს ამას, ხოლო უკანასკნელს უკვე მიცემული აქვს გასაღები და მისი გადატრიალება (კარმულად) უნდა მოახდინოს თავად მერწყულმა.

მოკლედ, ეს უკანასკნელი არ ნიშნავს, რომ მერწყული ვალდებულია დაკავდეს საკუთარი აღმოჩენების პრაქტიკაში ჩანერგვით; მისი საქმეა _ შეიმუშაოს ახალი და ადეკვატური ენა მისი ინფორმაციის არხისთვის და ამის დახმარებით შექმნას საკმარისად ზუსტი მენტალური კონსტრუქცია, რომელიც გამოხატავს მის განჭვრეტას იმ ენაზე, რომელიც ადამიანებისთვისაა გასაგები. ამის შემდეგ მერწყული, როგორც წესი, კარგავს მოცემული იდეისადმი ინტერესს, რადგაც უკვე ბანალური ხდება და იწყებს შემდეგი იდეით დაინტერესებას.

მერწყულის მეორე საფუძვლიანი ამოცანაა _ საკუთარი იდეებისთვის სწორი ადრესატის პოვნა. პრობლემა იმაშია, რომ საზოგადოება, ჩვეულებრივ, ამისთვის მზად არაა, რამდენადაც ეს იდეები ძალიან შორეული მომავლიდანაა და უშუალოდ არარეალიზებადია აწმყოში, ანდა მერწყული ამ იდეებს თავადვე ვერ იგებს საკმაოდ კარგად (უფრო ხშირად ორივე გარემოებაა ხოლმე). ჰაერის სტიქია – მერწყული კარმულადაა ვალდებული საკუთარი იდეები გადასცეს და არა მარტო შექმნას მათი გამოხატვისთვის საჭირო ადეკვატური სიმბოლური ენა, მაგრამ, ასევე, ეს ენა ვინმეს უნდა ასწავლოს და შემდეგ გადასცეს მას თავისი ცოდნა (ზუსტად კი, ათვისებული ინფორმაციული არხი), ხოლო ეს შეიძლება არც ისე ადვილი აღმოჩნდეს და მერწყულის ამოცანაში შედის იმ ზუსტი ენის შემუშავება, რომელიც გასაგები და მოსახერხებელი იქნება არამხოლოდ მისთვის და ეგრეგორისთვის, არამედ ყველა პოტენციური მოსწავლისთვის. ამიტომ, განვითარებული მერწყული, რეგულარულად იმყოფება იმ სივრცეებში (განსაკუთრებით მენტალურში), რომელის სრულიად მიუღწეველია სხვა ნიშნებისთვის, განჭვრეტის დროის მეშვეობით მუდამ ბრუნდება მიწაზე და მოცემულ მომენტში ძალიან ყურადღებიანად ადევნებს თვალყურს მის გარემოცვაში არსებულ მენტალურ ინტერესებსა და პრობლემებს, იმისთვის, რომ მისი იდეები და სიმბოლური ენა რამენაირად შეათანხმოს მათთან.

განუვითარებელი მერწყული (როგორც წესი), პირიქით, ისწრაფვის შეინარჩუნოს  და გააძლიეროს საკუთარი ინფორმაციული არხი და საერთოდ არაა იმით შეწუხებული, რომ გარშემომყოფები ცუდად უგებენ, თვლიან მას უცნაურ, ექსცენტრიკულ ანდა ცოტათი შეშლილ ადამიანად. ის უკიდურესად მენტალურადაა დამოუკიდებელი და ხშირად ჯიუტიც კი, რითაც (ქვეცნობიერად) უკიდურესად არასტაბილური ქმედებებით ინარჩუნებს სუსტი არხის სამუშაოს სიმყარეს, შედეგად _ მიღებული ინფორმაცია ძლიერ მახინჯდება. სამწუხაროდ, მერწყულის მუდმივობა (მუდმივი ჯვარი) გამოიხატება არასტაბილურობასა და ფაქიზ სამყაროსთან მისი კავშირის სიმყარეში, ასევე იმ უდრეკობაში, რომელშიც ეგრეგორი ცდილობს დაალაგოს მერწყულთან ინფორმაციული კონტაქტი, ასევე, იმ სიჯიუტეში, რომლითაც მერწყული იცავს და ცდილობს პროპაგანდა გაუკეთოს საკუთარ იდეებს, თუმცა, ტყუპებისგან განსხვავებით, არ ისწრაფვის ფართო პოპულარიზაციისკენ, ხშირად ზღუდავს საკუთარი იდეების გავრცელების პირობებს მეგობრების ვიწრო წრემდე და (უშუალოდ) თანამოაზრეებამდე. მხოლოდ მერწყულის განვითარების დონის მიხედვით ძლიერდება მისი არხი და ხდება უფრო მყარი, მდგრადი, ხოლო ხარვეზები მცირდება (მაგრამ, არასდროს დადის ნულამდე) და მაშინ აუცილებლად დასჭირდება საკუთარი ექსცენტრიულობის შეზღუდვა, სიჯიუტის შემცირება და იმ გარემომცველ სამყაროზე ყურადღების მიქცევა, რომლისთვისაც (რისი დავიწყებისკენაც მიდრეკილია მერწყული, ხოლო ეგრეგორს მუდამ ახსოვს) ის არსებობს.

წყლის სტიქიის გავლენა მერწყულზე იმაში გამოიხატება, რომ ის (შესაძლებელია, ქვეცნობიერად) საკუთარ საბოლოო ამოცანას ხედავს ტრანსფორმაციაში, მის გარემომცველ სინამდვილეში იმ იდეებთან და იდეალებთან შესატყვისობაში, რომელიც მის თავში ნათდება. ემპათიის* ელემეტები ამას არ ამატებენ, მაგრამ, სამაგიეროდ, მისთვის გამორიცხულად მნიშვნელოვან გაგებად ხდის მეგობრობას. მეგობრობა მერწყულისთვის _ ბუნებრივი მდგომარებაა, რომელიც ადამიანებს შორის ყველა დანარჩენი ტიპის ურთიერთობებს უცვლის. მთელ ქვეყანაზე ყველა მისი კარგი ნაცნობია და ყველასთან, ვინც ამას არ ეწინააღმდეგება, მეგობრობს, ამაში ემოციონალურ შეფერილობას არ დებს, მაგრამ მხედველობაში აქვს რაიმე ინტერესების ერთიანობა. რამდენადაც ნორმალური მერწყულისთვის, როგორც ჰაერის სტიქიის წარმომადგენლისთვის, შეიძლება საინტერესო იყოს ნებისმიერი მენტალური იდეა, ამიტომ მისი მეგობრების რაოდენობა არაა შეზღუდული. მაღალი განვითარების მერწყულის მეგობრობის რამდენადმე განუსაზღვრელი გაგება იცვლება ადამიანების ერთობის გრძნობით, რომლებიც ასრულებენ საერთო კარმულ ამოცანას ანდა ერთიანდებიან ერთ ეგრეგორში და კოსმიური თანამშრომლობის გაცნობიერებული პრინციპით, რომელიც, სამომავლოდ, მერწყულის ეპოქის საფუძველი გახდება. ზოგიერთი ემოციონალური სიცივე და ჩვეულებრივი ცხოვრებისაგან განკერძოებულობა მერწყულში ადგილს უთმობს კოსმიური სამყაროს ძმობის გრძნობას, რომელიც ევოლუციის გზით მიდის, სადაც ყველა ცოცხალი არსება განიხილება როგორც შეუცვლელი, უშუალოდ დამოუკიდებელი და ერთი დიდი ორგანიზმიდან განვითარებული. სამყაროში ერთიანობის ამ შეგრძნების, განცდის შემოტანა _ ეს ერთ-ერთი მთავარი კარმული ამოცანაა მერწყულისთვის.

ურანი, როგორც მერწყულის პირველი მმართველი, მას აძლევს დამახასიათებელ ფეთქებადობასა და არაპროგნოზირებადობას. მომდევნო წამს რას იტყვის ან გააკეთებს მერწყული, წინასწარ არავინ იცი, მათ შორის თავადაც კი. როგორც მაღალი განდობის პლანეტა, ურანი მერწყულს აძლევს შესაძლებლობას _ გაიგოს ის, რაც არავისთვის არაა ცნობილი და, უფრო ხშირად, არც მალე გახდება ცნობილი, მაგრამ, სამწუხაროდ, არასდროს ამბობს, რა უნდა გააკეთოს ამით. მაღალი დონის პლანეტების მმართველობა ასევე აყენებს ადამიანის სულიერი დონის განვითარების მაღალ მოთხოვნებსაც, რომელიც მერწყულის შემთხვევაში თვითრეალიზაციაზეა გათვლილი. საქმე იმაშია, რომ დაბალ და საშუალო ოქტავაზეც კი მერწყული-ადამიანი ძალიან ცუდად იგებს მის თავს მომხდარი მოვლენების აზრს, ამავდროულად, შეიგრძნობს მის მნიშვნელოვნებას სამყაროსთვის. მხოლოდ ერთია, მას არ შეუძლია რა ღრმად ჩახედვა და აქცენტების სწორად განლაგება, საკუთარ ექსცენტრიულ მანერებსა და ორიგინალურ, ხანდახან აბსურდამდე მისულ, აზროვნების უნარებს მაღალი აზრის გამოყენებად თვლის, იმ დროს, როდესაც ეს ყველაფერი მხოლოდ ქაფია არსით ძლიერი მთის მდინარის ჭავლის ზედაპრიზე, მაგრამ ერთდროულად უნდა მოხვდეს სიღრმეში და თან დარჩეს მერწყულად, ეს გარეგან რეალობაში მისი უკანდასაბრუნებელი გზაა და მისი, ნახევრად ფანტასტიკურ იდეებზე დაფიქრებისა და მათი რეალიზაციის პატიოსანი მცდელობაა. მაშინ მას ეწყება იდეების უფრო სიღრმისეული დამუშავება და ამის შემდეგ შეაღწევს რა მაღალ მენტალურ სფეროებში, მერწყული ეგრეგორს დაუსვამს კითხვას, რომელიც დააზუსტებს წარსულში მიღებულ იდეას და ამით, ერთის მხრივ, დაიწყებს მის პრაქტიკულ რეალიზაციას, ხოლო მეორე მხრივ _ ნამდვილად დაიწყებს კოსმიური თანამშრომლობის პრინციპის განხორციელებას, რომლის ერთ-ერთი გამოვლინებაცაა ევოლუციური დონით უფრო მაღალ საფეხურზე მყოფის მხრიდან, დაბალ ევოლუციურ საფეხურზე მყოფისადმი დახმარების გაწევა  _ ანუ მათთვის დახმარება, ვისაც ეს სჭირდება და თან სურს.

სატურნი, როგორც მერწყულის მეორე მმართველი მას აძლევს განსაზღვრულ შინაგან პესიმიზმს, რომელსაც, ჩვეულებრივ, ის არ გამოხატავს, მაგრამ მკვეთრად შეიგრძნობს. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მერწყული მუშაობს  მყოფადისა და მომავლის საზღვარზე და, ამასთანავე, პირველს (აწმყოს), როგორც წარსულს ისე აღიქვამს _ ანუ უფრო სიღრმისეულად. მერწყული ინტუიციურად შეიგრძნობს, რომ რაღაც დონეზე მისი იდეები მისსავე მყოფად დროს წინ უსწრებს და მხოლოდ მათ უმცირეს ნაწილს შეუძლია რაიმენაირად განხორციელდეს. ამავდროულად სატურნი, დეტალური დამუშავებისას, მერწყულს აძლევს შესაძლებლობას მოახდინოს საკუთარი იდეების დიფერენციაცია მათზე თანამედროვების დაშვებადობის ხარისხებად და ასევე, აძლევს დაჟინებულად და მძიმე შრომის შესაძლებლობასაც; ასე რომ, განვითარებული მერწყული, ასევე წარმოადგენს რა უძრავი ჯვრის კუთვნილებას, საკუთარ საზოგადოებაზე დიდ ძალას და გავლენას ფლობს.

საკუთარ სკეპტიკურობას სატურნი ავრცელებს მერწყულის იდეების დონეზეც, უარყოფს რა მათ შორის მეტად ექსცეტრიკულ და თავქარიანს და დანარჩენებს (დარჩენილებს, გაფილტრულებს) უქვემდებარებს დეტალურ კონტროლს და ანალიზს. ამავდროულად, ხანდახან გამოდის რა პირველ ადგილზე, სატურნის  შემზღუდველ გავლენას შეუძლია ურანის შემოქმედებითი პრინციპის დათრგუნვა და მაშინ ადამიანი წყვეტს საკუთარი ორიგინალური იდეებისადმი, ქმედების იმპულსებისადმი სერიოზულად მოპყრობას, თვლის მათ ცარიელ ფანტაზიად და მუდმივად სვამს საკუთარ თავს ხისტ, მკაცრ, განსაზღვრული დოგმების ჩარჩოებში (ხშირად სოციალურად მიღებულში).

ასეთი სახით, სატურნი ამიწებს მერწყულს, ხოლო ურანი ამაღლებს მის მაღალ მენტალურ (და სულიერ) სფეროებს, ხოლო ამ ორი პრინციპის დაბალანსება _ მერწყულის ძირითადი ამოცანაა. სიყმაწვილეში ხშირად დომინირებს დაბალი ურანი, ანუ არავისთვის საჭირო და ყველასთვის გაუგებარი ცრუ ექსცენტრიკულობა, დამოუკიდებლობა და სიჯიუტე, მაგრამ 30 წლის ასაკის შემდეგ, ალბათობაა, საპირისპირო ტენდენცია, როცა პირველ ადგილზე გადმოდის დაბალი ოქტავის სატურნი და ადამიანი გადაჭარბებულად ფრთხილი, პრაგმატული და მენტალურად შეზღუდული ხდება.

მოკლედ, შესაძლებელია, საპირისპირო ვარიანტი, როცა სატურნის პრინციპი თავიდანვე გადმოდის პირველ ადგილზე, ხოლო ურანის გავლენა შეიგრძნობა მხოლოდ სატურნისეული საწყისის დამუშავების შემდეგ; ეს უფრო კონსტრუქციულია, მაგრამ ადამიანისთვის, საკუთარი დაფარული შესაძლებლობების გარღვევა და მომავალაში შემოქმედებითობის დაჯერება, ფსიქოლოგიურად რთულია, მითუმეტეს, როცა ეს ხდება 30-40 წლის ასაკის შემდეგ _ ნაცრისფერი, განყენებული არსებობის დროს. მითუმეტეს, ურანის ქმედება ნებისმიერ ადამიანზე (და არამარტო მერწყულზე), ხშირად პირველადად  40-42 წლის ასაკში შეიგრძნობა. მითუმეტეს, მის რადიკალურ მდებარეობასთან  ოპოზიციისას, ტრანზიტის დროს; დაბალ დონეზე ამ სტრესული პერიოდის დამუშავებისას ადამიანი “იშლება”, აკეთებს ქაოტურ, შეშლილ ქმედებს, უფრო მაღალი დამუშავებისას _ ცდილობს ცნობიერების გაფართოებას, რამეთუ ამ დროს ძლიერია სამყაროსეული გონის გავლენა. 29 წლის ასაკში (სატურნის ტრანზიტი რადიკალურ სატურნთან) ადამიანი სამყაროსა და საკუთარი თავის წინაშე საკუთარ ბუნებრივობას ახალ დონეზე შეიგრძნობს და მას გასააზრებლად დაახლოებით 12 წელიწადი აქვს, ხოლო 40-42 წლის ასაკში ურანი ნამდვილად აძლევს ცხოვრების თავიდან დაწყების შესაძლებლობას.

მზის ტყვეობა მერწყულს კარმულ ამოცანაზე თავისებურ აქცენტს უკეთებს, რომლის აზრიც დადის მომავლის იდეის აწმყოსთან შერწყმის პროცესში მონაწილეობაზე, სხვაგვარად რომ ითქვას, განვითარებული მერწყული იგებს, რომ მის თავში მოსული იდეები არ არის (მთლიანად) მისი გონებრივი ძალისხმევის ნაყოფი, ხოლო არსი, უფრო მაღალი ევოლუციური კუთხით, მეტწილად, მიმართულია არსობრივ ინფორმაციულ შეტყობინებებზე, რომელთა საბოლოო მიზანია _ დაეხმაროს აწმყოს ევოლუციის პროცესში. ამიტომ ნებელობა, ნება (მზის პრინციპი) უნდა იყოს მიმართული (საკუთარი) იდეების არა ქმნადობაზე, არამედ“გარედან” მიღებული ინფორმაციის მაქსიმალურად ზუსტად და დეტალურად გაგება-გააზრებაზე, _ ეს არის ჰაერის პრინციპის მაღალი რეალიზაცია. მერწყულის ინიციატივა ვრცელდება ასევე იმაზეც, თუ თანამედროვეობის რა პრობლემებს თვლის უფრო აქტუალურად (იმ რაოდენობათა შორის, რომელიც აინტერესებს მის ეგრეგორს) და რომელი მიმართულებით განავითარებს იმ სიმბოლურ ენას, რომელზეც აღიქმება ინფორმაცია და რომელი საკითხის დაზუსტებით მიმართავს ის ეგრეგორს.

მხოლოდ საკუთარი კარმული ამოცანის სრული შეცნობა და სამყაროს შეგრძნებაში და ქცევაში შესაბამისი მოკრძალების გამომუშავება შეაძლებინებს მერწყულს ამ სიმბოლური მდებარეობის დამუშავებას (ანუ მზის ტყვეობას) და თვითრეალიზაციას. დაუმუშავებელი მზე მერწყულს აძლევს ამ სამყაროსგან გაუცხოების გრძნობას, მაგრამ ამავდროულად უფრო ფაქიზი კუთხით ჩაურთველობას, ამით ის თითქოს ცასა და დედამიწას, აწმყოსა და მომავალს შორისაა გამოკიდებული. მისი ბუნდოვანი მიხვედრილობა ერთადერთ სწორ, გენიალურ, ზუსტ და ნათელ კონცეფციად ეჩვენება, რომელიც ვერ რეალიზდება ერთადერთი მიზეზის _ კაცობრიობის სიჩლუნგისა და მიუხვედრელობის გამო, მისი კაპრიზები, ცრუ თავდაჯერებულობა და სულელური ექსცენტრიკულობა _ უნიკალური, შეუდრებელი და ერთადერთი შესაძლებელი ქცევის წესი ჰგონია. მაგრამ მზის ტყვეობა რაღაცაში დადებითიც არის დამუშავების არც ისე მაღალ დონეზეც კი: მერწყული მაინც მიდრეკილია ისაუბრობს არა საკუთარ თავზე, უკიდურეს შემთხვევაში _ საკუთარ იდეებზე, რომლებსაც აღიქვამს როგორც (ქვეცნობიერად) უპიროვნოდ, თითქოს ისინი მისი არაა. მერწყული, დაე, თუნდაც ძალიან ჩართული ემოციურად, ახალ ნაცნობთან მაინც უსაუბრებს, მაგრამ არა საკუთარ, არამედ მის (ნაცნობის) ინტერესებზე, და თუ ეს ქალია, არ დაიწყებს საკუთარ შვილებსა და სახლზე ლაპარაკს, ხოლო თუ მამაკაცია, არ დაიწყებს საკუთარი თავისა და ღირსებების აფიშირებას და ათწუთიანი საუბრის შემდეგ, უცნობ ქალს არ წაათრევს საწოლისკენ.

მერკურის კულმინაცია მერწყულს მოქნილი სიმბოლური ენების შესაქმნელად გადაჭარბებულ შესაძლებლობებს აძლევს, ერთის მხრივ, მისი თანამედროვეობისთვის გასაგებს, ხოლო მეორე მხრივ _ საკმაოდ ადეკვატურს ინფორმაციის არხზე ტრანსლირებისთვის. ასეთი უნარების გამომუშავება მერწყულისთვის იმიტომაა აუცილებელი, რომ ბუნდოვანი იდეები და სახეები გადააქციოს რეალურ ცოდნად. მერწყულისEეს სამუშაო არის, მეტწილად, შემოქმედებითი, რამდენადაც ეგრეგორში (რომელიც მისთვის ახდენს ინფორმაციის ტრანსლირებას) ახალ ფორმებს თანმდევად ქმნის და ერთდროულად განსაზღვრავს საკუთარი იმ კონცეფციის გარეგნულ სახეს, ანუ ფორმებს, რომელიც კაცობრიობისთვის სულერთი არაა და რაღაც დოზით გავლენას ახდენს ბუნების კანონებზე. გაგების და განსაზღვრის ნებისმიერი სისტემა ცვლის სამყაროს: კარგად გააზრებული მას უფრო ჰარმონიულს ხდის, ხისტი და უხეში _ დამახიჯებულს.

დაუმუშავებელი მერწყული მიდრეკილია ისარგებლოს ძალიან ნაწყვეტი და ცუდად შეთანხებული გაგებებით, ნიშნებით და სიმბოლოებით, ფუჭი იმედით, რომ მას ისედაც გაუგებენ, უკიდურეს შემთხვევაში _ ვინც საჭიროა და ვისას დასჭირდება, ის მაინც. ის გადაჭარბებულად დამოუკიდებელია საკუთარი გამოხატვის საშუალებებში და არაა მიდრეკილი განავითაროს და სრულყოს ისინი: განსაკუთრებით ეს ეხება ფაქიზ სამყაროს, ნებისმიერ ინფორმაციას, რომლის განღმერთებისკენაც მიდრეკილია დამწყები მერწყული, ამ დროს, სრულიად ვერ იგებს, რომ ინფორმაცია საჭიროებს მნიშვნელოვან დამუშავებას, კორექციასა და გადათარგმნას უფრო მეტად ანდა ნაკლებად გასაგებ ადამიანურ ენაზე, რომელიც თავად მერწყულმა თანდათანობით უნდა დაამუშაოს. ამის გაცნობიერება და გაკეთება მთლად მარტივი არაა; მხოლოდ ერთია, ახლის საერთო სიყვარული და მისწრაფება დაეხმაროს კაცობრიობას განვითარებაში _ მერწყულს შთააგოებს.

პლუტონის ვარდნა მეწყულში ახდენს მერწყულის იდეების პრაქტიკული განხორციელების სირთულის სიმბოლიზებას, რომელიც სინამდვილეში ითხოვს საგნების არსობრივი მდგომარეობის პრინციპულ გარდაქმნას. დაუმუშავებელი აქტიური მერწყული მრავალ რამეში დესტრუქციულად მოქმედებს, ანგრევს საკუთარ გარემოცვას, არ შეუძლია აღიქვას სხვისი, მაგრამ ენერგიული აზრი-ფორმები და ამაში ვლინდება დაბალი ოქტავის პლუტონი. მოცემული სიმბოლური მდებარეობის დამუშავება ნიშნავს _ მერწყულის მიერ სიზუსტის გაცნობიერებასა და რეალობის ყოველმხრივ ტრანსფორმაციას მისი პირველსაწყისი, საკმაოდ აბსტრაქტული იდეების საფუძველზე. სირთულე (რომელიც ვარდნით სიმბოლიზდება) აქ იმაშია, რომ პლუტონი იძლევა ან გარეგნულ ძალიან პოლიტიკურ, ანდა ძალიან ფაქიზ სამუშაო კუთხეს, მერწყულისთვის ერთნაირად რთულს _ მისი რამდენადმე აბსტრაქტულ-მენტალური კატეგორიის გამო. მხოლოდ ამ სიმბოლური ვარდნის მთლიანი მნიშვნელობა, – ისევე, როგორც ურანის მორიელში კულმინაცია, – საჭიროებს მეტ სიზუსტესა და დეტალურ ანალიზს.

მერწყულის სიტუაცია ასახულია სამეცნიერო ფანტასტიკის ბევრ ნაწარმოებში, გამორიცხავს მხოლოდ იმათ, სადაც მეუფობს სოციალურ-ეთიკური მიმართულება (უკანასკნელში მშვილდოსნის ფონი ჭარბობს). ყველა შესაძლო გამოგონება, მოულოდნელი, გონებამახვილური, კონსტრუქციული გადაწყვეტილება, შეუცნობადი მენტალური სინთეზი, როცა ცოდნის ამონარიდების, ჰიპოტეზებისა და ვარაუდების ადგილზე წარმოიშობა მწყობრი, აშენებული ცოდნა _ მთლიანი მენტალური კონსტრუციის, სამეცნიერო თეორიისა და ა.შ. _ ყველა ეს წარმოიშობა მერწყულის უშუალო მონაწილეობით. მერწყულის სიტუაცია ემოციონალურად არ ბრწყინავს და უშუალოდ მყარი ფორმების ცვლილებებში არ გამოიხატება, თუმცა–ღა, ხანდახან, თან სდევს მოძველებული მენტალური კონსტრუქციებისა და თეორიების კრახი (ნგრევა), როცა ისინი ექვემდებარებიან მოულოდნელი მხრიდან გონებამახვილურ და ხანდახან გამანადგურებელ კრიტიკას. მერწყული საკუთარი ორი ქვევრიდან ღვრის ცოცხალ და მკვდარ წყალს; პირველი (ძირითად, ურანისეული) დანიშნულია ცხოვრებაში ევოლუციის იდეების კონსტრუქციული გატარებისთვის, მეორე (უპირატესად სატურნისეულ-პლუტონისეული) – ყველა დრომოჭმულის, ევოლუციური განვითარების ხელისშემშლელისთვის. მერწყულის მომწიფებული სიტუაციისთვის დამახასიათებელია არა მხოლოდ ორიგინალურობა და ზოგიერთი სახის ფანტასტიკურად მეუფე იდეები, არამედ მათი დიდი იმპერატიულობაც (მუდმივი ჯვარი): გრძნობს, რომ მათგან თავის დაღწევა არ შეიძლება, რომ ისინი ფლობენ დიდ ძალას და, ამა თუ იმ სახით, აუცილებლად შემოვლენ ცხოვრებაში. ხშირად შეიძლება გაიგოთ ძალაზე და წარსულის ჩვევებზე, რომლებიც ძალიან ძნელი გადასალახია (სატურნის გაკვეთილი), მერწყულის იმპერატიულ სიტუაციებში მხოლოდ იშვიათად ცნობიერდება ეს, როცა მომავალი წინ იჭრება _ როგორც ფაქიზი თავდასხმა.

დაბალი ოქტავის მერწყულის სიტუაცია პირიქით შეიგრძნობა _ შემთხვევითი, ქაოსური და შეშლილი იდეების თანდევნით, ცრუ ექსცენტრიკულობით, სულელური და გაუგებარი სიჯიუტით და ყოველგვარი შინაგანი დისციპლინის გარეშე მენტალური თავისუფლების გადაჭარბებული მოთხოვნებით. აქ მეგობრობის და კოსმიური თანამშრომლობის იდეა, შესაძლებელია, გადმოიღვაროს კოლექტიური სექსის მცდელობაში (მენტალური შეფერილობით) ანდა გარკვეული კონსტრუქციული მიზნის გარეშე ჯგუფურ მენტალურ მედიტაციებში, განსაკუთრებით მენტალური რელიგიის ჩარჩოებში მოქცეული რთული სიმბილიკითა და იდეოლოგიით, მაგრამ ჭეშმარიტი რელიგიური აღვსების გარეშე, ანუ საკმაოდ მაღალი ეგრეგორის არხის გარეშე.

მზის ტყვეობა უჩვენებს იმას, რომ კარმული ამოცანა, – რომელიც მოცემული მდებარეობით სიმბოლიზდება, – რთულია.

მზის დამუშავება დაკავშირებულია განსაზღვრულ თვითუარყოფასთან, საკუთარი ნების იმ ეგრეგორის ნებისთვის ცნობიერად დაქვემდებარებასთან, რომელიც მზისეული მერწყულისთვის ინფორმაციის ტრანსლირებას ახდენს. ამ დამუშავების გზაზე პირველი ნაბიჯი არის იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ ადამიანი არ ახდენს გენერირებას, არამედ აღიქვამს ინფორმაციას, რომელიც დროდადრო წარმოიშობა მის თავში გაელვება-განდობის სახით და, რომ ეს ამოცანაა _ ემსახუროს მხოლოდ ყველაფერსა და ყველას ამ ინფორმაციის ადამიანებისთვის გადამცემის სახით.

ამ მიზნით მზე ითხოვს საკუთარი ცნობიერი ნების დაქვემდებარებას, მზისეული მერწყულის განვითარებას და შესაბამისად აყალიბებს მის ეთიკას, რომლის საფუძველიცაა შემდეგი პრინციები: კოსმიური თანამშრომლობა, ნებაყოფლობითობა და დახმარების მიღება-გაწევა ევოლუციურად მაღალი განვითარების საფეხურზე მყოფის მხრიდან დაბალ საფეხურზე მყოფისადმი.

რამდენადაც აწმყო დროში ეს ეთიკა დედამიწაზე სოციალურად თითქმის ყველგან არაა მიღებული, ის ყალიბდება მერწყულის ქვეცნობიერში და ცნობიერდება საკმაოდ დამახინჯებული სახით, ასე რომ, ამ მდებარეობის მზის დამუშავება ადვილია რაა. ამიტომაც, ჩვეულებრივ, მზისეული მერწყული გარშემომყოფების მიერ აღიქმება როგორც ცივი, გაუცხოებული, მეცნიერებისადმი ნიჭიერი (ჰაერის ნიშანი), მაგრამ ქცევითა და შინაგანი მოტივებით შეუცნობელი ადამიანი.

მერწყულის სიცივე _ მომავლის ეთიკა, რომელიც შეზღუდულ დონეზე აღელვებს აწმყოს დაბალ ემოციებს: ემოციები ძლიერ დამახინჯებულია, რამდენადაც დახურულია მრავალ, სწორ სამყაროსეულ ხედვასა და ევოლუციაში, ხოლო მეორე მხრივ _ თვითუარყოფის მომენტია (მზის ტყვეობა), რამდენადაც ძლიერი პირადი ემოციები ადამიანს არ აძლევს ეგრეგორის ნების ზუსტად გამოყენების შესაძლებლობას. უნდა აღინიშნოს, რომ ნებაყოფლობითი თვითუარყოფა მხოლოდ მაღალ ევოლუციურ დონეზეა ნაჩვენები, როცა ადამიანი იწყებს კარმის კანონების და ჯგუფური სამუშაოების ჭეშმარიტი მიზნების ხედვას, ხოლო მანამდე მზისეული მერწყული იმაზე საკმაოდ დიდი დოზითაა მოკლებული თავისუფალ ნებას, ვიდრე დანარჩენი მზისეული ნიშნები, გარდა, – ისიც გამონაკლის შემთხვევებში, – მზისეული ლომისა.

წყარო: . . შესტოპალოვი (ასტროფსიქოლოგიის ცნობარი)

აქ მზე ვარდნაშია, ამიტომაც მისი თვისებების გამოვლინება რამდენადმე შემცირებულია, მაგრამ ჰარმონიული ასპქტებისას ადამიანს აძლევს: აქტიურობას, ძლიერ ინტუიციას, შინაგანი თავისუფლების გრძნობას, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულობას, გადაწყვეტილების მიღების უნარს (სითამამეს გადაწყვეტილების მიღებაში), ერთგულებას, გულწრფელობას, წინდახედულებას, კეთილგონიერებას, ალტრუიზმს, მეგობრულობას, კომუნიკაბელურობას, ადამიანურობას, დემოკრატიულობას, უანგარობას, ყველა სახის სიახლისა და უჩვეულოს ინტერესს, არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღებისკენ მისწრაფებას, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარულს. ინტერესს ავლენს ელექტროობისა და კოსმიური კვლევებისადმი, ასტრონომიისა და ასტროლოგიისადმი, გამომგონებლობისა და საინჟინრო საქმისადმი, უჩვეულო და ანომალიური მოვლენებისადმი. გულწრფელად თვლის, რომ მუდამ მართალია. მიუხედავად დემოკრატიულობისა დაბადებიდან ინდივიდუალისტია, რადგანაც მთელ ქვეყანაზე ყველაზე მეტად  საკუთარ შინაგან თავისუფლებას აფასებს. გადაწყვეტილებებს იღებს სპონტანურად და ხშირად უკანასკნელ წამს, არ უყვარს საკუთარი ქმედებების დაგეგმვა. ამის გამო ჩაკეტილად, დახურულად თვლიან, თუმცა სინამდვილეში მან უკანასკნელ წამამდე თავადაც არ იცის, რომელ გადაწყვეტილებას მიიღებს. მერწყული საკუთარ გადაწყვეტილებებში პასუხისმგებლობიანია, მასზე დაყრდნობა შეიძლება, ის აუცილებლად შეასრულებს იმას, რასაც დაჰპირდა.

თუ მზე დაზიანებულია, მაშინ სუბიექტის ხასიათში ვლინდება: მიდრეკილება პოლარული მდგომარეობისკენ, ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადასვლისკენ, პასიურიდან ბობოქარი ქმედებისკენ, მიდრეკილება რისკისკენ და საკუთარი ძალის გადაჭარბებულად შეფასებისკენ, თავდაჯერებულების უკმარისობისკენ, ან პირიქით _ თავდაჯერებულობისკენ; ავტორიტატულობა, ექსტრემიზმი, მიდრეკილება რადიკალური გადაწყვეტილებებისა და სხვადასხვა ურთიერთობებისკენ, საკუთარი აბსოლუტური სიმართლის რწმენა, არაპროგნოზირებადობა, სპონტანურობა, ესცენტრიკულობა, მასხრობა ანდა თავისმოსულელება (სალოსობა), ზედაპირულობა, პასიურობა, სიზარმაცე, გამანადგურებლობა, სევდა, დროდადრო სიცივე და არამეგობრულობა.

ყველაზე დიდი შეურაცხყოფა მერწყულისთვის _ უთხარით, რომ ის არაა მართალი. და პირიქით, თუ ეტყვით, “გახსოვს, შენ მაშინ ამბობდი, რომ… მაშინ როგორი მართალი იყავი!” _ მიიპყრობთ მის ყურადღებას. მხოლოდ ერთია, ის განმჭვრეტელია, ადვილად შეამჩნევს ფარისევლობას და არაგულწრფელობას. ხოლო თუ აწყდება ლაქუცს, ფრთხილი ხდება, რადგანაც ეშინია, რომ მის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნება.

წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

ისინი, ვისაც მზე მერწყულში ჰყავთ, განსხვავდებიან ექსცენტრიკული ტემპერამენტით, გადაწყვეტილების სითამამით, სიჯიუტით. გარემოს განახლების მცდელობები იმდენად შორს შეიძლება წავიდეს, რომ თავად ცვლილებების გამო ცვლილებებისკენ იწყებენ სწრაფვას. სულიერი განახლების სურვილი მათში ხშირად მეზობლობს მანჭვა-გრეხვასთან, თაღლითობასთან. იმისთვის, რომ, რაც შეიძლება კარგად მოახდინოს რაიმეს დემონსტრირება, შეუძლიათ წავიდნენ არაკორექტულ საშუალებებზე, შედეგად _ სასურველი ვერ მიიღწევა.

ხშირად ეჩვენებათ, რომ ადამიანები ვერ იგებენ მათ იდეებს. სინამდვილეში, რთულია თქმა, ნამდვილად არიან კი ახალი, რეფორმების იდეებით შეპყრობილები, თუ ბოროტად ხუმრობენ და მასხრობენ. რამეთუ ისინი ნამდვილად სულიერად განვითარებულნი, შთაბეჭდილებებიანი, აქტიურები არიან და იდეები ნამდვილად კარგი აქვთ, მაგრამ რეპუტაცია არასერიოზული ადამიანის აქვთ, რომელიც მიდრეკილია პროფანაციისკენ, რაც გარშემომყოფებში სიფთრხილეს იწვევს. და უსაფუძვლოც არაა, რადგანაც ისინი ღუპავენ ყველაზე საუკეთესო რეფორმებს შელამაზების და ძალიან ბევრი პირობების გამო. მათ ბევრი იდეა აქვთ, მაგრამ არ ჰყოფნით ძალები და სერიოზულობა იმისთვის, რომ ამ იდეებისთვის თანმიმდევრულად იბრძოლონ.

ქადაგებენ იდეალიზმს, თუმცა გადამწყვეტ სიტუაციებში შეუძლიათ საამისო მაგალითი არ აჩვენენონ. ოცნებობენ გავლენიან თანამდებობებზე, მაგრამ ამის გამო, შესაძლებელია, არ ისურვონ მყუდრო ბინის დატოვება. ამან შეიძლება აპატიამდეც კი მიიყვანოს.

ისინი ყველასა და ყველაფერს აფიქრებენ, შესაძლებელია ეს იყოს ბლეფი _ ეს მათი არსია. და მაინც, ისინი არამარტო ოინბაზები არიან, არამედ ბრწყინვალე გამომგონებლები და გენიებიც (როგორებადაც თავად თვლიან თავებს).

ფეხდაფეხ მისდევენ დროს. მუდამ ძიებაში არიან _ მაგრამ არა სისტემატურად, არამედ იმპულსურად, _ მათი გამოგონები არ არის ხანგრძლივი და კირკიტა შრომის და დაკვირვების შედეგი, არამედ მრავალი მათგანი გონების განათების ნაყოფია.

ხშირად რეაგირებენ მოულოდნელად, ჭკვიანურად, მაგრამ არალოგიკურად. ყველაფერს ეჭვის ქვეშ აყენებენ, აკრიტიკებენ, ხოლო თავად კრიტიკაზე არ რეაგირებენ. ჩანან წინააღმდეგობრიობებით სავსენი და კაპრიზულები, შეუძლიათ იმ საქმისადმი ეჭვნეულებიც კი ჩანდნენ, რომლითაც არიან დაკავებულნი და ახმოვანებენ, მაგრამ ეს იმიტომ, რომ იცნობენ ადამიანებს (ადამიანურ ხასიათს) და იციან, მათთვის ამაღლებული მოთხოვნების წაყენება არ შეიძლება. ძალიან კაცთმოყვარენი, საკუთარ მოთმინებაში დიადები არიან.

ჩაცმულობით _ იცვამენ ან დაუდევრად ან ზეელეგანტურად, ანდა კაშკაშა და ჭრელ ფერებში. აქვთ განვითარებული ინტელექტი და მეგობრული ურთიერთობა ყველა ადამიანთან. კარგად მუშაობენ იმ კოლექტივში, რომელიც საკუთარ მიზნად იდეალის განხორციელებას აყენებს, მაშინ ვლინდება მათი ყველა ნიჭი და დაუზარელობა.

მათ იზიდავთ ტექნიკა, ამაში კარგი გამომგონებლები არიან, ისევე როგორც ყველაფერში, სადაც საჭიროა რაიმეს გამოკვლევა, გაგება, თავიდან დარეგისტრირება, კლასიფიცირება, ინტუიციის გამოყენება (მედიცინაში – ფსიქოლოგიაში), ასევე მეცნიერების ყველა ახალ მიმართულებაში. მათ აქვთ ნიჭის აღმოჩენა-გახსნის უნარები. მათი აქტიურობა უდიდესია, მაგრამ არაერთგვარი, ისინი ხან ბობოქრობენ, ხან კი უმოქმედონი არიან. მათ სჭირდებათ იდეებთან ორიგინალური სამუშაო, სწრაფად შედიან საქმის არსში, შეუძლიათ დაიკავონ ნებისმიერი თანამდებობა, სწრაფად ორიენტირდებიან უცნობ ადგილას.

კავშირები უჩვეულო ნაცნობობის მეშვეობით. პარტნიორი უნდა იყოს ორიგინალური, თვალში საცემი. მოწყენილობა არ უნდა იყოს. მოულოდნელი იდეებისადმი მათი სიყვარული, არაპროგნოზირებადობა, რის გამოც მათთან არ მოიწყენთ, მაგრამ აიტანს კი პარტნიორი განწყობის ამ მუდმივ ცვალებადობას, მოულოდნელ ქმედებებს _ მეორე საკითხია. ჩვეულებრივ, უფრო უკეთესები არიან, ვიდრე გარშემომყოფები ფიქრობენ, რადგანაც მერწყულებს აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა: მათთვის ოჯახს მთავარი აზრი აქვს, ხოლო ბავშვებს _ ადამიანური ცხოვრების მიზანი. ოჯახში ურთიერდახმარებაა, ბავშვებს აღზრდიან ძალიან პროგრესული მეთოდებით, მათ სახლში სასიამოვნო ატმოსფეროა.

საშიშროებები: ორიგინალურობისკენ სწრაფვა შეიძლება მანიად იქცეს, უჩვეულობამ შეიძლება სხვები დააფრთხოს. ინდივიდუალიზმი, ცუდი კონცენტრაცია, თავქარიანობა ურთიერთობებში, არასერიოზულობა.

თავისუფლებისმოყვარეა. ძლიერი ნებისყოფა აქვს. შეფასებაში ეყრდნობა მხოლოდ საკუთარ გონებას და დაჟინებით ისწრაფვის მოაწყოს საკუთარი ცხოვრება ისე, როგორც საჭიროდ თვლის, მაშინაც კი თუ არღვევს საზოგადოებრივად მიღებულ წესებს და ტრადიციებს. პირად ურთიერთობებში არ შეუძლია საკუთარი თავი ვინმეს ძალაუფლების ქვეშ წარმოდგენა. თუმცა, აღიარებს, რომ ადამიანისგან რაიმეს მიღებისას, საჭიროა თავადაც სანაცვლოდ რაიმე გასცეს, მისთვის არაა ადვილი ეს ყველაფერი ემოციონალური ბალანსით მიიღოს იმ ახლობლებისგან, რომლებთანაც მჭიდრო ურთიერთობებშია. თუმცა ინტელექტუალურად გახსნილი ადამიანია, ინდივიდუალურ ურთერთობებში, ერთი ერთზე, ის გამორიცხულად ჯიუტია, სხვისი აზრის აღქმისა და მიღების უუნაროა, მოუქნელია. მას მკაცრი შეხედულება აქვს უშუალოდ იმაზე, რა არის სამართლიანი და რა _ არა, თანასწორობაზე უშუალოდ ურთიერთობებში და ცდილობს იცხოვროს  საკუთარ იდეალებთან შესაბამისობაში, მაგრამ მისი იდეალური წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ უნდა მოექცნენ ადამიანები ერთმანეთს, ყოველთვის არ ითვალისწინებს ადამიანურ სისუსტეებს, განსხვავებებსა და საჭიროებებს – მოთხოვნილებებს. ალბათობაა, გულზე არ ეხატებოდეს სენტიმენტალურობა, სქესობრივი ნიშნით ტრადიციული, განსხავებული როლები და “თამაშები”, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ ადამიანები.

სამართლიანი, ჭკვიანი, ინტელექტულური და ხშირად უპირატეობას ანიჭებს საკუთარ გონებას და არა გულს. ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს, ემოციონალური კუთხით, საკუთარი თავის გარდა არავინ სჭირდება. ის ადამიანებისგან განკერძოებულია, მაგრამ შეუძლია გვერდზე გასწიოს საკუთარი პირადი გრძნობები, რათა მიუკერძოებლად შეხედოს საგნებს, მაგრამ, როგორც კი მიიღებს გადაწყვეტილებას, ადგილიდან მისი დაძვრა უკვე შეუძლებელია: შეუძლია საკმაოდ დოგმატური იყოს. მისთვის დამახასიათებელია მასშტაბური აზროვნება, სერიოზული შეფიქრიანება იმით, რაც გადის მისი პირადი სფეროს ჩარჩოებიდან _ მისი ქალაქის ცხოვრება, ქვეყნის და პლანეტისაც კი. ალბათობაა, დაკავდეს მუნიციპალური, საზოგადოებრივი ორგანიზაციის, განსხვავებული ჯგუფების საქმიანობითაც და მკვეთრი ინტერესი გამოავლინოს მათი საქმიანობისადმი. სიამოვნებას იღებს მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობისგან და ხშირად არის სხვადასხვა გაერთიანებების ორგანიზატორი, ადმინისტრატორი, ხელმძღვანელი.

პროგრესული შეხედულებების ადამიანია, დიდ იმედებს ამყარებს მომავალზე, ყურადღებით ადევნებს თვალყურს სამყაროში საკუთარ ცვლილებებს. თანამედროვე კულტურის განსხვავებულ მიმართულებებზე, ახალ იდეებზე და ცხოვრების სახეობის ცვლილებებზე ცოცხლად რეაგირებს. ახალგაზრდობაში ადვილად ექვემდებარება თანატოლების ზეგავლენას, ჯგუფურ წნეხს, შესაძლებელია, ამ ასაკში მისდევდეს მოდის უკანასკნელ ტენდენციებს. მისი გონება, რომელიც მიდრეკილია ექსპერიმენტებისკენ, მუდამ  ყველაფერ ახალს ეხმაურება.

მისი ძლიერი თვისებები: შეფიქრიანებულია იმით, რომ ადამიანები უკეთ ცხოვრობდნენ, რათა საზოგადოება უკეთესად ფუნქციონირებდეს. ძლიერ განვითარებული სამართლიანობის გრძნობა აქვს, დემოკრატია, შეუძლია წინ იყუროს. მისი ნაკლი _ სიჯიუტე, მოუქნელობა, უგრძნობლობა და სიჩლუნგეც კი _ როცა საქმე პირად გრძნობებადე და ადამიანების საჭიროებამდე მიდის.

წყარო: ინდუბალა (პლანეტები ნიშნებშიინდური ტრადიცია)

მერწყული _ “მამაკაცური”, ფიქსირებული, დადებითი ნიშანია და დაკავშირებულია ჰაერის სტიქიასთან, მისი მმართველია სატურნი და გამოსახულია ქალის სახით, რომელსაც მოაქვს ქვევრი. ასეთი სახით, ამ ადამიანებს შესაძლოა სხვების სასიკეთოდ ტანჯვა მოუწიოთ; მათი საქმიანობა შეიძლება სასარგებლო იყოს ზოგადად კაცობრიობისთვის. აქ მზე იმყოფება მისთვის მტრულად განწყობილ ნიშანში. ჩვეულებრივ, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ადამიანებს, რომლებიც ჰოროსკოპში ასეთი თანხვედრით არიან დაბადებულნი, აქვთ სიღარიბის პერიოდი ანდა იმყოფებიან დაქვემდებარებულ მდგომარეობაში იმ ადამიანებთან, რომლებიც შესაძლებლობებით (მატერიალური, ინტელექტუალური და სხვა) მათ ჩამორჩებიან. მზე მერწყულში – თითქოს, ადამიანს ასწავლის; ის ხვდება ისეთ გარემოებებში, რომელშიც შეისწავლის ცხოვრების მაღალ მიზნებს, თითქოს ეს სულიერი განვითარება, ანდა სხვების სასიკეთოდ მსახურებაა. ამით ადამიანები საკუთარ ეგოზე მაღლდებიან, რომელიც დაბადებიდან დაჰყვათ.

შეუძლიათ ადვილად სწავლა; ჩვეულებრივ, მისტიური ცოდნის ინტერესი აქვთ _ რამდენადაც მერწყული წარმოადგენს ნიშანს, რომელიც დაკავშირებულია ჰაერის სტიქიასთან (მნიშვნელოვანი მენტალური აქტივობა) და სატურნის მმართველობასთან (რომელიც უთითებს იოგაში წარმატებაზე). ყველა კლასიკური ტექსტი ამბობს, რომ: _ მზე მერწყულში იძლევა მისი მფლობელისთვის ბავშვებისგან ნაკლებ ბედნიერებას, მოაქვს დანაკარგები, რომელიც დაკავშირებულია მამის ქონებასთან, ასევე _ მიდრეკილებას გულის დაავადებებისკენ, ისეთი ქმედებებისკენ, რომელიც ნაკლებად შეესაბამება ცხოვრებაში მათ მდგომარეობას. მათი სიმდიდრე არამყარია. ყველა ეს თვისება შეიძლება გამოვლინდეს ან არ გამოვლინდეს _ დამოკიდებულია ცხრილში (პირად რუკაში) დანარჩენი ნაწილების (პლანეტები, სახლები, ასპექტები) მდებაროებაზე, მაგრამ ეჭვს არ იწვევს ის, რომ ამ ადამიანს ექნება ნიჭი ლიტერატურის სფეროში. ასეთ ადამიანებს უყვართ ახალი იდეები, სურთ საზოგადოებრივი რეფორმების გატარება და დათრგუნული მასების მდგომარეობის გაუმჯობესება. მომთმენები, საიმედონი არიან, ჯიუტად და დაჟინებულად მუშაობენ. მიმზიდველი, გულუხვი, ფართე მსოფლმხედველობის მქონე ადამიანები, გულითადები, ერთგულები, უწყინარები, ხანდახან ცოტათი ექსცენტრიკულებიც კი არიან.

წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

გადაჭარბებული ინდივიდუალიზმი, განსაკუთრებით თუ ჰოროსკოპში ძლიერი ურანია. ინტერესები, მეტ წილად, ჰუმანიტარული აქვთ; უყვართ “სულიერად გამდიდრება”, მოგზაურობა, ადამიანებთან შეხვედრები, რათა გაიცნონ მათი არსის სახეები.

არ უყვართ რაიმეთი საკუთარი თავის შებოჭვა, ცუდად იტანენ დისციპლინას, თუმცა,  სინდისზე მუშაობა შეუძლიათ _ ადამიანებისთვის, რომლებიც აინტერესებთ. რუტინა მათ კლავს; მათში განვითარებულია ისეთი თვისებები, რომლებიც გარშემომყოფებს აუტანლად ეჩვენებათ; ხან – მდიდარი ფანტაზიის მხიარული ადამიანი, ხან _ მოდუნებული განდეგილი, სავსეა წინააღმდეგობრიობებით. სიყალბე _ მისთვის არაა: იმდენად გულწრფელია, რომ თუ მოატყუებთ, ვერ გაიგებს, სად ტყუილია და სად _ სიმართლე.

ახალი იდეების პიონერია. წარმატებას აღწევს იმ სფეროებში, რომელიც ქმედებების მნიშვნელოვან თავისუფლებას მოიაზრებს. სამეცნიერო ფანტასტიკა, გამომგონებლობა _ ეს მისი სტიქიაა. თითქოს მომავალს “ხედავს”. ფინანსებთან, ჩვეულებრივ, ცუდი დამოკიდებულება აქვს (თუ არაა ძლიერი იუპიტერი). მოკლედ, ფული ნაკლებად აღელვებს.

ნაცნობები და მეგობრები მის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობენ: ისინი (მოკლედ, სრულიად უცნობი ადამიანებიც კი) ეხმარებიან რთულ წუთებში; და თავადაც მათთვის დახმარების გასაწევად მუდამ მზადაა _ მაშინაც კი თუ ეს მორიგ მატერიალურ დანაკარგს უქადდის.

მერწყული ცუდად იტანს დაბინძურებულ ატმოსფეროს, სიცივეს, ხმაურს. მისთვის ნაჩვენებია “სიწყნარისა და მარტოობის” თერაპია. კარგად რეაგირებს მაგნეტიზმზე და სხვა არატრადიციული სახის თერაპიებზე. ელემენტებიდან _ ფოსფორი, ასევე სოდა. ბალახიდან _ მაიორანი. ჰომეოპატიიდან _ ჰამამელისი (ალქაჯის კაკალი).

სტატიის ავტორი: ნინო

 


About Tamta

Scroll To Top