მზე მერწყულში, ასცენდენტი ნიშნებში

მზე მერწყულში, ასცენდენტი ნიშნებში

სინთეთიკური დახასიათება

მზის მდებარეობა და ამოსვლის წერტილები

წყარო: http://www.aquarun.ru

ჰოროსკოპის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უთითებს თვითშეცნობის სპეციფიკურ განსაკუთრებულობებსა და განუმეორებელ პიროვნულ შტრიხებზე, ქცევის განსაზღვრულ მანერებსა და ადამიანის თვითაღქმელობის უნარზე, უთითებს საკუთარი განვითარებისა და თვითგამოხატვის შინაგანი ძალების და შემოქმედებითი უნარების გამოყენების უპირატეს გზებზე. განსაზღვრავს ინდივიდუალური ნების გამოვლინებას და ახასიათებს “ცნობიერების ღერძს”, რომელიც ვლინდება აქტიურობის სხვადასხვა სფეროებში. ეს ფაქტორი ასევე უთითებს ადამიანის ურთიერთობაზე საკუთარ ცხოვრებასთან მიმართებაში და გამოცდილების გადამუშავების შესაძლებლობაზე, ხარისხობრივ, თვისობრივ განსხვავებაზე, მის რეაქციაზე გარემო წრეზე. ეს ფაქტორი ახდენს იმ შესაძლებლობის სიმბოლიზებას, რომელსაც ადამიანი უყენებს სამყაროს, იმ ქცევებს, რომლისკენაც საკუთარი ცხოვრებისეული პრინციპების გამოხატვისასაა მიდრეკილი, იმ გზას, რომლისკენაც ისწრაფვის, რათა განახორციელოს საკუთარი მიზნები და სურვილები.

მზე მერწყულში, ასცენდენტი ვერძში

პიროვნება _ შემტევი, ცხოვრებისეული ბირთვი _ ზეშთაგონებული (მადლმოსილი, გასულიერებული)

ამ ხასიათს შეუძლია განავითაროს არაჩვეულებრივი ენერგია, თუ საკუთარი ამოცანის საჭიროებაში დარწმუნებული იქნება. ეს ადამიანები _ ახალისთვის, კაცობრიობისთვის, სოციალური იდეალებისთვის, ტექნიკისთვის _ ყველაფერს უზომოდ იყენებენ. ისინი არიან მრბოლელები, რომლებიც იმედოვნებენ, რომ საწვავი მთელ გარბენაზე ეყოფათ, თუმცა-ღა, ჯანსაღი აზრი კარნახობს, რომ აუცილებელია, ყველაზე მცირე, ორჯერ გამართვა (საწვავის ჩასხმა). მზად არიან ყველასთან _ ვინც ეყრდნობა ჯანსაღ აზრს _ ჩაებან კამათში. ცხოვრება განისაზღვრება ინტუიციით, გონიერებას შეუძლია ინტუიციას მისდიოს, მაგრამ არანაირად თავად გაკაფოს გზა, _ ამისთვის საჭიროა განჭვრეტა. ასე რომ, მოულოდნელობებით სავსენი არიან, საქმეს ხელს ჰკიდებენ ხან ერთი ბოლოდან, ხან – მეორედან _ საპირსპირო კუთხიდან. ახდენენ არაპროგნოზირებადი ადამიანების შთაბეჭდილებას. მიუხედავად ამისა, აღწევენ წარმატებებს, რაც შესანიშნავია; თუმცა, მიღწეული წარმატება გრძელვადიანი არაა, მაგრამ ეს მათ არ აინტერესებთ. მათ საფუძველში არის რაღაც მასხარასეულიც; და თავადაც ძალიან სერიოზულად არ აღიქვამენ საკუთარ თავებს. მოკლედ, არაა საჭირო მათი გაბრაზება, _ ამაზე მკვეთრად რეაგირებენ. საკუთარ გარემოცვაში მოძრაობა, სიცოცხლე შეაქვთ, თავადაც მუდამ მოუსვენრები არიან, შესაძლებელია, ნერვიულებიც კი. სავსენი არიან რაიმე ოცნებით, სამყაროს ხედავენ რაღაცნაირ ბრწყინვალებაში. შინაგანი მოუსვენრობა _ მათი ცხოვრებისეული ელექსირია, განიცდიან თითქმის გადაულახავ შიშს პაუზებისა და მოსვენების წინაშე. ამასთანავე, ვარაუდობენ, რომ სიმშვიდე აუცილებელია. ამბობენ ბევრ ისეთ რამეს, რასაც თავადაც კი არ ფიქრობენ. აცოცხლებენ გარე სამყაროს _ მას ბიძგებს აძლევენ. შეიძლება, ისინი ადამიანებს ღლიდნენ, მაგრამ მათთან მოწყენა შეუძლებელია.

მზე მერწყულში, ასცენდენტი კუროში

პიროვნება _ სასიამოვნო, ცხოვრებისეული ბირთვი _ ზეშთაგონებული (მადლმოსილი, გასულიერებული)

ცხოვრებაში ეს ადამიანები ხშირად სიმპატიური გნომები არიან ანდა მეტ–ნაკლებად მასხარებად ჩანან. მუდამ მაცდუნებლები, მიმზიდველნი, ძალიან ექსცენტრიკულები არიან, ფლობენ იშვიათ ეგზოტიკურ ხიბლს, საკუთარ თავებს აუტსაიდერებად ასაღებენ და კეთილსინდისიერ მოქალაქეებს ასე იტყუებენ მოლიპულ გზებზე. მათ ეჩვენებათ, რომ ცხოვრება უნდა ანიჭებდეთ სიამოვნებას, მთელი დრო ელიან იმას, რომ არაფერი იყოს მოსაწყენი, მუდამ ისწრაფვიან რაიმე ახლის აღმოჩენისკენ. დაბრკოლებებზე იცინიან, მოკლედ, სერიოზულ შემთხვევებში, უფრო ხშირად ცდილობენ მათთვის გვერდის ავლას, ვიდრე დაბრკოლებების გადალახვას.  მათ მიერ გამოხატული გრძნობები ძალიან სერიოზულადაც არ უნდა მიიღოთ, რამდენადაც ცვალებადი ბუნება აქვთ. მათთვის მნიშვნელოვანია კაცობრიობის საკითხები. სიამოვნებით და მთელი ემოციებით ერთვებიან სოციალურ პრობლემებში. თუ გაჭირვებულს ნახავენ, ცდილობენ დაეხმარონ. ეჩვენებათ, რომ ეს თავადაც შესაძლებელია დაემუქროთ, _ რა თქმა უნდა, დაუმსახურებლად. დროდადრო, მათი ხუმრობები ისეთი უხეშია, რომ სხვებს ტკივილს აყენებს, თუმცა, ეს არც უნდათ და არც სურთ. თავებს აუტსაიდერებად სიამაყით გრძნობენ, შეუძლიათ საკუთარი პარტნიორის ოჯახური კავშირებიდან მოწყვეტა, ხოლო შემდეგ მისი მიტოვება. ეს კი ისეთი ადამიანების რეპუტაციას უქმნით, რომელთა ნდობაც არ შეუძლება, მაგრამ საკუთარი თავებისთვისაც ასეთები არიან, თუმცა–ღა,  ისწრაფვიან განსაზღვრული ცხოვრებისეული სტანდარტებისკენ, რომელიც მოსაწონი იქნებოდა. ამასთანავე, ისინი ეძებენ თავგადასავლებს და მზად არიან თავით გადაეშვან მათში.  გარშემომყოფები მათ მრავალ ექსცენტრიულ გამოხტომას პატიობენ, მაგრამ, როგორც პიროვნებებს, ძალიან სერიოზულადაც არ იღებენ.

მზე მერწყულში, ასცენდენტი ტყუპებში

პიროვნება _ მრავალმხრივი, ცხოვრებისეული ბირთვი _ ზეშთაგონებული (მადლმოსილი, გასულიერებული)

ეს ადამიანები დარწმუნებით იძლევიან იმაზე მეტ პირობას, ვიდრე შეუძლიათ შესრულება. მათ ადვილად იტაცებთ ყველაფერი ახალი. როგორც არავინ სხვა, ისე შეუძლიათ რეკლამის “დოლზე დაკვრა”. ეს ე.წ. ცხოვრების ჯადოქრები არიან, რომლებსაც შეუძლიათ ფეხსაცმლის საცხის კბილის პასტად გასაღება (და პირიქით) და ამასთანავე, გულწრფელად მხოლოდ სიკეთე სურთ. მათ უნდათ საზოგადოებრივი და ჯგუფური საქმეების გაძღოლა. ამასთანავე არ სჭირდებათ პირველ ადგილზე ყოფნა, უბრალოდ სურთ პირველმაუწყებლები იყვნენ. მუდამ საზრუნავებში არიან, მაგრამ არა ერთი მიმართულებით. უპირატესობას ანიჭებენ რამდენიმე მიმართულების ქონას, ღამით კი უარყოფენ ათიდან ცხრას, ირჩევენ რა სწორს ინტუიცის მეშვეობით. ინტუიცია სიტყვაუხვებად და სიტყვების მოყვარულებად ხდის, ეს არის მათი მიმართვის წყარო, ხოლო მათი ყველა სახის საუბარი _ მიმართვაა. მათ ქცევებში არის რაღაც მასხარასეული. განსაკუთრებით კარგად ატარებენ ნიღბებს და სხვებს ასულელებენ. მოულოდნელობებში მუდამ კარგები არიან, ლოგიკას კი ამ ადამიანებისგან არ უნდა ელოდოთ. ისინი ქმნიან წერილებს დ ინსტურქციებს ახალი მანქანების მოხმარების თაობაზე. ერთი შეხედვით ჩანს, თითქოს ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ როცა ეშვება რაიმე ჭანჭიკი და რაიმე ისე არ ეწყობა, უარყოფენ ყველა გამოგონებას და იწყებენ ახლის შექმნას. ახასიათებთ სულიერი ინტერესები. მოკლედ, არც ისე დიდი სიამოვნებით კითხულობენ ძველ ლიტერატურას, ანდა თუ კითხულობენ _ სრულიად ახალი, განსხვავებული შეხედულებით. ადგენენ ლოზუნგებს, რომელიც სწრაფად იძენს პოპულარობას.

მზე მერწყულში, ასცენდენტი კირჩხიბში

პიროვნება _ მგრძნობიარე, ცხოვრებისეული ბირთვი _ ზეშთაგონებული (მადლმოსილი, გასულიერებული)

ეს ხასიათი ისწრაფვის იმისკენ, რომ გარშემომყოფები გააოგნოს. საზოგადოებას მგრძნობიარეებად და კომუნიკაბელურებად წარუდგებიან, მაგრამ, არსით იმდენად ექსცენტრიკულები არიან, რომ სრულიად მოულოდნელობის ეფექტს ახდენენ. ეს ადამიანები სხვებს, ნაწილობრივ,  მორგების უნარით მოსწონთ, ნაწილობრივ კი იმით, რომ ჩარჩოებიდან გადიან. მათი ტექნიკისკენ მისწრაფება გენიალობამდე მიდის, ინტერესებს ათანხმებენ ემოციონალურ გატაცებებთან. მუდამ რაღაც არაჩვეულებრივი და მიმზიდველი აქვთ. ერთნი ცივსისხლიანად იყენებენ ამ მიმზიდველობას, მეორენი მასებზე დამაბრმავებელი შესაძლებლობების გამოყენებაზე იწყებენ სერიოზულად ფიქრს. ადამიანური მათში მკეთრად გამოხატულია. ამ ხასიათის მქონე დედები საკუთარი შვილების ახალი მეთოდებით აღზარდას ცდილობენ, მაგრამ თუ ეს არ გამოსდით, უკან იხევენ. შესაძლებელია,  ამის გამო ბავშვები ძალიან დაშავდნენ, რადგანაც ყველაფერი ეს დიდი გადაჭარბებით ხორციელდება. ვერ იტანენ მოწონებას, მათთვის აუცილებელია ცვლილებები. თუ ცხოვრება არ აძლევთ საშუალებას, თავად უკეთებენ ცხოვრებას სიურპრიზებს, მაგრამ თუ ხუმრობა ძალიან შორს მიდის, შეუძლიათ გაჩერება, ეს მათი კარგი თვისებაა. მცდელობებით რაიმეს აღწევენ, მაგრამ ისწრაფვიან მაღალი მდგომარეობისკენ, თანამდებობისკენ. მათთვის სრულიად საკმარისია, თუ როგორც პიროვნებები, ისე მოსწონთ. სოციალური დამნაშავე ნაკლებად აღელვებთ. ძალიან აღმქმელები და წყენიები არიან. დროის დინებაზე არაჩვეულებრივ ალღოს ფლობენ. ამაში მათზე დაყრდნობა შეიძლება.

მზე მერწყულში, ასცენდენტი ლომში

პიროვნება – დომინირებული, ცხოვრებისეული ბირთვი _ ზეშთაგონებული (მადლმოსილი, გასულიერებული)

ეს ხასიათი თავისი ბუნებით რამდენადმე გაორებულია. ისინი გამოდიან ყველაფერი ახლის გამო. ეს ადამიანები არიან რეფორმატორული მოძრაობებების წინამძღოლები, ლიდერები, მაგრამ საკუთარ თავებს აძლევენ მსუბუქი გატაცებების უფლებას და ხშირად უფრო მოსწონთ თავად წარმომადგენლობა, ვიდრე ამოცანა. იმდენად დიდია აზრების, განჭვრეტის, იდეების დინება, რომ საერთოდ უჭირთ საკუთარი ჭეშმარიტი გზის პოვნა. ისინი ფლობენ კარგ ალღოს, მათი საქმეები კარგად მიდის, მაგრამ ალღომ შეიძლება უარი უთხრას (შეცდეს) და ამის გამო შარლატანობას (თაღლითობას) მიმართავენ. თუ გრძნობენ, რომ მოატყუეს, თავადაც იწყებენ სხვების მოტყუებას. ესმით ცვლილებების აუცილებლობა, გრძნობენ, რომ ტექნიკა ადამიანებს ცხოვრებაში ეხმარება, მაგრამ ხშირად თავად არ ფლობენ ამ ცოდნას, იდეებს აქეთ-იქით ფანტავენ და განვითარებას სამომავლოდ დებენ. მათ ყველაფერი მოულოდნელად აქვთ, ხშირად იცვლიან შეხედულებებს. ეს პრობლემად იქცევა, რადგანაც ყოველი შეხედულებათა წერტილი დიდებულად  მიაქვთ დანიშნულების ადგილამდე, მაგრამ შემდეგ მატყუარები აღმოჩდებიან. შეუძლიათ ზეშთაგონებულად იქადაგონ რაიმე საქმე, ხოლო ერთი წლის შემდეგ ის შეცდომად ჩათვალონ. ვერ ამჩევენ ამას და ამით საკუთარ თავს უარყოფენ. პრაქტიკულ ნაწილში ვერ ითმენენ წარუმატებლობებს. ყველაფერს ბინოკლით უცქერენ: ან ადიდებენ, ან ამცირებენ, მაგრამ მუდმივად გზაში არიან და რაიმეს  სტიმულს აძლევენ. ამაშია მათი ღირსება.

მზე მერწყულში, ასცენდენტი ქალწულში

პიროვნება _ აქტიურ-ქმედითი, ცხოვრებისეული ბირთვი _ ზეშთაგონებული (მადლმოსილი, გასულიერებული)

ეს ხასიათი ცხოვრებაში ეძებს აზრს. ესმით სამყაროში ცვლილებების აუცილებლობა, მაგრამ საკუთარი მოვალეობების შესრულება მხოლოდ ტრადიციული სახით შეუძლიათ. ისწრაფვიან სოციალური სამართლიანობისკენ, რომელიც მხოლოდ თეორიულადაა შესაძლებელი, რაც ძალიან აღიზიანებთ. ძალიან სულიერნი და ინტელექტუალები ჩანან, მაგრამ რამდენადმე ცივებიც,  რომ არ ვთქვათ _ უგრძნობები. საკუთარ გრძნობებს, როგორც წესი, კარგად ფლობენ და ვარაუდობენ, რომ ასეც უნდა იყოს, რამეთუ მხოლოდ ინტელექტი გვანსხვავებს ცხოველებისგან. ფარულად, საკუთარ თავებს სხვების გასულელებით სიამოვნების მიღების უფლებას აძლევენ: დაიწყებენ რა ჭკვიანურ საუბარს,  სერიოზულობა მოულოდნელად აბსურდამდე მიჰყავთ, მაგრამ ამასთანავე, პროგრესს საკმაოდ უჭერენ მხარს. ისწრაფვიან ემანსიპაციისკენ, ვარაუდობენ რა, რომ ყოველი ვალდებულია იყოს დამოუკიდებელი. ისურვებდნენ საზოგადოების გაყოფას სოლისტებად და არა სოლისტებად, შემდეგ კი დააფუძნებდნენ მარტოხელების ახალ საზოგადოებას. ასე მისდევენ ისინი ილუზიებს, ფანტავენ ყველაფერს, არცთუიშვიათად, რთულად მოიპოვებენ პურს არსობისას ანდა საკუთარ სამუშაოს საშინელებად თვლიან. მათთვის ყველაფერი ძალიან რეგლამენტირებულია; შუქნიშნის წითელი ფერი შეიძლება სიშმაგეში აგდებდეთ. ამასთანავე, მრავალი და ოროგინალური, სხვა ბრწყინვალებები, შესაძლებელია, მათთვის გენიალურიც კი იყოს. შეუძლიათ წამში გააცოცხლონ მინავლებული და მოსაწყენი რეალობა, _ მაგრამ არა შეცვალონ, ამისთვის ძალიან არამუდმივები არიან. მათი ცხოვრება მუდამ სავსეა სულისშემკვრელი დ გამაოგნებელი მომენტებით, თუმცა–ღა, თავიდან ობივატელებად* ჩანან.

მზე მერწყულში, ასცენდენტი სასწორში

პიროვნება _ მეგობრული, ცხოვრებისეული ბირთვი _ ზეშთაგონებული (მადლმოსილი, გასულიერებული)

ეს _ სულიერ-კომუნიკაბელური ხასიათია. ეს ადამიანები ახალი დინებების შეგრძნებისა და მათი გავრცელების ნიჭს ფლობენ. მრავალი მათი მისწრაფება გადაჭარბებულია, მაგრამ რეალობაზე, დაე, სხვებმა იფიქრონ. ისინი უნდა ისწრაფვოდნენ ფრენისკენ _ თუნდაც ამისგან არაფერი გამოვიდეს. ამასთანვე, საკუთარ თავში ანვითარებენ სატირული შეფერელობის იუმორს, რომელიც ხალხს აშინებს. ფლობენ იმიტაციის ნიჭს, რის გამოც სერიოზული ფილოსოფოსები თავებს სულელებად თვლიან. მათი ცხოვრებისეული მიზნები ნათელი არაა, რადგანაც თვლიან, რომ სამყაროს არ შეუძლია ისეთი დარჩეს, როგორიც არის, ისინი გადადიან მომდევო ასწლეულში; და იბადება ახალი ილუზიები. ეს ადამიანები განწყობილნი არიან პარტნიორობისადმი, მაგრამ არც თუ დიდი სიამოვნებით აფორმებენ კავშირებს _ დოკუმენტები არ შეესაბამება ნამდვილ ადამიანურ არსს. ეძებენ სოციალურზე იგივე შეხედულების მქონე მეგობრებს, მაგრამ მათთვის დამახასიათებელია ზოგიერთი სახის სნობიზმი. სხვებს უნაპირდებიან, რათა ასე იყვნენ ცნობილები და შემჩნეულები. ხდებიან ღრმადმოაზროვნე მასხარები, რომლებიც სიცილში სერიოზულ და მნიშვნელოვან რამეს ამბობენ. საკუთარ თავებს რამდენადმე გაუცხოებულებად და უცხოტომელებად გრძნობენ, მაგრამ ამას ისეთი სახით ამჟღავნებენ, თითქოს _ მთლიანად ოქროსანი იყვნენ.

მზე მერწყულში, ასცენდენტი მორიელში

პიროვნება _ ექსცენტრიკული, ცხოვრებისეული ბირთვი _ ზეშთაგონებული (მადლმოსილი, გასულიერებული)

ეს ხასიათი სავსეა საქმიანობის წყურვილით, მხოლოდ ეჭვებშია: ღირს კი მუშაობა და ბრძოლა მხოლოდ საკუთარი თავისთვის ანდა საზოგადოებისთვის? გრძნობენ, რომ სამყაროს ცვლილება ყველას მიერ უნდა მოხდეს, მაგრამ არ სურთ სხვებთან  საკუთარი თავების გაიგივება. ამას კი, ძირითადად, მთლად ღირსეულ ნდობამდე ვერ მიჰყავს. სანამ არ იპოვიან მყარ წერტილს, დიდხანს მერყეობენ და მაშინაც კი, როცა ამ საყრდენს იპოვან, ყველაფერი ერთ ღამეში შეიძლება შეიცვალოს. საკუთარ იდეალებს ავრცელებენ ძალიან დამასნებოვნებლად, ეს ბრწყინვალე პროპაგანდისტები არიან, მაგრამ ძალიან ბევრს პირდებიან, რადგანაც თავადაც ბევრს იმედოვნებენ. ისინი ოცნებობენ ახალ სამყაროზე და იბრძვიან მისთვის, სანამ საქმემდე არ მივა საკითხი. როცა აღმოჩნდება, რომ მათი ოცნებები ასრულდა, ბარიკადებზე ადიან და ყველაფრის გააცამტვერებისთვის მზად არიან, რადგანაც არ შეუძლიათ საკუთარი ოცნებების აცხადება-განხორციელების ატანა. ძველი აღიზიანებთ, გამუდმებით ტრადიციებს ებრძვიან. თეორიულად ყველაფერი სწორად ეჩვენებათ, პრაქტიკა კი არ აინტერესებთ. ამტკიცებენ _ და საფუძვლიანადაც, _ იმისთვის, რომ წინ იარონ, საჭიროა ყველაფერში ეჭვის შეტანა (სკეპტიკური დამოკიდებულება). თუ ემხრობიან იმ შეხედულებას, რომ მომავალაში ყველა სახის მოძრაობა მხოლოდ მიწისქვეშ იქნება შესაძლებელი, მაშინ მთელ მიწისქვეშეთს გადათხრიან, არ დაფიქრდებიან და იზრუნებენ იმაზე, რომ შეიძლება ამის გამო დედამიწაზე აღარაფერმა აღარ იხაროს. მათ უწოდებენ “სამყაროსგან შეშლილებს” და ამას სრულიად სერიოზულად იღებენ. მათი იუმორი თავხედობამდე აგრესიულია, თავად კი საკუთარ თავზე ხუმრობებს რთულად იღებენ, ამას ასაკთან ერთად სწავლობენ.

მზე მერწყულში, ასცენდენტი მშვილდოსანში

პიროვნება _ მეძღოლი (წინამძღოლი), ცხოვრებისეული ბირთვი _ ზეშთაგონებული (მადლმოსილი, გასულიერებული).

ამ ხასიათს  უფრო მეტი სურს, ვიდრე აღწევს. ეს აიხსნება კონცენტრაციის სირთულით. ეს ადამიანები ხშირად და ადვილად არიან გატაცებულნი. ამასთანავე, ღვთის რჩეულებად ჩანან და მრავალი მათგანი ნამდვილად გენიალურია. გარშემომყოფები მიდრეკილნი არიან მათი გადატვირთვისკენ, მათგან ძალიან ბევრს ელიან. ამ ხასიათის წარმომადგენლები დაჯილდოებულნი არიან ორიგინალურობით, არაჩვეულებრივობით, მრავალმხრივობით. მუდამ პოულობენ მასწავლებლებს, რომლებიც წინ წაწევაში ეხმარებათ, მაგრამ მუდამ ცდილობენ საყვარელი მასწავლებლების გათამაშებასა და მათზე წახუმრებას, რაც, არცთუიშვიათად, ბოროტ ფორმებს იძენს. შეუძლიათ საზოგადოების მასხარები გახდნენ, რომლებიც არ ფიქრდებიან საკუთარ უკანასკნელ ხუმრობაზე, ამიტომაც, ამის გამო, ცხვირ-პირშიც ხვდებათ. საშიშროებაზე იდუმალ წინათგრძნობას ფლობენ, მხოლოდ ამის აღწერისას, მიდრეკილნი არიან, რომ ყველაფერი ლეგენდად აქციონ, ასე რომ, თავადაც ვეღარ ერკვევიან იმ სიახლეში, რომელიც ხდება. ასევე, მათ საკუთარ თავებს მოშვების უფლება არ უნდა მისცენ, განსაკუთრებით, რაც სხეულსა და სამოსს ეხება. თავისებურობის ანაბეჭდი (კვალი) მრავალ მათგანს ხშირად ამახინჯებს. ასევე, ამ ხასიათიდან, ვისაც გაუმართლა და უბედურებაში, გაჭირვებაში გაიზარდა, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხდება. მართალია, ილუზიებისკენ ისწრაფვიან, მაგრამ საკუთარ მისწრაფებებში საოცრებებს ახდენენ და ილუზიას შედევრებად აქცევენ. ეს _ ჯადოქრები, მაგები არიან, რომლებიც სტარტს იღებენ, მაგრამ დროულადაც ეშვებიან მიწაზე და ამასთანავე, ყველა სასარგებლო ცოდნას იძენენ. ასეთ იშვიათ გენიებთან შეხვედრა _ ერთდროულად რთული და სასიხარულოა.

მზე მერწყულში, ასცენდენტი თხის რქაში

პიროვნება _ პატივმოყვრული, ცხოვრებისეული ბირთვი _ ზეშთაგონებული (მადლმოსილი, გასულიერებული)

ხასიათი, რომელიც სერიოზულად ატარებს რეფორმებს. ეს ადამიანები ორიგინალურად იქცევიან, მაგრამ მრავალი მათი ხუმრობის მიღმა სიღრმე იგრძნობა. დასცინიან რა პოლიციელს, რომელიც შენიშვნას აძლევს არასწორად დაყენებული მანქანის გამო, სრულიად სერიოზულად ითხოვენ ამ ინცინდენტის დოკუმენტურ დადასტურებას. ისწრაფვიან მოგებისკენ, ამასთანავე  გონიერნი რჩებიან. საუბრობენ სოციალურ რეფორმებზე, მაგრამ იმდენად ახდენენ მათ ბიუროკრატიზებას, რომ რეფორმებისგან აღარაფერი რჩება. ენთუზიაზმით ერთვებიან რაციონალური წარმოებულობის სამუშაოში, ვერ ამჩნევენ, რომ ამავდროულად საკუთარ სამუშაო ადგილს აუარესებენ. ყველაფერი ძალიან უჩვეულოდ იწყება, მხოლოდ ღამე ცვლის ყველაფერს და გაღვიძებულზე აღმოაჩენენ, რომ ყველაფერი თავის ადგილზეა. თავდაჯერებულად იქცევიან, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება. როგორც კი მოვალეობები ჩდება, მასხარის გვირგვინი თავიდან ვარდება. საკუთარ გამოვლინებებში გაორებულები არიან, სხვებს სულელებად თვლიან, მაგრამ თავადაც გასულელებულნი რჩებიან. თავებს ოინების მომწყობლებად მიიჩნევენ, ამ დროს კი ვერ ამჩევენ, რომ ისინი _ მარიონეტები არიან. ამას ადვილად ვერ იღებენ, თავებს მწარე იუმორით იცავენ, რომელშიც არის რაღაც ადამიანურად გულის ამაჩუყებელი. უყვართ თილისმები და სწამთ მათი ძალის და მოქმედების, უკიდურეს შემთხვევაში, ასეთ სახეს იღებენ. არ იციან, საკუთარი გენიალური იდეების გამო პატივს სცემენ თუ დასცინიან, რამდენადაც ფიქრობენ იმაზე, თუ ხვალ  რა იქნება აქტუალური.

მზე მერწყულში, ასცენდენტი მერწყულში

პიროვნება _ ცვალებადი; ცხოვრებისეული ბირთვი _ ზეშთაგონებული (მადლმოსილი, გასულიერებული)

ეს _ იდეების წყარო და საკუთარ წრეში რეფორმატორია, მაგრამ ასევე მასხარა და სათვალის მწმენდავიცაა. მათთვის ცხოვრება _ ცირკია და არასდროს არიან იმაში დარწმუნებულნი, რომ ამ ცირკში მანეჟი ისევ ძველ ადგილას, გუმბათის ქვეშ იქნება: მუდამ მზად არიან ყველაფერის თავდაყირა დასაყენებლად, თუნდაც ამის გამო მთელი სამყარო გაცამტვერდეს. ამასთავე, ისინი ფლობენ ოპტიმიზმის გავრცელების ნიჭს. უყვართ ილუზიები და თავადაც მზად არიან რაღაც წამში დაუჯერონ ამ ილუზიებს. მიიღებენ რა, რომელიმე საფინანსო ორგანოს ანგარიშს და ჩათვლიან, რომ ვალდებულნი არ არიან გადაიხადონ დაწესებული გადასახადი, იმ წამსვე მოიფიქრებენ ამის დასაბუთებას. თუ მაინც, გადასახადს მათგან ამოიღებენ, ისინი აფუძნებენ გადასახადების ამომღებთა მოწინააღმდეგეთა საზოგადოებას. ეს მოსწონთ გარშემომყოფებს, რომლებსაც ისინი აბრმავებენ და იყოლიებენ, ასე რომ, ვერ ამჩნევენ, რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს სიახლეები და რეფორმები. მხოლოდ ერთია, ამ გადაჭარბების გამო საკუთარ კარში, ერთი მეორეს მიყოლებით, იღებენ გოლებს. მათთვის ყოველთვის სხვები მოჰყავთ მაგალითებად. თუ ექიმი უწერს რაიმე საშუალებას (წამალს, მკურნალობას), ისინი ამ საშუალების საწინააღმდეგოს იღებენ, თუ საჭიროა ბუნებრივი პრეპარატები, იყენებენ ქიმიურს და ა.შ. უბრალოდ, ამ ადამიანებს აშინებთ რეგლამენტირებულებად ყოფნა, მასებში სული ეხუთებათ, ისინი უნდა შეეწინააღმდეგონ ყველასა და ყველაფერს. ხედვა _ მათი ცხოვრებისეული ელექსირია და აქვთ ეს; ძილის გარეშე ვერც ერთი ცვლილება ვერ ხორციელდება, ხოლო ცვლილებების აუცილებლობა მათთვის კარგადაა ცნობილი.

მზე მერწყულში, ასცენდენტი თევზებში

პიროვნება – დაუცველი, ცხოვრებისეული ბირთვი _ ზეშთაგონებული (მადლმოსილი, გასულიერებული)

ეს ექსცენტრიკული ხასიათია, მაგრამ მთლიანად _ ინსტიქტი, ინსპირაცია** და ინტუიციაა. ფაქიზად-მგრძნობიარე, წინათგრძნობებით სავსე, ასეთი თვალებით უყურებენ გარშემომყოფებს. აქ ძალიან ადრე აღმოაჩენენ გადამწყვეტ, არჩეულ მიმართულებებს: მათ ადამიანები ან მიჰყავთ ჭეშმარიტ ჰუმანურობამდე, ანდა უჩვენებენ, რამდენად მცირედფასეულნი არიან. ერთ ნაწილს შეუძლია სექტების დაფუძნება, მეორენი _ სხვებს უყვებიან, რომ ადამიანი, ძირითადად, წყლისგან შედგება და, რომ ქიმიური ნივთიერებების ღირებულება, რომელთაგანაც ადამიანი შედგება, დაახლოებით 13 მარკაა. აქ აწყდებიან უკიდურესობებს, იდეალები ან ამაღლდება, ანდა ტალახში ისვრება. აქ ხდება მერყეობა. ვინც არ ფლობს (საკუთარი დონის ანდა გარემოცვის წყალობით) საკმარის სიმყარეს, სამყაროში აქეთ-იქით დახეტიალობს. გამაოგნებლად დაჯილდებულები არიან ნიჭით და ამავდროულად თავშეუკავებელი ტრაბახითაც. სინამდვილე არასდროს აღიქმება რეალურად, ისინი ან მაღლდებიან, ანდა ეშვებიან ნაგავში. თითქმის არასდროს აფასებენ სამართლიანად, ზუსტ ანგარიშს მათგან ნუ ელით და საკუთარ თავებზეც ასევე არანაირი მსჯელობებისა თუ გაკიცხვის მოსმენა არ სურთ. სკოლაშივე გაურბიან გამოცდებს. შესაბამისად, ცხოვრებისეულ გამოცდებს მოუმზადებლები ხვდებიან, მაგრამ ინტუიციურად გრძნობენ, რაში და სად შეიძლება მოვიდეს დახმარება მრავალი ფარული, იდუმალი ძალის სახით. მათ გახელილი თვალებით სძინავთ, მაგრამ მოულოდნელად რაიმე იდეა შთააგონებთ და ზედაპირზე ამოცურდებიან. გამუდმებით ერთვებიან თამამ პროექტში, რომელსაც შესრულებად პროექტად არავინ თვლის. ამასთანავე, შეუძლიათ იყვნენ აკუმლიატორებიც და დასაქოქად საჭირო ნაპერწკლებიც. მრავალი მათგანი გამონაკლისია და ისტორიაში შედის.

*  ობივატელი (обыватель ადამიანი, რომელიც მოკლებულია საზოგადოებრივ თვალთახედვას, აქვს მეშჩანური შეხედულებები, ცხოვრობს წვრილმანი, პირადი ინტერესებით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.

** ინსპირაცია  – (inspiratio) 1. ვინმესთვის რაიმე მოქმედების, აზრის, თვალსაზრისის შთაგონება. 2. ვისიმე შეგულიანება, წაქეზება. Synonym: ინსპირირება =უცხო სიტყვათა ლექსიკონი.

 სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top