ნათალური მთვარე III სახლში

ნათალური მთვარე III სახლში

„ექსპრესიულობა“

შფოთიანი, დრამატული, ცნობისმოყვარე და ენთუზიაზმით სავსე ადამიანია. უყვარს წარსულის მოგონება, სიამოვნებით იხსენებს და განიხილავს ცხოვრებაში გადამხდარ  ფაქტებს.  მარტივად ექცევა გარშემომყოფთა გავლენის ქვეშ. ბავშვებს მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან პატარები ხშირად ეხმარებიან სხვადასხვა ფორმით. არც ისე იშვიათად  იცვლის საგანმანათლებლო ადგილს. სწავლა გართულებულია კონცენტრაციის უუნარობის გამო. თუმცა კი სწავლა და სხვების მოსმენა ძალიან უყვარს. შესანიშნავი მეხსიერება აქვს. ვერ იტანს რუტინულ საქმეს. მეტყველება და აზროვნება დიდად არის დამოკიდებული ადრეულ ბავშვობაში განცდილ და ოჯახურ გარემოსთან დაკავშირებულ ემოციურ ფაქტორებზე. გონებისა და აზროვნების  წყობა განპირობებულია ემოციური ცრურწმენებით.

ასეთი ადამიანები კარგად ითვისებენ სხვის აზრებსა და იდეებს, რის გამოც ძლიერი მიდრეკილება აქვთ პლაგიატისკენ. უყვართ ფართო აუდიტორია, მრავალრიცხოვანი საზოგადოება და სხვა საჯარო ფორმები. აქტიური და ცოდნიმოყვარე გონება აქვთ, ხანდახან მომაბეზრებელიც. ახალი ინფორმაციის შემეცნებისთვის მუდმივი მზადყოფნის გამო, ყოველთვის საქმის კურსში არიან, რა ხდება უახლოესი გარემოცვის თუ  ცნობილი ადამიანების ინტიმურ ცხოვრებაში, მათ სამეზობლოსა თუ სანათესაოში.

მუდმივად ისწრაფვიან გარემოცვის განახლებისკენ, აზროვნებისა და მოქმედების ახალი წყაროების აღმოჩენისკენ. ბუნებრივია, ამ თვისებათა გამო, მათ აკლიათ მთლიანობა და სისრულე. განათლება ხშირად წყდება ამა თუ იმ მიზეზით, აღზრდის პრაქტიკა კი უკეთესის იმედს ტოვებს. კარგი მდებარეობაა აქტიური სოციალური ურთიერთობის შესასწავლად (პიარი, საზოგადოებასთან ურთიერთობა, რეკრუიტინგი). მოგზაურობა და მივლინებები დადებითად აისახება და საკმაოდ სარგებლიანია.

მარტივად იტაცებთ სიახლეები და ყველაფრის შეცვლას ცდილობენ. წარმატებულები არიან შუამავლობისა და წვრილი წარმოების სფეროებში. უყვართ სიახლეების აგიტაცია-პროპაგანდა. საერთოდ, კონტაქტები აცოცხლებს და განამტკიცებს მათ, ფიზიოლოგიური თვალსაზისითაც კი. არც ისე იშვიათად დაკავებულნი არიან საგამომცემლო საქმიანობით ან მუშაობენ სატრანსპორტო სფეროებში.

სერგეი ვრონსკი:

ცვლილებები და გარდაქმნები თანამდებობაზე, გარემოცვასთან, ახლობლებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან  ურთიერთობაში. შფოთიანი, მერყევი, ცვალებადი კონტატები. მიზნები და გეგმებიც ასეთივე სისწრაფით იცვლება. მრავალმხრივი ინტერესები. უამრავი მოკლევადიანი კონტაქტი და კავშირი, განსაკუთრებით საწინააღმდეგო სქესთან. ხშირად კარგავს დედმამისშვილებს, იცვლის სამეზობლოს. არც ისე იშვიათად უცნაურად იქცევა, ჭირვეული და ისტერიულია. ქალისთვის_ძლიერი გავლენა დებისა და მეზობლების მხრიდან, რაც საკმაოდ ღრმა კვალს ტოვებს ცხოვრების დიდ პერიოდზე.

პაველ გლობა:

+ ბევრი ემოციური კონტაქტი. კომუნიკაბელური ადამიანია. კარგად ითვისებს სხვების აზრებსა და შეხედულებებს, ახალ ინფორმაციას. არ უყვარს ერთფეროვნება. ყველაფერი, რასაც აღიქვამს, წარმოსახვით იფერება. მგრძნობიარეა კონტაქტების მიმართ და კარგად ეხერხება ამ კავშირებისგან სარგებლის მიღება, პლაგიატის დონემდე. დადებით გავლენას ახდენენ ნათესავები.

 ნათესავების უარყოფითი გავლენა, უახლოესი ნათესავები ხელს უშლიან. ბევრი ემოციური ცრურწმენა, რაც მძიმედ მოქმედებს ადამიანზე. იღლება ცხოვრებისეული ქაოსისგან. განურჩევლობა და უწესრიგობა  კონტაქტებში.

ფრენსის საკოიანი

ემოციური ცრურწმენები. სხვის იდეებს ხარბდება. უყვართ ოცნება და ფანტაზიორობა, აზროვნება წარმოსახვის ძალით არის შეფერილი. ფიქრობენ და საუბრობენ უმნიშვნელო წვრილმანებზე. ცნობიმოყვარეები. ერთფეროვნებისგან იღლებიან. ყოველთვის მოძრაობაში არიან. უყვართ და-ძმებთან ურთიერთობა. მეზობლებს ოჯახის წევრებად თვლიან.

თქვენ ხშირად იღებთ გადაწყვეტილებებს ემოციური ან პირადი მოტივების კარნახით. თქვენ ასე თუ ისე იმიტომ იქცევით, რომ გრძნობთ, ზუსტად ასე უნდა მოიქცეთ და არა სხვანაირად. მაშინაც კი, როდესაც ცდილობთ რაციონალურად მოქცევას, თქვენი განწყობა,ინტუიცია და გრძნობები ძლიერ ზეგავლენას ახდენენ თქვენს აზრებზე. თქვენთვის მარტივია გრძნობებზე, პირად თემებზე საუბარი, რითაც  თავდაჯერებულობას უსახავთ სხვებს, თქვენსავით გახსნილად ისაუბრონ შინაგან განცდებზე. ფსიქოლოგიურად ძალიან გამჭრიახი ხართ.

ავესალომ პადვოდნი: „მასწავლებლებისგან მოწამლული ბავშვი დედის წიაღში დაბრუნებას ითხოვს“

ეს ადამიანი  ემოციურად(ხანდახან სომატუდარადაც) ძლიერ არის დამოკიდეული  თავის სოციალურ ფონზე. თუ მთვარე ჰარმონიულია, ის ნებისმიერი საზოგადოების სამკაულია. თუ დაზიანებულია, ადამიანებს ის არ უყვართ, თუმცა თავადაც ვერ ხსნიან რატომ. არის  მის საქციელში რაღაც გამაღიზიანებელი და საეჭვო. თავადაც კი დისკომფორტს განიცდის ადამიანებთან ურთიერთობაში, განსაკუთრებით უცხოებთან (ამ მთვარემ, იუპიტერთან კვადრატში ან ოპოზიციაში, შეიძლება მოგვცეს  გამომწვევი თავხედობა და ფამილარობა). ჰარმონიული მთვარე III სახლში, განსაკუთრებით თევზების ან კირჩხიბის ნიშანში და განსაკუთრებით ცუდია დამუშავებისას, რადგან ბადებს სოციალურ ვამპირს, ანუ ადამიანს, რომელიც საზოგადოებისგან და ცალკეული ადამიანებისგან იმაზე მეტს იღებს ძალადობრივი მეთოდებით, ვიდრე ეს უკანასკნელი გასცემს. თუმცა გარეგნულად  საკმაოდ სასიამოვნო და  სოციალური პიროვნებაა.  ადამიანთა უმეტესობა,ზედაპირული ნაცნობობის შემდეგ, სრულიად მოხიბლულია  მისით.

მხედველობაში უნდა მიიღოთ,რომ მთვარე სახლში ყოველთვის გულისხმობს ინტიმური სახის პრობლემებს (უკიდურესად პერსონალური და არა ეროტიული ხასიათის) კონკრეტული ადამიანისთვის და შესაბამისი გარემოებები მასთან მეტად დელიკატურად უნდა განიხილოთ არამხოლოდ ასტროლოგებმა. ამ შემთხვევაში, ინტიმური ურთიერთობები ამ ადამიანს პრაქტიკულ მასწავლებლებთან და თავად სწავლების პროცესთან არის დაკავშირებული. ჰარმონიულ ვარიანტში, სწავლების პროცესი რბილად ჩაივლის და ადამიანს დიდ ემოციურ კმაყოფილებას მოჰგვრის. მთვარის დაზიანებისას, დიდი პრობლემები შეექმნება სწავლების პროცესში და შესაბამისი კომპლექსებიც არ დააყოვნებს. ბავშვობასა და ყმაწვილობაში  დედის როლი არსებითად განმსაზღვრელია სწავლების პროცესში. შემდეგ ეტაპებზეც მასწავლებლების როლს უფრო ქალები ასრულებენ.

თავად ამ ადამიანს, მასწავლებლის როლში, ხშირად ექნება ცდუნება, გახდეს მოსწავლის ემოციური დედა, მეურვე, მზრუნველი, რასაც თავი უნდა აარიდოს, თუმცა ზომიერად, ისე რომ არ ჩაკეტოს ემპათიური შემეცნების არხები.

მთვარის ამ მდებარეობის ერთერთი კარმული ამოცანა სოციალურ ეთიკის ცნობიერ განზომილებაში გადაყვანა და ფორმირებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია ეთიკის ძლიერი დამახინჯება მისი საკუთარი ეგოს ინტერესებში (კონკრეტულად რომელი,აჩვენებს მთვარის ასპექტები_დაძაბული და განსაკუთრებით ჰარმონიული).

ბორის იზრაიტელი

მთვარის ამ მდებარეობისას ადამიანის განწყობა სწრაფად იცვლება. თავის განწყობას მენტალურ დონეზე გამოხატავს, ისწრაფვის მრავალფეროვანი ემოციური ცხოვრებისკენ. კონტაქტებს ემოციური განწყობისთვის იყენებს. ადამიანს უჭირს ინფორმაციის გადმოცემა, აზრის მიტანა, უჭირს გამოხშიროს ფასეული იმისგან, რასაც მთლიანობაში ითვისებს, რადგან წვრილმანებში იხლართება, საკუთარი და სხვისი აზრები ერევა.

მიდრეკილია უაზრო ლაქალაქისკენ. კონტაქტები ემოციურია. საუბარში მუდმივად მეორდება, მისი მეტყველება გადატვირთულია უსარგებლო ახსნებით. მის მონაყოლს ვერ გაიმეორებთ.

ასეთი მდებარეობა იძლევა განსაკუთრებულ კავშირს დასთან და მის ძლიერ გავლენაზე მეტყველებს. თუ მთვარე და III სახლის კუსპიდი მამაკაცურ ნიშანშია, ეს შეიძლება მიუთითებდეს ძმაზე და არა დაზე. ხშირად უფროსი და დედის როლს იტვირთავს. თუ მთვარე დაზიანებულია ან ტყვეობაშია, ურთიერთობა შეიძლება არ გამოვიდეს, მაგრამ დედმამისშვილების გავლენა მაინც ძლიერი იქნება.

მთვარე III სახლში ართულებს დედობრივი ვალდებულებების განხორციელებას. შეიძლება იყოს აღზრდასთან (ასევე შვილის გაჩენასთან) დაკავშირებული პრობლემები. დედასთან ემოციური კონტაქტის დამყარების სირთულე.

მთვარის ეს მდებარეობა ასევე  მეტყველებს ხშირ გადაადგილებებზე, „ფესვების გადგმის“ პრობლემაზე. თუ სახლი დიდია, ადამიანი ხშირად იცვლის დასაძინებელ ადგილს.

ბილ ჰერბსთი

გარემომცველი ადამიანები და ნივთები. მთვარის ეს მდებარეობა იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ ყველაზე მეტად ყოველდღიური ჟესტიკულაცია და მოძრავი აქტივობა გესაჭიროებათ. თქვენი ემოციური ცნობისმოყვარეობა დაკავშირებულია ემოციურ ტემპერამენტთან და რადგან მთვარე ძლიერ გიბიძგებთ ადამიანებისკენ, ამიტომ გსურთ გრემოცვასთან მუდმივი ინტერაქცია, ემოციურ და არა სახებების დონეზე. საინტერესოა, რომ თქვენი დედობრივი ინსტინქტები უცხო ხალხზე უფრო ვრცელდება, ვიდრე მშობლიურ ადამიანებზე. თქვენი ოჯახური გრძნობები კი მიმდინარე გარემოცვის მიმართ უფრო ვლინდება. ამგვარად, როდესაც ადამიანები თქვენს შემეცნებით სამყაროში ჩნდებიან, თავიდან მათ საკმაოდ ფრთხილად იღებთ, მაგრამ შემდგომ ფართოდ უხსნით მკლავებს. თუმცა როგორც კი ეს ადამიანები თქვენი ცნობისმოყვარეობის წყაროს აღარ წარმოადგენენ, თქვენი ინტერესი შეიძლება მკვეთრად დაეცეს. მაშ ასე, მოცემული მდებარეობა განასახიერებს სიღრმისა და ზედაპირულობის უცნაურ შერწყმას. ამოცანა _ დაიკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნები მრავალფეროვანი საშულებებით, მაგრამ შეინარჩუნოთ გარესამყაროსთან მყარი ურთიერთობები.

კონკრეტული აზროვნება. თქვენთვის დამახასიათებელია ცბიერება, აზროვნების თავისებური „გრძნობითი“ საფუძველი და არა აშკარა რაციონალიზმის ცივი ლოგიკა. თქვენი მოთხოვნები განსაზღვრავენ შემომავალ ინფორმაციას და პირიქით, თქვენს მოთხოვნებსა და შემეცნებაზე ძლიერ გავლენას ახდენს ემოციური მოთხოვნები, რაც შეიძლება მშვენიერიც იყოს და საზარელიც, სიტუაციიდან გამომდინარე. მახეს წარმოადგენს ცდომილება ან გაუგებრობა, ლოგიკისა და გრძნობების მონაცვლეობისას. მაშინ, როდესაც თქვენი ამოცანაა_შეაერთოთ გრძნობა და გონება ერთ ურთიერთმხარდამჭერ მთლიანობაში.

ცნობისმოყვარეობა. თქვენს შემთხვევაში განსაკუთრებით აქტუალურია ინფორმაციული „შიმშილი“. გწადიათ ცოდნა, გაგება, ღრუბელივით შთანთქავთ ინფორმაციას. თქვენი ტემპერამენტიდან გამომდინარე, ამ  ყლაპვის პროცესმა შეიძლება მიგიყვანოთ ღრმა დროებით სიმაძღრემდე ან წარმოქმნას უხილავი „მენტალური მოშლილობა“. ცნობისმოყვარეობა ზემოთ-ქვემოთ დახტის. როდესაც ცოდნის სურვილი არ კმაყოფილდება, უსაფრთხოების შეგრძნებაც ქრება. ამიტომ ყველა შესაძლო მეთოდით ცილობთ მოძებნოთ ის, რაც გაინტერესებთ. თუმცა საფრთხის უფრო ღრმა შეგრძნებამ შეიძლება ისეთ მდგომარეობამდე მიგიყვანოთ, როდესაც ვეღარაფერი დააკმაყოფილებს თქვენს ცოდნის მოთხოვნას. ამ შემთხვევაში ცოდნა საკუთარ თავში უნდა ეძიოთ. ამოცანა_ გაავლოთ საზღვარი ამ ორ მდგომარეობას შორის.

განათლება. დაწყებითი განათლება დიდად არის განპირობებული დედის სახებით, რისი მეშვეობითაც ბავშვი აყალიბებს იმპრინტებს (შტამპები, ანაბეჭდები). დედის მიდრეკილებები იმით ვლინდება, როგორი დამოკიდებულება აქვს ბავშვს სკოლისა და სწავლის მიმართ. თქვენ ძლიერი სურვილი გაქვთ მიიღოთ ცოდნა  და როდესაც ეს სურვილი არ კმაყოფილდება, გარემოსთან ურთიერთობა თანდათან ირღვევა, ჯერ აშლილობის, შემდეგ სამყაროსადმი ინტერესის დაკარგვის  ფორმით. ამოცანა _ ყოველდღე ისწავლოთ  რაღაც ახალი; თქვენთვის ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ფიზიოლოგიური მოთხოვნის დაკმაყოფილება, იქნება ეს კვება თუ ძილი.

კავშირი. თქვენი სიტყვა და ემოციები განუყოფელი მთლიანობაა და ძლიერ ზემოქმდებენ ერთმანეთზე. როგორც წესი, სასიამოვნო ხმის ტემბრი გაქვთ. თქვენი ემოციური თავდაცვაც ისევე კარგად ისმინება, როგორც იგრძნობა. აზროვნებაცა და სიტყვაც თქვენს მიმდინარე ემოციურ მდგომარეობას ასახავს. გონება ხშირად ტემპერამენტის მსახურია, აზროვნების მიმართულებაც შესაბამის დინებას, თქვენს გრძნობით მდგომარეობას მიჰყვება. მეტიც, რასაც ამბობთ, თქვენს ემოციებზე აისახება. ერთი რამ არის გასაკვირი _ სიტყვის მთქმელიცა და გამგონიც ხშირად ებმება ანკესზე, სწამს რა, რომ სიტყვა ობიექტურ მონაცემებს გადმოსცემს. თუ სხვა ადამიანებს სურთ, რომ თქვენთან ურთიერთქმედება მეტად ცხადი და ღია იყოს, ჯერ დარწმუნდით, რომ მათ კარგად ესმით თქვენი ემოციური მდგომარეობა, სანამ ისინი თქვენი სიტყვების ინტერპრეტაციებს დაიწყებენ.

Het Monster

ბევრი მოგზაურობა და სხვადასხვა ტიპის გადაადგილება. მიდრეკილია ლიტერატურული შემოქმედებისკენ. უცნაური ფანტაზიები და კაპრაზიბი.

ინდუბალა

ექსპრესიული ადამიანია. ნაწილობრივ ცვალებადი განწყობით, რომელსაც ნაკლებად გამოსდის საკუთარ თავთან ჰარმონიული ურთიერთობა. უყვარს მოგზაურობა და ხშირად იცვლისსაქმიანობას. დაძაბული ურთიერთობა და ხშირი კონფლიქტები აქვთ ნათესავებთან. მათგან კარგი მწერლები, მთხრობელები, მსახიობები გამოდიან. ეჭვიანები არიან, ხანდახან ეშმაკობენ და ღიად სცოდავენ. კლასიკური ტექსტები გვაუწყებენ სიძუნწეზე მათ ხასიათში.

ბრუნო ჰუბერი

მთვარე და ნეპტუნი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ჩვენს სიყვარულის უნარს.

ადამიანები, მთვარით III სახლში, თვალშისაცემი  მობილობით გამოირჩევიან. ისინი ყოველთვის სადღაც ახლოს არიან, მაგრამ ზუსტად სად, გაურკვეველია. აბა, სცადეთ ვერცხლისწყლის წვეთის დაჭერა!  არასტაბილური და არაპროგნოზირებადები არიან, ყველას იცნობენ, რადგან სწორედ ამ მდგომარეობაში  გრძნობენ თავს კომფორტულად და თავდაჯერებულად.

როგორც წესი, პოპულარული ხალხია, რადგან უნარი აქვთ ყველას გამოეცნაურონ და გაეხუმრონ, შეუძლიათ სასიამოვნო კომპანია გაგიწიონ. ისინი აფასებენ პოპულარობას, რადგან სწორედ ამით აკომპენსირებენ უფრო ღრმა და სტაბილური ურთიერთობების უუნარობას. მიდრეკილნი არიან ემოციური ზედაპირულობისკენ და ეს ხშირად ხდება პოტენციური პარტნიორებისგან უარყოფის მიზეზი.

 

ცნობილი ადამიანები III სახლის მთვარით:

ვერძში: Meg Ryan,  Chuck Norris,  Isabelle Huppert…

კუროში: Jim Morrison, Carl Jung, René Descartes, Elizabeth I of England, Madame de Pompadour, Dennis Rodman, Erwin Rommel, Pier Paolo Pasolini, F. Scott Fitzgerald, Sonia Rykiel, Patrick Vieira…

ტყუპებში: Gwyneth Paltrow, Alain Souchon, John D. Rockefeller, Jean Gabin…

კირჩხიბში: Mariah Carey, Heath Ledger, Michael Schumacher, Richard Attias, Boy George, Nick Nolte, Suzanne Somers, Astrid of Sweden…

ლომში: Patrick Bruel, George Michael, Mandy Moore, Jessie J, Jack London…

ქალწულში: 14th Dalai Lama, Carla Bruni Sarkozy, Jack Nicholson, Sharon Tate, John Travolta, Michelle Williams, Guillaume Depardieu, Marvin Gaye, Jack Osbourne, Richard Strauss…

სასწორში: George W. Bush, Steven Seagal, Robert Smith,  Alice Bailey, Christian Clavier, Jason Orange, Gustave Eiffel, Josephine Baker, Marina Vlady, Mina,  Vladimir Maiakovski, Richard I of England…

მორიელში: Roger Federer, Johnny Hallyday, Linda Goodman, Shannen Doherty, Louis XVI of France, Fabrice Luchini, Brittany Murphy,  Elisabeth of Bavaria, Warren Beatty, Julie Andrews, Danielle Mitterrand, Will Ferrell, Placido Domingo, Don Johnson, François Mauriac…

მშვილდოსანში: Christina Aguilera,  Jennifer Aniston, Natalie Dessay, Anthony Kiedis, Kevin Costner,  Kay Parker, Mireille Darc, Yoko Ono, Natasha Richardson, Alice Cooper, Rock Hudson, Claude Barzotti, Melissa Etheridge, Filippo Inzaghi…

თხის რქაში: Adolf Hitler, Napoleon I, Gerard Butler, Jennifer Love Hewitt, David Guetta, Dwayne Johnson, Chloe Sevigny, Joan Fontaine, Neil Diamond, Paloma Picasso, Demis Roussos, Stavros Niarchos, Johnny Carson…

მერწყულში: Cary Grant, Estelle Lefébure, Diane Keaton,  Mel B, Joan Crawford, Robin Gibb, Marc Chagall, Michel Foucault, Kevin Kline, Andrew Carnegie, Maurice Gibb, George Gershwin…

თევზებში: Elvis Presley, Catherine Zeta-Jones,  Leonardo da Vinci, Lambert Wilson, Winona Ryder, Robert Plant, René Magritte, Patti Smith, Hermann Hesse, Sydney Pollack…

სტატიის ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top