მთვარის დღეები (ზოგადი მიმოხილვა)

მთვარის დღეები (ზოგადი მიმოხილვა)

(ფოტოზე – ორინიაკის უძველესი მთვარის კალენდარი)

მთვარის დღეები მზისაზე ადრე გაჩნდა და ადამიანები მას დიდი ხნის განმავლობაში ითვალისწინებდნენ. უძველეს დროში ადამიანები მთვარის რიტმსა და ენერგიას დიდ ყურადღებას აქცევდნენ. სულ 29-30 დღე არსებობს, რომლებიც თვის რიცხვებს შესაძლოა არც დაემთხვეს. მთვარის დღე განისაზღვრება მისი ორ ამოსვლას შორის დროით.  პირველი დღე ახალმთვარეობის დადგომისთანავე იწყება, ხოლო მე-2 დღე – მთვარის პირველი ამოსვლიდან, მე-3 დღე – მეორე ამოსვლიდან და ა.შ.

თითოეულ მთვარის დღეს რომელიმე სიმბოლო და მინერალები შეესაბამება. მინერალები მახასიათებლების მიხედვით გამოიყენება – კონკრეტული ორგანოების დასუსტების თავიდან ასაცილებლად. სიმბოლოები კი – მედიტაციისთვის და დღის მახასიათებლებისთვის.

მთვარის კალენდარში „კარგი“ და „ცუდი“ დღეები არსებობს.

კარგი დღეებია მთვარის მე-3, მე-7, მე-12, მე-16, 24-ე და 28-ე დღეები. ამ პერიოდებში თავს ყველაზე კარგად და ენერგიულად ვგრძნობთ. ახალი საქმეების დასაწყებად და სამოქმედოდ შესანიშნავი დროა.

ყველაზე უარყოფით დღეებად მე-9, მე-19 და 29-ე დღეები ითვლება. ამ პერიოდებში მეტი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს.

შედარებით რთული დღეებია მთვარის მე-4, მე-18, 23-ე და 26-ე დღეები. სასურველია შინაგან დონეზე მეტი ორიენტირება, დაგეგმვისა და ახალი საქმეების წამოწყების დროებით გვერდით გადადება.

ასევე, არსებობს ისეთი დღეებიც (მე-8, მე-11, მე-14, მე-19, მე-20, 25-ე), რომელთა დროს თავს „ჩვეულებრივ“ ვერ ვგრძნობთ, ენერგია არასტაბილურია, ადვილად ვიღლებით და ა.შ. ასეთ პერიოდებში სასურველია ორგანიზმის გაწმენდვა, სისუფთავის დაცვა, გონებრივი დასვენება.

გარდა მთვარის დღეებისა, არსებობს მთვარის ფაზები – ახალმთვარეობა, პირველი მეოთხედი, სავსემთვარეობა, ბოლო მეოთხედი (ვრცლად იხ. ლინკი მთვარის ფაზები)

მთვარის დღეების კალენდრის გათვალისწინება სწორად მოქმედებაში, პროცედურებისთვის სასურველი დღეების შერჩევაში, დღის დაგეგმვაში გვეხმარება. მთავარია დამოკიდებულები არ გავხდეთ – „მთვარე და ასტრო ბლოგი გვირჩევს, ჩვენ ვწყვეტთ“

ავტორი: თამთა


About Kate

Scroll To Top